ტაძრის ზღურბლთან მუხლი მოიყარა და ჩოქვით საკურთხევლისკენ გაემართა
ტაძრის ზღურბლთან მუხლი მოიყარა და ჩოქვით საკურთხევლისკენ გაემართა
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა. ამასთან დაკავშირებით მრავალი მაგალითის მოყვანა შემიძლია; ახლა ერთი შემთხვევა მახსენდება: მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი ვიყავი. ერთხელ, მივედი მასთან და სტუდენტების დაწერილი თხზულებები მივუტანე. იმხანად სულ ექვსი-შვიდი სტუდენტი გვყავდა. მან წაიკითხა ეს ნაშრომები და ერთ-ერთ სტუდენტზე მითხრა - ეს კაცი საქართველოს ეკლესიის მტერი იქნებაო...

იგი ძალიან ნიჭიერი და კარგი სტუდენტია და რატომ ამბობთ მასზე ამას-მეთქი? - შევწუხდი. გავიდა დრო და მისი სიტყვები აღსრულდა...
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი შვიდი წელი გადასახლებაში იყო. რეპრესიამდე იგი წირვას წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღასრულებდა, იქვე ჰქონდა რეზიდენციაც. სწორედ იქ დააკავეს იგი გვიან ღამით. მოგვიანებით გვიყვებოდა: როდესაც კარს ვკეტავდი, კვერთხი დამივარდა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ აქ კვლავ დავბრუნდებიო. მას ათი წლით გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა შვიდი წლის შემდეგ შინ დაბრუნდა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს მიაშურა. გზად ფიქრობდა: ტაძრის კარიდან საკურთხევლამდე მუხლის ჩოქით მივალ და პირველ ხატს, რომელსაც დაინახავ, ის იქნება ჩემი მხსნელიო.

ამ ფიქრებით მიუახლოვდა ეკლესიას. ტაძრის ზღურბლთან მუხლი მოიყარა და ჩოქვით საკურთხევლისკენ გაემართა. თავიდან იგი ვერავინ იცნო, რადგან ანაფორა არ ემოსა, პატიმრის ქურთუკში იყო ჩაცმული... ბოლოს მაინც იცნეს. პირველი ხატი კი, რომელიც დაინახა, წმინდა სერაფიმე საროველის ხატი აღმოჩნდა. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი იგონებდა, რომ ადრე ამ ხატს სხვა ხატებისაგან არაფრით განასხვავებდა, ამის შემდეგ კი იგი განსაკუთრებულად შეუყვარდა.


***
მინდა, კიდევ ერთი ამბავი გიამბოთ, რომელიც პატრიარქ ეფრემს გადახდა თავს. როდესაც იგი გადასახლებიდან საქართველოში ბრუნდებოდა, ზღვით უნდა ემგზავრა და ერთი ყურე ბორანით გაევლო. რიგი იდგა, ბორანს ბევრი მგზავრი ელოდა. როდესაც მისმა რიგმა მოიწია, ჩასხდომა შეწყვიტეს. პატრიარქი გულმხურვალედ იხვეწებოდა: იქნებ, მეც წამიყვანოთ, შვიდი წელია, სამშობლოში არ ვყოფილვარ და ძალიან მიმეჩქარებაო, მაგრამ მათ სასტიკი უარი უთხრეს. მეუფე ეფრემი თურმე, მწარედ ტიროდა და ემუდარებოდა, გამონაკლისი დაეშვათ და ერთი მგზავრიც აეყვანათ, მაგრამ ამაოდ... გულდაწყვეტილი ნაპირზე დარჩა მორიგი რეისის მოლოდინში. ორი საათის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ის ბორანი ჩაიძირა და მგზავრები დაიხოცნენ. აი, ასე გადაარჩინა იგი უფალმა.

ასეთი შემთხვევები ბევრი იყო მის ცხოვრებაში... ეპისკოპოსობაში, როდესაც იგი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. მასთან ერთად ცხოვრობდა ერთი მოძღვარი. მათ ნაქირავები ჰქონდათ ორი ოთახი. წინა ოთახში მოძღვარი იყო, უკანაში-მეუფე ეფრემი. იმ პერიოდში მრავალი ყაჩაღობა და მკვლელობა ხდებოდა და ამიტომ, მარტო ყოფნას ყველა ერიდებოდა. ერთხელ, მეუფე ეფრემს ასეთი რამ შეემთხვა: ნაშუაღამევს სიმყრალის სუნი იგრძნო, ლოგინში მხარი იცვალა და რომ გადმობრუნდა, ეშმაკი იხილა, რომელიც მისკენ დაიხარა და უთხრა: უარჰყავი ღმერთი! მეუფემ მიუგო: უფალსა ღმერთსა თაყვანსა ვსცემ და მხოლოსა მას ვემსახურები! ბოროტი უმალ განეშორა. როდესაც ხილვა გაუჩინარდა, მეუფე ეფრემი მოძღვარს შეეხმიანა-გძინავს, მამაო? მოძღვარს ეღვიძა. მეუფე ეფრემმა ჰკითხა: შენ ხომ არ იყავი ჩემთან შემოსულიო?-იქნებ გაიხუმრაო, იფიქრა. მოძღვარმა მიუგო, რომ არც კი ამდგარა და პირიქით, ეგონა, მეუფე წამოდგაო, რადგან რაღაც ჩრდილი დაინახა. კარი შეამოწმეს და ნახეს, რომ კლიტე გახსნილი იყო და კარი გამოღებული.

აი, ასეთი საოცარი პიროვნება გახლდათ უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი. უდიდესი მოღვაწე და მოწყალე, ფრიად განსწავლული და წიგნიერი. მან ზედმიწევნით იცოდა ძველი ქართული ლიტერატურა, წმინდანთა ცხოვრება; კორნელი კეკელიძე იყო მისი მასწავლებელი. ერში ეფრემს გრიგოლი ერქვა. სახელი ეფრემი მას სწორედ კორნელი კეკელიძემ უწოდა. ეფრემმა დაამთავრა სემინარია და უნივერსიტეტი. ამ დროს კორნელი კეკელიძე, რომელიც ოდესღაც სიონის დეკანოზი გახლდათ, უკვე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა პედაგოგად. როგორც მოგეხსენებათ, კომუნისტებმა აიძულეს, ანაფორა გაეხადა და მასწავლებლობა დაეწყო. კორნელი კეკელიძის კალამს ეკუთვნის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ორი ტომი და რამდენიმე ეტიუდი. მასთან სახლში ნამყოფი იყო ეფრემი და ბატონმა კორნელიმ მას სახელი ფილოსოფოს ეფრემ მცირის პატივსაცემად შეურჩია".



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat