ჩვენც სიყვარულითვე უნდა ვუპასუხოთ ერის მამას.
საგვაზავოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა ფორმატით უკვე რამდენი წელია აღინიშნება პატრიარქის აღსაყდრების და დაბადების საიუბილეო თარიღები. 2022 წლის დეკემბრის თვე მთლიანად ამ მოვლენას მიეძღვნა. პროექტ ,,ჩემი პატრიარქის" ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება: ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები "წერილი პატრიარქს".
მოაწყვეს ნახატების გამოფენა, რომელიც ორ ეტაპად წარიმართა - გამოიფინა როგორც მოყვარულთა ნახატები, ასევე პატარა მხატვრის მარი კირცხალიას ნახატების გამოფენა. მარი ამავე სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეა.
კონფერენციას სტუმრობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებელი ნათია დავითაია და მე -10 კლასის მოსწავლე ანა ცაავა, რომელმაც საინტერესო თემა წაგვიკითხა "პატრიარქის მოძღვარი - შიო ძიძავა". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულებიც. სიტყვა წარმოთქვა კულტურის სამსახურის უფროსმა ნათია შონიამ და სკოლის დირექტორმა ბატონმა რამინ ჯალაღონიამ.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ისტორიის მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე.