წმინდა სპირიდონის ეკლესია კუნძულ კერკირაზე გაიხსნა 1589 წელს.
ეს მეორე ეკლესიაა, რომელიც ააგო ვულგარის (გვარია) ოჯახის წარმომადგენელმა. ვულგარის ოჯახი ერთი ძლიერი ოჯახი იყო კერკირაზე. პირველი ეკლესია აიგო 1528 წელს. წმინდა სპირიდონის ეკლესიის თეთრი მარმარილოს კანკელი დამზადდა 1852 წელს.
ეკლესიის კედლები 1727 წელს მოხატა ხატმწერმა პანაიოტი დოქსარამ. ეკლესიის ჭერი მოხატა ნიკოლაო ასპიოტიმ 1850-1871 წლებში. ეკლესიის ჭერიდან ჩამოკიდებულ ჯაჭვზე კიდია ოქროს და ვერცხლის სასანთლეები, რომლებზეც წარწერებია იმის შესახებ, თუ ვის სახელზეა ისინი შეწირული მადლიერების აღსანიშნავად წმინდანის მიმართ, სასწაული რომ მოუვლინათ. ოქროს სასანთლე კი, რომელიც კიდია წმინდანის წმინდა ნაწილის წინ, მიძღვნილია კერკირას თავადის - პოლიტის სახელზე (1670 წელს).
წმინდანის ლუსკუმის ზემოთ ჩამოკიდებულია ათობით კანდელი ოქროსი და ვერცხლის, მიძღვნილი მადლობის ნიშნად. თავად ლუსკუმა დამზადებულია ვენაში 1867 წელს წმინდა სპირიდონის ეკლესიის მფლობელის, გრაფ გიორგი ვულგარის მიერ. დამზადებულია ხის მასალისგან. Gგარედან კი დაფარულია ვერცხლით. შიგნით ძოწისფერი ხავერდითაა შემკობილი. ვერცხლის გარე საფარი შემკულია ჭედური ჯვრებით, მცენარეული მოტივებით და წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულების სცენებით.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელი თავისი ლუსკუმიდან გამოდის წელიწადში სამჯერ, სამ დღიანი მოლოცვისათვის. 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე (მისი ხსენების დღეს), დიდი შაბათიდან აღდგომის სამშაბათამდე. ასევე 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე. წმინდა სპირიდონი ტრიმუფუნტის გარეუბანში ცხოვრობდა, როგორც მწყემსი და შემდეგ როგორც მწყემსების ხელმძღვანელი. ერთ ღამეს მის ფარეხში ცხვრების მოსაპარად მძარცველები შეიპარნენ. მეორე დილით წმინდანმა ისინი უეცრად გაშეშებულები იპოვა. უცნობია გაართო თუ არა სანახაობამ, ცნობილია მხოლოდ, რომ მისი ლოცვით ქურდებს მოეხსნათ უხილავი ძალის მიერ გაშეშება.
***
წმინდანის მეზობელს მოსავალი გაუნადგურდა და წმინდა სპირიდონმა ერთ შეძლებულს სთხოვა მისთვის სესხად მიეცა რამდენიმე ტომარა ხორბალი, იმ პირობით, რომ უკან პროცენტით დაუბრუნებდა. მდიდარმა უარი უთხრა. შეწუხებულმა ღარიბმა მუშამ თავისი გასაჭირი მღვდელმთავარს შესჩივლა. მომდევნო დღეს წმინდანმა მას ოქროს ჯოხი მისცა, რათა დაეტოვებინა გირაოდ უგულო მევალისათვის. მუშამ აიღო ხორბალი და შემდეგ მოსავალზე იმაზე მეტი დაუბრუნა მევალეს და უკან დაიბრუნა ძვირფასი ნივთი. როდესაც დაუბრუნა წმინდანს, მან ჯოხი მიწას შეახო, იგი გველად გადაიქცა და ბალახებში მიიმალა.
***
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით და გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან, წმინდანი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად) მას პატარა ნაკუწებად ანაწილებენ და ეკლესიაში მისულ მომლოცველებს ურიგებენ.
ხალხური შეხედულების თანახმად, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ იმ რწენით, რომ განიკურნმებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში.
შეგვეწიოს წმინდა სპირიდონის მადლი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი