წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი
წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული. წმინდანის ნეშტს შენარჩუნებული აქვს ცოცხალი სხეულისთვის დამახასიათებელი სირბილე. ყოველ წელიწადს წმინდანს ფეხსაცმელს უცვლიან, რადგან ძველი, რაც ეცვა, ერთ წელიწადში თავისით იცვითება. ამაზე ამბობენ, წმინდანი ქრისტიანთა დასახმარებლად სოფელში მოგზაურობსო. გვსურს, გაგაცნოთ ამბავი მისი ცხოვრებისა, რომ უფრო მეტი სასოებით ვევედროთ, მოვიწვიოთ შინ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ.

ღირსი სპირიდონი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა, სოფელ ასკიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სიყრმიდანვე ცხვრის მწყემსად განუმწესებიათ. მწყემსის განმარტოებულმა, ხიფათიანმა ცხოვრებამ გაუღრმავა მას სულში ღვთის შიში და სიყვარული. როცა დრო დაუდგა, სჯულიერად იქორწინა და შვილებიც ეყოლა, მაგრამ მეუღლე ადრევე გარდაეცვალა; თუმცა სასო არ წარუკვეთია. ღამით ლოცულობდა, დღისით ცხვარს მწყემსავდა, თავის შემოსავლით მრავალ მწირს, ქვრივ-ობოლსა და გაჭირვებულს ეხმარებოდა. სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს რომ მიაღწია, ღმერთმა სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა. ეს ენიშნათ, მწყემს სპირიდონს მღვდლად დაასხეს ხელი და ადამიანთა სულების დამწყსობა დაავალეს. მალევე ქალაქ ტრიმითუტის (ტრიმითუტი, დღევანდელი ტრემეთუსია დედაქალაქ ნიქოზიადან 25 კმ-ში მდებარეობს) ეპისკოპოსად აკურთხეს.

სამღვდელმთავრო პატივის მიღების შემდგომ ნეტარმა ღვთივბოძებული ტალანტი განამრავლა, მისმა დიდმა სიყვარულმა, სიმდაბლემ და უბრალოებამ თავისი მძიმე ღვაწლი მსუბუქად ატარებინა და სიწმინდით შემოსა. სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონის თავსაბურავი უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი იყო, ბავშვის ქუდს ძლიერ რომ მიაგავს.

იმ დროს კვიპროსზე საშინელი სიცხეები დაიჭირა. ყველაფერი გადახმა, ხალხს შიმშილით სიკვდილი ელოდა. საკმარისი იყო, წმინდა სპირიდონს ხელები ზეცად აღეპყრო და შევედრებოდა ღმერთს, რომ ცას პირი მოეხსნა. ყოველდღე წვიმდა კუნძულზე. მაშინ ზოგიერთმა ანგარებიანმა ვაჭარმა ხორბალი აღარ გაყიდა. ხალხი დაიმშა, მერე კი ათჯერ მეტი ფასი დაადო. ერთ ასეთ ვაჭართან გლეხი მივიდა და სესხად ხორბალი სთხოვა. ვაჭარი მხოლოდ პროცენტით გაცემდა ხორბალს, საწყალ კაცს კი არაფერი ებადა. წმინდა სპირიდონთან მივიდა და თავისი გასაჭირი მოუყვა. ნუ სტირ, შვილო, ის, ვინც შენი ცოლ-შვილი შიმშილით დასახოცად გაიმეტა, ხვალ შენთან მოვა ხორბლის სათხოვნელადო, - დაამშვიდა. მართლაც, იმ ღამეს მოვარდნილმა წვიმის ნიაღვარმა იმ ვაჭრის ბეღელი გაარღვია და მთელი ხორბალი ქალაქის ქუჩებში გაიფანტა. გამწარებული ვაჭარი ხალხს ხორბლის მოგროვებაში დახმარებას ევედრებოდა, მაგრამ დამშეულმა ტრიმითუტელებმა ხორბალი თავადვე გაინაწილეს, მათ შორის იმ გლეხმაც.
ამავე ვაჭარმა სხვა ღარიბ ტრიმითუტელსაც უთხრა უარი სათესლე ხორბლის მიცემაზე (სხვა ბეღელიც ჰქონდა). დამწუხრებული კაცი წმინდა სპირიდონმა დაამშვიდა და ოქროს გველი მისცა - ვაჭარს გირაოდ მიუტანეო. მეორე დღეს გლეხი ასეც მოიქცა. თან ვაჭარს უთხრა, - ეს ნივთი მდიდარ მეგობარს ვენათხოვრეო. მისი სილამაზით მოხიბლულმა ვაჭარმა გლეხს ბლომად ხორბალი გაატანა. წმინდა სპირიდონის ლოცვით, გლეხს კარგი მოსავალი მოუვიდა. ნაწილი გაყიდა და გირაოს გამოსასყიდად მივიდა, მაგრამ ვაჭარმა უარი განუცხადა - შენგან არაფერი ამიღიაო. "ნუ სწუხხარ, შვილო, ეგ ანგარი კაცი თვითონ დაგიძახებს, შენ ფული არ დახარჯოო~, - დაამშვიდა გლეხი წმინდა სპირიდონმა. ასეც მოხდა. ვაჭარმა ოქროს გველისთვის თვალის შევლება მოისურვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, სკივრში ცოცხალი ქვეწარმავალი დახვდა, რომელიც საკბენად ეცა. ძლივს მოასწრო სკივრის დახურვა. მეორე დღეს კი გლეხი მოიხმო - გირაო უნდა დაგიბრუნოო. მიდი, სკივრი გააღეო, - უთხრა შეშინებულმა. გლეხმა სკივრს თავი ახადა და ოქროს გველი ამოიღო. ღმერთს გაფიცებ, მითხარი, ვის გამოართვიო, - შეევედრა გაოცებული ვაჭარი. მღვდელმთავარმა მათხოვაო, - თქვა გლეხმა და გახარებული დაბრუნდა ეპისკოპოსთან. წავედით, შვილო, - უთხრა მას წმინდა სპირიდონმა, - მადლობა შევწიროთ ღმერთს და დავუბრუნოთ ის, რაც მას ვენათხოვრეთო. მღვდელმთავარმა გლეხი თავის პატარა ბაღში შეიყვანა, იქვე, ხვრელთან დადო ოქროს გველი და თქვა: "უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რომელიც შენი წმინდა ნებით ყოველივეს შექმნი და გარდასახავ! როგორც ერთ დროს ფარაონის წინაშე მოსეს კვერთხი გველად აქციე, ჩემს ბაღში გველი ოქროს ნივთად გარდასახე. დაუბრუნე შენს ქმნილებას თავდაპირველი სახე, რათა ჩემმა მეგობარმა იხილოს, თუ რაოდენ ზრუნავ ჩვენზე და ხალხს უამბოს შენგნით მოხდენილ ამ უდიდეს სასწაულზე~... ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა: ოქროს გველი გაცოცხლდა და სისინით სოროს მიაშურა. გაოგნებული გლეხი მიწაზე დაეცა და მადლობა შესწირა ჯერ ღმერთს და მერე მის მონას, წმინდა სპირიდონს.

სპირიდონი მღვდელმთავარი კი გახდა, მაგრამ გლახაკთა და უცხოთა შეწყნარება არ დავიწყებია, ყველას მასპინძლობდა - კეთილსაც და ბოროტსაც, თავისი მარჯვენით მოწეულს არიგებდა. მასთან ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისულიყო. ერთხელ, დიდმარხვაში, ერთი ძალზე დაღლილი და მშიერი მოგზაური მიადგა კარს. "ფეხი დაბანე, შვილო და დააპურე", - უთხრა თავის ქალიშვილს წმინდანმა. მაგრამ გოგონამ პურის ნატეხიც კი ვერ აღმოაჩინა სახლში - წმინდა სპირიდონი ხომ სახლეულთან ერთად მკაცრად მარხულობდა. წმინდანმა დაუძლურებული მოყვასის სანუგეშოდ შენდობა შესთხოვა უფალს, მერე კი შვილს ჩამარილებული ღორის ხორცის მოხარშვა უბრძანა. მერე სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟა. მეუფეს ხორცის ჭამა მოუხდა, რადგან სტუმარმასპინძლობის წესი ამას ითხოვდა. სტუმარი დიდხანს უარობდა - მეშინია მარხვის დარღვევა, მე ხომ ქრისტიანი ვარო. მაშინ წმინდა სპირიდონმა პავლე მოციქულის სიტყვებით დაარწმუნა: მით უმეტეს, უარი არ უნდა თქვა საზრდელზე. წმინდა წერილში ხომ წერია: "ყველაფერი წმინდაა წმინდათათვის" (ტიტე, 1,15). მარხვა კი დაარღვია, წმინდა სპირიდონმა, მაგრამ მან აღასრულა ქრისტეს უპირველესი მცნება - მოყვასის სიყვარულისა.

წმინდა სპირიდონი თავგამოდებით იბრძოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების განსამტკიცებლად. სანამ წარმართი იმპერატორის, ლიცინიუსის მმართველობა რომის იმპერიის აღმოსავლეთით ვრცელდებოდა, ქრისტეს აღმსარებელთ წარმართულ უღმერთოებასთან ბრძოლა, მხოლოდ ლოცვით და ქადაგებით თუ შეეძლოთ.

ალექსანდრიის პატრიარქმა, ნეტარმა ალექსანდრემ წმინდა ეპისკოპოსთა ადგილობრივ კრებაზე დაგმო არიოზის ერესი. პირველი გამარჯვების შემდეგ წმინდა ალექსანდრემ და მღვდელმთავრებმა წარმართულ საკერპოში ერთად ილოცეს. მიწა იძრა და მრავალი საკერპო დაამხო. ალექსანდრიაში მხოლოდ ერთი კერპი გადარჩა. მამებმა კვლავ ილოცეს, მაგრამ კერპს ვერაფერი დააკლეს. იმავე ღამეს დამწუხრებულ პატრიარქს ლოცვისას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - კერპი ტრიმითუტელი ეპისკოპოსის ლოცვით უნდა დაიმსხვრეს. სასწრაფოდ მოაყვანინე ეს მღვდელმთავარიო. წმინდა სპირიდონმა მოხმობისთანავე ალექსანდრიას მიაშურა. ეგვიპტის მიწას დაადგა ფეხი თუ არა, კვარცხლბეკზე მდგარი კერპი თავისით ჩამოვარდა და ერთიანად დაილეწა. ეს რომ პატრიარქმა შეიტყო, ძალზე გაეხარდა: - ეტყობა, ტრიმითუტელი ეპისკოპოსი ჩამოვიდა და სასწრაფოდ დახვდითო, - უთხრა თავის მრევლს.

წმინდა მეფემ, კონსტანტინე დიდმა ღვთის მოძულე თანამმართველი ლიცინიუსი დაამარცხა. ახლა უკვე შეეძლო ეკლესიის სიწმინდისა და ერთიანობისთვის ბრძოლა. მეფის ბრძანებით, ნიკეაში მთელი იმპერიიდან თავი მოიყარეს ღირსმა მამებმა, რომელთაც დაამტკიცეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და უარყვეს არიოზელთა ღვთისმგმობი ერესი. წმინდა მამათა შორის იყო ტრიმითუტელი მღვდელმთავარიც. კრებაზე იმპერატორს მოუწვევია ცნობილი ფილოსოფოსნიც, ერთი მათგანი არიოზელებს მიმხრობია და თავისი მჭევრმეტყველებით წინ აღდგომია მართლმადიდებელ მამებს. არ იყო შეკითხვა, მას რომ არ ეპასუხა. თანდათანობით მიიმხრო იქ მყოფთა ნაწილი. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცის ბრძნობა თითქოს სძლევდა ჭეშმარიტებას. ნუ იყოფინ! წმინდა სპირიდონი უყურებდა ჭეშმარიტების დამცრობას და გადაწყვეტა, კამათში ჩაბმულიყო. მაგრამ მას ხომ არსად უსწავლია, მწყემსი იყო, სანამ ეპისკოპოსად აკურთხებდნენ. ამიტომაც წმინდა მამები არწმუნებდნენ, კრებაზე სიტყვა არ წარმოთქვა, თორემ დამარცხება და დამცირება გველისო. წმინდა სპირიდონი მაინც წამოდგა და მოშურნე არიოზელს უთხრა:

- იესო ქრისტეს სახელით, მისმინე მე, ფილოსოფოსო!

- თუ შეგიძლია შეკამათება ჩემთან, თქვი, - უთხრა ფილოსოფოსმა.

- ერთია ღმერთი! - წამოიძახა მღვდელმთავარმა, - მან შექმნა მიწა და მიწისგან კიდევ კაცი, სიტყვით და სულიწმინდით შექმნა ყოველივე ხილული და უხილავი. ძე ღვთისა არის სიტყვა, რომელსაც თაყვანისვცემთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ცხონებისთვის იშვა ქალწულისგან. ის ერთარსებაა მამასთან და აქვს მისი თანასწორი ხელმწიფება და პატივი. ამიტომაც გვმართებს, მათ ერთნაირად ვსცეთ პატივი, ძე ღვთისამ ჯვრით და სიკვდილით დაგვიხსნა ძველი წყევისგან და თავის აღდგომით გვიბოძა საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ მოველით ქრისტეს, რომელიც განგვსჯის ჩვენთა საქმეთა და სიტყვათაებრ. გრწამს შენ ეს, ფილოსოფოსო?" ფილოსოფოსი დაამუნჯა სულიწმიდით ნათქვამმა სიტყვებმა. წამისყოფაში გაუნათლდა გონება. ეს სახეზეც შეეტყო.

"რახან შენ მეთანხმები და უკვე იცი, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, დაუბრუნდი ეკლესიის წიაღს და მიიღე მისი მრწამსი", - მიმართა წმინდა სპირიდონმა.

განდგომილი ფილოსოფოსი მოაქცია სინანულად მღვდელმთავრის ძალმოსილმა სიტყვებმა. მას უთქვამს: "ჰოი, კაცნო, სანამ ჩვენ ორატორულ ხელოვნებაში ვეჯიბრებოდით, მე შემეძლო თქვენი დასკვნების თუ ბრალდებების უარყოფა. მაგრამ როცა ხმა გაიღო ამ კაცმა, არა მისი სიტყვები, არამედ ყოვლადძლიერი ღმერთის აუხსნელი ძალა აღმიდგა წინ, რომელიც ამ წმინდანის ბაგეთაგან გამოდიოდა. მე არ მრცხვენია ჩემი დამარცხების, რამეთუ კაცს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. ვისაც არ უნდა, რომ შესცოდოს ღვთის წინაშე, იწამოს ისე, როგორც სწამს და აღიარებს სპირიდონი"
საბოლოოდ, ფილოსოფოსის მრავალმა მეგობარმა უარი თქვა არიოზის სწავლებაზე და ეკლესიას შეუერთდა. იმპერატორმა პატივი მიაგო წმინდა მამებს და განსაკუთრებით, წმინდა სპირიდონს, ეამბორა მღვდელმთვარს და ლოცვა სთხოვა.

შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი, ირინე, გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალებამდე ერთ შეძლებულ დედაკაცს ირინესთვის ძვირფასეულობა მიუბარებია, რომელიც მას მამის სახლში დაუმალავს. სპირიდონს დედაკაცმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა მთელი სახლი გადააქოთა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ოქროს პატრონი მოსთქვამდა და პირს იხოკავდა, რა ექნა წმინდანს, გულწრფელად სურდა დახმარებოდა დედაკაცს. ამიტომაც ირინეს აკლდამაში იმ დედაკაცთან ერთად შევიდა და გარდაცვლილ შვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა: "შვილო ირინე! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, სად შეინახე ამ დედაკაცის სამკაულები?" ირინე თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვა, შეხედა მეუფეს და უთხრა, საგანძური სადაც შეინახა. თავზარი დაეცა ყველას, წმინდა სპირიდონმა კი ალერსით უთხრა ირინეს: "ახლა კი, შვილო, დაიძინე, ვიდრე ქრისტე მეორედ მოსვლისას არ აღგადგენს მკვდრეთით".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა სპირიდონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat