მაცხოვრის სახე ტურინის სუდარის მიხედვით
მაცხოვრის სახე ტურინის სუდარის მიხედვით
ტურინის სუდარა, რომელიც დღესდღეობით ვატიკანის კუთვნილებაა, გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ აღმოჩენად ითვლება ქრისტიანულ სამყაროში. გადმოცემის თანახმად, მასში ჯვარცმული მაცხოვარი იყო გახვეული. სელის ქსოვილმა აქამდე შემოგვინახა იესო ქრისტეს გამოსახულება და მისი ჭრილობებიდან გადმოსული სისხლის ნაკვალევი.

პირველად მეცნიერები 1978 წელს დაინტერესებულან ტურინის სუდარით, რომლის სიგრძე დაახლოებით ხუთი მეტრია, სიგანე კი მეტრზე ოდნავ მეტი. სამეცნიერო კვლევას სათავეში ჩაუდგა ლაზერული ოპტიკის სპეციალისტი, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჯონ ჯექსონი. მის მიერ ჩამოყალიბებულ კვლევის ცენტრში, "ტურინის სუდარა", გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ენთუზიასტი მკვლევარები. დაიწყო მუშაობა ქსოვილის ასაკის დასადგენად. სულ მალე ცნობილი გახდა, რომ სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება სხეულის უბრალო ანაბეჭდი კი არა, ნეგატივია, სხეული კი - თავისებური ფოტოფირი, რომელმაც აღბეჭდა მასში გახვეული მაცხოვარი. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სუდარის შესახებ პირველი ცნობა 1354 წლით თარიღდება, რომლის პირველი მფლობელიც ფრანგი რაინდი ჟორჟ დე მარშე ყოფილა. 1453 წლიდან იგი სალოველთა საგვარეულოს ხელში გადასულა.

ტურინის სუდარა ძლიერ დაზიანდა 1532 წელს შამბერის მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად. 1578 წელს კი, საჩუქრად გადაეცა ვატიკანს და დღემდე სავოიის დედაქალაქ ტურინში ინახება.

ტურინის სუდარას მეხუთე სახარებასაც უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივად აისახა ის ვნებანი, მაცხოვარს ჯვარცმის დროს რომ მიაყენეს. ამიტომაც იგი არამხოლოდ თანამედროვე ღვთისმეტყველთა და მეცნიერთა, არამედ ხელოვანთა დიდი ინტერესის საგანიცაა.

ვესაუბრებით მხატვარ თემურ ციცქიშვილს, რომელმაც პირველმა შექმნა მაცხოვრის სახე ტურინის სუდარის მიხედვით.

- ბატონო თემურ, რამ შთაგაგონათ მაცხოვრის პორტრეტი შეგექმნათ?

- ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. თავიდან, როცა ეს ჩანაფიქრი ერთ-ერთ მოძღვარს გავანდე, შეცბა: "როგორ გეკადრებათ, ეს ხომ დიდი ცოდვაა, ქრისტეს სახე თუ გაინტერესებთ, უკვე შექმნილიაო", მერე ხარაჩოზე ამიყვანა და მაჩვენა ის შავ-თეთრი ფოტო, რომელიც ტურინის სუდარაზე გამოისახა. როდესაც ამ პორტრეტს დავხედე, სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. იმ დღეს, ჩვენი საუბარი ცოტა არ იყოს, ცხარე კამათშიც კი გადაიზარდა, ვუთხარი, ჩემმა მეგობრებმა - ლევან ცუცქირიძემ და ალექსანდრე ბანძელაძემ არათუ ტილოზე შექმნეს, მოხატეს კიდეც-მეთქი ტაძრის კედლები. დაახლოებით 80-იანი წლების დასაწყისში მომხდარ ამბავს ვიხსენებ. ამის შემდეგ ჩემი მეგობრის სახელოსნოში ვნახე ტურინის სუდარაზე გამოსახული მაცხოვრის პორტრეტი. ვთხოვე და მაჩუქა. ჩემს წარმოსახვაში ამ სურათიდან ვასუფთავებდი, ვაშალაშინებდი, როგორც მხატვარი, ზედმეტ ლაქებსა და ხაზებს, რამდენიმე წელი მთლიანად ამ პორტრეტით ვიყავი მოცული.

- გქონდათ მოძღვრის კურთხევა, მასზე მუშაობა დაგეწყოთ?

- კურთხევა არ მქონია. მაშინ იყალთოს გორაზე ვცხოვრობდი, ჯვართამაღლების ტაძრის ახლოს. მიხაროდა, რომ ეს ტაძარი უნდა აშენებულიყო და სხვასთან ერთად ფიზიკურად მეც ვმონაწილეობდი მშენებლობაში. ერთხელ ქვაზე მჯდომარე მოძღვარი დავინახე ტაძრის ეზოში, მაშინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ის ჩემი მოძღვარი გახდებოდა. ეს იყო მამა თეოდორე გიგნაძე. გავიცანი. ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. როდესაც მაცხოვრის დახატვაზე საუბარი დავიწყე, ძალიან დიდი სტიმული მომცა. მეც მაქვს სუდარაზე გამოსახული მაცხოვარიო, მითხრა. ოთახიდან პორტრეტი გამოიტანა და ბევრი მესაუბრა. მანამდე ბევრ მოძღვართან მისაუბრია ამ თემაზე. ერთმა მოძღვარმა ისიც კი თქვა, - ეს ვერსიის დონეზეაო. ყოველთვის ღმერთი მეხმარებოდა, ახლაც ასე მოხდა, ღმერთმა გამომიჩინა ისეთი მოძღვარი, მამა თეოდორეს სახით, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი, მუშაობის დროს მეხმარებოდა ისიც, რომ დღითიდღე მიძლიერდებოდა რწმენა. ვიკვლევდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა მცოდნოდა. ძალიან ბევრი წავიკითხე იმ პერიოდში, როდესაც ერთი წიგნი გადავშალე, უცებ ჩემ თვალწინ გაირბინა სიტყვებმა:" მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე", ათი მცნების პირველი სიტყვები: "მე ვარ უფალი, ღმერთი შენი", ზუსტად ეხმიანებოდა ჩემს ჩანაფიქრს, შემდეგ სურათზეც აისახა, რადგან ადრე რაც წავიკითხე, არაფერი მიესადაგებოდა მას. სხვათა შორის, არც ერთ მოძღვარს, ვისაც ეს სურათი ვაჩვენე, არ უკითხავს, მაინცდამაინც ეს სიტყვები რატომ დავწერე ამ პორტრეტზე.

- რამდენი წელი მუშაობდით ქრისტეს სახის შექმნაზე?

- სამი წელი მაინც. იმდენად მსიამოვნებდა მასზე მუშაობა, არ დავღლილვარ სხვადასხვა ვარიანტის ძიებაში და ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ხომ არ დავაკელი რაიმე-მეთქი. ძალიან ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ამ პორტრეტს რაღაც ძალა მაქმნევინებდა, თანაც მაშინაც, მატერიალურად ძალიან მიჭირდა და შემეძლო, ის წლები რაღაც პეიზაჟები მეხატა, შემოსავლის წყარო რომ გამჩენოდა, მაგრამ სულიერად ამ ნახატით ისე ავივსე, ამას არაფერი შეედრებოდა.

- ბატონო თემურ, ვიდრე უშუალოდ მხატვრობაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე იქნებ ორიოდ სიტყვით გვიამბოთ თქვენ შესახებაც.

- 77 წლისა ვარ, დავიბადე ხაშურის რაიონის სოფელ ნადარბაზევში. ჩვენს სახლთან ახლოს იყო VII საუკუნის ისტორიული ძეგლი - წრომის ჯვრისტიპის ტაძარი. ბავშვობა ამ ტაძრის ეზოში მაქვს გატარებული; 16 წლისამ დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე და ცხინვალის ხუთწლიან სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, რადგან ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. 1957 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში განვაგრძე სწავლა, დავამთავრე ფერწერის ფაკულტეტი აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, გვასწავლიდნენ სერგო ქობულაძე, კოკი მახარაძე, დიტო ხახუტაშვილი, ჩვენს ჯგუფში სწავლობდნენ ზურაბ დავითაია, ვილი ბარამიძე, ესმა ონიანი და სხვა ცნობილი მხატვრები.

...ომში დაღუპული მამის საფლავს ღვთის შეწევნით, უნგრეთში მივაკვლიე. ამ საქმისთვის ორჯერ ჩავედი ამ ქვეყანაში, როგორც ჩვენთან არის ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, ისე არის უნგრეთში ისტორიული ქალაქი კიშკულჰელთჰაზა. აქ დიდჩინოსანი სამხედროები არიან დაკრძალული, მათ შორის ობელისკის საპატიო ადგილზე წერია ერთადერთი ქართველის - ნიკოლოზ ციცქიშვილის სახელი და გვარი. როგორც ქალაქის მერმა მითხრა, ეს ობელისკი და სასაფლაო ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით გაკეთდა. მყავს ორი შვილი. ზაზა მხატვარია, ფერმწერი, ქალიშვილი მაია - მუსიკოსი. ორივეს ოჯახები ჰყავთ. ჩემი შვილიშვილი ალექსანდრეც მამის კვალს გაჰყვა, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ახლა ინგლისში იღებს განათლებას, გიორგი კი მუსიკოსია. 5 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. მას მერე სახელოსნოში გადმოვედი საცხოვრებლად. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, ამ პირობებში როგორ ცხოვრობსო, მაგრამ ეს ჩემთვის ძნელი არ არის, რადგან ჩემთვის ვარ. ზოგჯერ შუაღამისას ვდგები და ვხატავ. მამა თეოდორე დაინტერესდა ამას წინათ, - როგორ ხარო. მარტო არა ვარ, ჩემთან ღმერთია-მეთქი და შევატყვე, ესიამოვნა. დიდი ბინა დავკარგე მხატვრების სახლში, ხომ იცით, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილის მომავლისთვის, ბინა ჩავდე და დაიკარგა... ჩემ გარდა ძალიან ბევრმა დაკარგა ბინა, ასეთია ცხოვრება.

- გაქვთ იმედი, რომ დაკარგულ ბინას დაიბრუნებთ?

- ახლა გაჩნდა ცოტა იმედი.

- ძირითადად რა ჟანრში მუშაობთ?

- როცა ფერწერა დავამთავრე, 10 წელი საკავშირო მნიშვნელობის მხატვარ-კონსტრუქტორად ვმუშაობდი. იმხანად ირაკლი ოჩიაური და კობა გურული ჩაუდგნენ სათავეში ლითონის მხატვრულ დამუშავებას. მეც დავინტერესდი ამით და მეტროსადგურ "სამგორის" დარბაზი გავაფორმე, რამაც ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ძალიან ბევრი შეკვეთა წამოვიდა. თუმცა ფერწერისთვის არასოდეს დამინებებია თავი, ბევრი გამოფენა მქონდა თბილისში, საზღვარგარეთ, მონრეალშიც, კატალოგებიც მაქვს გამოცემული. ვმონაწილეობდი უწმიდესი ილია მეორის 75 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაშიც, სულ ახლახან უწმინდესის 80 წლის საიუბილეო გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოებამ მოაწყო. მოგეხსენებათ, პატრიარქი თვითონაც ბრწყინვალედ ხატავს, წერს მუსიკას, იგი მრავალმხრივ განათლებული ადამიანია.

პორტრეტზე მუშაობა ურთულესი რამ არის, რაც უდიდეს პროფესიონალიზმს მოითხოვს. ადამიანი რომ იბადება, მის სახეზე ჩანს ბუნებრივი, თანდაყოლილი ნაოჭებიც და შემდეგ შეძენილიც, რომელიც მისი განვლილი ცხოვრების ანაბეჭდია. შემოქმედმა ეს უნდა ამოიკითხოს, დაინახოს ის მახასიათებელი, რითაც მისი პროტოტიპი გამოირჩევა სხვებისაგან, თუ უნდა რომ სული შთაბეროს მის ჩანაფიქრს. თავადებს როცა ხატავდნენ, მათ არ ჰქონდათ შეძენილი ნაოჭები და ლაღი გამომეტყველება გადაჰკრავდათ სახეზე, რადგან არ უნახავთ დუხჭირი ცხოვრება. ხშირად გამიგონია, - ტაძარში ღვთისმშობლის ხატთან რომ მიხვალ, თუ კეთილი გამომეტყველებით შემოგხედა, ე.ი. გპატიობსო, თუმცა არავის უთქვამს, რა დისტანციიდან უნდა შეხედო ხატს, რომელსაც მხატვრები რაკურსს ვეძახით. არსებობს რაკურსი ზემოდან ან რაკურსი ქვემოდან, თუ ახლო რაკურსით მივდივართ, ცოტათი იღიმის, ცოტა შორიდან - სახის გამომეტყველება შესაბამისად ეცვლება, მხატვრის თვალი უფრო მგრძნობიარეა და პატარა ნიუანსიც კი არ რჩება მხედველობიდან. ასევე მანერაც უსვამს ხაზს ადამიანის შინაგან ბუნებას, ზოგჯერ ხელების დაჭერაც კი არა მხოლოდ ინდივიდუალური ხასიათიდან გამომდინარეობს, გენეტიკურიც არის. მე, მაგალითად, დავიჭირე ჩემ თავში ის, რომ ისეთი ჯდომა მიყვარს, მამაჩემს რომ უყვარდა.

- თქვენს მასწავლებელზე უკვე ისაუბრეთ, მოსწავლეები თუ გყავთ?

- ბევრი მოსწავლე მყოლია, მაგრამ გამოვარჩევდი ნიჭიერ მხატვარს დათო კრაწაშვილს, რომელიც 15 წლისა გარდაიცვალა და ბევრი რამის შექმნა მოასწრო. მეამაყება, რომ იგი ჩემი მოწაფე იყო, მამამისი გოგი კრაწაშვილი კი - ჩემი მეგობარი, რომელიც სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. მე უმამოდ გავიზარდე და უმამოებს და ძალიან გაჭირვებულებს, გადავწყვიტე, უსასყიდლოდ ვასწავლო, ამის თაობაზე, მგონი, ასჯერ მაინც ვარ მისული გამგეობაში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ რაიმე დაინტერესებას მათი მხრიდან. მცდელობას მაინც არ დავიშურებ და თუ ხელი არ მომემართება, მერე უკვე სხვანაირად შევხედავ ამ ცხოვრებას. ჩავიკეტები ამ ჩემს სახელოსნოში, დავხატავ ჩემთვის და აღარავის აღარ ვაჩვენებ ჩემს ნახატებს, ხომ ვიქნები მართალი?

- როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვებისგან?

- იმით, რომ სულსა და გულს ვდებ ამ ნახატში. ამას წინათ ჩემი შესრულებული მაცხოვრის სახის ასლი ვაჩუქე ერთ ახალგაზრდა ადვოკატს. ცოტა ხნის შემდეგ მისი მეუღლე შემხვდა და გახარებულმა მითხრა, თქვენმა საჩუქარმა მადლი შემოიტანა ჩვენს ოჯახში, ჩემმა ქმარმა ისეთი პროცესი მოიგო, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყოო. ისე, ადამიანმა სიტყვაში შეუძლია ცუდი ან კარგი ენერგეტიკა ჩადოს, ასევეა მხატვრობაშიც. ავტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამას წინათ ლაზარევის წიგნში ამოვიკითხე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში ცუდი რაღაცები ხდება და არავინ იცის ამის რეალური მიზეზი, შეიძლება ამ დროს სურათს ჰქონდეს ცუდი ენერგეტიკა, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისი შექმნილია, ასევეა ნივთიც. მე არასდროს ვამბობ ჩემს ნახატზე, მე შევქმენი-მეთქი, მაგრამ თუ მას კეთილი ზემოქმედების ძალა ექნება ოჯახზე ან პიროვნებაზე, ეს იმიტომ, რომ კეთილი გულით ვჩუქნი.

ამას წინათ დაფუძნდა ქართული კულტურის საგანმანათლებლო ცენტრი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო". მე შევქმენი ლოგო, რომელზეც ყურძენიც არის და ხორბალიც, ტაძარიც და გულიც. ღვთისმშობლის ქვეყანა, საქართველო, ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ყურძნისა და პურის ქვეყანაა და მინდოდა სწორედ ეს გადმომეცა.

კარგა ხანია ვფიქრობ, შევქმნა სურათი უფლის ხელთუქმნელ კვართზე, რომელიც მას ღვთისმშობელმა მოუქსოვა და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარშია დაფლული, კვართზე ჯერ არაფერი შექმნილა ისეთი, რომელიც ვინმეს დაამახსოვრდებოდა, არადა, ამხელა სიწმინდეა დავანებული ქართული მიწის წიაღში. ძალიან მომთხოვნი მოძღვარი მყავს და სწორედ ის მომწონს მისი, რომ არაფერს მპატიობს და ბევრ მეგობრულ ჩვევასაც მაძლევს. დარწმუნებული ვარ, მას მოეწონება ჩემი ჩანაფიქრი. მამა თეოდორე ძალიან ენერგიული ადამიანია, მე ვერ გავუძლებდი იმდენს, რასაც ის უძლებს, დარწმუნებული ვარ, ღმერთი აძლიერებს და ამიტომაც ვგრძნობ ყოველ ნაბიჯზე მისი კურთხევის ძალას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat