"ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე"
"ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე"
დამანგრეველია ქვეყნისთვის ძმათა შორის დაპირისპირება. საქართველოს ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია 15 წლის წინანდელი წყლულები, კანონიერი ხელისუფლების ძალით შეცვლამ რომ მიაყენა. და წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ტრაგიკული მდგომარეობა იქნებოდა მე-17-18 საუკუნეების იმერეთში, სადაც 1660-1701 წლებში ჩვიდმეტი მეფე ჩამოაგდეს ტახტიდან - ამათგან ოთხი მოკლეს, ცამეტი კი გააძევეს. მარტო არჩილ მეფე ხუთჯერ დასვეს და ხუთჯერვე ჩამოაგდეს. რუსეთს გადახვეწილი მეფე-პოეტი გულმოკლული ამბობდა: "დავტოვე ქაჯთა ქვეყანა, ღვთისაგან დაწყევლილიო".

სამთავროებად დაფლეთილი ქვეყანა მტერმა იოლად იგდო ხელთ. თურქი ჩამოსახლდა იმერეთში და მთავარ ციხეებს დაეპატრონა. ოსმალები განსაკუთრებით ალექსანდრე V-ის მეფობის ჟამს მომძლავრებულან. მეფის სალარო დაცარიელებული იყო და ალექსანდრეს სათურქო ხარკის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ ვალდებულებას ტყვის სყიდვით ასრულებდა. გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მეფეს თავისი შვილებისღა ეიმედებოდა: უფროს ვაჟს, იოსებს, სასულიერო გზა აერჩია; უმცროსს ფიცხი ხასიათის გამო არჩილ გიჟს ეძახდნენ. დიდი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხალხი ამბობდა, "მისმა მადლმა, წმინდა გიორგის სასწაულის გარდა სიმარჯვით ვერავინ აჯობებსო"; სამეფოდ კი მამამ შუათანა - სოლომონი შეარჩია. ალექსანდრეს ეშინოდა, თათრები წამართმევენ, მომიკლავენო და მამაწმინდაში აზნაურ მესხს გაუგზავნა გადასამალად.

სოლომონმა კარგად გაიცნო უბრალო ხალხის ცხოვრება. პატარა ბიჭის მეხსიერებაში მწარედ ჩარჩა თანატოლი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვის ამბები, მათი მშობლების გოდება, დაცარიელებული და დაბეჩავებული იმერეთი... ძალზე გულჩვილი იყო სოლომონი და ვეღარ უძლებდა ამდენ ცრემლსა და ვაებას.

გავიდა დრო, წამოიზარდა, საშუალო ტანის, სასიამოვნო შესახედაობისა და ძლიერი აღნაგობის ვაჟკაცი დადგა. რუხი მაუდის ჩოხა ეცვა და რიგით მოლაშქრესავით მუდამ თოფს, დამბაჩას, ხმალსა და ხანჯალს ატარებდა. მეფურ სამოსს იშვიათად იცვამდა. ძალზე თავმდაბალი იყო, ზოგჯერ მშრომელ ხალხში ისე გაერეოდა, ვერც კი ამოიცნობდით. მეფის სუფრაც რომელიმე იმერელი ფეოდალის სუფრისგან დიდად არ გაირჩეოდა. ეს უბრალოება სოლომონს ბოლომდე გაჰყვა.

პირდაპირიც იყო და განზრახულის ბოლომდე მიყვანა უყვარდა. თვალიც უჭრიდა - ზაფხულში შუადღის მზეს მზერას უსწორებდა. ხალხი ამბობდა, ნამდვილად ოთხი თვალი აქვსო. ასეც იყო, ოღონდაც მას ის სულიერი თვალნი ესხა, ბევრ მის თანამედროვეს, თუნდაც მამამისს, რომ აკლდა. ალექსანდრე ისე გაკადნიერებულა, გელათში დასვენებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაუძარცვავს. რამდენიმე დღეში "წამოსცვივდნენ ორივე თვალნი" მეფეს. ხორციელადაც დაბრმავებული ერთი თვის თავზე მომკვდარა. იმერეთის ტახტზე მისი შუათანა ძე, 17 წლის სოლომონი ავიდა.

სანამ თხრობას განვაგრძობთ, ერთ ლამაზ ლეგენდას, მის უფლისწულობის დროინდელ ამბავს გავიხსენებთ, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ სოლომონი ჯერ კიდევ მეფედ გახდომამდე აღუდგა წინ ქართველ ტყვეთა გაყიდვის საზარელ ტრადიციას.

თურმე სოლომონს, არჩილს და მათ თანშეზრდილ თავადიშვილებს ძელიცხოველის წინაშე დაუფიცებიათ, ქვეყნის მტერი და ორგული არ გავახაროთო. მალე იმერეთში ხმა გავარდნილა, ტყვეთა სყიდვაში შემჩნეული რამდენიმე კაცისთვის ენა მოუჭრიათ, ზოგისთვის ცალი თვალი ამოუთხრიათ, თვით მეფე ალექსანდრეს სიმამრის ლევან აბაშიძისთვის კი სახლ-კარი გადაუბუგავთო. ეჭვი ხოსიკა მაჭავარიანზე მიიტანეს და გამოსატეხად გახურებულ საკირეში შეგდება დაუპირეს. განსაკუთრებით სოლომონი "აქტიურობდა". უეცრად ოლისკურიდან მომავალი პირბადიანი ცხენოსნები გამოჩნდნენ. წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბოსანი მოუძღოდათ. ხალხს გვერდი აუარეს და საკირის ნგრევა დაიწყეს. სოლომონმა ხმალი იშიშვლა, მაგრამ თეთრცხენოსანმა ხმაამოუღებლად თითი ცისკენ გაიშვირა. სოლომონმა და მისმა მხლებლებმა იარაღი დაყარეს და მის წინაშე დაემხნენ. პირბადიანმა მხედრებმა ცხენები გააბრუნეს და წავიდნენ. ბატონიშვილი ამბობდა: ისე შემოგვხედა, ძალა წაგვერთვაო. წმინდა გიორგი იქნებოდაო, - იგრიალა ხალხმა.

მეორე დილით ალექსანდრეს დარაჯებმა მოახსენეს: გამთენიისას თეთრცხენოსანი მოადგა ციხეს, კარნი შელეწა, ხოსიკა მაჭავარიანი ცხენზე შემოისვა და გაუჩინარდაო. ამ ამბავმა თათრები ისე გააკვირვა, ზოგიერთმა მართლმადიდებლობაც კი მიიღო.

"წმინდა გიორგის" რაზმმა ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. თათრის ერთგულნი და ქვეყნის ორგულნი მათი შიშით ძველებურად პარპაშს ვეღარ ბედავდნენ. ამ პატარა რაზმმა "ისე დასცარა თურქების ძალა და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, ალექსანდრე მეფის სიკვდილის შემდეგ სოლომონი ტახტზე რომ ავიდა, ბევრი აღარა დასჭირვებია რა თათრების მოსაგერიებლად". სოლომონ მეფის ძლიერება შემდგომში მის სახელმწიფო ბეჭედზეც აისახა: ადრინდელი დამამცირებელი წარწერა - "მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა" მან ახალი წარწერით შეცვალა - "ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე".

ჩვიდმეტი წლის ყმაწვილმა მეფემ ურჩი და ძლიერი თავადების დამორჩილება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ოსმალეთის ბატონობის მოსპობა განიზრახა. ამას ისიც დაურთო, რომ მამის სიკვდილისთანავე ყველა ქვეშევრდომს მკაცრი სასჯელისა და თვით სიკვდილის შიშით ტყვეების თურქებისთვის მიყიდვა აუკრძალა. "როგორ თუ ტყვეების გაყიდვა აგვიკრძალაო!" - ამ უკანასკნელმა წვეთმა ზოგიერთს მრისხანების ფიალა აუვსო და ახალნაკურთხ მეფეს იმავე წელს აუჯანყდნენ. შეთქმულნი არა თუ უცხონი, ახლო ნათესავები გახლდნენ მეფისა: ლევან აბაშიძე (სოლომონის ბაბუა დედის მხრიდან), მეფე ალექსანდრეს ორი უმცროსი ძმა - მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, როსტომ რაჭის ერისთავი და თვით სოლომონის ღვიძლი დედა - თამარი. მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და მან თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. "დაატყვევეს ქვეყანა და გაყიდესო", - ბრძანებს მოღალატეებზე წმინდა სოლომონ II. აფერუმ თამარის დედობას!

სოლომონმა დახმარებისთვის ახალციხის ფაშას მიმართა. მანაც დიდი სიამოვნებით იკისრა იმერეთის საქმეების მოწესრიგება და სოლომონის კვლავ გამეფება. იფიქრა, ახალგაზრდაა და ჩემს ჭკუაზე ვატარებო. ტახტზე დაბრუნებულმა სოლომონმა აჯანყების მოთავეები დასაჯა: დედა და ბიძები იმერეთიდან გააძევა, ლევან აბაშიძეს კი სამკვიდრო სოფელი კაცხი ციხესიმაგრითა და მონასტრითურთ ჩამოართვა და იმერეთის მეფის საკუთრებად გამოაცხადა. როსტომ ერისთავი და მისი ძმა კათალიკოსი ბესარიონი დასჯას გადაურჩნენ.

მეფე ძლიერ მოკავშირეს ეძებდა. ამ მიზნით გაეყარა აფხაზეთის მთავრის შარვაშიძის ასულს და დადიანის ქალი მარიამი შეირთო.

მძიმე და უნუგეშო იყო იმდროინდელი ეკლესიის მდგომარეობაც. მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცებინათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. თურქები არამცთუ ახალი მონასტრის აშენებას, ძველის შეკეთებასაც კი კრძალავდნენ. ამიტომ სოლომონმა უპირველესად ეკლესიის გაძლიერებისთვის იზრუნა: წინამორბედი მეფეების მიერ საერისკაცოდ გაცემული ყმა-მამული ეკლესიას დაუბრუნა, საეკლესიო გლეხები კი, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა, ყოველგვარი გადასახადისგან გაათავისუფლა.

ნელ-ნელა სოლომონის გარშემო ერთგული ხალხი შემოიკრიბა. მეფემ "ფიცის კაცთა" ინსტიტუტი შექმნა - როცა დასჭირდებოდა, 1000 ერთგული შეფიცული გამოჰყავდა ბრძოლის ველზე. ყოველ 15 მაისს ამორჩეულ ადგილას, ლეკერწაზე, იკრიბებოდნენ სამღვდელოებასთან ერთად და წმინდა ხატების წინაშე მეფის ერთგულების ფიცს დებდნენ. მერე მინდორზე სუფრას გაშლიდნენ და ყველანი შემოუსხდებოდნენ. პირველ სადღეგრძელოს დიდი სასმისით იტყოდნენ: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფესა და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!" თუ კარგი დარი იდგა, ლხინი ორ კვირას გრძელდებოდა. ფიცის კაცებს ურთიერთშორის დიდი ერთობა ჰქონდათ, ომშიც ერთად შედიოდნენ - ან ერთად გავწყდებით, ან ერთად გამოვალთო. ბრძოლის ველზე არც დაჭრილს ტოვებდნენ და არც დაღუპულს, მაგრამ თუ ვინმე შეშინებული ან ხელგამოუღებელი მოკვდებოდა, იქვე დატოვებდნენ, არ დამარხავდნენ. პრივილეგიებიც დიდი ჰქონდათ - თუ მეფისგან შერისხული მდევარს ფიცის კაცის მამულში შეასწრებდა, ხელს ვეღარ ახლებდნენ.

სოლომონმა ტყვეთა სყიდვა რომ აკრძალა, ახალციხის ფაშამ რამდენჯერმე შემოუთვალა, იმერეთში ხალხის გაყიდვის ნება დართეო, მაგრამ მეფე არ უთმობდა. 1757 წლის დეკემბრის ბოლოს ოსმალები იმერეთის ასაოხრებლად გაემზადნენ. მათ ლევან აბაშიძე ეახლა და მეგზურობაც გაუწია. როსტომ რაჭის ერისთავიც გამოჰყვა. მტერი ოკრიბაში, ხრესილის მინდორზე, დაბანაკდა. სოლომონმაც დიდი სამზადისი წამოიწყო. თავადაზნაურობიდან, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველას უხმო, ყმა გლეხობიდან კი კომლზე კაცი გაიწვია. დამხმარე ძალაც გამოუჩნდა: სოლომონის ცოლისძმა გადმოვიდა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა ჯარით. მეფემ იმერეთში შემომავალი ყველა გზა ჩაკეტა, საიდანაც თურქებს დამხმარე ჯარის მიღება შეეძლოთ. სოლომონი მტრის განადგურებას ხრესილზე ფიქრობდა. ყოველი მხრიდან ერთდროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეტიათ. ბაღდათის ციხის აღება სარდალ აგიაშვილს, ქუთაისის ციხისა კი ფიცის კაცებს უბრძანა, მეფის ძმას არჩილს შორაპნის ციხეზე უნდა მიეტანა იერიში.

პაპუნა წერეთლის რჩევით, სოლომონი როსტომ ერისთავთან მოსალაპარაკებლად ბარაკონს წავიდა. როსტომი საღალატოდ ემზადებოდა და მეფის სტუმრობა სულაც არ ესიამოვნა. დაჰპირდა, ოთხი ათას კაცს მოგაშველებო, სინამდვილეში კი დრო გაჰყავდა, ხრესილზე მდგომი ოსმალებისთვის მეფის განზრახვა რომ ეუწყებინა, მერე კი მოიგონა, ოსმალო აქეთ შემომესია რაჭაშიო.

მთელი ღამე ულოცია მეფეს, მერე კი უბრძანებია, ღვინო მომართვითო. აუვსია აზარფეშა და უთქვამს: "დიდება ღმერთს! ღმერთო, გაუმარჯვე ჩემს ჯარს, საქრისტიანოს დახსნისთვის მსხვერპლად გამზადებულსო!" დაუცლია და პაპუნა წერეთლისთვის გადაუცია. მასაც შეუსვამს ღვინო და დაულოცია: "ღმერთო, უსმინე ბატონ მეფე სოლომონსაო!"

მამალმა პირველად იყივლა თუ არა, საომარი ბუკი და ნაღარა დასცხეს. მეფემ მარჯვნიდან შეუტია მტერს, პაპუნამ - მარცხნიდან. გათენებამდე თანაბარი იყო ბრძოლა. როცა ინათა, დაინახეს, როგორ შევარდა მეფე მტრის ჯარში და ოსმალთა სარდალი ალი-ფაშა ორთაბრძოლაში გამოიწვია. საოცარი სანახავი იყო 22 წლის მებრძოლი სოლომონი. მიაგდო ცხენი და ალი-ფაშას ქათამივით წააგდებინა თავი. სარდლობა აბაშიძეს დარჩა. ქართველებმა მტრის ჯარის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი დაატყვევეს, მცირე ჯგუფმა კი გაქცევით უშველა თავს. მაგრამ იმერეთის საზღვარს ვერ გასცდნენ - გზადაგზა ხოცავდნენ და ატყვევებდნენ. როსტომ ერისთავმა ამჯერადაც მოახერხა გაქცევა. ამბობენ, სოლომონმა მოღალატე ლევან აბაშიძის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო, ცრემლი ვერ შეიკავაო - მაინც შესცოდებია ბაბუა. ამ დროს მახარობლები მოვიდნენ და ციხეების აღება ახარეს მეფეს. ზარალი ქართველთა მხრიდანაც დიდი იყო. ბრძოლაში გმირულად დაიღუპა სამურზაყანოს მფლობელი 16 თურქის ხმლით ამკუწავი ხუტუნია შერვაშიძეც...

ხრესილის ბრძოლა დასაბამი იყო დასავლეთ საქართველოს განმათავისუფლებელი ომისა. აქედან მოყოლებული მეფეს ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია. არც თავისი დევიზისთვის უღალატია: "უცხო თესლთა ოსმალთ შევაკვდე ვიდრე სისხლის დათხევამდეო".

ხრესილის ომის შემდეგ სოლომონი კიდევ ორჯერ შეება ოსმალებს: პირველად მეფემ ჯარის შეყრა ვერ მოასწრო და დამარცხდა, მეორედ კი სასტიკად გაანადგურა მტერი. ამით ისარგებლა და 1759 წლის დეკემბერში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალები მოიწვია. კრებამ ქუთათელის კათედრა აღადგინა და მიტროპოლიტად მაქსიმე აბაშიძე დაადგინა. ეკლესია სახელმწიფო გამოსაღებისა და სამსახურისაგან განთავისუფლდა. და რაც მთავარია, კრებამ ტყვეთა სყიდვა აკრძალა და გამყიდველნი შეაჩვენა. ყველამ ერთგულება შეჰფიცა მეფეს. სოლომონიც ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ბრძანებისა - ტყვეთა სყიდვის აკრძალვისა.

1760 წელს ახალციხეში ზავზე მოსალაპარაკებლად ჩასულ მარიამ დედოფალს იბრაჰიმ ფაშამ მშვიდობის სანაცვლოდ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოსთხოვა. "ვიდრე ჩემი ქმარი ცოცხალია, თავისი საბრძანებლიდან დიდ სულთანს ქართველ ტყვე ქალებს აღარ მიჰყიდისო", - უპასუხია დედოფალს. იბრაჰიმი 13000-იანი ლაშქრით შემოესია იმერეთს, მაგრამ დამარცხდა. ეს 1763 წლის იანვარში მოხდა. იმავე წლის ოქტომბერშიც შემოიჭრნენ ოსმალები და კვლავ დამარცხდნენ. მაშინ მტერმა სოლომონის ბიძაშვილის თეიმურაზის გამეფება გადაწყვიტა. 1765 წელს ოსმალთა დიდძალი არმია შემოვიდა იმერეთში. ტახტზე თეიმურაზი აიყვანეს. სოლომონმა ოთხი კაცის თანხლებით თავი მოდინახეს ციხეს შეაფარა და პარტიზანული ბრძოლა წამოიწყო.

ოსმალეთს ეს ლაშქრობა ძვირი დაუჯდა - 1200 ქესა (360000 მანეთი), შედეგი კი სახარბიელო არ იყო - იმერეთში, ფაქტობრივად, ისევ სოლომონი მეფობდა. ისევ ზავის დადება არჩიეს.

1768 წელს ცხრაწყაროსთან სოლომონმა თავისი ერთგული იმერლებით დაამარცხა თურქები და მათ მიერ დადგენილი თეიმურაზი, რომელიც მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარც გამოსულა - მეფისა და ბიძაშვილის მოღალატეს მეხი დაეცა და იქვე მოკლა.

ახლა ჯერი მეორე მოღალატეზე - როსტომ რაჭის ერისთავზე მიდგა. როსტომი გარეგნულად ღვთისმოსავი კაცი იყო - ბარაკონის ახალი ტაძარი ააგო, 1755 წელს იერუსალიმში თავისი ხარჯით დედათა მონასტერი ააშენა, მრავალი ციხე და ეკლესიაც გაამაგრა და აღადგინა; "სახარება" და "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა; მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია და რაჭაში საღმრთო წიგნებსაც კი ბეჭდავდა (მიხეილ თამარაშვილის ცნობით, როსტომს და მის ძმას ბესარიონ კათალიკოსს 1751 წელს კათოლიკობა მიუღიათ). ძალზე მდიდარი გახლდათ - ოც ადგილას ეყენა პირუტყვთა ჯოგი. ეს თუ იყო მიზეზი, მეფემ მრავალგზის რომ აპატია ღალატი და შემოირიგა.

ერთი შეხედვით უცნაური და საშინელი რამ ჩაიდინა სოლომონმა: თავისი ძმა, 1769 წელს კათალიკოსად ნაკურთხი იოსები, ზავის დასადებად როსტომთან გააგზავნა, თან დააიმედა: "ხახულის ღვთისმშობელს ვფიცავ, არც ის და არც მისი შვილები არ დავხოცო და ისეთი პატივისცემით მივიღო, საარაკოდ დარჩესო". ამ სიტყვების იმედით წავიდა კათალიკოსი რაჭაში. ბარძიმზე შეჰფიცა როსტომს და მეფის სახელით უვნებლობა აღუთქვა. მართლაც მშვიდად შეხვდა მოღალატეს მეფე, ოცი დღე გაგრძელდა ლხინი... მერე კი კურდღლებზე ნადირობა შესთავაზა როსტომს. სანადიროდ იაშვილის მამულში გაემართნენ. სწორედ აქ დაუგო მახე ერისთავს - დაიმარტოხელა როსტომი და მისი შვილები, შეიპყრო და დააბრმავა. მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა და მისი უდიდესი ნაწილი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. გაუწყრა კათალიკოსი, ტყუილი რატომ მათქმევინე, ღმერთს რა პასუხი გავცე საშინელ სამსჯავროზეო. "შემცდარხარ, კათალიკოსო, ერისთავის დაბრმავება გაშფოთებს, იმას კი ივიწყებ, თვით იმ ერისთავს საქრისტიანოს სამეფოს თვალების დათხრა რომ უნდოდა. არც სიტყვა შემიცვლია - არ მოვკალი და ისე მივიღე, მართლაც საარაკოდ დარჩებაო", - უპასუხა სოლომონმა.

1769 წელს საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდა გენერალ ტოტლებენის ხელმძღვანელობით, რომელიც დახმარების ნაცვლად იმას ცდილობდა, სოლომონსა და ერეკლეს შორის შუღლი ჩამოეგდო. მეფე ერეკლე ხომ მიატოვა ასპინძის ომში, მანამდე კი საომრად მომზადებულ სოლომონს უთხრა: "თუ წამოხვალ, მხოლოდ ხუთასი კაცით წამოდიო".

ასპინძის ომში ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვებამ სოლომონს საშუალება მისცა, იოლად აეღო ბაღდათისა და ცუცხვათის ციხეები. შეიჭრა ქუთაისშიც.

რახან მეფე ერეკლე ვახსენეთ, ამასაც ვიტყვით: როცა სოლომონი და ერეკლე ერთად მოქმედებდნენ, მათ ჯარს ყარსამდე და არტაანამდეც კი მიუღწევია. მაგრამ ქართველებს განა ყოველთვის შეეძლოთ გაერთიანება?! 1778 წელს სოლომონს ერთადერთი ძე ალექსანდრეც კი აუჯანყეს. მეფემ მოჯანყენი მკაცრად დასაჯა, შვილი კი მათ მიერ ცოლად შერთულ აბაშიძის ქალს გაჰყარა და ბერი წულუკიძის ასულზე დააქორწინა. უჯერო ქორწინებისთვის ეკლესიისგან შეჩვენებული ალექსანდრე მალევე გარდაიცვალა. სამღვდელო კრებამ მეფეს ნება არ მისცა, შვილი ეკლესიაში დაემარხა. შვილის სიკვდილმა ძალზე იმოქმედა მეფეზე, ხშირად ავადმყოფობდა... მომავალზეც ფიქრობდა - თავის მემკვიდრედ ძმისშვილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა, რომელიც ამ დროს პაპასთან, ერეკლე II-სთან იყო.

მალე სიკვდილიც ეწვია მეფეს. 1784 წელს ქვემო გურიის გასათავისუფლებლად გაილაშქრა. აჭარლები ჩაქვთან ჩასაფრებიან და სასტიკად დაუმარცხებიათ. სოლომონი გურიის ლაშქრის სარდალს თავისი ცხენით გამოუყვანია. მეფე, რომელმაც "ჭენებითა მახვილისათა" განდევნა თავისი სამეფოდან უცხო თესლი აგარიანთა, ნაჭიშკრევთან მარცხის ელდას გადაჰყვა: 23 აპრილს, გიორგობის დღესასწაულზე, ხონში მიდიოდა. ცხენზე ამხედრებისას გადმოვარდა და გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, გელათის ტაძარში დაკრძალეს.

სოლომონის გარდაცვალებას კონსტანტინოპოლში ზეიმით შეხვდნენ. გახარებულმა დიდმა ვეზირმა ახალციხის ფაშას შიკრიკს ხალათი უბოძა.

ქართველი ხალხი კი მწარედ დასტიროდა თავის მეფეს, რომელსაც "დიდი" უწოდა და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გვერდით მიუჩინა საპატიო ადგილი.

1809 წელს შედგენილი ერთი დოკუმენტი ასე ახასიათებს სოლომონს: "მეფე დიდი სოლომონ, რომელმან სამეფოით თვისით განსდევნა მრავლით ჟამიდგან მკვიდრნი ბილწნი მახმედიანნი და იწვადა ხრმალი მისი ძლიერი ზურგთა მათ ზედა და შეღება მიწა საძაგითა სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვის სყიდვა იმერეთს სამარადისოთ, განანათლა სამეფო თვისი კეთილად, განაშვენა სამღვდელონი, აღაყვავა ეკლესიანი ყოველნი".

ხატოვნად უთქვამს ხალხს: თუ სოლომონ I-ის გამეფებისას "იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც, ბრმაც და კბილებჩაცვენილიც", ახლა (მისი მეფობისას) "ყველაფერი კარგად ესმის, შორს ხედავს, ფეხებზე მაგრად დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტერს უკბინოს... მთელი სამეფო გამობრუნდა და გამოკეთდაო".
ბეჭდვაელფოსტა
24.12. 2016
ლია...
ახლაც გვეწეოდეს სოლომონ მეფის უკვდავი სული!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat