ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნას
ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნას
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულები
ამბობენ, საბერძნეთში დაახლოებით 300-350 ათასამდე ქართველი ცხოვრობსო. ელადის წმინდა მიწამ შეიფარა შიმშილსა და გაჭირვებას გაქცეული ივერიელები. ემიგრანტ ქართველებს დიდად უყვართ წმინდა სპირიდონი, რადგან მას ხედავენ შემწედ, სულიერ მამად და ნუგეშინისმცემლად უცხო მხარეში. სანუგეშოდ გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა სპირიდონის სასწაულები.

შიმშილისაგან დაიხსნა. ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო. წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუნტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე. ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა. წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა - მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა - შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: - ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო.

ამ დროს ვაჭარმა "თავისი" საგანძურის ყურებით დატკბობა მოისურვა. გახსნა სკივრი და შიგ ცოცხალი გველი დახვდა, სახურავის დახურვა ძლივს მოასწრო, კინაღამ გველი ეძგერა. მეორე დღეს ვაჭრის მონა მოვიდა გლეხთან - ჩემი ბატონი გეძახისო. ვაჭარი "მეგობრულად" შეხვდა: - დამავიწყდა შენი მოცემული გირაო, ფული გადამიხადე და შენი ნივთი წაიღეო. სკივრის გასაღები მიაწოდა და "ალერსიანად" უთხრა: "აბა, ნახე, ნივთი თუ არის თავის ადგილზეო". გლეხმა გახსნა და შიგ ოქროს გველი გამობრწყინდა. ვაჭარმა დააფიცა, მითხარი, ეს რა საგანძურიაო. გლეხმა უთხრა: "მეუფე სპირიდონს ვთხოვე დახმარება. ფული არ ჰქონდა და ეს ძვირფასი ნივთი მათხოვაო". გლეხი მივიდა წმინდა სპირიდონთან. მღვდელმთავარმა უთხრა: "ახლა წავიდეთ და ბატონს გადავუხადოთ მადლობა, ვისგანაც ვითხოვეთ ეს ნივთიო". შევიდნენ ბაღში, მივიდნენ ერთ-ერთ ხვრელთან და წმინდა სპირიდონმა წარმოთქვა: "უფალო ჩემო იესო ქრისტე, შენი წმინდა ნებით ყოველივე შეიქმნება და ხორცს შეისხამს! ოდესღაც ფარაონის წინ ეგვიპტეში მოსეს კვერთხი გველად აქციე, ხოლო ჩემს ბაღში - ოქროს ნივთად. ახლა კი დაუბრუნე თავდაპირველი სახე შენს ქმნილებას, რათა დაინახოს ჩემმა მეგობარმა და მოუყვეს ამ საოცარ, შენი ყოვლისშემძლე მარჯვენით მოხდენილ სასწაულზე და დარწმუნდეს, რარიგ ზრუნავ ადამიანებზე". ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, ოქროს გველი გაცოცხლდა და თავის ხვრელში შეცურდა.

ქალიშვილი. წმინდა სპირიდონი ნიკეის კრებაზე იმყოფებოდა. ერთმა დიდებულმა ქალბატონმა მის ქალიშვილს ირინეს შესანახად საგანძური გადასცა. შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი გარდაცვლილი და დაკრძალული დახვდა. მალე მასთან ის ქალბატონიც მოვიდა და ატირებულმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა ეძება, მაგრამ განძი ვერ იპოვა. სამართლიანობა მოითხოვდა, მწყემსმთავარს განძი ეპოვა. რა ექნა? შეეწყალა ატირებული ქალი. შევიდა საგვარეულო სამარხში და ღვთის დიდი რწმენით აღსავსემ თავის ქალიშვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა:

- შვილო ჩემო ირინე! ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, სად შეინახე იმ დედაკაცის საგანძური.

ღვთის ნებით, ირინემ, თითქოს ღრმა ძილისგან გამოიღვიძაო, მეუფეს უთხრა, - ბატონო ჩემო, შინ შევინახეო და მიუთითა, სად დამალა საგანძური. ყველას შიშით თავზარი დაეცა, მღვდელმთავარმა ალერსიანად უთხრა თავის ქალიშვილს: - ახლა კი, შვილო ჩემო, განისვენე, ვიდრე მეორედ მოსვლისას არ აღგადგენს ქრისტეო.

დიდებული იერარქი შინ დაბრუნდა, მაშინვე იპოვა საგანძური და პატრონს გადასცა. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი.

ყრმა. ერთხელ ანტიოქიაში მყოფ წმინდა სპირიდონთან ატირებული წარმართი ქალი მივიდა. ხელთ მკვდარი ჩვილი ეპყრა. ქალის ნათქვამი არ ესმოდა მღვდელმთავარს, მაგრამ მისმა ცრემლებმა გული აუტოკა. უნდოდა, დახმარებოდა, მაგრამ არც ის სურდა, მერე დიდებით შეემოსათ. ამიტომაც ჰკითხა თავის დიაკვანს, არტემიდორს: - მითხარი, როგორ მოვიქცეო.

- რატომ მეკითხები, ღირსო მამაო? - უპასუხა მან, - შესთხოვე ქრისტეს. ცოტა ხნის წინ მეუფე განკურნა შენი ლოცვით. ქრისტეა მომცემელი სიცოცხლისა, მკურნალი ყველასი და არა მარტო მეფის. ამიტომ მოუხმე მას, რომელმაც ბრძანა: "აღსდეგ, შვილო" (მარკ. 5,41) და ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა.

მისმა ნათქვამმა გული აუნთო წმინდა სპირიდონს, მოიდრიკა მუხლი და ქრისტეს ყრმის გაცოცხლება შესთხოვა. ყრმამ თვალები გაახილა და ატირდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა საცოდავ დედამისზე, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად შეაწუხა წმინდა სპირიდონი, ახლა რაღა ვქნაო, - მდაბლად ჰკითხა არტემიდორს.

- შენს ხელშია, წმინდაო მამაო, ცხოვრება დაობლებული ბავშვის დედისა, - ღიმილით უპასუხა დიაკვანმა, - შენ ხშირად მიგიმართავს უფლისთვის და მაშინვე მიგიღია პასუხი, რამეთუ მუდამ უფლის მცნებების აღმსრულებელი იყავი. ოქრო და ვერცხლი შენ არ მოგიგროვებია, სამაგიეროდ, გულში ქრისტე მოიპოვე, ამ მადლს კი დედამიწის ვერანაირი საგანძურის ფასად ვერ მოიპოვებს კაცი. უფალმა იცის, რომ მისგან მიღებულ ნიჭებს ყოველთვის სხვას გადასცემ. ამიტომაც ყოველთვის გისრულებს სათხოვარს. ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი შეისმენს შენს ლოცვასო. წმინდა სპირიდონმა ცრემლით დაასველა მიწა, მერე მკვდარ ქალს ხელი დაადო, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: - ძეო ცოცხალი ღმრთისაო, მხოლოდშობილო სიტყვაო მამისაო, უფალო იესო ქრისტე, შთაბერე სიცოცხლე ამ მკვდარ დედაკაცსო.

წმინდანის ლოცვით ქალიც მკვდრეთით აღდგა. წმინდა სპირიდონმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას გაუწოდა. ხოლო იქ მყოფთ და ყოველივეს მხილველთ სთხოვა, დაემალათ და არავისთვის მოეთხროთ ამ დიდებული სასწაულის შესახებ. როცა წმინდა სპირიდონი მიიცვალა, მისმა დიაკვანმა არტემიდორმა ეკლესიაში, მორწმუნეებს უამბო ყოველივე.

თევზი მიუტანა. წმინდა სპირიდონის სახელობის ყუთლუმუშის მონასტრის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კორფუდან (იგივე კერკირა, სადაც წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილები ასვენია) გამოსული მონაზვნები. წმინდა სპირიდონის დღესასწაულისთვის (12 დეკემბერი) მამებმა თევზი ვერ იშოვეს და ძალზე წუხდნენ. ბერებმა თავიანთ მოძღვარს შესთავაზეს, ნედლი თევზის ნაცვლად ხმელი ვირთევზა ვიყიდოთო, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა, - მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი თვითონ გამოგვიგზავნის თევზსო - და შეუჩერებლად სკვნილს მარცვლავდა.

სადილის კეთების დრო დადგა. მონაზვნებმა მოთმინება დაკარგეს. ამ დროს კელიის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გააღეს და რას ხედავენ, ორი მეთევზე დგას თევზით სავსე კალათებით. მათ მოძღვართან საუბარი მოისურვეს. მორჩილებმა მოძღვარს დაუძახეს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს: - ეს ის მამაო არ არის, ჩვენთან სხვა მოძღვარი მოვიდა და გვითხრა: - ეს თევზი წმინდა სპირიდონის კელიაში წაიღეთ. იქ ახლა დღესასწაულია და კარგ საფასურს გადაგიხდიანო.

მიხვდა მოძღვარი, რომ სასწაული მოხდა. მეთევზეები შეიყვანა ტაძარში ხატების საამბორებლად. წმინდა სპირიდონის ხატის დანახვისას ერთხმად წამოიძახეს: - აი, ამ მოძღვარმა გამოგვატანა თქვენთან თევზიო.

მაშინ სულშემუსვრილმა მოძღვარმა წამოიძახა: - ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ, ის კურთხევად გექნებოდათ წმინდანისგანო.

კორფუს დაბომბვა. II მსოფლიო ომის დროს იტალია, მუსოლინის ბრძანებით, თავს დაესხა საბერძნეთს. მათი პირველი მსხვერპლი მეზობელი კუნძული კორფუ აღმოჩნდა.

დაბომბვა 1940 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. კორფუს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ ჰქონდა, ამიტომაც იტალიურ ბომბდამშენებს შეეძლოთ განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეზე ეფრინათ. მაგრამ ამავე დროს დაბომბვისას უცნაური ამბები ხდებოდა: მფრინავები და ისინიც, ვინც მიწაზე იყო, ამჩნევდნენ, რომ ბევრი ბომბი პირდაპირ მიწაზე კი არ ეცემოდა, უხვევდა და ზღვაში ვარდებოდა. ხალხისთვის ერთადერთი თავშესაფარი წმინდა სპირიდონის ეკლესია იყო. ეკლესიის გარშემო შენობები ძალზე დაზიანებული ან დანგრეული გახლდათ, თვითონ ტაძარში კი მინაც არ გაბზარულა.

ეკატერინეს ამბავი. კორფუელი ეკატერინე ჰყვებოდა: "თუმცა სხვა ადგილას დავიბადე, მაგრამ წმინდა სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმინდანი. ეს სიყვარული გამიძლიერდა, როცა გავთხოვდი და საცხოვრებლად კორფუზე გადავედით. ბავშვი მეყოლა. ბერძნული ტრადიციით, მას ჩემი მამამთილის სახელი დაარქვეს. არადა, ძალიან მინდოდა, სპირიდონი დამერქმია. ვოცნებობდი, კვლავ ბიჭი მყოლოდა და წმინდა სპირიდონისთვის მიმეძღვნა. ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, მუცლადვიღე და ორი თვის ბავშვი დავკარგე. ავადმყოფი წმინდა სპირიდონს შევტიროდი, - ღმერთმა რატომ წაიყვანა ეს პატარა? ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო-მეთქი. იმ ღამეს საავადმყოფოში სიზმრად გამომეცხადა წმინდა სპირიდონი და მაკურთხა, - ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლიერებით ხელზე ვეამბორე. გამომწერეს საავადმყოფოდან. ოცდაოთხი დღის მერე კვლავ დავფეხმძიმდი. შემეძინა ვაჟი - სპირიდონი, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. სპირიდონის შობიდან სამი თვის თავზე მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედა ვარ. ახლა ქალიშვილი შემეძინა. მას ოლღა დავარქვი დედამთილის პატივსაცემად, რომელიც მამშვიდებდა ხოლმე: - პირველი ვაჟი შენი ვალი იყო, მეორე - წმინდანისადმი დანაპირების აღსრულება, ეს ბავშვი კი ღვთის საჩუქარიაო.

სალიტანიო მსვლელობა.
წმინდა სპირიდონის გარდაცვალების დღის (12 დეკემბერი) გარდა, წელიწადში ოთხი დღეა, როცა საბერძნეთის ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს მას. ამ დღეებში მორწმუნეები ლიტანიობით შემოივლიან კორფუს ქუჩებს. მღვდლები და დიაკვნები მხრებით მინის კუბოთი, ვერტიკალურად მიასვენებენ წმინდა სპირიდონის უხრწნელ ნაწილებს, თითქოს მოქმედი ეპისკოპოსი მღვდელმთავრის ტახტზე ბრძანდებოდეს. ათასობით მორწმუნე ტროტუარის ორივე მხარეს დგას და ელოდება პროცესიას. სახლები დროშებით არის შემკული, ქუჩებში ყვავილებია დაფენილი. ავადმყოფები, ინვალიდები, ეშმაკეულნი წვანან გზაზე და წმინდანის კუბოს ზედ გადაატარებენ. წმინდა ნაწილებს უკან მოჰყვება საეკლესიო და საერო ხელისუფლება, შემდეგ ჯარისკაცები, ვეტერანები, მოსწავლეები, უკრავს ორკესტრი.

პირველი მსვლელობა. ბზობის კვირას ლიტანიობით იხსენიებენ კუნძულის შავი ჭირისაგან გათავისუფლებას. ეს სნეულება 1629 წლის შობის დღეებში მოედო კუნძულს. რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. სიკვდილის მაუწყებელი ზარები 1630 წლის ლაზარეს შაბათამდე რეკდა. ამ დღეს ჭირს გამოქცეული კორფუელები წმინდა სპირიდონის ტაძარში მასვე შესთხოვდნენ შეწევნას, სწორედ იმ მომენტიდან წმინდა სპირიდონი ჭირით სნეულებს ეცხადებოდა და კურნებას ჰპირდებოდა. ჭირის მძვინვარების ყველაზე საშინელ დღეებში ეკლესიის თავზე ნიშანს - ანთებულ სანთელს ხედავდნენ წმინდა სპირიდონის შეწევნის ნიშნად. ამ ზეციურ სინათლეს მუდმივად თვალს ადევნებდნენ ქალაქის გალავანზე ასული დარაჯები. ჭირის ეპიდემია სრულიად შეწყდა ბზობის კვირას.

მეორე ლიტანია. ვნების შვიდეულის შაბათს მეორედ იმართება მსვლელობა. 1532 წელი კორფუსათვის მოუსავლიანი იყო. მარაგიც გამოელიათ და ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ავდრის გამო ვერც სხვა პორტებიდან შემოჰქონდათ ხორბალი. ვნების შვიდეულის შაბათს ხორბლით დატვირთულმა ერთმა ხომალდმა სძლია შტორმს და ღუზა ნავსადგურში ჩაუშვა. თურმე სხვაგან მიმავალი გემის კაპიტანს გამოეცხადა წმინდა სპირიდონი და სთხოვა, ეს ხორბალი კორფუს მოსახლეობისთვის წაეღო, თანაც დაჰპირდა, კარგ ფულს გადაგიხდიანო. სააღდგომო ლიტანია განსაკუთრებული სიხარულით იზეიმეს კორფუელებმა, ყველა მადლობდა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის.

11 აგვისტო. მესამე მსვლელობისას კორფუელები 1715 წელს თურქებზე სასწაულებრივ გამარჯვებას იხსენებენ. მაშინ კუნძული ვენეციელთა ხელში იყო, მათ კი ომი ჰქონდათ თურქეთთან. სამთავრობო ჯარის 4800 დაქირავებული ჯარისკაცი და ათასი კორფუელი ფიცხელ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქთა 33000-იან არმიას, რომელთაც ნაწილების გადმოსხმა დაიწყეს კუნძულზე. თურქთა მეწინავე ნაწილები მთელი არმიის თავმოყრას ელოდნენ და დიდი შეტევისთვის 11 აგვისტო დათქვეს. ვენეციელ-ბერძენთა მცირერიცხოვანი არმია შიშით ელოდა თურქთა შემოტევას. 10 აგვისტოს კუნძულის თავზე ცა შავი ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამოიჭრა ქარიშხალი. აგვისტოში ასეთი ამინდი უჩვეულო იყო კორფუელებისთვის. მეორე დილით კორფუელმა მზვერავებმა უცნაური ამბავი მოიტანეს: თურქთა სანგრები ცარიელია, ირგვლივ მიმოფანტულია ათასობით თურქის ცხედარი და მათი ცხენების ლეში. სამარისებური სიჩუმეა და მტრის ჯარი სადღაც გამქრალაო. თურქთა უეცარი უკან დახევა 11 აგვისტოს ისეთი ნაჩქარევი და ქაოსური იყო, რომ ბევრი მათგანი ტყვედ ჩაუვარდა ბერძნებს. ისინი ჰყვებოდნენ, რაც მოხდა: წინა დღეს მოღრუბლულ ცაზე უეცრად გამოჩნდა ფიგურა დიდებული მეომრისა, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი და მახვილი ეპყრა, მარჯვენაში კი ჯვარი. უკან უამრავი ანგელოზი მოჰყვებოდა. მათ ერთად შეუტიეს თურქებს, თან კოკისპირულად წვიმდა. დამფრთხალი თურქები თავპირისმტვრევით გარბოდნენ და ერთმანეთს თელავდნენ... თურქების აღწერილობით კორფუელებმა დიდებულ მეომარში წმინდა სპირიდონი შეიცნეს.

მეოთხე მსვლელობა. ნოემბრის პირველ კვირას კორფუელები ლიტანიობით იხსენიებენ 1673 წელს წმინდა სპირიდონის შეწევნით საშინელი ჭირისგან განკურნებას. კუნძულის მოსახლეობა მხურვალედ ევედრებოდა უფალს. ჭირის სასწაულებრივად შეწყვეტამდე, წინა სამ ღამეს, სამრეკლოს თავზე არამიწიერ ნათელში ცხადად ჩანდა წმინდა სპირიდონის ფიგურა ჯვრით ხელში და განდევნიდა ჭირს, რომელსაც შავი მოჩვენების სახე მიეღო და ჰაერში მიმოძვრებოდა, თითქოს წმინდა სპირიდონის ხელთაგან გასხლტომას ლამოდა.

ამ ოთხიდან თითოეული ლიტანიობის მერე წმინდა სპირიდონის კუბო სამი დღე ღიაა და კორფუელ თუ ჩამოსულ მომლოცველებს შეუძლიათ ემთხვიონ მის წმინდა ნაწილებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat