ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი რამდენიმე პური, რომელიც ბრწყინველე შვიდეულის ბოლოს მცირე ნაწილებად იჭრება და აღდგომის სწორზე, კვირაცხოვლობას, წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგდებათ.
არტოსი წმინდა პურია, რომელიც, როგორც დიდი სიწმინდე, ცალკე, სათუთად უნდა შევინახოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ავადმყოფობის თუ სხვა განსაცდელის ჟამს სასოებით მივიღოთ.
