მეუფე ისაია პატრაირქთან ურთიერთობის რამდენიმე მომენტს იხსენებს
მეუფე ისაია პატრაირქთან ურთიერთობის რამდენიმე მომენტს იხსენებს

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა და მომწონდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ფრესკული ხატი. რატომღაც არასდროს მიკითხავს, ვისი შესრულებულია-მეთქი. ერთხელ გავიგე, რომ იგი უწმინდესს დაუხატავს. მოულოდნელობისაგან გაოცებულმა დაუფიქრებლად ვკითხე: - თქვენო უწმინდესობავ, მართლა თქვენი დახატულია ეს ხატი-მეთქი? მიპასუხა: - ასე ამბობენო!..


აბეზარი კოღო
ბერდიაკვნობის შემდეგ მეუფე დანიელმა მღვდელმონაზვნად დამასხა ხელი მცხეთის წმინდა ოლღას სახელობის დედათა მონასტერში და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავინიშნე მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად. გამოუცდელობით დამოუკიდებლად წირვის ჩატარება რომ არ გამჭირვებოდა, მეუფემ უწმინდესს სთხოვა, რამდენიმე ხანი მემსახურა სიონის საკათედრო ტაძარში, რაზეც უწმინდესს უბრძანებია, - მონასტერში ისწავლოსო!

მონასტერში ჩემს მიერ ჩატარებულ პირველ წირვას მარტყოფის დედათა მონასტრის დედებიც დაესწრნენ. რომ არაფერი შემშლოდა, წირვა ძალიან ნელა შევასრულე, მაგრამ, ხანგრძლივი პაუზების მიუხედავად, მაინც მიჭირდა გამერკვია, როდის გამეღო ან დამეკეტა აღსავლის კარი, ან საკურთხევლიდან როდის გავსულიყავი. დედებს ამაზე ეღიმებოდათ, მაგრამ წირვით მაინც კმაყოფილნი დარჩნენ. ჩვენი მონასტრის წევრებსაც უხაროდათ, რადგანაც ამიერიდან დამოუკიდებლად შეგვეძლო წირვის აღვლენა. მეც, მიუხედავად ასეთი ვაი-ვაგლახისა, გულში თავისებური სიხარული ვიგრძენი...

რამდენიმე ხანში უწმინდესი ამობრძანდა მონასტერში. გავიხარეთ, დავრეკეთ სამეუფო ზარები. მივირბინე ღვთაების ტაძარში, გულმა ვეღარ მომითმინა, კიბე ჩავირბინე და უწმინდესს მონასტრის კარიბჭესთან შევხვდი. კურთხევა ავიღე, დაველოცვინე და შენდობა ვთხოვე, არ ვიცი, როგორ უნდა დაგხვდეთ და თუ რამე შემეშალა, შემინდეთ-მეთქი. დახვედრის წესში ალბათ რაღაც კიდეც შემცდა, მაგრამ უწმინდესს, ეტყობოდა, შეხვედრის წესზე უფრო ჩვენი გულწრფელი სიხარული ახარებდა.

ტაძარში, პარაკლისის შემდეგ, უწმინდესმა თავისთან გვიხმო, დაჯდომა გვითხრა. ზოგი სკამების ნაკლებობის გამო ფეხზე დავრჩით. უწმინდესმა მანიშნა, დაჯექიო. მიმოვიხედე, სკამი ხომ არ იყო. იატაკზე დაჯექიო, მანიშნა. მე და სხვებიც ხალიჩაზე მოვკალათდით. უწმინდესი სულიერ საკითხებზე გვესაუბრებოდა. ყურადღებით ვისმენდით მის ყოველ სიტყვას. ისეთი სიჩუმე იყო, რომ კოღო წუილით როგორ დააჯდა ერთ იქ მყოფთაგანს, ისიც გავიგეთ. ბიჭმა ხელი მოუქნია კოღოს. კოღომ იმარჯვა და უვნებელი გაფრინდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ იმავე ადგილზე დაასკუპდა. მან ისევ მოუქნია ხელი, კოღო ისევ უვნებელი გაფრინდა. კოღო მესამედაც ზუსტად იმ ადგილზე დააჯდა. ხელი მოსაკლავად რომ მოუქნიეს, სხარტად გაფრინდა. უწმინდესმა საუბარი შეწყვიტა, ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა: - რა იყო, ერთი წვეთი სისხლი დაგენანაო? ეს ისე წარმოთქვა, რომ ყველას გაგვეცინა...

თითქოს მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ კოღოს, დიდი-დიდი, ერთი წვეთი სისხლი წაერთმია ამ ბიჭისთვის!..


"უძილობის კურნება"
მარტყოფის მონასტრიდან ჩამოსული, შვიდი ეფესელი ყრმის ხსენებაზე, საპატრიარქოში დავესწარი დილის პარაკლისს. პარაკლისის შემდეგ უწმინდესმა შვიდი ეფესელი ყრმისა და ამ დღის წმინდანების ცხოვრება წაგვიკითხა. გვითხრა: - ვისაც უძილობა სჭირს, შვიდ ეფესელ ყრმას ევედროსო. დიდ კურთხევანში მღვდლის წასაკითხი განსაკუთრებული ლოცვებიცაა, ვისაც სჭირდება, შეუძლია მღვდელს სთხოვოს სნეულისათვის ამ ლოცვების წაკითხვაო.

ერთ-ერთმა მონაზონმა უწმინდესს შესჩივლა, - ჩემს შვილიშვილს უძილობა აქვს და როგორ მოვიქცეო?

- მღვდელი წაიყვანე სალოცავადო.

- რომელიო?

უწმინდესმა ჩემზე ანიშნა - აი, ეგო.

სახელდახელოდ ვიშოვეთ: დიდი კურთხევანი, ოლარი, სამაჯურები, საცეცხლური და სანთლები. მის შვილიშვილთან როცა მივედით და მოვიკითხეთ, გვითხრეს, სძინავსო. რა გვექნა, აღარ ვიცოდით. ცოტაოდენი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, აჯობებდა, მაინც გველოცა და ფეხაკრეფით შევედით ოთახში, სადაც ბავშვს გემრიელად ეძინა. ძალიან ჩუმად, ისე, რომ არ გაღვიძებოდა, ლოცვა დავიწყე... ყმაწვილს მაინც გაეღვიძა, წამოდგა და ბუზღუნით გავიდა ოთახიდან. უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდით - "დაძინების" მაგივრად გავაღვიძეთ ადამიანი.

ბიჭს იმ ღამით შედარებით მშვიდად სძინებია... ისე გამოვიდა, რომ დღისით გავაღვიძეთ, რათა ღამე უკეთ დასძინებოდა...



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat