ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც მოღვაწეობს და ცხოვრობს ილია მეორე
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც მოღვაწეობს და ცხოვრობს ილია მეორე
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:

-მადლობა უფალს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც მოღვაწეობს და ცხოვრობს მისი უწმინდესობდა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, რომელიც არის ცოცხალი მაგალითი მრავალი სათნოებისა, არა მარტო ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის, არამედ უცხოტომელთათვისაც კი.

უახლოეს ისტორიულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, მსოფლიო დონის პიროვნებასთან გვიწევს ურთიერთობა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ჯერ კიდევ ერისკაცობაში, ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას შევუდგებოდი, მისი უწმინდესობა მხოლოდ ტელევიიზიით მყავდა ნანახი. რადაგანც ათეისტურ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა და ჩემთვის უცხო იყო ეკლესიური ცხოვრება, ინტერესი მიპყრობდა გამეგო პირადად როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მისი უწმინდესობა და მის გვერდში მყოფი ყოველი ადამიანი. გარკვეული წლების შემდეგ, როცა მე მონასტერში წავედი, პირველი შეხვედრა რომელიც მქონდა მის უწმინდესობასთან ჩემთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საოცარი იყო ის დღე, როდესაც ჩემმა მოძღვარმა მიმიყვანა მასთან და პირისპირ აღმოვჩნდი მის წინაშე მისაღებ ოთახში. კურთხევის აღების შემდეგ, ვერ ვპოულობდი ადგილს სად წავსულიყავი ან რა მომემოქედებინა. საუბარი როცა დაიწყეს მისმა უწმინდესობამ და ჩემმა მოძღვარმა, იმავდროულად ტელევიზიით გადიოდა გადაცემა, საიდანაც მისი უწმინდესობა ქადაგებით მიმართავდა ერს. ეს შემთხვევა იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ კარგა ხანს შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდიოდი. წარსულიდან გავიხსენებდი კიდევ ერთ ეპიზოდს, როდესაც მცხეთის ჯვრის მონასტერში ბერად აღკვეცის შემდეგ, უწმინდესის კურთხევით ორი ბერი დაგვტოვეს საპატრიარქოში, სადაც უშუალოდ პატრიარქის ლოცვა -კურთხევებს ვასრულებდით. კურთხევის შესრულების დროს მე და ეს ბერი ხშირად ვდაობდით და ხანდახან ვკამათობდით კიდეც. საინტერესო იყო ჩემი პირველი გაკვირვება, როდესაც მისი უწმინდესობა ჩამობრძანდა ბაღში, სადაც ვმუშაობდით და შეკითხვა დაგვისვა იმ საკითხზე რა საკითხზეც იმ წუთას ვმსჯელობდით. დავრწმუნდი, რომ დიდ პიროვნებასთან მიწევდა ურთიერთობა. ხშირად მახსენდება საპატრიარქოში ყოფნის დრო, როდესაც პატრიარქი თავის სითბოს და სიყვარულს არ გვაკლებდა. როცა სასულიერო პირები გავხდით, მისი უწმინდესობის კურთხევით, მომიწია ქვათახევის მონასტერში მსახურება.    

რამდენიმე ხანში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადმოვედი მის მშობლიურ კუთხეში, ყაზბეგში. კერძოდ აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერში. ვიდრე ხევში წამოვიდოდი, მისმა უწმინდესობამ მამაშვილური დარიგეგბები მომცა და ისე გამომიშვა მის მშობლიურ მხარეში.  ხევში უწმინდესი ხშირად მობრძანდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ აჩხოტში უწმინდესს აუშენეს სახლი, სადაც მისი კურთხევით მამათა მინასტერი დაარსდა. ამ პერიოდში მას დარჩენა უწევდა აწ განსვენებული ძმის,  მამა გიორგის სახლში. რადგანაც საჭირო იყო უწმინდესისთვის დასარჩენი ადგილი, სოფელმა და იმჟამინდელმა მთავრობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა გამოყვეს სოფ. სნოში ყოფილი კოლმეურნეობის ორი შენობა, სადაც დღესაც განთავსებულია უწმინდესის მოკრძალებული რეზიდენცია, რომელიც სახელდებულია როგორც შიოლა ღუდუშაურის სახ. სულიერებისა და კულტურის ცენტრად. ამ მოვლენით ყველა გახარებული იყო, რომ მის უწმინდესობას უშუალოდ მის მშობლიურ მხარეში ხშირად მოუწევდა ყოვნა.

მახსენდება ერთი ეპიზოდი ჩემი წარსულიდან, როდესაც უწმინდესი შემეკითხა, თუ მერამდენე წელიწადი იყო ჩემი ხევში მსახურებისა. ვუპასუხე, ხუთი წელია რაც აქ ვმსახურობთქო. მან მითხრა, მამაო, ესეიგი წმინდანი ყოფილხარ ამდენი ხანი, რომ ხევში გაძელიო. დამამდაბლა. რა თქმა უნდა ვეცადე  ეს მისი ნათქვამი სიმდაბლით მიმეღო, მაგრამ დავფიქრდი თუ რატომ მითხრა ეს სიტყვები. მაშინ ასე ვიფიქრე, ალბათ კიდევ რამოდენიმე წელიწადი მომწევს  ხევში მსახურებათქო..
მოხევეების სიყვარულმა პატრიარქისადმი შემაძლებინა ის, რომ მე ხევში უცხოდ არ მიგრძვნია თავი. ხოლო, უწმინდესის დალოცვამ და დარიგებებმა უფრო დამაახლოვა მოხევეებთან. მის უწმინდესობას არ გაუნელებია ყურადღება ხევის მიმართ. სოფელ სნოში მისი კურთხევით  აშენდა დიდი მეფის ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი. მალევე დაიდგა ვახტანგ გორგასალის ძეგლი. ძეგლის გახსნის დროს მისმა უწმინდესობამ უმასპინძლა პრეზიდენტს, მთავრობის წარმომადგენლებს, სინოდის წევრებს და სხვა უამრავ სტუმარს. ძეგლის გახსნის დროს უწმინდესმა მობრძანებულ სტუმრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა; ,,ვახტანგ გორგასალი გამოირჩევა თავისი დიდი რწმენით, დიდი სასოებით, დიდი სიყვარულით. ეს არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის. ვახტანგ გორგასლის სახ. ტაძარი და მისი ძეგლი დაიდგა როგორც სიმბოლო სიყვარულისა". (ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ქადაგებიდან  ვახტანგ გორგასალის ძეგლის გახსნაზე  სოფ, სნო 19.07.2010 წ).

მისმა უწმინდესობამ 1990 წელს, იმჟამინდელ მთავრობას მიმართა თხოვნით, დარიალის ხეობაში  გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც აშენდებოდა წმ. მთავარანგელოზთა სახ. მამათა მონასტერი და აუხსნა მნიშვნელობა, რაც დარიალის ხეობაში მონასტრის დაარსებას მოჰყვებოდა. მართლაც დღეს დარიალის მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახ. მამათა მონასტერი იმ ფუნქციას ასრულებს, რაც მისმა უწმინდესობამ წლების წინ ბრძანა.

ვფიქრობთ, მისი უწმინდესობის მზრუნველობა ხევის და მოხევეებისადმი შეუფასებელია. მას ძალიან კარგად ესმის ხევის მნიშვნელობა, როგორც საზღვრიპირა რეგიონისა. წლების მანძილზე მისი ინიციატივით, როგორც ქველმოქმედი ადამიანების ისე ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით, მან შეძლო უამრავი სასიკეთო საქმის გაკეთება.

ასევე აღსანიშნავია სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონის დაარსება. რომელიც მისი კურთხევით 1999 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს და უამრავ ბავშვს მისცა საშუალება მიეღოთ სრული ზოგადი განათლება. გიმნაზიაში სწავლობენ როგორც დაბაში მცხოვრები ასევე მრავალშვილიანი, შორი სოფლების მაცხოვრებლები და ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებიც.

უწმინდესის ყოველი ჩამობრძანება ხევში დღესასწაულია. უამრავი სტუმარი მობრძანდება მასთან სანახავად და კურთხევის ასაღებად. შემთხვევით, ექსკურსიებზე მოსული ხალხიც რომ გებულობს უწმინდესის ხევში ყოფნას ღვთის წყალობად თვლიან და უამრავი შემთხვევებია, როდესაც ისინი საათობითაც ელოდებიან პატრიარქთან შეხვედრას. რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გადამდებია ყველასთვის და არა მარტო მოხევეებისთვის.

ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მის უწმინდესობაზე, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესია მხოლოდ კი არ ვისმენდეთ, არამედ  ვასრულებდეთ მის კურთხევებს, დარიგებებს.
კურთხეულია ის ერი რომელიც უფლის ნებას და სულიერი მამის ლოცვა-კურთხევას აღასრულებს!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat