ბერის განკითხვით ღმერთს განვიკითხავთ
ბერის განკითხვით ღმერთს განვიკითხავთ
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს: "ერთხელ რაღაცის გამო ბერი განვიკითხე. ღამით, როდესაც ლოცვად დავდექი, ვხედავ, ჩემს წინ კედელი აღმართულა და არ მიშვებს. "უფალო იესო ქრისტე... უფალო იესო", - დავიწყე მუდარა, მაგრამ ამაოდ, ყველაფერი დახშული იყო, არავითარი კავშირი ღმერთთან, თუმცა ადრე მისი სიყვარულით ვიყავი სავსე! რა შემეშალა, რა შევცოდე? - გავიფიქრე და დავიწყე გამოძიება იმისა, რაც წინა დღეს მოხდა: სად წავედი, რას ვაკეთებდი და ვამბობდი. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბერი განვსაჯე. მეორე დღეს კვირა იყო და ლიტურგიაზე უნდა მემსახურა, რაღა ვქნა? დავიწყე ლოცვა: - "ღმერთო ჩემო, მომიტევე, რომ ჩემი ბერი განვიკითხე. შევცდი და შენდობას გთხოვ". პასუხი არ ჩანდა... "ნუთუ არ მიმეტევა?" ისევ არაფერი. "უფალო, პეტრეს, რომელმაც უარგყო, მიუტევე, მე არ განგდგომივარ; მოვტყუვდი და ჩემი ბერი განვიკითხე, ახლა ვინანიებ და შენდობას გთხოვ". კვლავ უპასუხოდ დავრჩი. ისევ სკვნილი ავიღე, მაგრამ ლოცვა ვერ შევძელი: კარი დახშულია. ტირილი დავიწყე - ცრემლი ნაკადულებად მომდიოდა. "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ჩემთვის შენდობა არ არის? შენ ხარ ღმერთი მოწყალებისა და წყალობისა. ნუთუ არ მომიტევებ? ისტორიას ამდენი შემცოდე ახსოვს, შენ ხომ ყველას მიუტევე, როდესაც შეინანეს.Aახალმოწამენი, რომლებმაც უარგყვეს და გათურქდნენ, ხომ მიიღე. მომიტევე, ყოვლადსახიერო, ვინანიებ!"

სამი საათი ქაოსსა და წყვდიადში გავატარე. მთელი საკვირაო მსახურება ვტიროდი.Bბოლოს, შევიგრძენი სიმშვიდე, სიტკბოება და სიხარული. ლოცვა გამომივიდა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". რა კარგია! - შვებით ამოვისუნთქე და ლიტურგიას შევუდექი.

ნებისმიერი განკითხვა საზიანოა, მაგრამ საკუთარი ბერისა - თავად ღმერთის განსჯას ნიშნავს! ყურადღებით იყავით, რათა ეშმაკთან ორთაბრძოლა მოიგოთ. ნურავის განიკითხავთ. ერთხელ ერთი ეპისკოპოსი განვიკითხე და საღმრთო მადლი განმეშორა".

გვესაუბრება დვანის კვართის წმინდა გიორგის, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მშენებარე მამათა მონასტრის, წმინდა თამარ მეფის ტაძრისა და ტახტისძირის პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი ნიფონტი (ქევხიშვილი):

- არ განიკითხო და არ განიკითხები. საუბარს ერთი პატერიკით დავიწყებდი, რომელიც ჩემს გულთან ახლოს არის. მორწმუნე ადამიანი მიდის ერთ-ერთ გამოცდილ მამასთან, წინამძღვართან და ეუბნება, - მამაო, მე ამ მოძღვარმა დამაბრკოლა, რამეთუ ცოდვით სავსე ცხოვრებით ცხოვრობდაო. მოძღვარმა უპასუხა, - შენ არასწორად გაგიგია ყველაფერიო. არა, წმინდანმა მითხრა, - ცოდვით ცხოვრობსო, მოძღვარმა უთხრა, - ის არ იქნება წმინდანი, თორემ მასზე ცუდს არ გეტყოდაო. მამაო, ჩემი თვალით ვნახეო. შემდეგ ზევით აახედა, დაანახა დიდი დირე და უთხრა, - შენი ცოდვა არის დირე და მისი ცოდვა - ჩხირი. დაფარე სხვისი ცოდვა, ღმერთმა შენი ცოდვაც რომ დაფაროსო. დღევანდელი ადამიანები ამას არ გაითვალისწინებენ, ვისაც განვიკითხავთ, მისი ცოდვა ჩვენზე გადმოდის, ნაწილობრივ კი არა, მეტადაც და არ ვაცლით ერთმანეთს გამოსწორებას. პირველმოექცეულ ადამიანს წლები სჭირდება სულიერად ჩამოსაყალიბებლად.

მახსენდება ერთი რუსი მოძღვრის, მამა სამსონის ამბავი. ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, მას დაემგზავრა ოთხი ბიჭი, წინ დაუსხდნენ და მზესუმზირას აკნატუნებდნენ, თან დაცინვა, განკითხვა დაუწყეს დიდსქემოსან ბერს.Mმამა სამსონს ძალიან დიდი ბრძოლა გადახდა თავს. ეშმაკი იმათაც აქეზებდა წინამძღვრის განკითხვაში და წინამძღვარსაც აქეზებდა ამ ადამიანების წინააღმდეგ. შემოვიდა ბოროტი ძალა იმ მოძღვარშიც, რომ გამკლავებოდა, რამეთუ ღონიერი იყო და შეძლებდა ოთხის მოგერიებას. შემდეგ გაახსენდა: წმინდა სერაფიმე საროველს როდესაც ყაჩაღები დაესხნენ თავს, მან ქვა ისროლა გვერდზე და თქვა, ვინც აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს და დაითმინა ბერმაც ყველაფერი. გაიხსენა, მაცხოვარი როგორ გააკრეს ჯვარზე, როგორ შენერწყვეს.Uუფალმა ამ დათმენით მოგვცა გადარჩენის დრო, ანუ არ განგვიკითხა. მაშინვე რომ განვეკითხეთ, დავიღუპებოდით, ვერ გადავრჩებოდით, მაგრამ ყოველთვის გვაძლევს დროს. ამ ხანში ადამიანს განსაცდელით ეძლევა მადლი, ეხილება სულიერი თვალი, ეძლევა სინანული, რათა მოექცეს ღვთისკენ. ზოგს წლები სჭირდება, ზოგსაც თვე, ზოგს კვირა, ზოგი მეორე დღესვე ხვდება...

გავაგრძელებ თხრობას, ეს ოთხი ბიჭი ისე გათამამდა, რომ მამა სამსონს მზესუმზირას ტანზე ანერწყვებდნენ, უწმაწური სიტყვებითაც მიმართავდნენ. მოძღვარი ისე განერვიულდა, რომ ცრემლები ჩამოსცვივდა. თან იმაზე დაიწყო ბრძოლა, ეს რა დამემართაო, ასე როგორ ვუთმენ ამ საზიზღარ ბიჭებს, რომ ტირილიც კი დამაწყებინესო, ასეთი რამ ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. როდესაც მატარებლიდან ჩადიოდა მათ უთხრა, ამა და ამ მონასტერში ვმსახურობო და წავიდა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. მოძღვარს დაავიწყდა წყენა და მადლობდა უფალს, რომ დაათმენინა. მოძღვარი მიხვდა, რომ უამრავი ცოდვა მიეტევა ამ დათმენით და იმ ბიჭებს ლოცავდა და აკურთხებდა. ხშირად მაჭირვებლები უფრო მაცხოვნებლები არიან ჩვენთვის, ვიდრე პირში მაქებრები. მერე იმ ბიჭებიდან ერთ-ერთი თვალცრემლიანი მივიდა ამ მოძღვართან. დაუჩოქა და შენდობა სთხოვა - ეს ხუთი წელიწადი მხოლოდ შენი ცრემლი არ მასვენებდა, როცა მახსენდებოდა სადამდე დაგვითმინე, ამ ცრემლმა ნელ-ნელა ამპარტავნება დამითრგუნა, სინანული მომგვარა და შენთან მომიყვანაო. მოძღვარმა შვებით აღმოთქვა, - მადლობა ღმერთს, რომ დავითმინე. რომ არ დამეთმინა იმ ოთხიდან ერთიც ვერ გადარჩებოდაო.

***
განკითხვა სულის ჟანგია. სულიერად ჭამს და ამაოდ მეტყველებაში აგდებს. ვინც განკითხვებშია, სინანული არ ეძლევა. ადამიანები ხშირად არც ვუკვირდებით, მავანს რატომ აქვს ესა თუ ის ნაკლი. თვითონ რომ იცოდეს, რა ნაკლი აქვს, ხომ ეცდებოდა მოშორებას? ცოდვა კი არ უნდა მოვუძებნოთ ადამიანებს, არამედ მადლი.

პირველად რომ ტაძარში შევდიოდი, მღვდელს ვერ ვამჩნევდი, ჯერ არ ვიყავი სულიერების იმ დონეზე. პირველად სტიქაროსანი აღვიქვი. მრევლთან რომ გამოდიოდა და უფრო მეტად ერულ ცხოვრებასთან იყო ახლოს. მრევლი რასაც ასრულებდა, იმას ვუყურებდი ხოლმე. შემდეგ მედავითნე დავიმახსოვრე. ეკლესიურ ცხოვრებაში რომ გავერკვიე, მერე აღვიქვი სასულიერო პირიც. ბედნიერი ვიყავი, როცა მოძღვარმა ჩემი ცოდვები იტვირთა. შინაგანად ვიგრძენი პატიება და მაშინვე ბუმბულივით გავხდი. მე რა უფლება მქონდა, მისი ნაკლი განმეკითხა, ანდა რაიმე მეთქვა მასზე. ჩვენ იმასაც არ ვუკვირდებით, მოძღვარი რამდენ ცოდვას კისრულობს. რაც მეტ სიწმინდეს დაიცავს ადამიანი, მით უფრო იზრდება რწმენა და ადამიანში ყალიბდება მეტი სულიერი და უხილავი ხედვა. თავად სასულიერო პირი უნდა იყოს სანდო, რათა დაარწმუნოს სულიერი შვილი, რომ მისი აღსარება არის დაცული და ის აღარ დაბრკოლდება. მრევლი ყოველთვის ხედავს მოძღვრის ნაკლს. როდესაც მას ვენდე აღსარებით, მისი ნაკლი ჩემთვის არაფერი იყო. რომ შემემჩნია, აღსარება ზერელედ მიიღო, აღსარება გათქვა, ანდა რამე უცოდინრობით სადმე წამოსცდა, სულიერადაც დავზიანდებოდი, მისი ნაკლი ყოველთვის თვალწინ მექნებოდა და ყოველთვის განვიკითხავდი. მეც დავიღუპებოდი. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს თავად მწყემსმა, ერის ადამიანებმაც. კაცს რაც მეტად განვიკითხავთ და ვაძაგებთ, უფრო ცუდია. სასულიერო პირს ცოდვის მადლად გადაქცევა უნდა შეეძლოს.Yყოველი ადამიანის გადარჩენა მოძღვრის გადარჩენაა. ყოველი ადამიანის დაბრკოლება მოძღვრის კრახია. ერთი ადამიანის დაბრკოლების გამოც შეიძლება აღმოჩნდე გეენიაში. ადამიანები არ ლოცულობენ, ეზარებათ. გონებაგაბნეულები მატერიალური ცხოვრებისთვის ზრუნავენ, ცდილობენ მოძღვრისგან მიიღონ მადლი და ენერგია, რომლებიც ენერგოვამპირებს ემსგავსებიან და არასდროს ცდილობენ თავადაც ილოცონ მოძღვრისთვის. როგორც მოძღვრის ლოცვა სჭირდება მრევლს, ისე მრევლის ლოცვა აუცილებელია მოძღვრისთვის. ერთი ყველასათვის არის და ყველა ერთისათვის. მოძღვარიც უნდა ფიქრობდეს, რომ მრევლის წმინდა ლოცვით იგი ძლიერდება. როგორც ერი ელის მოძღვრისგან ლოცვას, ისე უნდა ელოდეს მოძღვარი ერის ლოცვას.

შევეცადოთ, ერთმანეთი შევიყვაროთ და ერთმანეთს ჭრილობა ადვილად მოვუშუშოთ. მოძღვრებსაც ვთხოვდი, გაუფრთხილდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე სინანულისთვის არიან მზად, როდესაც ადამიანი გადადგამს ნაბიჯს და მივა აღსარებაზე, ე.ი. სტკივა, ის დაჭრილია. უნდა ვეცადოთ, ყურადღებით, ოჯახის წევრის ტკივილივით მივიღოთ ჩვენი სულიერი შვილის სულიერი სატკივარი. უნდა გრძნობდეს მრევლი, რომ მოძღვარს ნამდვილად უყვარს, ცდილობს, სანდო იყოს მისთვის. ასევე მრევლიც უნდა ცდილობდეს, არა განკითხვით, არა ეჭვის თვალით, არამედ მიწიერ ქრისტესავით უცქერდეს მოძღვარს და ამით გადავრჩებით, ამით მივალთ ღმერთამდე, მით უმეტეს, თითქმის ლამის ბოლო ჟამის ნიშნებიც მომწიფებულია. როგორც უფალი ბრძანებს, თავად ანგელოზებმაც არ იციან, მაგრამ ლეღვის ხიდან ვისწავლოთო, როდესაც კვირტს გამოიღებს, გაზაფხულიც მოახლოებული არისო.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat