პატრიარქსი მიმართვა მრევლისადმი (13 დეკემბერი, 2024 წელი)
პატრიარქსი მიმართვა მრევლისადმი (13 დეკემბერი, 2024 წელი)
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის  ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები.


ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.


ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა ... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად  იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება).


ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული.


მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც,  მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.


ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა.


ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ:  "მამაო ჩვენო", 90-ე ფსალმუნი, "მოწყალებისა კარი განგვიღე", "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი".


საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია,  ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას.


დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა.


თქვენთვის მლოცველი,


ილია II


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი


13.12.2024




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat