წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელისსხეული დღესაც უხრწნელად ინახება
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც კუნძულ კერკირას უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან.
კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: სხეული რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება". სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე.ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმინდანის ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი