წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი
წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული. წმინდანის ნეშტს შენარჩუნებული აქვს ცოცხალი სხეულისთვის დამახასიათებელი სირბილე. ყოველ წელიწადს წმინდანს ფეხსაცმელს უცვლიან, რადგან ძველი, რაც ეცვა, ერთ წელიწადში თავისით იცვითება. ამაზე ამბობენ, წმინდანი ქრისტიანთა დასახმარებლად სოფელში მოგზაურობსო. გვსურს, გაგაცნოთ ამბავი მისი ცხოვრებისა, რომ უფრო მეტი სასოებით ვევედროთ, მოვიწვიოთ შინ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ.

ღირსი სპირიდონი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა, სოფელ ასკიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სიყრმიდანვე ცხვრის მწყემსად განუმწესებიათ. მწყემსის განმარტოებულმა, ხიფათიანმა ცხოვრებამ გაუღრმავა მას სულში ღვთის შიში და სიყვარული. როცა დრო დაუდგა, სჯულიერად იქორწინა და შვილებიც ეყოლა, მაგრამ მეუღლე ადრევე გარდაეცვალა; თუმცა სასო არ წარუკვეთია. ღამით ლოცულობდა, დღისით ცხვარს მწყემსავდა, თავის შემოსავლით მრავალ მწირს, ქვრივ-ობოლსა და გაჭირვებულს ეხმარებოდა. სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს რომ მიაღწია, ღმერთმა სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა. ეს ენიშნათ, მწყემს სპირიდონს მღვდლად დაასხეს ხელი და ადამიანთა სულების დამწყსობა დაავალეს. მალევე ქალაქ ტრიმითუტის (ტრიმითუტი, დღევანდელი ტრემეთუსია დედაქალაქ ნიქოზიადან 25 კმ-ში მდებარეობს) ეპისკოპოსად აკურთხეს.

სამღვდელმთავრო პატივის მიღების შემდგომ ნეტარმა ღვთივბოძებული ტალანტი განამრავლა, მისმა დიდმა სიყვარულმა, სიმდაბლემ და უბრალოებამ თავისი მძიმე ღვაწლი მსუბუქად ატარებინა და სიწმინდით შემოსა. სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონის თავსაბურავი უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი იყო, ბავშვის ქუდს ძლიერ რომ მიაგავს.

იმ დროს კვიპროსზე საშინელი სიცხეები დაიჭირა. ყველაფერი გადახმა, ხალხს შიმშილით სიკვდილი ელოდა. საკმარისი იყო, წმინდა სპირიდონს ხელები ზეცად აღეპყრო და შევედრებოდა ღმერთს, რომ ცას პირი მოეხსნა. ყოველდღე წვიმდა კუნძულზე. მაშინ ზოგიერთმა ანგარებიანმა ვაჭარმა ხორბალი აღარ გაყიდა. ხალხი დაიმშა, მერე კი ათჯერ მეტი ფასი დაადო. ერთ ასეთ ვაჭართან გლეხი მივიდა და სესხად ხორბალი სთხოვა. ვაჭარი მხოლოდ პროცენტით გაცემდა ხორბალს, საწყალ კაცს კი არაფერი ებადა. წმინდა სპირიდონთან მივიდა და თავისი გასაჭირი მოუყვა. ნუ სტირ, შვილო, ის, ვინც შენი ცოლ-შვილი შიმშილით დასახოცად გაიმეტა, ხვალ შენთან მოვა ხორბლის სათხოვნელადო, - დაამშვიდა. მართლაც, იმ ღამეს მოვარდნილმა წვიმის ნიაღვარმა იმ ვაჭრის ბეღელი გაარღვია და მთელი ხორბალი ქალაქის ქუჩებში გაიფანტა. გამწარებული ვაჭარი ხალხს ხორბლის მოგროვებაში დახმარებას ევედრებოდა, მაგრამ დამშეულმა ტრიმითუტელებმა ხორბალი თავადვე გაინაწილეს, მათ შორის იმ გლეხმაც.
ამავე ვაჭარმა სხვა ღარიბ ტრიმითუტელსაც უთხრა უარი სათესლე ხორბლის მიცემაზე (სხვა ბეღელიც ჰქონდა). დამწუხრებული კაცი წმინდა სპირიდონმა დაამშვიდა და ოქროს გველი მისცა - ვაჭარს გირაოდ მიუტანეო. მეორე დღეს გლეხი ასეც მოიქცა. თან ვაჭარს უთხრა, - ეს ნივთი მდიდარ მეგობარს ვენათხოვრეო. მისი სილამაზით მოხიბლულმა ვაჭარმა გლეხს ბლომად ხორბალი გაატანა. წმინდა სპირიდონის ლოცვით, გლეხს კარგი მოსავალი მოუვიდა. ნაწილი გაყიდა და გირაოს გამოსასყიდად მივიდა, მაგრამ ვაჭარმა უარი განუცხადა - შენგან არაფერი ამიღიაო. "ნუ სწუხხარ, შვილო, ეგ ანგარი კაცი თვითონ დაგიძახებს, შენ ფული არ დახარჯოო~, - დაამშვიდა გლეხი წმინდა სპირიდონმა. ასეც მოხდა. ვაჭარმა ოქროს გველისთვის თვალის შევლება მოისურვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, სკივრში ცოცხალი ქვეწარმავალი დახვდა, რომელიც საკბენად ეცა. ძლივს მოასწრო სკივრის დახურვა. მეორე დღეს კი გლეხი მოიხმო - გირაო უნდა დაგიბრუნოო. მიდი, სკივრი გააღეო, - უთხრა შეშინებულმა. გლეხმა სკივრს თავი ახადა და ოქროს გველი ამოიღო. ღმერთს გაფიცებ, მითხარი, ვის გამოართვიო, - შეევედრა გაოცებული ვაჭარი. მღვდელმთავარმა მათხოვაო, - თქვა გლეხმა და გახარებული დაბრუნდა ეპისკოპოსთან. წავედით, შვილო, - უთხრა მას წმინდა სპირიდონმა, - მადლობა შევწიროთ ღმერთს და დავუბრუნოთ ის, რაც მას ვენათხოვრეთო. მღვდელმთავარმა გლეხი თავის პატარა ბაღში შეიყვანა, იქვე, ხვრელთან დადო ოქროს გველი და თქვა: "უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რომელიც შენი წმინდა ნებით ყოველივეს შექმნი და გარდასახავ! როგორც ერთ დროს ფარაონის წინაშე მოსეს კვერთხი გველად აქციე, ჩემს ბაღში გველი ოქროს ნივთად გარდასახე. დაუბრუნე შენს ქმნილებას თავდაპირველი სახე, რათა ჩემმა მეგობარმა იხილოს, თუ რაოდენ ზრუნავ ჩვენზე და ხალხს უამბოს შენგნით მოხდენილ ამ უდიდეს სასწაულზე~... ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა: ოქროს გველი გაცოცხლდა და სისინით სოროს მიაშურა. გაოგნებული გლეხი მიწაზე დაეცა და მადლობა შესწირა ჯერ ღმერთს და მერე მის მონას, წმინდა სპირიდონს.

სპირიდონი მღვდელმთავარი კი გახდა, მაგრამ გლახაკთა და უცხოთა შეწყნარება არ დავიწყებია, ყველას მასპინძლობდა - კეთილსაც და ბოროტსაც, თავისი მარჯვენით მოწეულს არიგებდა. მასთან ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისულიყო. ერთხელ, დიდმარხვაში, ერთი ძალზე დაღლილი და მშიერი მოგზაური მიადგა კარს. "ფეხი დაბანე, შვილო და დააპურე", - უთხრა თავის ქალიშვილს წმინდანმა. მაგრამ გოგონამ პურის ნატეხიც კი ვერ აღმოაჩინა სახლში - წმინდა სპირიდონი ხომ სახლეულთან ერთად მკაცრად მარხულობდა. წმინდანმა დაუძლურებული მოყვასის სანუგეშოდ შენდობა შესთხოვა უფალს, მერე კი შვილს ჩამარილებული ღორის ხორცის მოხარშვა უბრძანა. მერე სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟა. მეუფეს ხორცის ჭამა მოუხდა, რადგან სტუმარმასპინძლობის წესი ამას ითხოვდა. სტუმარი დიდხანს უარობდა - მეშინია მარხვის დარღვევა, მე ხომ ქრისტიანი ვარო. მაშინ წმინდა სპირიდონმა პავლე მოციქულის სიტყვებით დაარწმუნა: მით უმეტეს, უარი არ უნდა თქვა საზრდელზე. წმინდა წერილში ხომ წერია: "ყველაფერი წმინდაა წმინდათათვის" (ტიტე, 1,15). მარხვა კი დაარღვია, წმინდა სპირიდონმა, მაგრამ მან აღასრულა ქრისტეს უპირველესი მცნება - მოყვასის სიყვარულისა.

წმინდა სპირიდონი თავგამოდებით იბრძოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების განსამტკიცებლად. სანამ წარმართი იმპერატორის, ლიცინიუსის მმართველობა რომის იმპერიის აღმოსავლეთით ვრცელდებოდა, ქრისტეს აღმსარებელთ წარმართულ უღმერთოებასთან ბრძოლა, მხოლოდ ლოცვით და ქადაგებით თუ შეეძლოთ.

ალექსანდრიის პატრიარქმა, ნეტარმა ალექსანდრემ წმინდა ეპისკოპოსთა ადგილობრივ კრებაზე დაგმო არიოზის ერესი. პირველი გამარჯვების შემდეგ წმინდა ალექსანდრემ და მღვდელმთავრებმა წარმართულ საკერპოში ერთად ილოცეს. მიწა იძრა და მრავალი საკერპო დაამხო. ალექსანდრიაში მხოლოდ ერთი კერპი გადარჩა. მამებმა კვლავ ილოცეს, მაგრამ კერპს ვერაფერი დააკლეს. იმავე ღამეს დამწუხრებულ პატრიარქს ლოცვისას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - კერპი ტრიმითუტელი ეპისკოპოსის ლოცვით უნდა დაიმსხვრეს. სასწრაფოდ მოაყვანინე ეს მღვდელმთავარიო. წმინდა სპირიდონმა მოხმობისთანავე ალექსანდრიას მიაშურა. ეგვიპტის მიწას დაადგა ფეხი თუ არა, კვარცხლბეკზე მდგარი კერპი თავისით ჩამოვარდა და ერთიანად დაილეწა. ეს რომ პატრიარქმა შეიტყო, ძალზე გაეხარდა: - ეტყობა, ტრიმითუტელი ეპისკოპოსი ჩამოვიდა და სასწრაფოდ დახვდითო, - უთხრა თავის მრევლს.

წმინდა მეფემ, კონსტანტინე დიდმა ღვთის მოძულე თანამმართველი ლიცინიუსი დაამარცხა. ახლა უკვე შეეძლო ეკლესიის სიწმინდისა და ერთიანობისთვის ბრძოლა. მეფის ბრძანებით, ნიკეაში მთელი იმპერიიდან თავი მოიყარეს ღირსმა მამებმა, რომელთაც დაამტკიცეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და უარყვეს არიოზელთა ღვთისმგმობი ერესი. წმინდა მამათა შორის იყო ტრიმითუტელი მღვდელმთავარიც. კრებაზე იმპერატორს მოუწვევია ცნობილი ფილოსოფოსნიც, ერთი მათგანი არიოზელებს მიმხრობია და თავისი მჭევრმეტყველებით წინ აღდგომია მართლმადიდებელ მამებს. არ იყო შეკითხვა, მას რომ არ ეპასუხა. თანდათანობით მიიმხრო იქ მყოფთა ნაწილი. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცის ბრძნობა თითქოს სძლევდა ჭეშმარიტებას. ნუ იყოფინ! წმინდა სპირიდონი უყურებდა ჭეშმარიტების დამცრობას და გადაწყვეტა, კამათში ჩაბმულიყო. მაგრამ მას ხომ არსად უსწავლია, მწყემსი იყო, სანამ ეპისკოპოსად აკურთხებდნენ. ამიტომაც წმინდა მამები არწმუნებდნენ, კრებაზე სიტყვა არ წარმოთქვა, თორემ დამარცხება და დამცირება გველისო. წმინდა სპირიდონი მაინც წამოდგა და მოშურნე არიოზელს უთხრა:

- იესო ქრისტეს სახელით, მისმინე მე, ფილოსოფოსო!

- თუ შეგიძლია შეკამათება ჩემთან, თქვი, - უთხრა ფილოსოფოსმა.

- ერთია ღმერთი! - წამოიძახა მღვდელმთავარმა, - მან შექმნა მიწა და მიწისგან კიდევ კაცი, სიტყვით და სულიწმინდით შექმნა ყოველივე ხილული და უხილავი. ძე ღვთისა არის სიტყვა, რომელსაც თაყვანისვცემთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ცხონებისთვის იშვა ქალწულისგან. ის ერთარსებაა მამასთან და აქვს მისი თანასწორი ხელმწიფება და პატივი. ამიტომაც გვმართებს, მათ ერთნაირად ვსცეთ პატივი, ძე ღვთისამ ჯვრით და სიკვდილით დაგვიხსნა ძველი წყევისგან და თავის აღდგომით გვიბოძა საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ მოველით ქრისტეს, რომელიც განგვსჯის ჩვენთა საქმეთა და სიტყვათაებრ. გრწამს შენ ეს, ფილოსოფოსო?" ფილოსოფოსი დაამუნჯა სულიწმიდით ნათქვამმა სიტყვებმა. წამისყოფაში გაუნათლდა გონება. ეს სახეზეც შეეტყო.

"რახან შენ მეთანხმები და უკვე იცი, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, დაუბრუნდი ეკლესიის წიაღს და მიიღე მისი მრწამსი", - მიმართა წმინდა სპირიდონმა.

განდგომილი ფილოსოფოსი მოაქცია სინანულად მღვდელმთავრის ძალმოსილმა სიტყვებმა. მას უთქვამს: "ჰოი, კაცნო, სანამ ჩვენ ორატორულ ხელოვნებაში ვეჯიბრებოდით, მე შემეძლო თქვენი დასკვნების თუ ბრალდებების უარყოფა. მაგრამ როცა ხმა გაიღო ამ კაცმა, არა მისი სიტყვები, არამედ ყოვლადძლიერი ღმერთის აუხსნელი ძალა აღმიდგა წინ, რომელიც ამ წმინდანის ბაგეთაგან გამოდიოდა. მე არ მრცხვენია ჩემი დამარცხების, რამეთუ კაცს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. ვისაც არ უნდა, რომ შესცოდოს ღვთის წინაშე, იწამოს ისე, როგორც სწამს და აღიარებს სპირიდონი"
საბოლოოდ, ფილოსოფოსის მრავალმა მეგობარმა უარი თქვა არიოზის სწავლებაზე და ეკლესიას შეუერთდა. იმპერატორმა პატივი მიაგო წმინდა მამებს და განსაკუთრებით, წმინდა სპირიდონს, ეამბორა მღვდელმთვარს და ლოცვა სთხოვა.

შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი, ირინე, გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალებამდე ერთ შეძლებულ დედაკაცს ირინესთვის ძვირფასეულობა მიუბარებია, რომელიც მას მამის სახლში დაუმალავს. სპირიდონს დედაკაცმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა მთელი სახლი გადააქოთა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ოქროს პატრონი მოსთქვამდა და პირს იხოკავდა, რა ექნა წმინდანს, გულწრფელად სურდა დახმარებოდა დედაკაცს. ამიტომაც ირინეს აკლდამაში იმ დედაკაცთან ერთად შევიდა და გარდაცვლილ შვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა: "შვილო ირინე! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, სად შეინახე ამ დედაკაცის სამკაულები?" ირინე თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვა, შეხედა მეუფეს და უთხრა, საგანძური სადაც შეინახა. თავზარი დაეცა ყველას, წმინდა სპირიდონმა კი ალერსით უთხრა ირინეს: "ახლა კი, შვილო, დაიძინე, ვიდრე ქრისტე მეორედ მოსვლისას არ აღგადგენს მკვდრეთით".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა სპირიდონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


წმინდა სპირიდონის ცხოვრება ღვთის სასწაულებით იყო ავსებული:

ერთხელ, როგორც სჩვეოდა, წმინდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი მდინარე უნდა გადაელახა, რომელიც ძლიერი წვიმების გამო ადიდებულიყო და მისი გადალახვა შეუძლებელი გამხდარიყო.

მდინარის პირას, ამაღლებულ ბორცვზე, მგზავრებს მოეყარათ თავი და მდინარეზე გადასასვლელად ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდნენ. ამ დროს წმინდა სპირიდონიც მივიდა და მდინარის დაცხრომის მომლოდინე, წვიმით დასველებული ამდენი ხალხი ფრიად შეეწყალა, ილოცა, კაცთმოყვარე ღმერთს მხურვალედ შესთხოვა შეწევნა და მდინარეს შეჩერება უბრძანა...

წყლის დონემ და ნაკადმა მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და არა მარტო მან, ყველა იქ მყოფმა სრულიად უსაფრთხოდ, ფეხით გადალახა მდინარე, თან ადიდებდნენ და ჰმადლობდნენ უფალს, რომელმაც წმინდა სპირიდონის ლოცვა შეისმინა და ყველანი ესოდენი სასწაულის ხილვის ღირსი გახადა.
ნეტარმა მადლობა შესწირა უფალს, რადგან რომ დაეგვიანა, მის მეგობარს, რომელიც სასამართლო შეცდომის მსხვერპლი გამხდარიყო, სიკვდილი ელოდა. ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა.

* * *
ერთხელ ნეტარმა მსახურების წინ ცარიელ ტაძარში სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ლოცვა იწყო. როდესაც წარმოთქვა: - "მშვიდობა ყოველთა", დიდი და ტკბილხმოვანი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: - "და სულისაცა შენისა თანა". შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: - "უფალო, შეგვიწყალე!"

მახლობლად მყოფნი ტაძრიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა და ტაძრისაკენ გაეშურნენ, მაგრამ ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა, ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

* * *
იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთს მისი ძე კონსტანტი მართავდა. სპარსელებთან მრავალწლიანმა ომმა აიძულა ახალგაზრდა მონარქი ანტიოქიაში ყოფილიყო. სწორედ იქ გახდა მძიმე ავად. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ღმერთს ევედრება კონსტანტი შველას. ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ეპისკოპოსთა კრებულში ორზე მიუთითა, - მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორისთვის ანგელოზს არ გაუმჟღავნებია მათი სახელები.

ამასობაში, უფლის ანგელოზმა აუწყა წმინდა სპირიდონს, ანტიოქიაში უნდა წასულიყო, თან ისიც უთხრა, როგორი სამოსი ჩაეცვა. სპირიდონმა თან თავისი მორჩილი, დიაკვანი ტრიფილე იახლა. ტრიფილე დიდებულთა შვილი გახლდათ, მდიდარი, განთლებული. უარყო ყოველივე და მეფე კონსტანტინეს დედას, წმინდა ელენეს გაჰყვა წმინდა მიწაზე. გემმა კვიპროსზეც ჩაუშვა ღუზა, სწორედ აქ მოუსმინა წმინდა სპირიდონს და ისე მოიხიბლა, რომ იერუსალიმიდან უკან დაბრუნებული მასთან დარჩა. ისიც თავის სულიერი მამასავით ცხოვრობდა. 33 წლისა უკვე ეპისკოპოსად აკურთხეს და კალენიკიის სამწყსო ჩააბარეს. დავუბრუდნეთ თხრობას: წმინდა სპირიდონი ანტიოქიაში ჩავიდა. ტანთ უბრალო სამოსი ეცვა, პალმის კვერთხი ხელთ ეპყრა და ყელზე ჩამოკიდებული ჰქონდა ძელიცხოვლის კანდელის ზეთიანი თიხის ჭურჭელი. ღარიბული სამოსის გამო მეფის კარისკაცებს ის გლახაკი ეგონათ, ერთმა მცველმა სილაც კი გააწნა. მაშინ მეუფემ მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყა მიუშვირა, მცველი მიხვდა შეცდომას, შენდობა სთხოვა და სასახლეში შეუშვა. ტრიფილე ჯერ ახალგაზრდა იყო და სულიერად გამოუცდელი, თვალი მოსჭრა მას მეფის სასახლის მშვენიერებამ. სპირიდონი დაამწუხრა სულიერი შვილის საქციელმა და ჰკითხა: "ნუთუ სამოსი და სიმდიდრე მეფეს წმინდანად აქცევს? განა მონარქსაც არ ეუფლება მდაბიორთა მსგავსი ვნებები? მაშინ მეფე რითია თავის ქვეშევრდომებზე უკეთესი? კონსტანტი დღეს ცოცხალია, მაგრამ ხვალ მოკვდება და წარსდგება მოუსყიდავი მსაჯულის წინაშე, რომელიც მას უცნობი გლახაკივით განიკითხავს. ამიტომაც ნუ მოგხიბლავს მიწიერი სიმდიდრე. ეცადე, მხოლოდ ჭეშმარიტ, ზეციურ სასწაულებს სჭვრეტდე და გიყვარდეს მხოლოდ ყველაზე აღმატებული, დიდება ღმერთისა".

ამასობაში იმპერატორმა თვალი მოჰკრა მათ. იცნო, წამოდგა და მიეგება. თან ცრემლებით ევედრებოდა განკურნებას. წმინდა სპირიდონმა ილოცა, იმპერატორს თავზე ხელი დაადო და წამში განკურნა. წმინდანმა სულის საკურნებელი მალამოც დაადო და უთხრა, არ დავიწყებოდა ღვთის მიერ მასზე გამოჩენილი მოწყალება: "სანამ შენი სიცოცხლე არ დასრულებულა, ყველას სიკეთე გაუკეთე, მთხოვნელს ხელცარიელს ნუ გაუშვებ. იცოდე, მონარქს მოქალაქეებისგან მხოლოდ ტიტული განარჩევს. ღმერთი აძლევს იმპერატორს ტახტს, რათა მზრუნველი მამა იყოს თავისი ერისაო.

მეფე დაჰპირდა, აღვასრულებო. მერე კი საჩუქრად ქისით ოქრო გადასცა. მამა სპირიდონი ჯერ უარობდა, ბოლოს მაინც დასთანხმდა და ვიდრე სასახლიდან გამოვიდოდა, ოქრო მეფის მსახურებსა და მცველებს დაურიგა, თან შეაგონებდა, წმინდად ეცხოვრათ და ნათლის შვილები გამხდარიყვნენ. წმინდა მღვდელმთავრის წყალობით მეფის მრავალი მსახური განიკურნა ვერცხლისმოყვარეობისგან.

წმინდა სპირიდონი საიმედოდ უძღვებოდა სულიერ შვილებს ღვთის სასუფევლისკენ. ცხოვრობდა უბრალოდ. ერთხელ მღვიმეში გაკეთებულ ბაკში შერეკა ცხვრები და შინ წავიდა. იმ ღამეს ქურდები შეიპარნენ ბაკში, მაგრამ წმინდა სპირიდონის ლოცვით გაქვავდნენ. დილით წმინდანს ქურდები გაშეშებული დახვდა. შეეწყალა ისინი, ილოცა და გახსნა უხილავ საკვრელთაგან. ქურდები ჯერ დაარიგა, მერე კი ბრძანა: ერთი ცხვარი მიეცით ჩემი ფარიდანო.

ერთხელ, ანტიოქიაში მყოფ წმინდა სპირიდონთან ატირებული წარმართი ქალი მივიდა. ხელთ მკვდარი ჩვილი ეპყრა. ქალის ნათქვამი არ ესმოდა მღვდელმთვარს, მაგრამ მისმა ცრემლებმა გული აუტოკა. უნდოდა, დახმარებოდა, მაგრამ არც ის სურდა, მერე დიდებით შეემოსათ. ამიტომაც ჰკითხა თავის დიაკვანს, არტემიდორს: - მითხარი, როგორ მოვიქცეო.

- რატომ მეკითხები, ღირსო მამაო? - უპასუხა მან, - შეთხოვე ქრისტეს. ცოტა ხნის წინ მეუფე განკურნა შენი ლოცვით. ქრისტეა მიმცემელი სიცოცხლისა, მკურნალი ყველასი და არ მარტო მეფის. ამიტომ მოუხმე მას, რომელმაც ბრძანა: "აღსდეგ, შვილო" (მარკ. 5,41) და ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა.
მისმა ნათქვამმა გული აუნთო წმინდა სპირიდონს, მიდრიკა მუხლი და ქრისტეს ყრმის გაცოცხლება შესთხოვა. ყრმამ თვალები გაახილა და ატირდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა საცოდავ დედამისზე, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად შეაწუხა წმინდა სპირიდონი, ახლა რაღა ვქნაო, - მდაბლად ჰკითხა არტემიდორს.

- შენს ხელშია, წმინდაო მამაო, ცხოვრება დაობლებული ბავშვის დედისა, - ღიმილით უპასუხა დიაკვანმა, - შენ ხშირად მიგიმართავს უფლისთვის და მაშინვე მიგიღია პასუხი, რამეთუ მუდამ უფლის მცნებების აღმსრულებველი იყავი. ოქრო და ვერცხლი შენ არ მოგიგროვებია, სამაგიეროდ, გულში ქრისტე მოიპოვე, ამ მადლს კი დედამიწის ვერანაირი საგანძურის ფასად ვერ მოიპოვებს კაცი. უფალმა იცის, რომ მისგან მიღებულ ნიჭებს ყოველთვის სხვას გადასცემ. ამიტომაც ყოველთვის გისრულებს სათხოვარს. ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი შეისმენს შენს ლოცვასო. წმინდა სპირიდონმა ცრემლით დაასველა მიწა, მერე მკვდარ ქალს ხელი დაადო, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: - ძეო ცოცხალი ღმრთისაო, მხოლოდშობილო სიტყვაო მამისაო, უფალო იესო ქრისტე, შთაბერე სიცოცხლე ამ მკვდარ დედაკაცსო.

წმინდანის ლოცვით ქალიც მკვდრეთით აღდგა. წმინდა სპირიდონმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას გაუწოდა. ხოლო იქ მყოფთ და ყოველივეს მხილველთ სთხოვა, დაემალათ და არავისთვის მოეთხროთ ამ დიდებული სასწაულის შესახებ. როცა წმინდა სპირიდონი მიიცვალა, მისმა დიაკვანმა არტემიდორმა ეკლესიაში, მორწმუნეებს უამბო ყოველივე.
...

მრავალი სასწაული მოუხდენია წმინდა სპირიდონს - მკვდარი აღუდგენია, ბრმა განუკურნავს და სხვა.

მაგრამ ერთ ცოდვილს ვერაფერი მოუხერხა: ერთხელ ვინმე მეზღვაური ორწლიანი ნაოსნობის შემდეგ შინ დაბრუნდა და ცოლი ფეხმძიმედ დახვდა. თანაც უმტკიცებდა, - შენი შვილი არისო. კაცმა მოჰკიდა ცოლს ხელი და ეპისკოპოსთან მიიყვანა. ქალი არც წმინდა სპირიდონს მოერიდა, - ბავშვს ქმრისგან ველოდებიო. მაშინ წმინდა სპირიდონმა უთხრა: "დიდია შენი დაცემა. სამართლიანობა მოითხოვს, მკაცრად დაისაჯო. იცოდე, თუ არ შეინანებ, ბავშვს ვერ გააჩენო". დაეწყო ქალს სამშობიარო ტკივილები, მაგრამ ვერც ამან დააფიქრა. და მშობიარობას გადაჰყვა. შეწუხებულ ეპისკოპოსს კი უთქვამს: "რახან ჩემი სიტყვა ორლესული მახვილივით ჰკვეთს და სიკვდილს მისცემს კაცს, ამიერიდან მე არავის განვიკითხავო".

არ უყვარდა წმინდა სპირიდონს ფარისევლურად ლოცვა. ერთხელ ერთ განაპირა სოფელში წირვისას ვინმე დიაკონს სთხოვა, სწრაფად ეგალობა, რადგან შინ დაბრუნება უნდა მოესწრო. დიაკვანი კი გალაღებული, საკუთარი ხმით დამტკბარი აგრძელებდა ლოცვას. მაშინ მღვდელმთავარმა მრისხანედ შესძახა: - დადუმდი, ურჩობის მოქმედოო. მყისვე წაერთვა დიაკონს ხმა, შეშინებული შეევედრა წმინდანს. მღვდელმთავარმა მხოლოდ სანახევროდ განკურნა - დიაკვანი სიცოცხლის ბოლომდე ხრინწიანის ხმით საუბრობდა.

არც ის მოსწონდა, ვინც თამამად ეპყრობოდა წმინდა სახარებას. ერთხელ, როცა ტრიფილე უკვე ეპისკოპოსი იყო, წირვისას იქადაგა, რომელიც სახარებისეული განრღვეულის განკურნებას ეხებოდა. მან "სახარებაში" უფლის ნათქვამი სიტყვები: "აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე", "ცხედარი" -"საწოლით" შეცვალა. აღშფოთდა წმინდა სპირიდონი და დატუქსა ტრიფილე. ნუთუ იმაზე უკეთესი ხარ, ვინც "ცხედარი" თქვა და შენ იმის წარმოთქმის გრცხვენიაო?

წმინდა ტრიფილემ (მისი ხსენება 3 მაისსაა) დაუჯერა მოძღვარს. როცა VII საუკუნეში არაბებმა კვიპროსი დაარბიეს ოქროს ძიებაში, წმინდა ტრიფილეს საფლავიც გათხარეს და მისი უხრწნელი სხეული ნახეს. დაწვა მოუნდომეს, მაგრამ ცეცხლი არ მოეკიდა მანამ, სანამ არაბებმა არ "უთხრეს": "იესო ქრისტეს სახელით გეუბნებით, ნება მიეცი საკუთარ სხეულს, ცეცხლი წაეკიდოსო".

დადგა წმინდა სპირიდონის გარდაცვალების ჟამი. ეპისკოპოსი სხვებთან ერთად ყანასა მკიდა. უეცრად მას თავზე უღრუბლო ციდან ნამივით წვეთები დაეცა. თმამ ფერი იცვალა, ზოგი გაშავდა, ზოგიც გათეთრდა, ზოგი კი გაყვითლდა. გარდაცვალების ჟამი ენიშნა მღვდელმთავარს. მალევე აღესრულა.

წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადაასვენეს კუნძულ კორფუზე (იგივე კერკირა).

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



სანუგეშოდ გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა სპირიდონის სასწაულები.

თევზი მიუტანა

წმინდა სპირიდონის სახელობის ყუთლუმუშის მონასტრის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კორფუდან (იგივე კერკირა, სადაც წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილები ასვენია) გამოსული მონაზვნები. წმინდა სპირიდონის დღესასწაულისთვის (12 დეკემბერი) მამებმა თევზი ვერ იშოვეს და ძალზე წუხდნენ. ბერებმა თავიანთ მოძღვარს შესთავაზეს, ნედლი თევზის ნაცვლად ხმელი ვირთევზა ვიყიდოთო, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა, - მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი თვითონ გამოგვიგზავნის თევზსო - და შეუჩერებლად სკვნილს მარცვლავდა.
სადილის კეთების დრო დადგა. მონაზვნებმა მოთმინება დაკარგეს. ამ დროს კელიის კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. გააღეს და რას ხედავენ, ორი მეთევზე დგას თევზით სავსე კალათებით. მათ მოძღვართან საუბარი მოისურვეს. მორჩილებმა მოძღვარს დაუძახეს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს: - ეს ის მამაო არ არის, ჩვენთან სხვა მოძღვარი მოვიდა და გვითხრა: - ეს თევზი წმინდა სპირიდონის კელიაში წაიღეთ. იქ ახლა დღესასწაულია და კარგ საფასურს გადაგიხდიან. თუ გინდათ, ავანსს მოგცემთო~.
მიხვდა მოძღვარი, რომ სასწაული მოხდა. მეთევზეები შეიყვანა ტაძარში ხატების საამბორებლად. წმინდა სპირიდონის ხატის დანახვისას ერთხმად წამოიძახეს: - აი, ამ მოძღვარმა გამოგვატანა თქვენთან თევზიო.
მაშინ სულშემუსვრილმა მოძღვარმა წამოიძახა: - ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ, ის კურთხევად გვექნებოდა წმინდანისგანო.

კორფუს დაბომბვა

II მსოფლიო ომის დროს იტალია, მუსოლინის ბრძანებით, თავს დაესხა საბერძნეთს. მათი პირველი მსხვერპლი მეზობელი კუნძული კორფუ აღმოჩნდა.
დაბომბვა 1940 წლის 1-ელ ნოემბერს დიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. კორფუს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ ჰქონდა, ამიტომაც იტალიურ ბომბდამშენებს შეეძლოთ განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეზე ეფრინათ. მაგრამ ამავე დროს დაბომბვისას უცნაური ამბები ხდებოდა: მფრინავები და ისინიც, ვინც მიწაზე იყვნენ, ამჩნევდნენ, რომ ბევრი ბომბი პირდაპირ მიწაზე კი არ ეცემოდა, უხვევდა და ზღვაში ვარდებოდა. ხალხისთვის ერთადერთი თავშესაფარი წმინდა სპირიდონის ეკლესია იყო. ეკლესიის გარშემო შენობები ძალზე დაზიანებული ან დანგრეული გახლდათ, თვითონ ტაძარში კი მინაც არ გაბზარულა.

ეკატერინეს ამბავი

კორფუელი ეკატერინე ყვებოდა: "თუმცა სხვა ადგილას დავიბადე, მაგრამ წმინდა სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმინდანი. ეს სიყვარული გამიძლიერდა, როცა გავთხოვდი და საცხოვრებლად კორფუზე გადავედით. ბავშვი მეყოლა. ბერძნული ტრადიციით, მას ჩემი მამამთილის სახელი დაარქვეს. არადა, ძალიან მინდოდა, სპირიდონი დამერქმია. ვოცნებობდი, კვლავ ბიჭი მყოლოდა და წმინდა სპირიდონისთვის მიმეძღვნა. ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, მუცლადვიღე და ორი თვის ბავშვი დავკარგე. ავადმყოფი წმინდა სპირიდონს შევტიროდი, - ღმერთმა რატომ წაიყვანა ეს პატარა? ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო-მეთქი. იმ ღამეს საავადმყოფოში სიზმრად გამომეცხადა წმინდა სპირიდონი და მაკურთხა, - ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლიერებით ხელზე ვეამბორე. გამომწერეს საავადმყოფოდან. ოცდაოთხი დღის მერე კვლავ დავფეხმძიმდი. შემეძინა ვაჟი - სპირიდონი, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. სპირიდონის შობიდან სამი თვის თავზე მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედ ვარ. ახლა ქალიშვილი შემეძინა. მას ოლღა დავარქვი დედამთილის პატივსაცმად, რომელიც მამშვიდებდა ხოლმე: - პირველი ვაჟი შენი ვალი იყო, მეორე - წმინდანისადმი დანაპირების აღსრულება, ეს ბავშვი კი ღვთის საჩუქარიაო.

იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი.

სავანის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია:

XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, რომ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა, მინაში გაიარა და უჩინო შეიქნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა.
მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად ატარებდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების შემდეგ ათი წელი იცოცხლა.

სალიტანიო მსვლელობა
წმ. სპირიდონის გარდაცვალების დღის (12 დეკემბერი) გარდა, წელიწადში ოთხი დღეა, როცა საბერძნეთის ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს მას. ამ დღეებში მორწმუნეები ლიტანიობით შემოივლიან კორფუს ქუჩებს. მღვდლები და დიაკვნები მხრებით მინის კუბოთი, ვერტიკალურად მიასვენებენ წმინდა სპირიდონის უხრწნელ ნაწილებს, თითქოს მოქმედი ეპისკოპოსი მღვდელმთავრის ტახტზე ბრძანდებოდეს. ათასობით მორწმუნე ტროტურის ორივე მხარეს დგას და ელოდება პროცესიას. სახლები დროშებით არის შემკული, ქუჩებში ყვავილებია დაფენილი. ავადმყოფები, ინვალიდები, ეშმაკეულნი წვანან გზაზე და წმინდანის კუბოს ზედ გადაატარებენ. წმინდა ნაწილებს უკან მოჰყვება საეკლესიო და საერო ხელისუფლება, შემდეგ ჯარისკცები, ვეტერანები, მოსწავლეები, უკრავს ორკესტრი.

პირველი მსვლელობა.

ბზობის კვირას ლიტანიობით იხსენიებენ კუნულის შავი ჭირისაგან გათავისფლებას. ეს სნეულება 1629 წლის შობის დღეებში მოედო კუნძულს. რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. სიკვდილის მაუწყებელი ზარები 1830 წლის ლაზარეს შაბათამდე რეკდა. ამ დღეს ჭირს გამოქცეული კორფუელები წმინდა სპირიდონის ტაძარში მასვე შესთხოვდნენ შეწევნას, სწორედ იმ მომენტიდან წმინდა სპირიდონი ჭირით სნეულებს ეცხადებოდა და კურნებას ჰპირდებოდა. ჭირის მძვინვარების ყველაზე საშინელ დღეებში ეკლესიის თავზე ნიშანს - ანთებულ სანთელს ხედავდნენ, წმინდა სპირიდონის შეწევნის ნიშნად. ამ ზეცურ სინათლეს მუდმივად თვალს ადევნებდნენ ქალაქის გალავანზე ასული დარაჯები. ჭირის ეპიდემია სრულიად შეწყდა ბზობის კვირას.

მეორე ლიტანია.

ვნების შვიდეულის შაბთს მეორედ იმართება მსვლელობა. 1532 წელი კორფუსათვის მოუსავლიანი იყო. მარაგიც გამოელიათ და ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ავდრის გამო ვერც სხვა პორტებიდნ შემოჰქონდათ ხორბალი. ვნების შვიდეულის შაბათს ხორბლით დატვირთულმა ერთმა ხომალდმა სძლია შტორმი და ღუზა ნავსადგურში ჩაუვა. თურმე სხვაგან მიმავალი გემის კაპიტანს გამოეცხადა წმინდა სპირიდონი და სთხოვა, ეს ხორბალი კორფუს მოსახლეობისთვის წაეღო, თანაც დაჰპირდა, კარგ ფულს გადაგიხდიანო. სააღდგომო ლიტანია განსაკუთრებული სიხარულით იზეიმეს კორფუელებმა, ყველა მადლობდა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის.

11 აგვისტო.


მესამე მსვლელობისას კორფუელები 1715 წ. თურქებზე სასწაულებრივ გამარჯვებას იხსენებენ. მაშინ კუნძული ვენეციელთა ხელში იყო, მათ კი ომი ჰქონდათ თურქეთთან. სამთავრობო ჯარის 4800 დაქირავებული ჯარისკაცი და ათასი კორფუელი ფიცხელ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქთა 33000-იან არმიას, რომელთაც ნაწილების გადმოსხმა დაიწყეს კუნძულზე. თურქთა მეწინავე ნაწილები მთელი არმიის თავმოყრას ელოდნენ და დიდი შეტევისთვის 11 აგვისტო დათქვეს. ვენეციელ-ბერძენთა მცირერიცხოვანი არმია შიშით ელოდა თურქთა შემოტევას. 10 აგვისტოს კუნძულის თავზე ცა შავი ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამოიჭრა ქარიშხალი. აგვისტოში ასეთი ამინდი უჩვეულო იყო კორფუელებისთვის. მეორე დილით კორფუელმა მზვერავებმა უცნაური ამბავი მოიტანეს: თურქთა სანგრები ცარიელია, ირგვლივ მიმოფანტულია ათასობით თურქის ცხედარი და მათი ცხენების ლეში. სამარისებური სიჩუმეა, მტრის ჯარი სადღაც გამქრალაო. თურქთა უეცარი უკანდახევა 11 აგვისტოს ისეთი ნაჩქარევი და ქაოსური იყო, რომ ბევრი მათგანი ტყვედ ჩაუვარდათ ბერძნებს. ისინი ყვებოდნენ, რაც მოხდა: წინა დღეს მოღრუბლულ ცაზე უეცრად გამოჩნდა ფიგურა დიდებული მეომრისა, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი და მახვილი ეპყრა, მარჯვენაში კი ჯვარი. უკან უამრავი ანგელოზი მოჰყვებოდა. მათ ერთად შეუტიეს თურქებს, თან კოკისპირულად წვიმდა. დამფრთხალი თურქები თავპირის მტვრევით გარბოდნენ და ერთმანეთს თელავდნენ... თურქების აღწერილობით კორფეულებმა დიდებულ მეომარში წმინდა სპირიდონი შეიცნეს.

მეოთხე მსვლელობა.

ნოემბრის პირველ კვირას კორფუელები ლიტანიობით იხსენიებენ 1673 წელს წმინდა სპირიდონის შეწევნით საშინელი ჭირისგან განკურნებას. კუნძულის მოსახლეობა მხურვალედ ევედრებოდა უფალს, ჭირის სასწაულებრივად შეწყვეტამდე, წინა სამ ღამეს, სამრეკლოს თავზე არამიწიერ ნათელში, ცხადად ჩანდა წმინდა სპირიდონის ფიგურა ჯვრით ხელში და განდევნიდა ჭირს, რომელსაც შავი მოჩვენების სახე მიეღო და ჰაერში მიმოძვრებოდა, თითქოს წმინდა სპირიდონის ხელთაგან გასხლტომას ლამოდა.

ამ ოთხიდან თითოეული ლიტანიობის მერე წმინდა სპირიდონის კუბო სამი დღე ღიაა და კორფუელ თუ ჩამომსულ მომლოცველებს შეუძლიათ ემთხვიონ მის წმინდა ნაწილებს.

წმინდა სპირიდონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის კიდევ ერთი ხილული სასწული

25 დეკემბერს დედა ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის ხსენებას აღნიშნავს

რახან ჩემი სიტყვა ორლესული მახვილივით კვეთს და სიკვდილს მისცემს კაცს, ამიერიდან მე არავის განვიკითხავ

როცა სასახლე გაიხსნა, წმინდა სპირიდონის ფეხებში ზღვის მცენარეები იყო

მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყა მიუშვირა

წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სხეული დღესაც უხრწნელად ინახება

ლოცვა წმიდისა მღვდელ-მთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა მიმართ, მატერიალური სიდუხჭირის ჟამს

ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნას

"მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ვინ შეგვეწია იმ გასაჭირში..."

საქართველოში რომ დავბრუნდი, წმინდა სპირიდონის ხატი საგანგებოდ დავაწერინე

წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი თავისი ლუსკუმიდან გამოდის წელიწადში სამჯერ, სამ დღიანი მოლოცვისათვის

იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სახელობის მონასტერი.

ტროპარ-კონდაკი სპირიდონ ტრიმითუნტელისა

წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სასწაულები

გოგოლი სულის სიღრმემდე შეძრა ამ ხილულმა სასწაულმა,რის შემდეგაც მისტიკური შინაარსის ნაწარმოებების წერა შეწყვიტა

ნამდვილი და ცრუ წმინდანები

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მღუდელმთავრისა სპირიდონისა - ტრიმიფუნტელი საკვირველთმოქმედისა

წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სასწაულები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.04.2020
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა.
17.04.2015
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).
21.11.2013
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები:
04.07.2013
ანბანი მართლმადიდებლობისა
ყველა, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია წირვა-ლოცვას, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ლამაზ და საზეიმო შესამოსლებს.
25.04.2013
საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოჰყოფს ხის ან ქვის კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და მას კანკელი (ბერძ. "იკონოსტასი") ეწოდება.
12.04.2012
ქრისტიანობისათვის სიმბოლურობა პირველი საუკუნეებიდანვე ნიშნეული იყო. სიმბოლო ხომ ორ სამყაროს - ხილულსა და უხილავს - აერთიანებს.
24.11.2011
დედაეკლესიის კარიბჭესთან ახალმისულ ქრისტიანს, რომელიც ახლა იწყებს მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას, ხშირად უჩნდება კითხვა - რომელი უფრო აღმატებულია
17.03.2011
ბერძნულად სიმბოლო ანუ "შერწყმა" - ნიშნავს შეერთებას მის მატარებელთან, უხილავი სინამდვილის წარმოჩენას ხილული ნატურალიზმის მეშვეობით ან გამოვლინების გამოსახულებით განმარტებას.
16.04.2009
საკურთხეველი ზეცას, აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს განასახიერებს
ისევე როგორც ძველი აღთქმის ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალი აღთქმის ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა.
16.04.2009
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat