საღვთისმსახურო ფერები
საღვთისმსახურო ფერები
ანბანი მართლმადიდებლობისა
ყველა, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია წირვა-ლოცვას, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ლამაზ და საზეიმო შესამოსლებს. ფერების საოცარი პალიტრა საეკლესიო-ლიტურგიკული სიმბოლიკის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ის მლოცველთა გრძნობებზე ერთგვარი ზემოქმედების საშუალებაა.

ღვთისმსახურების შესამოსლის ფერთა გამას შეადგენს ცისარტყელას ყველა ფერი: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი; მათი ერთობლიობა თეთრ და შავ ფერებთან ერთად გარკვეულ დღეებში გამოიყენება.

თეთრი ფერი თავის თავში ცისარტყელის ყველა ფერს მოიცავს. იგი ღვთიური, შეუქმნელი სამყაროს სიმბოლოა. ღვთისმსახურები თეთრ შესამოსელში იმოსებიან დიდ დღესასწაულებში: ქრისტესშობას, ნათლისღებას, ამაღლებას, ფერისცვალებას, ხარებას. სააღდგომო ცისკარი თეთრი შესამოსლით იწყება, თეთრი ფერი დომინირებს აგრეთვე მაცხოვრის საფლავად დადების აღმნიშვნელ ღვთისმსახურებაზეც.

წითელი ფერი, თეთრის შემდეგ, სააღდგომო ღვთისმსახურებას აგრძელებს და ამაღლების დღესასწაულამდე შეუცვლელი რჩება. ის ენითუთქმელი სიმბოლოა უფლის მგზნებარე სიყვარულისა ადამიანთა მოდგმის მიმართ... მაგრამ, ამავდროულად, ეს სისხლის ფერიც არის და ამიტომ მოწამეთა პატივსაცემ მსახურებებს წითელი ან მეწამული ფერებით შემოსილნი ასრულებენ.

ყვითელი (ოქროსფერი) და ნარინჯისფერი დიდების, დიდებულების, ღირსების ფერებს წარმოადგენს. მათ იყენებენ კვირა დღეს. გარდა ამისა, ეკლესია ოქროსფერ შესამოსელში აღნიშნავს განსაკუთრებული მირონცხებულების - წინასწარმეტყველების, მოციქულების და წმინდანების დღეებს.

მწვანე ყვითლისა და ცისფრის შერწყმაა. ის მიღებულია ღირსთა (წმინდათა) მოხსენიების დროს და მოწმობს, რომ მათმა მონაზვნურმა ღვაწლმა ადამიანი ცხოველმყოფელი გახადა ქრისტესთან (ყვითელი) შეერთებით და აღამაღლებს მას ზეცაში (ცისფერი). ძველი ტრადიციის მიხედვით, მწვანე ფერის (ნებისმიერი ტონის) შესამოსლით მსახურობდნენ ბზობის, წმინდა სამების და ორშაბათს სულიწმინდის დღესასწაულების დროს.

ცისფერი ან ლურჯი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულის ფერია. ცისფერი შეესაბამება სწავლებას ღვთისმშობელზე, რომელმაც უფალი ატარა მუცლით.

იისფერი მიღებულია უფლის ჯვარცმის გასახსენებლად. მასში შეერთებულია წითელი - მაცხოვრის სისხლის ფერი და აღდგომა - ლურჯი, რაც გვიჩვენებს, რომ ჯვარცმამ გაგვიხსნა გზა ზეცისკენ.

შავი ან მუქი ყავისფერი მეტ-ნაკლებად ახლოს არის დიდმარხვის დღეების სულიერ მდგომარეობასთან. ის არის ამქვეყნის ამაოებისაგან განდგომის სიმბოლო, ფერი გლოვისა და სინანულისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.04.2020
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა.
17.04.2015
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).
21.11.2013
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები:
25.04.2013
საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოჰყოფს ხის ან ქვის კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და მას კანკელი (ბერძ. "იკონოსტასი") ეწოდება.
12.04.2012
ქრისტიანობისათვის სიმბოლურობა პირველი საუკუნეებიდანვე ნიშნეული იყო. სიმბოლო ხომ ორ სამყაროს - ხილულსა და უხილავს - აერთიანებს.
24.11.2011
დედაეკლესიის კარიბჭესთან ახალმისულ ქრისტიანს, რომელიც ახლა იწყებს მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას, ხშირად უჩნდება კითხვა - რომელი უფრო აღმატებულია
17.03.2011
ბერძნულად სიმბოლო ანუ "შერწყმა" - ნიშნავს შეერთებას მის მატარებელთან, უხილავი სინამდვილის წარმოჩენას ხილული ნატურალიზმის მეშვეობით ან გამოვლინების გამოსახულებით განმარტებას.
16.04.2009
საკურთხეველი ზეცას, აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს განასახიერებს
ისევე როგორც ძველი აღთქმის ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალი აღთქმის ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა.
16.04.2009
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს
20.04.2007
სანთელი და კანდელი
იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat