ამირან სინაურიძე
ჟურნალისტი, სხვადასხვა მედია საშუალებებთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილებით. 2007 წლიდან დღემდე - "პალიტრა მედიას" მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"-ს კორესპონდენტი; 2006-2007 წწ. საზოგადოებრივი ჟურნალი "ივერიელნი". რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი; 1999-2004 წწ. საქტელემაუწყებლობა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). ტელევიზიის საერთაშორისო პროგრამების მთავარ რედაქციის პასუხისმგებელი კოორდინატორი; 1998-2004 წწ. საქტელემაუწყებლობა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა "ალიონი"; რუბრიკების "საეკლესიო კალენდარი", "ჩვენი სარწმუნოება" და "სახარების განმარტება" ავტორი და წამყვანი; 1996-1999 წწ. საქტელემაუწყებლობის კორპორაცია. სატელევიზიო-საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე და პოლიტიკის განყოფილების გამგე; 1991-1996 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი (საქტელემაუწყებლობის კორპორაცია). ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი, აგრეთვე, ოპერატიული საინფორმაციო გადაცემების: "სახელმწიფო საბჭოს დღიური", "პარლამენტის დღიური", "პარლამენტის საათი" ავტორი და წამყვანი; 1984-1991 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის (მთავარი საინფორმაციო პროგრამების "მოამბე", "ვესტნიკი", "ახალი ამბები", "ნაშუადღევს") მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1982-1984 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა გაერთიანებული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1981-1982 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა მთავარი რედაქციის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების გამგე; 1980-1981 წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო. აღმზრდელობითი მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის საგამომცემლო განყოფილების გამგე; 1976 - 1980 წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო. იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტი; საგამომცემლო ჯგუფის მთავარი რედაქტორი და უფროსი; 1975-1976 წწ. თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის რესპუბლიკური სასახლე. მეთოდ-განყოფილების მეთოდისტი და საგამომცემლო ჯგუფის უფროსი; ამ წლების განმავლობაში პარალელურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა მედია საშუალებებთან. დასაბეჭდად ჩაშვებულია წიგნი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის შესახებ სახელწოდებით "გონებით ბრძენი, ცხოვრებით უბრალო". 1974 დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება; 1993 წლიდან ვარ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის, მოგვიანებით კი საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; დამთავრებული მაქვს სასწავლო კურსი ფილოსოფიისა და ესთეტიკის, ასევე საქართველოს წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა საღმრთო ლიტურგიის განხრით.