საქართველოში რომ დავბრუნდი, წმინდა სპირიდონის ხატი საგანგებოდ დავაწერინე
საქართველოში რომ დავბრუნდი, წმინდა სპირიდონის ხატი საგანგებოდ დავაწერინე
საეკლესიო ცხოვრება და ლოცვა ჩვენს მეოხთა სიყვარულისა და რწმენის გარეშე შეუძლებელია. მთელი გულით უნდა მივენდოთ უფალს და წმინდანთა დასს - ლხინშიც და ჭირშიც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს - შენ რომ არ იყო, უფალო, ჩემ გვერდით, ცხოვრება ათასჯერ უარესი იქნებოდა, მერე კი, კაცობრიობის მტრის ხელში ჩავარდნილი, საუკუნო სატანჯველისთვის ვიქნებოდი განწირულიო.

საქართველო წმინდანთა სავანეა. მარტო იმ ასი ათასი მოწამის მეოხება რად ღირს, ერთ დღეს რომ აღესრულა...

გიორგი (30 წლის): ბავშვობიდან ერთი ამბავი მახსენდება. მეშვიდე-მერვე კლასში ვიქნებოდი. საღამოს მე, ჩემმა დებმა და დედამ ვილოცეთ და დასაძინებლად დავწექით. მანამდე დედა ყველას მოგვეფერა და ხვალის დავალებები მოგვცა - თვითონ დილაადრიანად გარბოდა სამსახურში. მამა იმხანად რუსეთში მუშაობდა - დიდი გაჭირვება იყო და ერთმანეთს ვეხიდებოდით. მერე მახსენდებოდა - დედამ იმ საღამოს ჩემი თავი განსაკუთრებით შეავედრა წმინდა გიორგის, ხელს მისვამდა და ცრემლიც ჩამოსდიოდა. უმცროსმა დებმა უთხრეს კიდეც: ჩვენზე რატომ არ ლოცულობ ასეო.

დილით ადრე გამეღვიძა. ეზოდან დედაჩემის ფეხის ხმა ისმოდა. გამიკვირდა, სამსახურში რატომ არ წავიდა-მეთქი და შევშფოთდი, უფროსმა არ დატუქსოს და არ გაათავისუფლოს, მერე რაღა გვეშველება-მეთქი.

უცებ საშინლად ამტკივდა მუცელი, ისე, რომ ფეხზე ვერ დავდექი, ხმასაც ვერ ვიღებდი. როგორც იქნა, დედა-მეთქი, ვიყვირე. ფერდაკარგული შემოვარდა დედაჩემი. მე ჭირის ოფლში ვცურავდი. მიშველეთო, იყვირა და ქუჩაში გავარდა. მაშინ მანქანა კანტიკუნტად დადიოდა, რადგან ბენზინი არ იშოვებოდა. ბედად მეზობლის მანქანა კართან მდგარა და ბენზინიც ჰქონია. თურმე ისიც ადრე უნდა გასულიყო შინიდან. მერე ამბობდა, - რაღაც არ მიშვებდა, სახლიდან თავი ვერ დავიხსენიო.

წამიყვანეს საავადმყოფოში და სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს - თურმე ბრმა ნაწლავი გამსკდომოდა. ბეწვზე მოუსწარითო - ექიმმა.

წმინდა გიორგი ჩემი განსაკუთრებული მეოხია. თურმე დედაჩემს შვილი დიდხანს არ ჰყავდა და ქაშვეთის წმინდა გიორგისთვის უთხოვია, ნუ გადამაგებ უშვილძიროდო. მტკიცედ მწამს, წმინდა გიორგიმ არ გაუშვა იმ დილით დედაჩემი სამსახურში და ის ჩვენი მეზობელიც სწორედ მან დააბრკოლა.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ მისი ღირსეული მოსახელე ვიყო? - ეკლესიური ცხოვრებით დიდად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვცდილობ კი, მისი სახელი არ შევარცხვინო.

სოფიო (67 წლის): ჩემი მეოხი და მფარველი რომ ღვთისმშობელია, ამას ყოველთვის ვგრძნობ, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო.

ამ რამდენიმე წლის წინ ჩემი ვაჟი საავადმყოფოში დააწვინეს. თავზე ვედექი. პალატაში პატიმარი იწვა, ერთი გაუბედურებული კაცი იყო, მაგრამ ლუკმას არ ჩაიდებდა უჩვენოდ. ჩემს შვილს სულ იმას ჩასჩიჩინებდა, რაც უნდა გიჭირდეს, ხელი არაფერზე წაგიცდესო.

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა სანახავად. თავიდან ცოლი მეგონა. თანდათან შევეჩვიეთ და, როგორც ქართული წესია, ერთმანეთს ამბები ვკითხეთ. ინგილო ვარო, თქვა და ატირდა. ღამღამობით ვიპარებოდით ეკლესიაში ბავშვები, თორემ იქაურებმა რამდენჯერმე დღისით შესულები გვნახეს და გვცემესო. ერთი ღვთისმშობლის ხატი იყო შერჩენილი კედელზე და იმას ვეფერებოდი და ვეხუტებოდი. მერე ძალით მიმათხოვეს მაჰმადიანს. გამოვექეცი და ქუჩაში აღმოვჩნდი. სოფელში არ ჩემესვლებოდა - მომკლავდნენ და ხელიდან წავედიო. უფალს და ღვთისმშობელს ხშირად ველაპარაკები, ჩემს ცოდვებზე ვტირი. უფალი მკაცრია, ღვთისმშობელი კი მეფერება და მამშვიდებს. ვიცი, არ გამწირავს და ჩემი ცხოვრება ასე ცოდვებით არ დასრულდებაო. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ღვთისმშობელზე, ისე იხსენიებდა, თითქოს თვალხილულად ხედავდა.

ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ უბრალო, პატარა განსაცდელის დროსაც საყვედურით ვიტყვით - რატომ, უფალოო. ის კი, საზოგადოებისთვის მიუღებელი და გარიყული ქალი, ამბობდა, - ღირსი ვარ, ღვთისმშობელო, მე ხომ შენ გიღალატეო.

მეც ვიცოდი წუწუნი, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ ვბედავ.

მირიანი (40 წლის): წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მრევლი ვარ. ერთხელ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, მაგრამ წირვის გაცდენა არ მინდოდა და მაინც მივედი ეკლესიაში. წირვის შემდეგ ვრჩებით და ვბაასობთ. სულიერმა ძმამ მკითხა, რატომ ხარ უგუნებოდო. ცუდად ვარ-მეთქი. მერე, წმინდა პანტელეიმონი დაგავიწყდა?! დაუჯდომელი წაიკითხე და უკეთ გახდებიო. მოაყოლა - ყველა წმინდანი მფარველობს ქრისტიანს, მაგრამ ქართველი წმინდანების ჩვენდამი შეწევნა მაინც სხვაა და იქნებ მათი ლოცვებიც წაიკითხოო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ შინ მისულმა ჯერ დაუჯდომელი წავიკითხე, მერე ქართველ წმინდანებს ვთხოვე შეწევნა და ერთი კვირა რომ რული არ მომკარებია, ძილი მომინდა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე, თითქოს სხვა ადამიანი ვიყავი.

მოგვიანებით უცხოეთში მომიწია გამგზავრებამ. ორი დღით ადრე მეზობელი მანდილოსანი შემხვდა, - ტაძრიდან მოვდივარ, დღეს სპირიდონ ტრიმიფუნტელს მოიხსენიებს ეკლესია, თითქმის არ ვიცნობდი ამ წმინდანს და რამხელა მეოხი ყოფილა საქართველოსიო.

ეს ამბავი მიმავიწყდა, მაგრამ საბერძნეთში რომ ჩავედი, იქ ერთმა ქართველმა მითხრა, სპირიდონ ტრიმიფუნტელს ვთხოვთ გაჭირვებისა და ძნელბედობისას მეოხებას და ისიც მუდამ ხელს გვიმართავსო. მეც გამიჭირდა - უკან ვეღარ ვბრუნდებოდი და იმ ჩემს ნაცნობს ვთხოვე, ეკლესიაში წამყევი, წმინდა სპირიდონის ხატთან უნდა ვილოცო-მეთქი... არ ვიცი, რა დამემართა - ველაპარაკებოდი და ისიც მისმენდა. იმწუთას მივხვდი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა.

საქართველოში რომ დავბრუნდი, წმინდა სპირიდონის ხატი საგანგებოდ დავაწერინე და სხვა წმინდანების გვერდით მივუჩინე ადგილი - ამით კიდევ ერთი დიდი მეოხი შევიძინე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat