სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
სოლომონ მეფეს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე ალექსანდრე 1780 წელს გარდაიცვალა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, იმერეთში, ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. ამიტომ, 1783 წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II-ს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულს და ერეკლეს II-ის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II) იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა. ასეც მოხდა, სოლომონ II იმერეთში 1790 წელს გამეფდა.
"სოლომონ მეფის თოფის" მთლიანი სიგრძე - 133 სმ-ია, ლულის სიგრძე - 105 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 18 მმ. "დამასკური" ფოლადის ლულა კონდახის ღარში ჩამაგრებულია ვერცხლის ოთხი სალტით. ლულა საფალიესთან, შუაწელზე და ტუჩთან ვერცხლის ზარნიშით შესრულებული მცენარეული ორნამენტებითაა მორთული, ლულის ზედა წახნაგზე ხუთკუთხიანი დამღაა, რომელიც არ იკითხება. აქვე ვხვდებით ვერცხლის ზარნიშით შესრულებულ ქართულ წარწერას, საიდანაც დგინდება მფლობელის ვინაობა "მეფის სოლომონისა ვარ".
ვერცხლის სალტეებზე მოცემულია დამღები: მართკუთხედში - "Е.Б." და თარიღი 1854 (ე. ბლუმბერგი - თბილისის საოლქო სასინჯი პალატის კონტროლიორი 1843-1885 წლებში), შემდეგ ისევ მართკუთხედში - "84" (ვერცხლის სინჯის დამღა) და ასევე მართკუთხედში - წმინდა გიორგის გამოსახულება ჩარჩოში, ქვემოთ თარიღით "1854" (ბლუმბერგის მოღვაწეობის პერიოდში - 1843-1867 წწ-ში წმინდა გიორგი ჩარჩოში გამოისახებოდა, ხოლო 1867-1885 წწ-ში - ჩარჩოს გარეშე). ამ დამღებით დგინდება, რომ თოფი, მოგვიანებით, 1854 წელს, შეუვერცხლავთ, თოფის ჩახმახი სადაა და მასზე ოსტატის დამღაა დასმული. კონდახი დამზადებულია კაკლის ხისგან, ხის მასაზე, ლულის კუდის გარშემო და თასმის გასაყრელ ხვრელებთან ვხვდებით ძვლის ინკრუსტაციას. კონდახს აკლია დუგლუგი.
სტატიის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი