ნარკომანია სამუდამო დაღუპვით ემუქრება ახალგაზრდობას...
ნარკომანია სამუდამო დაღუპვით ემუქრება ახალგაზრდობას...
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო. ცოდვილი ადამიანი ხომ თავს ყოველთვის იმშვიდებს, - ვერავინ ხედავს ჩემს შეცდომებსო, რაც ღვთის მიმდევართა აზრით, მხოლოდ თავის მოტყუებაა.

ნარკომანია დღეს მსოფლიო პრობლემად ითვლება, რომელიც სამუდამო დაღუპვით ემუქრება ახალგაზრდობას. ეკლესია ლოთობას და ნარკომანიას თვითმკვლელობის ტოლფას ცოდვად მიიჩნევს, თვითმკვლელობა კი შეუწყნარებელია ჩვენი სარწმუნოებისთვის.

ნარკომანია ახლოს დგას სპირიტიზმთან, ჯადოქრობასთან, შავ მაგიასთან და ყველა იმ ცოდვასთან, რასაც მიღმური სამყაროს ბნელეთის სულებთან კავშირი ჰქვია, რადგან ღვთისმეტყველთა შეხედულებით, ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანგს იმისათვის იყენებდნენ, რომ თავიანთ "ღმერთებთან" დაუბრკოლებელი ურთიერთობა შესძლებოდათ.

ბევრმა ნარკომანმა ალბათ არც იცის, რომ ისინი დაცემული სულების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და მზად არიან, თავიანთი გრძნობები, სული, დაუთმონ ეშმაკს მათთვის საინტერესო, უჩვეულო და სასიამოვნო განცდის აღსაძვრელად.

და მაინც, რა არის ნარკომანია, ავადმყოფობა თუ შეძენილი ცოდვა? - ამ საკითხზე თავიანთი შეხედულება გააჩნიათ როგორც ფსიქოლოგებს, ისე სასულიერო პირებს.

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) მისი გავრცელების ერთ-ერთ ფაქტორად მოზარდთა არაეკლესიურ აღზრდას ასახელებს. "როცა ახალგაზრდა ბავშვობიდანვე მრავალ ცოდვას ეზიარება, ამის შემდეგ, მათ სულს თითქოსდა ლოდივით აწვება შეუნანებელი ცოდვები და ეწყებათ სულიერი კრიზისი. ამ სიმძიმისაგან თავის დასახსნელად ისინი ცდილობენ, გაექცნენ მომქანცველი სინდისის ქენჯნას და ილუზიურ, ფანტასტიკურ სამყაროში იპოვონ შვება, სადაც ერთი შეხედვით, არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი და ის კი არ იციან, რომ ეს გზა სულიერი წარწყმედისა და უფსკრულის ფსკერზე დაშვების უმოკლესი გზაა".

ვესაუბრებით ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარმელის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ზაბულონ გელაშვილს.

- მამა ზაბულონ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ნარკომანია ავადმყოფობაა თუ შეძენილი ჩვევა?

- მე ვერ ვიტყოდი ასე კატეგორიულად, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა. ზოგიერთი ექიმის აზრით თუ წამლის მომხმარებელმა ნარკოტიკი არ შეიძინა და თავისი ვნება არ დაიკმაყოფილა, მას სხვაგვარად ცხოვრება აღარ შეუძლია. რატომღაც ეს მოსაზრება ყოველთვის არ ამართლებს და ბევრს გადაულახავს ეს ბარიერი. ამიტომ, მედიცინა ზოგჯერ აჭარბებს, კი, მკურნალობა მართლაც ბევრს სჭირდება, მაგრამ არანაკლებ სჭირდება მას საზოგადოების თანადგომა. ნარკომანიასთან ბრძოლა, ვფიქრობ, მთელი საზოგადოების საქმეა, სხვაგვარად ამ პრობლემას არაფერი ეშველება. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში ეკლესიამ თავისი დადებითი როლი უნდა შეასრულოს.

მრევლში, საბედნიეროდ, მრავლად მოიპოვებიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებმაც ძალიან დიდი მონდომება გამოიჩინეს, რომ გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან და როცა ღმერთმა მათი დიდი მონდომება და სურვილი დაინახა, ბევრმა გაიმარჯვა საკუთარ თავზე და მე მიხარია, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ შვილებს. მთავარია ადამიანი შეებრძოლოს ცოდვას და ღვთისგან შეუძლებელი არაფერია?

- ალბათ, ნარკომანიის დამარცხების საქმეში შეუცვლელია მოძღვრის როლი.

- ჩვენ, მოძღვრებს, ყველაზე ხელი არ მიგვიწვდება, მე მხოლოდ მას შემიძლია დავეხმარო, ვინც მონასტერში ამოდის და თავის სატკივარს გამანდობს. ასეთ ახალგაზრდებს შემიძლია სიტყვიერი რჩევა მივცე, ჩვენ შეგვიძლია ვიქადაგოთ, ჩვენი სიტყვა მივიტანოთ მათ გულებამდე, მოვუწოდოთ და დავანახვოთ გზა, ჩვენს ხელთ სხვა საშუალებები არ არსებობს. ძალიანაც რომ მოვინდომო, არ ძალმიძს ჩავკეტო, გავაკონტროლო ის ადგილები, საიდანაც ნარკოტიკები შემოდის საქართველოში, თუმცა ეს ხელეწიფებათ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლის თანამშრომლებიც ამისთვისაც იღებენ ხელფასს. სწორედ მათ უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. თუ ამას არ გააკეთებენ, დამნაშავეები იქნებიან ღვთისა და მომავლის წინაშე. როდესაც დღეს ერი აღარ მრავლდება და ნარკომანიით გატაცებული ახალგაზრდები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ წამით დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება, ნარკოტიკზე დაამყარონ იმედი და სხვა ყველა ინტერესი ჩაიკლან, აღარ იფიქრონ ოჯახის შექმნაზე, ერის გამრავლებაზე, ამაზე ცუდი არაფერია. ზოგიერთი სამართალმდამცველი კი ამ გაუბედურებული ახალგაზრდების მდგომარეობას იყენებს თავისი ოჯახის "კეთილდღეობისა" და გამდიდრებისათვის. ეს უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც ერის გენოციდს მოასწავებს.

- მამა ზაბულონ, რით ახსნით იმას, რომ ნარკომანია მძიმე სენად მოედო საქართველოს?

- ნარკომანთა დიდი უმრავლესობა ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთ თავზე გადაიტანეს აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომების ქარცეცხლიანი დღეები. ამ რეგიონებში რჩეული ბიჭები წავიდნენ სამშობლოს დასაცავად. ომის დროს ისინი ვერავითარ დახმარებას ვერ იღებდნენ ხელისუფლებისაგან, ბევრი დაჭრილი სისხლისგან იცლებოდა და ერთმანეთს რომ არ დახმარებოდნენ, უფრო მეტი დაიღუპებოდა. ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაჭრილებისთვის "პრომიდოლი" ყოფილა, რომელიც თურმე გროშებად იყიდებოდა, ტკივილს ასე თუ ისე კი იყუჩებდნენ პრომიდოლის ზედმეტი დოზით, მაგრამ როგორც მომიყვნენ, ერთი ან ორი თვის შემდეგ იმდენად მიეჩვივნენ ამ წამლის მიღებას, რომ ნარკომანები ხდებოდნენ, წამლის გარეშე ვეღარ წარმოედგინათ ცხოვრება, ვინც ამ საუკეთესო თაობიდან გადარჩა და შინ დაბრუნდა, წამალზე გახდა დამოკიდებული. ისინი გაუკუღმართებულმა ცხოვრებამ აქცია ნარკომანებად, რაც არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ მთელი ერის ტრაგედიაა. ჩვენმა ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს ნარკომანიას, თუ არა და, პასუხს აგებენ უფლისა და თავიანთი შვილების წინაშე. ადრე თუ გვიან მათ ეს აუცილებლად მოეკითხებათ.

საქართველოში ნარკომანიის ასე სწრაფი ტემპით გავრცელებას, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და უკანასკნელ ხანს კავკასიაში არსებული ვითარება. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და თუ ხელისუფლება არ მოინდომებს ახლო მომავალში არ ჩანს პერსპექტივა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დროა, საზოგადოებამ შემოჰკრას განგაშის ზარები, რათა ხელისუფალთა წინასაარჩევნო ვალდებულებები მხოლოდ დაპირებად არ იქცეს...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat