ქორწინება ბრძოლაა, ურთიერთჭიდილია, გვირგვინია საუკუნო ზეციური მეუფებისა
ქორწინება ბრძოლაა, ურთიერთჭიდილია, გვირგვინია საუკუნო ზეციური მეუფებისა
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგებებიდან

ადამიანთა შორის არც ერთ ურთერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომელთა წმინდა კავშირიც უფლისგან განუყოფელი თანაცხოვრებისთვისაა დალოცვილი.

ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დაადგინა ქალსა და მამაკაცში ურთიერთლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთარსად ქცევისა - მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად. ამ შეკავშირებისთვის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მხარე, თავისი მრავალფეროვნებით, არის ოჯახი. აქაა ცოლისა და ქმრის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, შვილიერება, აღზრდა და მრავალი სხვა.

ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს.

აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს (მათ. 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისგან არის (იგავ. 19,14).

არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც, მით უმეტეს, ქალს, მეუღლეობისას ერთმანეთზე აბსოლუტური უფლება არა აქვთ. ძალდატანება, თუნდაც სიყვარულით გამოწვეული, კლავს თვით სიყვარულს.

აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავისი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი, ურთერთსიხარულის მოტანის ნაცვლად, ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.

აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სამართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსთვის თავდადებული.

ალბათ, მთელი ისტორიის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა დრო, როგორც ახლა, როდესაც შვილები სულიერად უფრო მაღლა დგანან თავიანთ მშობლებზე და შვილები ასწავლიან მშობლებს, რა არის ჭეშმარიტება, რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.

დღეს უკვე მშობელი ვეღარ ზრდის თავის შვილს, იმიტომ რომ თავად არა აქვს მიღებული აღზრდა, თვითონ არა აქვს სულიერება, თვითონ არა აქვს რწმენა.

დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია, არადა გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისთვის. დაქორინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.

ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (დაბ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (დაბ. 2,18).

ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისგან ფარულად, შეუმჩნევლად სთესენ ამ სიკეთეს და დამაწყნარებლად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და საერთოდ საზოგადოებაზეც.

ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყუადღებას ვაქცევთ, აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულებაა. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.

ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის მოწოდებულნი, რომ ქორწინება ოდენ მიწიერი ურთიერთობა კი არა, მოსამზადებელი საფეხურია იმქვეყნიური ცხოვრებისთვის.

თავს საქორწინო გვირგვინის დადგმამ მეფე-დედოფალს კიდევ ერთხელ უნდა აუწყოს, რომ ქორწინება თავგანწირვაა, თავდავიწყებაა, სხვაში დაკარგვაა, რომ ქორწინება ბრძოლაა, ურთიერთჭიდილია და ბოლოს, ეს გვირგვინია საუკუნო ზეციური მეუფებისა, უსასრულო, მაგრამ რეალური მეუფებისა, რომლის მემკვიდრენიც ჩვენ შევიქმნებით, ჩვენი რწმენით, ჩვენი ცხოვრებით, მამის, ძისა და სულიწმიდის ძალით.

თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება და ანგარება განსაზღვრავს. იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.

ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ასევე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში, მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.

მტკიცე ოჯახი ჩვენი ერის საიმედო მომავალია, პირველ რიგში, იგი უნდა იყოს მტკიცე, რათა ერი და სახელმწიფოც მტკიცე იყოს.

ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, შინ ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული. სინანულისა და აღსარების საიდუმლოს კურთხევა. აუცილებელია გარდაცვლილ ახალშობილთა და წინაპართა სულებისთვის, სპეციალურად მათთვის განკუთვილ დღეებში ლოცვა... ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა სახლის ეკლესიად და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მათ მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat