გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო, საქართველოსავით გვიყვარხართ!
გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო, საქართველოსავით გვიყვარხართ!
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა". ჭეშმარიტად ასეა და ვისაც გამოუცდია, დამეთანხმდება, როდესაც ადამიანი სულის ამოსვლამდე გიყვარს, სიტყვები ბოლომდე ვერასოდეს გამოხატავს იმ განცდას, რაც მის მიმართ გაგაჩნია. მით უფრო რთულია, ღირსეულად შეამკო ის, ვინც თავად არის უკიდეგანო სიყვარულის და მადლის გამცემი. თუმცა, გავბედავ და შევეცდები, მოკრძალებით ქედი მოვუხარო კაცს, რომელიც მილიონობით ქართველისთვის არის მანათობელი სვეტი, იმედი და სასოება წუთისოფლის მსახვრალ ლაბირინთებში.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეპოქალური ადამიანია და თუკი დღეს ქართველ ერს ჯერ კიდევ შემორჩა სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. მან შეძლო შეუძლებელი - ქართველისთვის მინავლებული რწმენის და ფესვის გაცოცხლება პირადი მაგალითის ძალით და ყოვლისმომცველი სიყვარულით. ვაღიაროთ - ასეთი რამ მხოლოდ ღვთის რჩეულებს ძალუძთ და რაოდენ ბედნიერები ვართ, რომ უფალმა მოგვმადლა სწორედ იმ ეპოქაში ცხოვრება, რომელშიც ჩვენი პატრიარქი მოევლინა ქვეყნიერებას.

რაც გარეშე თვალისთვის ჩანს, ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ მე შევეცდები, ასე ვთქვათ, ახლოდან, შინაური გარემოდან, დაგანახვოთ ჩვენი სულიერი მამა და მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი.

ამ ორი წლის წინ, ჩემს ცხოვრებაში მოხდა საოცარი გარდატეხა, როდესაც ჩვენმა სულიერმა მამამ გამომარჩია საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავკაცად და დამადგინა თავის მოადგილედ (უწმინდესი ხომ ჩოხოსანთა თავმჯდომარეა). სამშობლო და ეკლესია აქამდეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ პატრიარქმა სულ სხვა განცდით და თვალით დამანახა ეს სიყვარული. მითხრა: დღეიდან შენს თავს აღარ ეკუთვნი, შენ უნდა იყო თავდადებული სამშობლოსა და დედა-ეკლესიისთვისო (!)..


ამ სიტყვების მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელსაც ათწლეულების მანძილზე საკუთარი ჯანმრთელობის, უამრავი გატეხილი ღამის და ზღვად დაღვრილი ცრემლის ფასად აქვს მოპოვებული სამშობლოს სიყვარული, დამეთანხმებით, უდიდესი პატივი და ბედნიერებაა. ამ ადამიანს არ ეღალატება და თუ კაცი გქვია, მართლა უნდა გადადო თავი და ყოველდღე გაუხარო სათნო გული. ვინძლო ამით მაინც მიაგო მცირედი იმ ღვაწლისთვის, რაც მას გაუღია ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის.

ჩოხოსნობა მხოლოდ ყანწი, ფიალა და ქართული სამოსით პოზიორობა არ გახლავთ. ჩოხოსნობა ჩვენი მაღალღირსეული წინაპრების საუკეთესო ტრადიციებით ცხოვრების წესია და თანამედროვე ყოფაში მათი ისე გადმოტანა, რომ მარადიული და წარმავალი არ აგერიოს. ამაში ყველაზე ძლიერ ეკლესია გეხმარება. პატრიარქის წირვა-ლოცვებზე რეგულარულად დასწრება, აღსარება-ზიარება და უწმიდესის ქადაგებების მოსმენა ის მადლია, რომელიც გამხნევებს და გაძლიერებს. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პატრიარქის სიხარულით სავსე მზერა, როდესაც მან პირველად იხილა ჩოხოსანთა მწკრივი სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელში. ამ მზერაში სიხარული და იმედი ჩანდა. ჩვეული თავმდაბლობით მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა - როგორ დაამშვენეთ იქაურობაო...

ჩვენი პატრიარქისთვის, ალბათ, ყველაზე ფაქიზი და სათუთი თემა გახლავთ ბავშვები და ჩვენი მომავალი თაობის ბედი. ჩამოვაყალიბეთ ნორჩი ჩოხოსნების სადროშო, დავიწყეთ პატარების შემოსვა ქართული სამოსით და მათი მიყვანა წირვა-ლოცვებზე. ძალიან რთულია სიტყვებმა გამოხატოს იმ უკიდეგანო სიყვარულის სიმფონია, რაც სუფევს იმ დროს ტაძარში, როდესაც უწმიდესი დაბრძანდება ტახტრევანში და ბარტყებივით წინ დაისვამს ბავშვებს. დინჯად მიმოატარებს მზერას ხალიჩაზე მარგალიტებივით ჩამწკრივებულ პატარებზე, აკვირდება, ფიქრებში გარინდული, მათ განცდებს, საქციელს, სიტყვებს...ამ მზერაში რამდენი კითხვაა - ვის ხელშია ჩვენი ძვირფასი სამშობლოს მომავალი, როგორ წარმართოს სწორად ამ პატარების სულიერი გეზი, რომ ისინი პატრიარქივით დარიალის ბურჯებად დაუდგნენ გვერდში მამულს. ამიტომაც დაიწყო საყოველთაო ნათლობა; ამიტომაც დააფუძნა ამდენი სასულიერო სასწავლებელი; ამიტომ ასწავლის ამბიონიდან თვით ჰიგიენის წესებსაც კი და ვინ იცის, რომელ ბავშვს სად და როდის დაეხმარება ეს მამაშვილური შეგონებანი...

შარშან, ნორჩი ჩოხოსნებისთვის დავიწყეთ სასწავლო კურსი "სამშობლოსმცოდნეობა". პატარებს ვასწავლით მამულის სიყვარულს, ქართული ფესვის და სულის ზეობას, ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეებს და სიკეთის ძალას. პირველ გაკვეთილზე ჩვენი პატრიარქის ბიოგრაფია გავაცანით და ვინაიდან, მოსწავლეთა უმრავლესობა მისი უწმინდესობის ნათლული გახლდათ, ვთხოვეთ, რომ მიეწერათ ნათლიისთვის წერილები. მერე ისინი ერთად ავკინძეთ და პატრიარქს მივართვით. იშვიათად მინახავს ჩვენი უწმიდესი ისეთი გახარებული და ბედნიერი, როგორც იმ ბარათების კითხვისას. ეს იყო უშუალობის, ბავშვური სისუფთავის და უანგარო სიყვარულის განუმეორებელი ზეიმი, რომელშიც ყველა უხსნიდა სიყვარულს ძვირფას ნათლიას და ჩახუტებას სთხოვდა. ორი წერილი გამორჩეულად დაგვამახსოვრდა. ერთ მათგანში პატარა ვაჟკაცი წერდა: - ჩემო ნათლიავ, მესტუმრე, დედა ისეთ კარგ საჭმელებს აკეთებს, რომ ძალიან მოგეწონება, მერე ერთად ვისეირნოთ ბაღში, ღამეც ჩვენთან იყავი და დილით თვითონ გადაწყვიტე, დარჩები თუ წახვალო...

მეორე წერილში კი პატარა გოგონა ემუდარებოდა: - ძალიან მინდა, რომ დიდხანს იცოცხლო, დამლოცო და ერთი ნატვრა შემისრულო - ჩემი დედიკო და მამიკო შეარიგეო...

მერე უწმიდესმა გულში ჩაიკრა პატარები და თვალები მილულა. ალბათ, ამ დახუჭული თვალების მიღმა, წამებში გადაიქარტეხილა ათწლეულებმა, მაგრამ იმ პატარებთან ჩახუტებულს, რამდენიმე წამშიც კი, გაახსენდებოდა საკუთარი ბავშვობა, სნოში დარწეული აკვანი და ასე მონატრებული - "დედა გენაცვალოს, შვილო..."

რა ძნელია ტყვიასავით დამძიმებული ქუთუთოების აწევა, როცა თვალწინ გიდგება ტკბილი ბავშვობა, დედ-მამის ალერსიან მზერაში ჩარჩენილი და ტკივილამდე მონატრებული...

მაგრამ ვინ გაცდის ამდენს...ვინ დაგაცდის, თუნდაც ბავშვობას...

რადგან ყველას, ბავშვსაც და მოხუცსაც, შენი იმედი აქვს, შენი ლოცვის, შენი სიტყვის და შენი სიბრძნის იმედი...

ყველაზე უფრო, რაც იმ პატარებთან შეხვედრისას მენიშნა, ეს არის პატრიარქის საოცარი უნარი, რათა აჩვენოს დიდსა და პატარას, მორწმუნესა თუ ურწმუნოს, თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად წლების ულმობელ მარათონში დაბრძენებული მხცოვანი პაპაც და წლებს ადევნებული წარსულიდან იმედის რაშზე ამხედრებული ჭაღარა ბავშვიც...

იმიტომ ახერხებს საერთოს გამონახვას დიდთანაც და პატარასთანაც, რომ მათთან სიყვარულის ენაზე საუბრობს მხოლოდ და არის ბავშვივით სუფთა...

იცით კიდევ რით გამოირჩევა ჩვენი პატრიარქი? - მასავით არავის შეუძლია მზრუნველობა და ყურადღება. ასეთი რამ მხოლოდ მშობლებს ძალუძთ. ერთხელ ვახშამზე მიმიპატიჟა, დაგვიანებით ვესტუმრე, თავად ორიოდე სტუმარი ჰყავდა და უკვე დასრულებული ჰქონდათ ტრაპეზი. - მიირთვიო, მთხოვა. ძალიან მერიდებოდა. შემატყო მორცხვობა, დედებს სთხოვა, შემოეთავაზებინათ ჩემთვის სხვასხვა ნუგბარი. ხათრი ვეღარ გავუტეხე. მიუხედავად იმისა, რომ დრო მოჭარბებული იყო, არაფრის დიდებით არ დაასრულა ვახშმობის დრო, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ ლუკმა "გვარიანად" გავტეხე. სახლშიც გამომატანა ტკბილეული, შოკოლადის ფილებიც დაემატებინა...საოცარია, ზუსტად გათვლილი ჩემი ოჯახის წევრებზე...

მას შეუძლია დეტალებში გაგახსენოს დიდი ხნის წინ მისთვის გაზიარებული გასაჭირი და თავს ვალდებულად თვლის, მოიკითხოს, თუ როგორ მოაგვარე კონკრეტული პრობლემა და ხომ არაფრით შეუძლია დახმარება. ყველასთვის ასეთია ჩვენი პატრიარქი - ყველას ტკვილი უნდა იტკივილოს, ყველას სიხარული გულით გაიზიაროს, ყურადღება გამოიჩინოს...

ძალიან განვიცდით პატრიარქის შვილები, როდესაც მას დაუმსახურებლად ლანძღავენ და ცილს სწამებენ. მზად ვართ, ნებისმიერ მათგანს ხელდახელ შევებათ და პასუხი მოვთხოვოთ მკაცრად. ამ დროს, უწმიდესი თავად გვაძლევს მოთმინებისა და დიდსულოვნად მიტევების მაგალითს. ნეტა იცოდნენ მისმა მაძაგებლებმა, თუ როგორ გულმხურვალედ ლოცულობს მათთვის. ალბათ მივიდოდნენ და მუხლებში ჩავარდნილნი პატიებას შესთხოვდნენ ამ უძვირფასეს კაცს, რომელსაც ყველა უანგაროდ უყვარს და მათ შორის მოძულენი და მაჭირვებელნი მისნი...

ერთმა მოძღვარმა მომიყვა: - ტელევიზორს ვუცქერდით უწმიდესთან ერთად, ერთ-ერთ გადაცემაში ერთი პიროვნება აუგად იხსენიებდა ჩვენს პატრიარქს. უხერხულად ვიგრძენი თავი და დავაპირე სხვა არხზე გადამერთო, მაგრამ უწმიდესმა შემაჩერა, ბოლომდე მოუსმინა და მერე მთხოვა, იმ ადამიანის სახელი ჩამაწერინე, ჩემზე რომ ამბობდა აუგს, ლოცვებში მინდა მოვიხსენიოო...

ერთხელ მითხრა: - ჩვენს წინაპრებს უამრავი ბრძოლა გადაუტანიათ და თავისი სისხლით მოუტანიათ სამშობლო დღემდე. დღეს სხვა ვითარებაა და გახსოვდეს, ფარული ბრძოლა ღია ომზე გაცილებით მძიმეა, ლოცვით და ერთსულოვნებით თუ გავიმარჯვებთო...

როცა ასეთი პატრიარქი გვყავს; როცა ისეთი ფარი გვიცავს, როგორიც საქართველოს სულიერი მამაა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, გვერდში დავუდგეთ, მისი ქადაგებები გავიზიაროთ, უმძიმესი ჯვრის ტარებაში ჩვენი გარჯით შევეშველოთ და უფალიც გადმოგვხედავს. ჩვენს პატრიარქს ჩვენგან ერთსულოვნება და მამულიშვილობა სურს, შეუძლებელს რას ითხოვს ჩვენგან?..აქეთ გვეხმარება და გვეფერება მუდამ.

ერთხელ ვთხოვე და ამ თხოვნაში, ალბათ ათასობით ადამიანის ხმაც იყო: - თქვენო უწმიდესობავ, თქვენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლოთ, რადგან ქართველი ერის იმედი ხართ და ყველა თქვენ შემოგყურებთ მეთქი. გამიღიმა თავისი სათნო ღიმილით, მომეფერა, გულზე ხელი დაიდო და მითხრა: - სანამ გამიძლებს, ჩვენი სამშობლოსთვის და თქვენთვის ვილოცებო!..

ჩვენც ვლოცულობთ და ვილოცებთ თქვენთვის ჩვენო თბილო და მზრუნველო მოძღვარო, მაგ გულში კი მთელი საქართველოა და მზესავით მხურვალე სიყვარული. ამ სიყვარულივით და საქართველოსავით მრავალჟამიერი სიცოცხლე მოგმადლოთ უფალმა ქართველი ერის საიმედოდ.
გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო, საქართველოსავით გვიყვარხართ !!!







ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat