ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ცოტას ვუსმენთ
ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ცოტას ვუსმენთ
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:

ადამიანის სულიერი და ზნეობრივი დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს. უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.

თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავის თავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი მიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ.

კეთილსა და ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთსაგან მონიჭებული თავისუფლება ადამიანისა. მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს. განხორციელებული კეთილი იდეები თავისი თავის პირველ რიგში, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც კეთილისმყოფელია. ზუსტად ასევე, ბოროტი, სატანისეული იდეები, პირველ ყოვლისა, თავის თავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილი ნათლისანი, ვიდოდეთ (ეფს. 5,8). ნათელი საშუალებას გვაძლევს, გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისთვის და რა - არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.

ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.

ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები, ახალი ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს (იოანე 3,3).

ღვთის შემწეობით, უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაემორჩილონ. როგორც ღირსი ისააკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს.

ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და "ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად" (ისაია, 520).

ბოროტისადმი წინააღმდეგობა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს, უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!

სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. "მოყვასი არის მიზეზი, ვითარცა ცხონებისა, ეგრეცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაი, ჰპოებ უფალსა და შეიყვარე იგი ესრეთ: ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა თუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობისმყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა", - წერს ღირსი მამა ანტონი დიდი. "ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმინდა, რაოდენი საყვარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით", - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპ. 4, 7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ.

თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხორების, ქცევისა და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება; რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...

ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისგან, გვეხმარება, ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმენდის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების, წმინდა ზიარების გზით ვიპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალითა და მადლით.

ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.

"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.

ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად, ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს.

ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა...

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით.

რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?

უპირველესად ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.

ჯერ კიდევ პლინიუს-უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.

პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც "მოაზროვნე ლერწამს" (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც "სამყაროს სივრცეში" გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერებასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანი, არამედ არაერთი ქვეყანა შეიძლება გახდეს მსხვერპლი ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.

თემა: მდუმარება და ამაოდმეტყველება
კომენტარი ვთხოვეთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფროს სპეციალისტს, იურისტსა და თეოლოგს დავით სურგულაძეს.

- დავით, როგორ მოვიპოვოთ დუმილის მადლი, რათა ამაოდმეტყველებისაგან დავიცვათ თავი?

- ადამიანს უფალი განსწავლის მადლისმიერად, უფლის გარეშე შეუძლებელია სიკეთის წვდომა, მისი არსის შეცნობა. თუმცა ეს ნიჭი მაშინ გვეძლევა, როცა ჩვენ უფლისმიერი მცდელობით თვითონ გადავდგამთ ნაბიჯს უზენაესისკენ, შევეცდებით მასთან დაახლოებას უფლის მცნებების კვალდაკვალ.

ცხოვრების წესის შეცვლა საკუთარ თავზე უდიდესი ძალდატანებით ხდება, რაც ძალზე რთულია, მაგრამ უფლით - შესაძლებელი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ადამიანი სიტყვას სიტყვითვე შეეწინააღმდეგება, მე თუ რაიმეს ვიტყვი, შენ სრულიად საპირისპიროს მიპასუხებ, მაგრამ შენს ცხოვრებას როგორ აუკრავ პირს? ამიტომ ადამიანის ცხოვრება ყველაზე ნათელი დასტურია მისი რწმენისა და შინაგანი სულიერი მდგომარეობისა". როდესაც მე უფლის რომელიმე მცნებას ჩემი ცხოვრების წესს მივუსადაგებ, როცა ჩემი ცხოვრებით ,,წავიკითხავ" მცნებას, მაშინ გვეძლევა მართალი ცოდნა უფლის შესახებ, სწორედ მაშინ ვიგებ მისი მცნების არსს. მაგალითად, მდუმარების ღვაწლი მრავლისმეტყველისთვის სრულიად გაუგებარია. ამასთანავე, გააჩნია, ვინ ვისთვის და რისთვის დუმს, ხშირად ავაზაკიც დუმს და წმინდანიც, თუმცა მათი შინაგანი სამყარო განსხვავებულია. ზოგჯერ ადამიანი დუმილით აღასრულებს ბოროტებას, ზოგის მეტყველებას კი ხშირად დუმილი ჯობია. საერთოდ, ყველაფერი შეფარდებითია. მდუმარება - ცალკე აღებული მკაცრი, ასკეტური ცხოვრების წესია, უდიდესი სათნოებაა, ამგვარი გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მდუმარებისთვის. საერო ცხოვრებაში კი მყუდრო გარემო რომ შეიქმნა, შენი გონების კარის დაცვა უნდა შეძლო შეძლებისდაგვარად, რაც ენის მოთოკვითაა შესაძლებელი. უნდა შეეცადო, ლოცვისას განმარტოვდე შენს თავთან, სადაც მხოლოდ შენ და შენი უფალი იქნებით, ეს გარემო, უპირველესად, ადამიანის სულში იქმნება და არა რომელიმე კონკრეტულ ადგილას.

განღმრთობის, ქრისტესთან მიახლების პროცესი ურთულესი გზაა. ეს არის ცხოვრების, სულის ფილოსოფია, რომელიც უდიდესი შრომითა და გამოცდილებით მიიღწევა, დაუღალავი წვრთნისა და ნებისყოფის გამომუშავების შედეგად. როგორც წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: "უფლის შემეცნება არ უსწრებს წინ მის შესახებ ცოდნას". ღვთიურ ჭეშმარიტებას რომ ჩავწვდეთ, მხოლოდ ქადაგების მოსმენა არ კმარა, ამისთვის მხოლოდ ყური არ იქნება საკმარისი. მაცხოვარი ბრძანებს: "არა მხოლოდ რომელმან თქვას უფალო, უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნება მამისა ჩემისა მომავლინებელისა". ანუ უფლის ნების აღსრულებაში, მისი მცნებების დაცვაში აღსრულდება უხილავი საიდუმლო ქრისტეს შემეცნებისა, უფალში განმღრთობისა. ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს უფალმა საკუთარი ხატება ყოველგვარი მონდომებისა და დამსახურების გარეშე მიანიჭა, როგორც მადლისმიერ შვილს, ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა ტალანტი, სხვადასხვა ნიჭი თავის საზომისამებრ. ნიჭი სხვადასხვაგვარია.

ადამიანი, როგორც უფლის რჩეული ჭურჭელი, უფალს სათნოებათა მოხვეჭით ემსგავსება. არის ისეთი სათნოებანი, რომელიც უდიდესი მონდომებით, მოთმინებითა და შრომით მოიპოვება, ზოგიერთი სათნოებანი კი უკვე მოპოვებულის კვალდაკვალ ინარჩუნებენ ცხოველმყოფელობას. როგორც ოქროსა და განძს სჭირდება საიმედო ჭურჭელში შენახვა, დაბეჭდვა, რომ დაცული იყოს ბოროტი ხელისაგან, ასეთივე საიმედო დაცვა სჭირდება სათნოებების შესანარჩუნებლად ადამიანს, რაც, უპირველეს ყოვლისა, ენის დაცვით ხდება. ისე არაფერი განძარცვავს სულიერ სიმდიდრეს, როგორც ცრუ და ფუჭი საუბარი, ლაყბობაში გადაზრდილი ამაოდმეტყველება, თავის ნებაზე მიშვებული, ლაგამამოუდებელი ენა. მამათა განმარტებით, ბაგის დაცვა უდიდესი ხელოვნებაა, რომელსაც ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფვოდეს. ადამიანმა რომ მრავლისმეტყველებისაგან თავდაცვა შეძლოს, უნდა ეცადოს, გუშინდელთან შედარებით, დღეს ნაკლები ისაუბროს, ხვალ კიდევ უფრო ნაკლები და ასე თანდათანობით შეეცადოს უფლის მადლით სულიერ წინსვლას და საკუთარი ენის კონტროლს. როცა უფალი მის მოშურნეობას, მცდელობას დაინახავს, მერე თვითონ დაადუმებს მის ბაგეებს ამაოდმეტყველებისგან თავისი მადლისმიერი ზემოქმედებით, გრძნობითი მადლის წყალობით იგი შეძლებს ღვთის ხმას მიუგდოს ყური და როცა მასში ქრისტე ამეტყველდება, სული თანდათან ცხრება, მშვიდდება და მრავლისმეტყველებისგან თავისუფლდება. ადამიანი ყოველთვის ერიდება ისეთი საზრდელის მიღებას, რომელიც მის ჯანმრთელობას დააზიანებს, ასევე უნდა იყოს საუბრის დროსაც, მთავარია, ჩვენი ყოველი სიტყვა გონებით გავაკონტროლოთ.

თუნდაც ნაყროვანების ცოდვასთნ რომ გავავლოთ პარალელი, წმინდა მამათა სწავლებაში არსად არის დადგენილი, ვინ რამდენი საკვები მიიღოს. ყველა ადამიანს განსხვავებული აღნაგობა აქვს, განსხვავებული სულიერი და ფიზიკური ძალები, თუმცა, ყველასთვის ერთი რამ კი ჭეშმარიტად დადგენილია, არ უნდა ჩავარდეს ნაყროვანებაში; მუცლის გადაძღომა ყველასთვის საზიანოა, ასევე არ არის დადგენილი, ვინ რამდენი ილაპარაკოს, მაგრამ ის კი უნდა ვეცადოთ, არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს და ჩვენს სულიერ დასუსტებას გამოიწვევს. ყოველი შენ მიერ თქმული სიტყვა, რასაკვირველია, გონებას უნდა ემორჩილებოდეს, თუმცა იმასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის რა უდევს გონებაში, ვის სამსახურშია ჩაყენებული, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. როდესაც ადამიანი განწმენდის გზაზე დგას და ქრისტიანული სათნოებებისკენ მიილტვის, იცის, რომ თითოეული სიტყვა უნდა გააკონტროლოს, რადგან დაუფიქრებლად და გაუბრაზებლად ნათქვამი ყოველი სიტყვა, განძარცვავს მადლისაგან.

აუცილებელია, ადამიანი მოერიდოს კამათს, რადგან კამათში არ არის ჭეშმარიტება, თუნდაც ჭეშმარიტებას ამტკიცებდე. მამათაგან ნათქვამია: ყოველი უკიდურესობა ეშმაკისგან არს. დაპირისპირებაში გადასვლას და კონფლიქტის გაღრმავებას ყოველთვის ჯობს საუბრის შეწყვეტა. როგორ პიროვნებასაც არ უნდა შევხვდეთ, ვესაუბროთ, ვეცადოთ, მოთმინება შევინარჩუნოთ, თუ არ შეგვიძლია განვერიდოთ და ამით სულს სიმშვიდე შევუნარჩუნოთ. თუ დარწმუნდები, რომ მას მაინც ვერაფერს გააგებინებ, მშვიდად ვუთხრათ, მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, თუმცა შენს აზრსაც პატივს ვცემ (გააჩნია, თუ ეს არ ეხება სწავლებას საღმრთო ჭეშმარიტების შესახებ). ნუ შეეცდები შენი აზრობრივი უპირატესობის დამტკიცებას. არავინ უნდა შეეცადოს თავისი აზრის უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენას. ქრისტიანული მშვიდობა მოთმინებით მიიღწევა, რომელიც ბევრ უსიამოვნებას აგვარიდებს.

იოანე სინელი ბრძანებს, - მრავლისმეტყველების ცოდვა ამპარტავნების, მედიდურობის და ქედმაღლობის ტახტზეა დაბრძანებულიო. მართლაც, მრავლისმეტყველებაშია სიამაყე, ნაყროვანება, განკითხვა. მრავლისმეტყველს უყვარს მასწავლებლობა, ქადაგება. ურჩევნია, ყოველთვის მის აზრს ითვალისწინებდნენ, რადგან პიროვნული ამბიციურობა ახასიათებს. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, - თუ გაქვს მდუმარებაზე უფრო მეტი, წარმოთქვი, მაგრამ თუ არა გაქვს, მაშინ დადუმდიო. თუნდაც აქედანაც ჩანს, რომ ზოგჯერ მდუმარება ყველაფრის მეტყველია. სიბრძნე მდუმარებაშია, ამიტომ ადამიანს, რომელსაც დიდი საუნჯე აქვს სულში დაგროვილი, მით უფრო მყარად მოკუმული ბაგეები აქვს და სწორედ ეს უნდა მიგვანიშნებდეს, თუ რა განძია მის სულში დაუნჯებული სულიწმიდის სახით. როცა ადამიანი ამპარტავანია, ის სამართლიან შენიშვნასაც არ მიიღებს, რადგან ჰგონია, რომ ეს მის ღირსებას ჩრდილს აყენებს და იმწუთშივე თავდაცვაზე გადადის. არის მეორე კატეგორია ადამიანებისა, როცა ის რეაგირებს სამართლიან შენიშვნაზე, მადლიერია ამის გამო და შენდობას ითხოვს შენგან. ადამიანს უამრავი მტერი ჰყავს უხილავად და ხილულად, თუმცა ყველაზე დიდი მტერი საკუთარი უძლურებაა, საკუთარი სისუსტეა. ყველაზე დიდი მაცდური ადამიანისთვის საკუთარი თავია. ის სისუსტეები, რაც ჩვენში არსებობს, მტერმა კარგად იცის და ამას კარგად იყენებს ჩვენს დასაპირისპირებლად. ჩვენ კი ყოველთვის სხვაში ვეძებთ მიზეზს. მტერი ხან ერთი ადამიანის პირით მოგვიდგება, ხან მეორით, თუმცა ხელმოსაკიდს მაშინ ჰპოვებს და ცეცხლსაც მაშინ აგვიგიზგიზებს გულში, როცა ეს უძლურება ჩვენშია, თორემ თუ განწმენდილი ხარ და გულში სულიწმიდაა დავანებული, ის ვეღარ გააღვივებს ცოდვის ნაპერწკალს და ცეცხლად ვერ აქცევს, ,,რამდენიც არ უნდა უბეროს სული". სწორედ ამის დასტურია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: ამაოდმეტყველება ადამიანის სულის სიცარიელეზე მიგვანიშნებსო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat