ნამდვილი და ცრუ წმინდანები
ნამდვილი და ცრუ წმინდანები
ვანგა. საყოველთაოდ ცნობილი "წინასწარმეტყველი" ვანგა ნევროკოპიის ეპარქიაში ცხოვრობდა, რომლის წინამძღვარიც გახლავთ მეუფე ნათანაილი. ბევრი დღემდე ვანგას მართლმადიდებლად თვლის და ამბობს, რომ იგი მღვდელმთავრის კურთხევითა და თანხმობით მოქმედებდა. სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ეს ამბავი.

ვანგას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე "წინასწარმეტყველმა" ხალხი გაგზავნა მიტროპოლიტ ნათანაილთან და მისვლა სთხოვა - ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა, გთხოვთ გაითვალიწინოთ ჩემი სიბერე, სნეულება და ჩემთან მობრძანდეთო. მეუფემ ალბათ იფიქრა, აღსარება-სინანული სურსო და მისვლას დაჰპირდა. ბუნებრივიც არის ამგვარი საქციელი იმ მოძღვრისთვის, რომელიც ზრუნავს თავისი ფარისა და წარწყმედულ ცხოვართათვის.

რამდენიმე დღის შემდეგ მეუფე მივიდა ვანგასთან. მიტროპოლიტს ხელთ სანაწილიანი ჯვარი ეპყრა, რომელშიც ჩასვენებული იყო ძელიცხოვლის ნაწილი. ვანგა ოთახის სიღრმეში იჯდა, ოთახი ხალხით იყო სავსე, ვანგა რაღაცას ლაპარაკობდა და ვერ გაიგონებდა, თუ როგორ შემოვიდა ოთახში კაცი. ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლებოდა სცოდნოდა, ვინ იყო სტუმარი. უეცრად საუბარი შეწყვიტა და დაბალი, ხრინწიანი ხმით თქვა: "აქ ვინ შემოვიდა? მან "ეს" სასწრაფოდ იატაკზე დააგდოს!". "რა "ეს"?" - ჰკითხა გაოცებულმა ხალხმა. ვანგა წამოდგა: "ეს! მას "ეს" ხელში უჭირავს! "ეს" ლაპარაკში ხელს მიშლის! ამის გამო ვერაფერს ვხედავ! არ მინდა, რომ "ეს" ჩემს სახლში იყოს!" - ყვიროდა იგი და ფეხებს აბაკუნებდა. მეუფე მობრუნდა, ოთახი დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.

წმინდათა უხრწნელი ნაწილები.
სამყაროს შემოქმედისთვის რატომ არის სათნო, რომ ზოგიერთი მართალის სხეული უხრწნელი დატოვოს? შემოქმედი რატომ ეწინააღმდეგება თავის მიერ დადგენილ ბუნების საყოველთაო კანონებს? ღმერთი ყოველთვის თავისი ბრძნული გეგმებით მოქმედებს. უფალი მართალთა სხეულებს უხრწნელად არა იმდენად მათთვის ინახავს, რომელთაც უკვე მიაღწიეს ზეციურ სამშობლოს, რამდენადაც ჩვენთვის, მიწაზე მორონინეთათვის. მართალთა ჭეშმარიტი საზღაური ზეცაშია, კაცთაგან განდიდება კი, რომელსაც გაურბოდნენ მთელი ცხოვრება, უეჭველად მიემატება იმ პატივს, რომლითაც განდიდებულნი არიან ღვთისგან. ჩვენთვის კი, მიწაზე მოხეტიალეთათვის, ღვთის კაცთა უხრწნელი სხეულნი, თუ მათგან სასწაულებიც ხდება, მრავალმხრივ სანუგეშო და გულისხმისსაყოფია.

ღვთის წმინდანთა სხეულის უხრწნელობას რაიმე ბუნებრივი მიზეზით ვერ ახსნი: სხეული უხრწნელად ინახება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვანაირ ნიადაგში, ზღვაშიც და მდინარეებშიც. რამდენიმე ასეთ მაგალითს შემოგთავაზებთ.

ღირსი ევსტრატი მღვიმელი პოლონელებმა დაატყვევეს და მიჰყიდეს ერთ ებრაელს, რომელიც მას აწამებდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულზე ჯვარზე გააკრა, მერე კი ზღვაში ჩააგდო (1096 წ.). მორწმუნეებმა მოძებნეს წამებულის სხეული და მიასვენეს კიევში, სადაც ანტონის მღვიმეში დღემდე უხრწნელად განისვენებს.

წყალში იპოვეს წმინდა სერგი რადონეჟელის კუბოც (1391 წ.), მიუხედავად ნესტში 30-წლიანი დებისა, წმინდანის სხეული შეურყვნელი და ნათელი აღმოჩნდა, ტანსაცმელიც კი არ იყო დაზიანებული. წმინდა ნაწილები გადაასვენეს ვოროვიცის მონასტერში. 1657 წელს კი პატრიარქმა ნიკონმა იგი ქალაქ ვალდაიში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერში გადაასვენა.

ვორონეჟის პირველი მიტროპოლიტის, წმინდა მიტროფანეს სხეული (+1703) 123 წელი ნესტიან შავმიწა ნიადაგში ესვენა. 1832 წელს საფლავის საზეიმოდ გახსნისას სხეული უხრწნელი იხილეს.

1842 წელს ზადონის მონასტერში ძველი ქვის ეკლესია დაშალეს და მის მაგივრად ახალი დიდი ტაძარი ააშენეს. საკურთხველში აკლდამა, სადაც წმინდა ტიხონ ვორონეჟელი (+1783) იყო დაკრძალული, გახსნეს და სხვაგან გადაასვენეს. წმინდანის სხეული სრულიად უხრწნელად დახვდათ, სამღვდელმთავროს სამოსიც კი საღი იყო.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის (+304) სხეული დღემდე უხრწნელი ინახება კუნძულ კორფუზე. სხვადასხვა ქვეყნისა და აღმსარებლობის მეცნიერებმა, რომლებიც იკვლევდნენ მღვდელმთავრის უხრწნელ სხეულს, ერთხმად დაასკვნეს, რომ ბუნების კანონებისა და ძალების მიხედვით ამ უხრწნელობის ახსნა შეუძლებელია. 1500 წელზე მეტია, რაც წმინდანის სხეული შეუშლელი იხილვება. აქ აშკარად მოქმედებს უფლის ყოვლისშემძლე საკვირველი ძალა. "წმინდა სპირიდონის სხეული, - წერს ერთ-ერთი ბერძენი მეცნიერი, - ფიზიოლოგების გაოცებას იწვევს. ის რბილია, დაჭიმული, როგორც ცოცხალი კაცისა. ამასთან მკვრივია, არც გაიხრწნა და არც დაზიანებულა. სახის ხილული ნაწილი კვლავ ფართოვდება და ძველებურ მდგომარეობას იღებს, როცა მას ამოაბრძანებენ და კიდობანში ჩაასვენებენ, სადაც ის გამართული დგას ქალაქის გარშემო საზეიმო მსვლელობისას (ეს მსვლელობა კი წელიწადში სამჯერ ხდება). მისი სხეული უკვე ოთხი საუკუნეა, ისეთ ცხელ ადგილას არის დასვენებული, როგორიც კორფუა, აქაურმა ჰავამ მცირეოდენადაც კი ვერ შეცვალა ის".

წმინდანთა უხრწნელი ნაწილები გვარწმუნებდნენ მართლმადიდებელი რწმენის სიწმინდესა და ღვთაებრიობაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler