საკურთხეველი
საკურთხეველი
საკურთხეველი ზეცას, აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს განასახიერებს
ისევე როგორც ძველი აღთქმის ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალი აღთქმის ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა წელიწადში ერთხელ ამის უფლება. როგორც ცნობილია, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის წინაშე დაიხშო სასუფევლის კარი. მღვდელმთავარი კი, როგორც პირველსახე ქრისტესი, ამგვარი ქმედებით აუწყებდა ერს, რომ ჟამთა გადასვლის შემდგომ ქრისტე ჯვარცმითა და თავისი სისხლის ფასად დააბრუნებდა ადამიანს სასუფეველში. ამიტომაც ქრისტეს ჯვარცმისას კრეტსაბმელიც ორად გაირღვა: მაშინ განიხვნა სასუფევლის კარი ყველა მორწმუნისთვის.

ძველაღთქმისეული ტაძრის წმიდაში, რომელსაც მართლმადიდებლური ტაძრის შუა ნაწილი შეესატყვისება, შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურებს ჰქონდათ; ახალ ეკლესიაში კი ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასთვის ღიაა სასუფეველი. ამის დასტურია ისიც, რომ საკურთხეველში სასულიერო პირები მუდმივად ასრულებენ წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს და საკურთხევლიდან გამობრძანებულ უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარება მრევლი.

გვესაუბრება ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის უფროსი მასწავლებელი დეკანოზი გიორგი საბიაშვილი:

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ღმერთის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, იმყოფებოდეს ყველგან. ის არის ყველგანმსუფევი ანუ ყველგანმყოფი. ამიტომ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია ყველგან ილოცოს. მაგრამ არის ადგილები, სადაც ღმერთი განსაკუთრებული მადლმოსილებით იმყოფება. ასეთ ადგილებს უფლის ტაძრებს, ეკლესიებს, საყდრებს უწოდებენ. ტაძარი არის ნაკურთხი შენობა, რომელშიც მორწმუნენი ადიდებენ უფალს, მადლობას სწირავენ წყალობისთვის და შეწევნასა და მფარველობას სთხოვენ. მართლმადიდებლური ტაძარი შედგება სამი ნაწილისგან: სტოა ანუ კარიბჭე, თვითონ ტაძარი (მისი შუა ნაწილი) და საკურთხეველი. სტოაში ადრე იდგნენ კათაკმევლები - ისინი, ვინც ქრისტიანული ნათლისღების მისაღებად ემზადებოდა, ასევე ისინი, ვისაც დროებით აკრძალული ჰქონდა წმინდა ზიარების მიღება. ტაძრის შუა ნაწილი განკუთვნილი იყო მართალთათვის ანუ მონათლულთათვის, რომელნიც ეპიტიმიის ქვეშ არ იყვნენ. საკურთხეველი საგანგებო ადგილია მღვდელმოქმედებებისთვის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ევქარისტიის საიდუმლოა.

სიტყვა "საკურთხეველი" ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და ამაღლებულ ადგილს ნიშნავს. ბერძნულად საკურთხეველს წინათ "ბიმა" ეწოდებოდა, რაც ნიშნავდა შემაღლებულ ადგილს, საიდანაც ორატორები სიტყვით მიმართავდნენ ხალხს, მეფენი ასამართლებდნენ ან ასაჩუქრებდნენ ქვეშევრდომებს. ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან საკურთხეველი ყოველთვის შემაღლებულ ადგილას იყო. საკურთხეველს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა აქვს - ეს არის ადგილი, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაორმაგებული, მრჩობლი მნიშვნელობით იმყოფება.

საკურთხეველი განასახიერებს ზეცას და აღმოსავლეთით მდებარეობს, რადგან აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს წარმოადგენს. ამრიგად, საკურთხეველსა და სასუფეველს შორის გარკვეული სიმბოლური ურთიერთმიმართებაა.

ძველად საკურთხეველში შესვლა კატეგორიულად ეკრძალებოდათ საერო პირებს, როგორც მამაკაცებს, ასევე დედაკაცებს. გამონაკლისს დიაკონისებისთვის უშვებდნენ ხოლმე. მოგვიანებით დედათა მონასტრებში საკურთხევლის დასალაგებლად და კანდელების ასანთებად სამონაზვნეებსაც მისცეს შესვლის უფლება. საკურთხეველში შესვლის უფლება მისცეს იპოდიაკვნებს, წიგნის მკითხველებს, მნათეებს, რომელთა მოვალეობასაც მისი დალაგება, კანდელებისა და სანთლების ანთება, საცეცხლურის მომზადება წარმოადგენდა.

საკურთხეველში არის ტრაპეზი, რომელზეც აღესრულება ჟამისწირვა. წირვის მსვლელობისას ვიხსენიებთ უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიურ ცხოვრებას და ვასრულებთ წმინდა ზიარების საიდუმლოს, რომელიც თვით მაცხოვარმა დააწესა საიდუმლო სერობისას.

საკურთხეველში არის სამკვეთლოც, რომელზეც ხდება ღვინისა და პურის მომზადება საიდუმლოსთვის. ამ მღვდელმოქმედებას პროსკომიდია ანუ კვეთა ეწოდება.

ტრაპეზის მოპირდაპირე მხარეს მაღალი დასაჯდომელი დგას. საკურთხეველშია საეკლესიო ჭურჭლისა და საეკლესიო შესამოსლის საცავიც.

- რა არის კანკელი?

- კანკელი განსაკუთრებული ტიხარია ზედ დამაგრებული ხატებით. ის საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისგან გამოყოფს. ჯერ კიდევ რომის კატაკომბურ ეკლესიებში არსებობდა გისოსები, რომლებიც განაცალკევებდა საკურთხევლის სივრცეს ტაძრის შუა ნაწილისგან. კანკელი ამ ძველი ტრადიციის სრულყოფა-გაუმჯობესებაა.

კანკელი საზღვარია ხილულ და უხილავ სამყაროს შორის. ის კი არ განაცალკევებს ადამიანს სასუფევლისგან, არამედ მასზე გამოსახული წმინდანების მეშვეობით აახლოებს ქრისტიანული მოძღვრების დედაარსთან. კანკელს სამი კარი აქვს: აღსავლისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა.

აღსავლის კარი ორსაგდულიანი დიდი კარია, რომელიც კანკელის შუაშია მოთავსებული. ამ კარით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მეუფე დიდებისა, უხილავად გაივლის ხოლმე წმინდა ძღვნის სახით. აღსავლის კარში შესვლა მხოლოდ მღვდელმსახურთ შეუძლიათ, ისიც - მკაცრად განსაზღვრულ დროს. აღსავლის კარს უკან ჩამოფარებულია ფარდა, რომელსაც კრეტსაბმელი (კატაფეტაზმა) ეწოდება. კრეტსაბმელი ღვთისმსახურებისას იხსნება და იხურება.

აღსავლის კარზე გამოსახულია ხარებისა და ოთხი მახარებლის (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) ხატები. მათ ქვემოთ საიდუმლო სერობის ხატია. აღსავლის კარის მარჯვნივ ყოველთვის მოთავსებულია მაცხოვრის ხატი, ხოლო მარცხნივ - ღვთისმშობლისა.

სამხრეთის კარი მაცხოვრის ხატის მარჯვნივ მდებარეობს. მასზე გამოსახულია ან მთავარანგელოზი მიქაელი, ან პირველმოწამე მთავარდიაკონი სტეფანე.

ჩრდილოეთის კარი ღვთისმშობლის ხატის მარცხნივ მდებარეობს. მასზე გამოსახულია ან მთავარანგელოზი გაბრიელი, ან დიაკონი ფილიპე, ანდა მოსე წინასწარმეტყველი.

სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარებს დიაკონთა კარებსაც უწოდებენ, რადგანაც წირვა-ლოცვის დროს ყველაზე ხშირად მათით ისინი სარგებლობენ.

კანკელზე მაცხოვრის ხატის გვერდით - მისგან მარჯვნიდან პირველი უნდა იყოს იმ დღესასწაულის ან წმინდანის ხატი, ვის სახელზეც არის აშენებული ტაძარი.

ღვთისმშობლისა და ტაძრის დღესასწაულის ხატების შემდეგ ორივე მხარეს განლაგებულია იმ წმინდანებისა და დღესასწაულების ხატები, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულითა და თაყვანისცემით სარგებლობენ ამა თუ იმ სამრევლო ტაძარში.

არსებობს რამდენიმეიარუსიანი კანკელებიც. მეორე იარუსზე განთავსებულია ათორმეტთაგანნი დღესასწაულნი. ისინი აღგვიწერენ იმ ისტორიულ ამბებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა კაცობრიობის გადარჩენისა და ცხონების საქმეში. მესამე იარუსი ეგრეთ წოდებული დეისუსია, რომლის შუაგულშიც ქრისტე პანტოკრატორს ანუ ყოვლისმპყრობელს გამოსახავენ. ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის მარჯვნივ დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც საყვარელ ძეს ადამიანთა ცოდვების მიტევებას სთხოვს, მარცხნივ კი სინანულის მქადაგებელი იოანე ნათლისმცემელია. მეოთხე იარუსის ცენტრში მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი ღვთის ძესთან ერთად. მისგან ორივე მხარეს გამოსახულნი არიან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი. მეხუთე იარუსის ცენტრში გამოხატულია უფალი საბაოთ, რომლის ერთ მხარეს ძველი აღთქმის მამამთავართა (აბრაამი, იაკობი, ისააკი, ნოე), მეორე მხარეს კი დიდ მღვდელმთავართა და ეკლესიის მასწავლებელთა ხატებია განლაგებული. სულ ზედა, ბოლო იარუსზე მოთავსებულია ან გოლგოთის ხატი, ანდა ჯვარი.

ამიტომაა კანკელი ლოცვითი ჭვრეტის ობიექტი. წმინდანებსა და მორწმუნეებს - ზეციურ და ქვეყნიურ ეკლესიებს შორის ცოცხალი კავშირი მყარდება. ზეციური ეკლესია დიდად შეეწევა მიწიერ, მებრძოლ ეკლესიას - სწორედ ეს არის ძირითადი დანიშნულება კანკელისა.

- ბრწყინვალე შვიდეულში საკურთხევლის კარი ღიაა. რატომ?

- ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარმა აღდგომით სიკვდილს სძლია და კაცობრიობას მანამდე დახშული სასუფევლის კარი გაუხსნა.

- მამაო, რა არის ტრაპეზი და რა სიმბოლური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს მას საკურთხეველში?

KARIBCHE


- ტრაპეზი, როგორც ნიშანი ყველგანმყოფი ერთი ღმერთისა, საკურთხევლის შუაში უნდა იყოს განთავსებული. ის ხის ან მარმარილოს თუ ლითონის მაგიდაა. ტრაპეზი ყველაზე წმინდა ადგილია საკურთხეველში და მთელ ტაძარშიც. მასზე უფალი წმინდა ძღვნის სახით მუდმივად იმყოფება. ტრაპეზი უფალ იესო ქრისტეს შეესატყვისება. მისი ოთხკუთხა ფორმა განასახიერებს სახარების ოთხთავს, რომელიც მაცხოვრის სწავლებას სრულად შეიცავს. ტრაპეზის ოთხი მხარე შეესაბამება იესო ქრისტეს პიროვნების თვისებებსაც: ის იყო უდიდესი ანგელოზი, ადამიანთა მოდგმის ცოდვების მსხვერპლი, სამყაროს მეუფე და ჭეშმარიტი ადამიანი. ეს ოთხი თვისება იესო ქრისტესი შეესაბამება ოთხ საიდუმლო არსებას, რომლებიც ნახა წმინდა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ზეციური ეკლესიის ხილვისას. ესენია: ხბო - სიმბოლო მსხვერპლად შესაწირი ცხოველისა; ლომი - სამეფო ხელისუფლებისა და ძალის სიმბოლო; ადამიანი - ადამიანური ბუნების და არწივი - ანგელოზის ბუნების სიმბოლო. ეს სიმბოლოები ეკლესიამ მიანიჭა ოთხ მახარებელს: მათეს - ადამიანი, მარკოზს - ლომი, ლუკას - ხბო, იოანეს - არწივი.

წმინდა ტრაპეზი უფალ იესო ქრისტეს სამარეს განასახიერებს, რომელშიც მისი სხეული იმყოფება აღდგომამდე. ის ასევე განასახიერებს თავად უფალს, კუბოში მწოლიარეს.

ამგვარად, ტრაპეზი აერთიანებს იესო ქრისტეს სიკვდილს ჩვენი ცოდვების გამოსყიდვისა და გადარჩენისთვის და მაცხოვრის სამეუფო დიდებით ზეციურ ტრაპეზზე ამაღლებას.

- რა არის მაღალი დასაჯდომელი?

- მაღალი დასაჯდომელი ადგილია საკურთხევლის აღმოსავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში - შემაღლებულ ადგილას დგას სავარძელი მღვდელმთავრისთვის. ის სიმბოლურად ზეციურ ტახტს გამოხატავს, რომელზეც უხილავად ბრძანდება უფალი. სავარძლის გვერდით, ორივე მხარეს, დგას ოდნავ დაბალი სკამები მღვდლებისთვის. სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვის დროს ეპისკოპოსი ამ სავარძელში ზის, თანმხლებები კი მის ორივე მხარეს განლაგებულ სკამებზე. ლიტურგიაზე, სამოციქულოს კითხვის დროს, მაღალ დასაჯდომელზე დაბრძანებული მღვდელმთავარი განასახიერებს ყოვლისმპყრობელ ქრისტეს, სამღვდელოება კი მოციქულებს. მაღალი დასაჯდომელი ქრისტიანული ეკლესიის ყველა პერიოდში ასახავდა ზეციური მეუფის უხილავ და საიდუმლო მყოფობას. სამრევლო ეკლესიების უმრავლესობას არ აქვს შემაღლებული ადგილი და იქ არც სავარძელი დგას. მის ადგილას შანდალი და კანდელი დგას, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ენთოს ღვთისმსახურებისას.

- რა სრულდება სამკვეთლოზე?

- საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელთან, დგას მაგიდა, რომელსაც სამკვეთლო ეწოდება. ზომით და გარეგნული გამართულობით ის ძალიან ჰგავს ტრაპეზს. სამკვეთლოს იმავე შესამოსლით მოსავენ, რომლითაც ტრაპეზს. სამკვეთლო კი ამ ადგილს იმიტომ ეწოდა, რომ მასზე სრულდება პროსკომიდია ანუ კვეთა. ეს არის წირვის პირველი ნაწილი, რომელზეც პურსა და ღვინოს განსაკუთრებულად ამზადებენ უსისხლო მსხვერპშეწირვისთვის.

სამკვეთლოზე აუცილებლად დგას კანდელი და ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით.

სამკვეთლოს ტრაპეზზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტაძრის კურთხევისას მას მხოლოდ ნაკურთხ წყალს ასხურებენ, მაგრამ რადგანაც მასზე სრულდება კვეთა და წმინდა ჭურჭელი აწყვია, სამკვეთლოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს და მასთან მიკარების უფლება სასულიერო პირების გარდა არავის აქვს.

საკურთხეველში საკმევლის კმევა შემდეგი თანმიმდევრობით სრულდება: თავდაპირველად ტრაპეზს აკმევენ, შემდეგ - მაღალ დასაჯდომელს, მერე კი სამკვეთლოს. მაგრამ როცა კვეთის დროს სამკვეთლოზე წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად პური და ღვინო აწყვია, მაშინ ტრაპეზის შემდეგ ჯერ სამკვეთლოს აკმევენ, შემდეგ კი მაღალ დასაჯდომელს.

სამკვეთლოს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ღვთისმსახურების მსვლელობისას ერთმანეთს ენაცვლება. პროსკომიდიის ანუ კვეთის დროს სამკვეთლო წარმოადგენს გამოქვაბულსა და ბაგას, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე წევს, უფალი ხომ შობისთანავე ამზადებდა თავს ჯვარზე წამებისთვის. სამკვეთლო გოლგოთასაც წარმოადგენს. წირვის ბოლოს კი, როცა წმინდა ძღვენს ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადმოაბრძანებენ, სამკვეთლო ზეციური ტახტის მნიშვნელობას იძენს, სადაც ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომისAშემდეგ.

- სად არის განთავსებული საეკლესიო ჭურჭლისა და შესამოსლის საცავები?

- ისინი საკურთხევლის მარჯვენა მხარესაა. საეკლესიო ჭურჭლის საცავში ინახება ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი და სხვა წმინდა ნივთები, საეკლესიო სამოსლის საცავში კი, რომელსაც მეორენაირად დიაკონიკსაც ეძახიან, სასულიერო პირთა შესამოსლებს ინახავენ. აქვეა საღვთისმსახურო წიგნები, საკმეველი, სანთლები, ღვინო, სეფისკვერი და სხვა საგნები, რომლებიც აუცილებელია ღვთისმსახურებისა და საეკლესიო საიდუმლოებების შესასრულებლად.

- რომელი საეკლესიო წესები აღესრულება ღვთისმსახურებისას საკურთხეველში?

- პირველ ყოვლისა, ლიტურგია ანუ წირვა, რომლის დროსაც ღვინო, წყალი და სეფისკვერის ნაწილი იესო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქცევა. წლის განმავლობაში ძირითადად წმინდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა სრულდება, დიდ მარხვაში კი ბასილი დიდისა და პირველშეწირულის სახელით ცნობილი გრიგოლ დიალოღოსის ლიტურგიებიც აღესრულება. ასევე აღევლინება სადაგი დღის მწუხრისა და ცისკრის ლოცვები; შაბათისა და დღესასწაულების დიდი მწუხრისა და დიდი ცისკრის ლოცვები. დიდ მარხვაში ვასრულებთ მცირე სერობას, დიდ სერობას, ვკითხულობთ ჟამნებს...

- რა ურთიერთკავშირია ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიებს შორის და თვისებრივად რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?

- სინას მთაზე სჯულის მოცემამდე ღვთისმსახურებასა და მსხვერპლშეწირვას მამამთავარი (პატრიარქი) ანუ ოჯახის უფროსი ასრულებდა, სჯულის მიღების შემდეგ კი სამღვდელოება თვით უფალმა საბაოთმა გამოარჩია. ისინი აარონისა და ლევის შთამომავლები იყვნენ. პირველნი მღვდლებად დაადგინა, ხოლო მეორენი - ტაძრის დაბალ მოსამსახურეებად.

ძველი აღთქმის ტაძარი განიყოფოდა სამ ნაწილად: ეზო, წმიდათა და წმიდა წმიდათა.

ეზოში სპილენძის ხელსაბანი და სპილენძით მოჭედილი სამსხვერპლო იდგა.

წმიდათაში, მარჯვენა მხარეს, ოქროთი მოჭედილ მაგიდაზე 12 წინადაგების პური ეწყო. მარცხენა მხარეს შვიდტოტა შანდალი იდგა. მათ წინ აღმართული იყო ადგილი საკმევლის საკმევად. წმიდათაში შესვლა მხოლოდ მღვდელმსახურებს შეეძლოთ. წმიდათა წმიდა წმიდათასგან კრეტსაბმელით განიყოფოდა.

წმიდა წმიდათაში ხისგან გაკეთებული აღთქმის კიდობანი იდგა, რომელიც შიგნიდან და გარედან ოქროთი იყო მოჭედილი, სახურავი კი მთლიანად ოქროსი ჰქონდა. კოდობანში ეწყო ორი ქვის ფიცარი, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ტაკუკით მანანა და აარონის კვერთხი. ყველა ნივთი ოქროსი გახლდათ. წმიდა წმიდათაში შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა და ისიც - წელიწადში ერთხელ.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, უფლის ბრძანებით მოსესგან დაწესებული, ლოცვასა და მსხვერპლის შეწირვაში გამოიხატებოდა. ამ ყოველივეს არსი კი ის იყო, რომ კაცობრიობა ქვეყნიერების მხსნელთან შესახვედრად მოემზადებინა.

ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების ურთიერთკავშირი შემდეგ პუნქტებში არსებობს: 1) რწმენა ერთი ღმერთისა; 2) რწმენა მესიისა; 3) რწმენა მოსანანიებელი (გამომსყიდველი) მსხვერპლისა. მაგრამ მათ შორის თვისებრივი განსხვავებაც არის: 1) ძველი აღთქმის ეკლესიაში ცხონების საფუძვლად კანონის შესრულება მიაჩნდათ, ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიაში - ღვთის მადლის თანადგომა; 2) წინადაცვეთა იყო ნიშანი იმისა, რომ პიროვნება ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი გახლდათ; ახალი აღთქმის ეკლესიის წევრი კი მხოლოდ ის არის, ვისაც ნათლობის წმინდა საიდუმლო აქვს მიღებული; 3) ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები მოელოდნენ, რომ აღთქმისეული თესლი დედაკაცისა დაამარცხებდა სატანას და გამოიხსნიდა კაცობრიობას ცოდვის წყევისა და სიკვდილისაგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია იქნებოდა არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაამარცხებდა ებრაელების მტრებს და იუდეველებს ქვეყნიერების მბრძანებლებად გახდიდა. ამ რწმენით ასრულებდნენ მოსეს სჯულის კანონებს. მათ არ ჰქონდათ ხსნისთვის საჭირო საშუალებანი, რომლებიც ახალი აღთქმის ეკლესიის წევრებს აქვთ. ისინი არ არიან დაინტერესებულნი ქვეყნიური ბატონობით, წმინდა ზიარების საიდუმლოს ძალით საუკუნო ცხონებას ეზიარებიან.

- მაცხოვრის ჯვარცმისას ძველი აღთქმის ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაირღვა. რას ნიშნავდა და რისი მაუწყებელი იყო ეს ფაქტი?

- როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მოწამებრივი აღსასრულით ჩამორეცხა კაცობრიობას პირველჩენილი ცოდვის ლაქა, ამით მან დასაბამი მისცა ძველი აღთქმის ეკლესიის გაუქმებას, ხოლო მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლით ძველი აღთქმის ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მისია დასრულდა. ამის ხილული ნიშნები შემდეგია: 1) წმიდა წმიდათაში ჩამოკიდებული ფარდა ანუ კრეტსაბმელი ორად გაირღვა - ღვთიურმა მადლმა დატოვა ეს ადგილი; 2) იერუსალიმის დიდებული ტაძარი ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს მთლიანად დაინგრა - როგორც მოსამზადებელმა დაწესებულებამ შეწყვიტა თავისი არსებობა.

- ვნების კვირეულის ხუთშაბათს დიდი ხუთშაბათი ეწოდება. ამ დღეს უფალმა იესო ქრისტემ წმინდა ზიარების - ევქარისტიის საიდუმლო დააწესა...

- ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და მადლიერებას, მადლობას ნიშნავს. მოგეხსენებათ, საზოგადო ღვთისმსახურებას, რომლის დროსაც ევქარისტიის საიდუმლო სრულდება, ლიტურგია ჰქვია. სხვა მსახურებებისას (მწუხრი, ცისკარი, ჟამნობა) უფალი თავისი უხილავი მადლის ძალით არის ჩვენთან, ლიტურგიაზე კი იესო ქრისტე ნივთიერად იმყოფება ჩვენთან და თავისი სისხლითა და ხორცით გვასაზრდოებს. ზიარების დროს იცვლება თვით ნივთიერება პურისა და ღვინისა - თუმცა ინარჩუნებენ გარეგან ფორმას, მაგრამ სასწაულებრივად გარდაიქმნებიან მაცხოვრის ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად, მათი საშუალებით კი ვუერთდებით წყაროს ჩვენი სიცოცხლისას.

ზიარების საიდუმლოს დადგენამდე იესო ქრისტემ განუმარტა იუდეველებს შემდეგი სიტყვები: "ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი. მე ვარ პური ცხოვრებისაი. მამათა თქვენთა ჭამეს მანანაი უდაბნოსა და მოწყდეს. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა, უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკვდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდმოვხედ, უკეთუ ვინმე სჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხოვრებისათვის სოფლისა" (იოანე 6,47-51). როცა ებრაელებმა ერთმანეთში დაიწყეს კამათი, როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელადო, იესომ მიუგო: "ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა. რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არის, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს, და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მის თანა" (იოანე 6,53-57).

ზიარების საიდუმლოს დაწესება უფალმა იესო ქრისტემ ჭეშმარიტად ღირსშესანიშნავი მოვლენის დროს ინება. ახლოვდებოდა ებრაელთა პასექი. მაცხოვარმა იცოდა, რომ ამ დღესასწაულის წინა დღეს ჯვრის სამსხვერპლოზე მსხვერპლად შეწირვა მოელოდა, და სწორედ ამ დღეს, ვახშმობისას, ინება დაედგინა წმინდა ზიარების საიდუმლო. პირველ ყოვლისა, მოსწავლეებს მორჩილებისა და ურთიერთსიყვარულის მაგალითი უჩვენა - ფეხები დაბანა მოციქულებს. შემდეგ პასექის სუფრას შემოუსხდნენ. მაცხოვარმა აიღო პური, აღავლინა მადლობა, "განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და რქუა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და რქუა: სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა (მთ. 26,26-28). ამასთანავე, დაავალა მოციქულებს, წმინდა ზიარების ეს წესი მის მოსაგონებლად მუდმივად შეესრულებინათ. უფლის ჭეშმარიტი ეკლესია კი სწორედ იქ არის, სადაც ზიარების საიდუმლო აღესრულება. ზიარების გარეშე ჩვენი ცოდვებისგან ხსნა შეუძლებელია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.04.2020
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა.
17.04.2015
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).
21.11.2013
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები:
04.07.2013
ანბანი მართლმადიდებლობისა
ყველა, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია წირვა-ლოცვას, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ლამაზ და საზეიმო შესამოსლებს.
25.04.2013
საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოჰყოფს ხის ან ქვის კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და მას კანკელი (ბერძ. "იკონოსტასი") ეწოდება.
12.04.2012
ქრისტიანობისათვის სიმბოლურობა პირველი საუკუნეებიდანვე ნიშნეული იყო. სიმბოლო ხომ ორ სამყაროს - ხილულსა და უხილავს - აერთიანებს.
24.11.2011
დედაეკლესიის კარიბჭესთან ახალმისულ ქრისტიანს, რომელიც ახლა იწყებს მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას, ხშირად უჩნდება კითხვა - რომელი უფრო აღმატებულია
17.03.2011
ბერძნულად სიმბოლო ანუ "შერწყმა" - ნიშნავს შეერთებას მის მატარებელთან, უხილავი სინამდვილის წარმოჩენას ხილული ნატურალიზმის მეშვეობით ან გამოვლინების გამოსახულებით განმარტებას.
16.04.2009
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს
20.04.2007
სანთელი და კანდელი
იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat