ბილწთ არ შავეკვრი ზავითა
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
ჩვენს დროში მისი ქმედება უფრო დაიხვეწა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. კაცობრიობის მტერი გამუდმებით ცდილობს, ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილად წარმოაჩინოს. იგი ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას სთავაზობს ადამიანს, იმედის ნაცვლად - სასოწარკვეთილებას ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ - უსიყვარულობას ან მოჩვენებით სიყვარულს, და ეს ყველაფერი ისეა შენიღბული, რომ შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია.

როგორ აღვუდგეთ წინ ამქვეყნიურ ცოდვებს, როგორ ვებრძოლოთ და რა საშუალებებით?.. როგორ არ უნდა დავუთმოთ კაცთა მოდგმის მტერს? - ამ საკითხზე გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- საით მივდივართ ჩვენ, ქრისტიანები; საით მივემართებით და რა გვაბრკოლებს ამ გზაზე?

- როდესაც მოძღვარი იწყებს საღვთო ლიტურგიის მსახურებას, დასაწყისშივე წარმოსთქვამს ასამაღლებელს: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმინდისა... აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ." სლავურ ენაში უფრო სხვა შინაარსი აქვს ამ ასამაღლებელს. იქ ასე გამოითქმება: "კურთხეულია სასუფეველი, მამისა, ძისა და სულისა წმინდისა". ეს სიტყვები, ბუნებრივია, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავარია, რას წარმოსთქვამს მოძღვარი და მრევლი რაზე პასუხობს მას: "ამინს"... ანუ მოძღვარი ამბობს, რომ კურთხეულია მეუფება და კურთხეულია სასუფეველი და მრევლი როცა პასუხობს - "ამინს", მრევლის თითოეულ წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ ამით იგი სრულ თანხმობას გამოხატავს და რომ მისი ქმედება, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ამ სოფელში უნდა იყოს მიმართება, სვლა სასუფევლისკენ. ადამიანი მოწოდებულია ცხონებისთვის და ის უნდა ილტვოდეს სასუფევლისკენ, რა თქმა უნდა, ქრისტეში, ქრისტიანული ცხოვრების წესით.

- ადამიანი და ასევე ანგელოზიც ღმერთმა შექმნა ხატებისა და მსგავსებისა თვისისაებრ. რათა ვისაუბროთ, რა დაბრკოლება აქვს ადამიანს და რა დაბრკოლებები ხვდება მას ამ გზაზე, სასურველია ვიცოდეთ, გავიხსენოთ, თუ რატომ მოხდა მისი განშორება და გამოძევება სამოთხიდან, ანუ ზეციური წიაღიდან...

- ჯერ შევეხოთ იმას, თუ რატომ მოხდა დაცემა ანგელოზისა, და შემდეგ კი - ადამისა და ევასი. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, სასულიერო პირები და მრევლიც, ერთმანეთს ადარებენ ანგელოზისა და ადამიანის დაცემას და ამბობენ, რომ თითქოს სასუფეველში და დედამიწაზე მსგავსი დაცემა აღესრულა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ანგელოზის დაცემასა და ადამიანის დაცემას შორის არსებობს სერიოზული განსხვავება. ანგელოზის დაცემას ხელს არ უწყობდა არანაირი გარეშე მოვლენები. ანგელოზი დაეცა საკუთარი არასწორი ქმედებით. გნებავთ, საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულებით, პატივმოყვარეობით ანუ რაც ერთობლიობაში იწოდება ამპარტავნების ცოდვად. და აი, ამის გამო იქნა იგი გამოძევებული სამოთხიდან. მას დაცემაში არავინ დახმარებია, იგი დაეცა საკუთარ თავში. რა მოხდა ამ შემთხვევაში ადამთან? ადამი ეცემა საკუთარ თავში, ევას დახმარებით, გველის ანუ ეშმაკის ზეგავლენით და ასე ვთქვათ, გარკვეული შეცდენით. ადამიანი ეცემა ჯერ გარე, ასე ვთქვათ, გარკვეული არაწმინდა ძალების ზეგავლენით და შემდგომში თავისი საკუთარი ნების არასწორი გამოყენებით. ძალიან ხშირად, თანამედროვე ადამიანებს, ქრისტიანებს, გვიყვარს ხოლმე გადაბრალება, როგორც ადამმა გადააბრალა ევას და შემდგომ კი - ევამ ეშმაკს. და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამის დაცემა დედამიწაზე არ არის ერთჯერადი აქტი. ანგელოზებში დაცემა აღარ მეორდება, რადგან ისინი იმდენად განმტკიცებულნი არიან უფალში, რომ ყოველწამს ადიდებენ მას, როგორც ესაიას წინასწარმეტყველებაში წერია და ასევე იოანეს გამოცხადებაში: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ!" ხოლო ადამიანების დაცემა, სამწუხაროდ ყოველწამს გრძელდება, რამეთუ ადამიანი არის მერყევი, ცვალებადი, არასრული არსება. სამწუხაროდ, ადამიანი ბაძავს არა კეთილგონიერ ანგელოზს, რომელიც აღარ ეცემა და განმტკიცებულია უფალში, არამედ, სწორედ, დაცემულ ანგელოზს, რომელიც ყოველ წამს ცდილობს უფრო დაცემული გახდეს და განეშოროს უფალს. დასანანია, რომ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ღვთის შვილია. ღვთის შვილობადაკარგულებს ურჩევნიათ თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. მიბაძონ არაწმინდა სულს და არა ღმერთს. ღმერთი გვაძლევს მცნებებს, ნეტარებებს და სხვა უამრავ საეკლესიო სწავლებას. ზოგიერთი ადამიანი კი გარბის აქედან და ცდილობს, იცხოვროს საკუთარი და ასე ვთქვათ ეშმაკის ნებით, რაც არის წარმწყმედელი და დამღუპველი.

რატომ არის ადამიანი დაბრკოლებული?! პირველ რიგში, მინდა ყველა ადამიანმა, ყველა ქრისტიანმა გაითვალისწინოს და კარგად დაიმახსოვროს, რომ, ადამ და ევასავით, ნუ გადავაბრალებთ ჩვენს დაცემას სხვა ვინმეს; ვაღიაროთ, რომ დაცემა და დაბრკოლება მოდის, პირველ რიგში, საკუთარი ბუნებიდან. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანებს შუა საუკუნეების საეკლესიო მამა - წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: მთელი მსოფლიო და კაცობრიობა ხიბლის მდგომარეობაშია! ანუ ყველა ადამიანი არის, გარკვეულ წილად, დაბრკოლებული, დაზიანებულია თვით ადამიანის ბუნება და იგი საჭიროებს აღორძინებასა და განკურნებას. აი, ამის გამო მოვიდა ქრისტე, რომელმაც გაგვიხსნა კარიბჭე სასუფევლისა, რომელიც არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება"... ქრისტესთან ერთად ჩვენთვის ყველა დაბრკოლება იქნება გადალახული. მაგრამ თუ ადამიანი მარტოა და, ასე ვთქვათ, არ სჭირდება უფალთან ურთიერთობა, იგი, ბუნებრივია, დაბრკოლებული იქნება, საკუთარი დაცემული ბუნებით, ეშმაკის ზეგავლენით და საზოგადოებიდან მომდინარე ყოველგვარი უკეთურებით, რაც ასე ნათლად არის წარმოდგენილი დღევანდელ საზოგადოებაში.

- როგორ და რა საშუალებებით დაიძლევა და გადაილახება კაცთა მოდგმის მტრის მიერ აღმართული დაბრკოლებები?

- მაცხოვარი გვასწავლის იმ ოთხი საფეხურის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი დაბრუნდეს ზეციურ იერუსალიმში ანუ სასუფეველში. "ვისაც სურს, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე". ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა, თუკი სურს, რომ მივიდეს უფალთან, პირველ რიგში, უნდა უარყოს საკუთარი დაცემული ბუნება, ანუ ის მთავარი დაბრკოლება, რაც მას საკუთარ თავში აქვს. ბიბლიიდან მოგეხსენებათ, რომ როდესაც უფალმა წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას და კიდობნიდან გამოვიდა ნოე, მან ნიშნად მიიღო ცისარტყელა და უფლისგან სიტყვები, რომ წარღვნა აღარ მოხდებოდა წყლით. რადგან ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. როგორც კი იშვება იგი, სამწუხაროდ, იმთავითვე მემკვიდრეობით იღებს დაცემულ, დაზიანებულ ბუნებას და ამიტომაც ინათლება ბავშვი ეკლესიური სწავლებით, ჩვილობაშივე, რათა განთავისუფლდეს იმ მემკვიდრეობითი ცოდვისგან და ეს გარკვეული, ცოდვისმიერი ზეგავლენა პატარაობიდანვე იქნას აღმოფხვრილი. ჩვენ გვიყვარს ხოლმე თქმა პატარა ბავშვზე, როგორ გაეშმაკდა, როგორი ეშმაკია, როდესაც ვატყობთ, რომ პატარა გარემოდან იღებს მრავალ დაბრკოლებას. მოდით, შევთანხმდეთ, რომ პირველი დაბრკოლება ადამიანში მომდინარეობს საკუთარივე დაზიანებული, დაცემული ბუნებიდან, რომელიც დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. სასურველია, ყველამ იცოდეს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება. ეს არის უხილავი ბრძოლის ყველაზე მთავარი სტრატეგია... აქედან გამომდინარე, გამარჯვებულია ის ვინც უარყო საკუთარი თავი და შეუდგა უფალს. ასეთი რჩეულები იყვნენ მეუდაბნოე მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ უდაბნოში. თუკი მათ ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ როცა ეს დიდი მამები მიდიოდნენ სოფლიდან და გაურბოდნენ საკუთარ დაზიანებულ ბუნებას, მათ მიმართ აღდგებოდა მთელი დაცემული ქვეყნიერება და ცოდვას დამონებული საზოგადოება. ახლაც, ზოგჯერ, რომელიმე სასულიერო პირის მისამართით (თეთრი სამღვდელოებიდან იქნება თუ შავი), მრავალ ცილისწამებას წარმოთქვამენ მავანნი... კი არ იტყვიან, რომ ეს ადამიანი გავიდა ამ სოფლიდან უფლის სიყვარულის გამო, არამედ ათასნაირ შეთითხნილ ცილისწამებას და ჭორებს დაყრიან მასზე. ესეც ეშმაკისგან არის. უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ ვიწყებთ უფალთან ურთიერთობას, თვით ბოროტება აღდგება ჩვენს წინააღმდეგ და ეს არის მეორე, ასე ვთქვათ, გარკვეული ბოროტი ზეგავლენა ადამიანზე, რომლის ფიქრსაც უფალთან მისვლა წარმოადგენს. ეშმაკისა და საკუთარი თავის წინააღმდეგობის გარდა, დაბრკოლების სახით ადამიანს წინაღუდგება ხოლმე ის ცოდვები და განსაცდელები და, საცდურები, რომლებიც მოდის საზოგადოებიდან, იგივე ოჯახის წევრებიდან, ნათესავებიდან, ახლობლებიდან, ხალხიდან, ვისთანაც ჩვენ გვიწევს მოღვაწეობა. აი, ამიტომ ბრძანებს იესო ქრისტე, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. გიყვარდეს უფალი, როგორც შენი მამა, სიცოცხლის მომცემელი. და ვინც უარყო საკუთარი თავი და ვინც უარყო ბოროტება, ეს სოფელი, ისინი დღეს სასუფეველში არიან.

- როგორც ბრძანეთ, მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება არის ასპარეზი, სამოთხიდან გამოძევების ადგილი, სადაც ადამიანი უნდა ეპაექრებოდეს ჯერ საკუთარ თავს, მერე დაცემულ სულს, საზოგადოებას და მხოლოდ ამ დაბრკოლებებზე გამარჯვების შედეგად დაბრუნდება იგი ზეციურ სასუფეველში... ამას ეკლესიურ ენაზე ცხონება ჰქვია...

- დიახ. სხვაგვარად ადამიანი ცხონებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ძალიან ხშირად გვიყვარს საუბარი სლოგანებით, რაღაც გარკვეული ფრაზებით, რომ აი, ჩვენ ყველანი ვცხონდებით, ივერია გაბრწყინდება, გადავრჩებით, მაგრამ ვერ გაბრწყინდება ვერც ივერია და ვერც ჩვენი დაცემული ბუნება, თუკი ამქვეყნიურ დაბრკოლებებს ვერ გადავლახავთ. ჩვენ გარეშე არაფერი მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ დაბრკოლებები გადაილახება მხოლოდ ლოცვით, მხოლოდ მარხვით, შრომით, საკუთარი თავის უარყოფითა და ეშმაკთან შერკინებით, რაღა თქმა უნდა, უფლის დახმარებით. ნახეთ, როგორ წერია ძველ აღთქმაში, დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან. პავლე მოციქული ამბობს, რომ როგორც მბრდღვინავი ლომი, ისე დადის ეშმაკი და დაეძებს, რომ ვინმე ჩაყლაპოს... და თუკი იცი, რომ შენი მოწინააღმდეგე არის მბრდღვინავი ლომი და შენივე მოწინააღმდეგეა შენი საკუთარი თავიც და ეს საზოგადოებაც, ამიტომ არ შეგფერის, იყო მოლხენით და შენთვის განკუთვნილი სიცოცხლე გაატარო ლხენაში, დროსტარებასა და ქეიფში... როგორც ბევრი თანამედროვე ქრისტიანი იქცევა და დროს ატარებს, ასე ვთქვათ, მცონარებაში, უდებებასა და გახრწნილებაში. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ წუთისოფელში ჩვენი მოკლე ჟამი მოგვეცა იმიტომ, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ და ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ. შემთხვევით როდი მოვიყვანე ასამაღლებელი, რომლითაც იწყება ღვთისმსახურება. ადამიანს, მთელი წირვის განმავლობაში უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისმსახურება: მწუხრი, ცისკარი და ა. შ. იმიტომ შედგა, დაიწერა, გადმოიცა და იმიტომ აღესრულება, რომ ეს არის გარკვეული სიმბოლო, ეკლესიით გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა თავისი ცხოვრება, რომ ბოლოს გახდეს სასუფევლის მკვიდრი უკვე ღვთის წყალობითა და საკუთარი ცხოვრების წესით. ეს არის, სწორედ, სინერგია. ეკლესიური ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი უნდა გახდეს ის უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა მამის წიაღში.

თუ შეიძლება ვისაუბროთ ეკლესიისა და მოძღვრის როლზე ცხოვრებისეულ დაბრკოლებათა ძლევის საკითხში...

- მინდა შეგახსენოთ ტერმინის - "ეკლესია" - ეტიმოლოგია. ეს ბერძნული ტერმინია და ნიშნავს წვეულთა კრებას; იმ ადამიანების ერთობლიობას, რომელთაც უფალმა მოუწოდა. გარკვევით ამბობს მაცხოვარი, რომ თქვენ კი არ ამირჩიეთ, არამედ მე თქვენ. ანუ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ეკლესიაშია, მართლმადიდებელია, არის წვეული, მოხმობილი, რჩეული და ეს ყველაფერი არის ღვთის ნება, ღვთის წყალობა. ღოგორც აღვნიშნე, არ არის ასე მარტივი მხოლოდ აღიარება იმისა, რომ წვეულები ვართ; რომ მართლმადიდებლები ვართ და ეკლესიაში ვიმყოფებით. ჩვენი საკუთარი ნების უარყოფის გარეშე ჩვენი დაბრუნება სასუფეველში არ მოხდება. ეკლესიაში ახლად მოსულ ადამიანს ხშირად უკვირს, თუ რატომ წარმოსთქვამს მედავითნე "უფალო შეგვიწყალენს" 40-ჯერ. ასეთ შემთხვევაში ვპასუხობთ ხოლმე, რომ როგორი სიხშირითაც იღებს ადამიანი პურსა და წყალს და თუკი მას აქვს წყლის და პურის ხმევის მოთხოვნილება მანამ, სანამ იგი ხორცშია და მისი ხორციელი არსებობა არ დასრულდება, ასევეა ამ შემთხვევაშიც... სულსაც სჭირდება საკვები, რომელსაც შეადგენს ლოცვა... სულს სჭირდება ინტენსიურად აღიარება იმისა, რომ იგი ცოდვილია, დაცემულია და შესაწყალებელი. ამიტომაც ვიმეორებთ ხშირად: "უფალო შეგვიწყალენს". ასევე ძალიან საინტერესო ტერმინია: "ალილუია", რომელიც ძველებრაულიდან პირდაპირ, უთარგმნელად გადმოვიდა თანამედროვე ენებში. ეს სიტყვა ასე ითარგმნება: "აჰა, უფალი და ადიდეთ იგი." ანუ ეს არის იმ ხალხის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში ხედავს და ჭვრეტს უფალს და იცის, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი... და თუკი უფლისკენ არ ვივლით "ალილუიას" აღვლენითა და ლოცვებით, ვერასოდეს მივალთ მასთან. შეიძლება გვეგონოს, რომ ყველა დაბრკოლება გადავლახეთ და მივედით უფალთან, მაგრამ ამ დროს აღმოვჩნდეთ ხიბლის მდგომარეობაში, ისევე როგორც ებრაელი ერი სხვა ერებზე და რელიგიებზე მაღლა იდგა, მაგრამ მაინც შორს იყო უფლისგან... უფრო მეტიც - როცა მოვიდა უფალი, ვერ იცნეს იგი, იმიტომ რომ დაბრკოლებულები იყვნენ საკუთარი დაცემული ბუნებით, ცრუ რელიგიითა და შეხედულებებით. იესო ქრისტემ ამხილა ძველი აღთქმის ცრუ მამობა, ცრუ მასწავლებლობა, ცრუ წინასწარმეტყველება. თქვენ თვითონ არ შედიხართ ცათა სასუფეველში და სხვებსაც აბრკოლებთო, კარგად დავუკვირდეთ. ასევე შესაძლოა, რომ ბევრი მოძღვარი და თანამედროვე ქრისტიანი დამაბრკოლებლად იქცეს სხვა ადამიანებისთვის თავისი ცხოვრების წესით.… პირდაპირ წერია, რომ ჯობია წისქვილის ქვა დაიკიდოს იმ ადამიანმა, ვინც აბრკოლებს სხვას უფალთან მისვლაში. ეს ძალიან დამაფიქრებელია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოძღვრებს ჰმართებთ ამის გათვალისწინება. მოძღვრის გარეგნობა, საუბარი, სიარული, ჩაცმულობა, გამომეტყველება, გადაადგილების საშუალება, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს მის მართლმადიდებლურ მრწამსსა და ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე, მრევლის რიგითმა წევრმაც უნდა იცოდეს, რომ ისიც ასევე შეიძლება იქცეს დაბრკოლებად სხვისთვის. ადამიანების უმრავლესობა …ეკლესიაში და მის გარეთ სხვადასხვაგვარად იქცევა. ასეთი მდგომარეობა, ცხადია, დამაბრკოლებელია და ამას ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაფრთხილება გვმართებს, რათა ჩვენი საქციელით ვინმე არ დაზიანდეს და არ დაბრკოლდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი არის ზნეობრივი არსება და ის ვერ ჩაითვლება ადამიანად, თუ არ არის რელიგიური, ეთიკური, თავისუფალი. თუკი ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ღმერთმა, განა შეიძლება, ასე დაბრკოლებულნი დავრჩეთ და ვერ გადავლახოთ ის პირუტყვული ნდომა, რაც ხორციელ ბუნებას ახასიათებს?

- რას გვეტყოდით ინტერვიუს დასასრულს?

- ალბათ, ყველა ხედავს, რომ ეს სოფელი გახვეულია ეშმაკის ბადეში. ეს ბადე მოგეხსენებათ, იხილა წმინდა ანტონი დიდმა. დღევანდელი სამყარო ისეა დაბრკოლებული დამახინჯებული იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ ეშმაკს აღარც სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, ჩვენთვის მახეების დასაგებად. ისედაც საკმარისად ვართ გახლართულნი მათში ჩვენი ცოდვებით. შეკითხვაზე, თუ ვის ხელეწიფება თავის დახსნა ამ ბადეებისგან, ანტონი დიდს მოესმა უფლის პასუხი: მხოლოდ თავმდაბალი დააღწევს თავს ამ ბადეებს. და ეს იმიტომ, რომ იმ ერთი ცოდვის გამო გამოაძევა ღმერთმა სასუფევლიდან ანგელოზიც და ადამიანიც, ეს გახლდათ - ამპარტავნება, ქედმაღლობა და მისი წამალი არის მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობა. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს ძალუძს ამა სოფლის თავადის მიერ დაგებული ცოდვისმიერი ბარიერების, გარკვეულწილად, იგივე საზვერეების, გადალახვა. ეს ბარიერები ძალიან უხვად არის ჩვენში, ჩვენ ირგვლივ, როგორც ხილულად, ასევე უხილავად. უხილავი ბარიერი უფრო საშიშია. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს დამახინჯებული სულიერება გააჩნია. მას ჰგონია, რომ ადიდებს ღმერთს და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ლუარსაბივით თავდაჯერებულია. სინამდვილეში კი სული ცოდვებით აქვს სავსე... ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუკი ჩვენ არ გვესმის იმდენად, ვკითხოთ ჩვენზე უფრო გამოცდილ ადამიანებს, რათა შეცდომა არ დავუშვათ. არიან ადამიანები, რომელნიც ფიქრობენ, რომ აღარ საჭიროებენ დამოძღვრას, იმიტომ რომ საკმაო განათლება აქვთ საამისოდ მიღებული. ამ დროს ისინი არიან დაბრკოლებულები თავიანთი ცრუ შეხედულებებით და იმყოფებიან ხიბლის მდგომარეობაში. მათ თავიანთი თავები უკვე სასუფეველში დაუგულებიათ. ებრაელებსაც ეგონათ, რომ ღვთის რჩეულები და სასუფევლის ძენი იყვნენ. ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, რომ ქართველ ერს ნაკლები დაბრკოლება გვაქვს და ადვილად ვცხონდებით. სხვა ეროვნებები კი – ძნელად. სინამდვილეში კი ჩვენი ცხონება უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ერებისა, იმიტომ რომ ჩვენ მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუკი დღეს ჩვენს ქვეყანაში რამე ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ეს არის, უპირველესად, ჩვენი ცოდვების, დაცემულობის, ცრუ შეხედულებების, არასწორი იდეოლოგიის ბრალი. 2000 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელ სარწმუნოებას ატარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ნახავთ ისეთ კარგ ქრისტიანს, როგორიც გვინდა იყოს. გარეგნულად კი არიან თითქოს, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი არის ის, ვინც გადალახა ამა სოფლის ბარიერები და სხვასაც ეხმარება მათ გადალახვაში... ასეთები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან ჩვენ გვერდით. ჩემი სურვილია, მენახოს ჩვენი ერი მართლა გახარებული, გაბრწყინებული, ბედნიერი; დაე, ქართველ ერს უფლის წყალობით გადაგველახოს ყველა ის ბარიერი, რაც ეშმაკმა, ამა სოფელმა, საკუთარმა დაცემულმა ბუნებამ აღგვიმართა. ჩვენ გახვეულნი ვართ ეშმაკის ხლართებში და აქედან უნდა დავიხსნათ თავი ლოცვით, მარხვით, უფლის მორჩილებით, რათა შევძლოთ დაბრუნება ზეციურ იერუსალიმში, ზეციურ საქართველოში. ეს არის მიზანთმიზანი, რომლის გარეშეც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება იქნება უაზრო და უშედეგო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat