ხიბლი სიამოვნებას ჰგვრის ჩვენს თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას
ხიბლი სიამოვნებას ჰგვრის ჩვენს თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.

ბოროტ სულთა ზემოქმედებით ხიბლში ჩავარდნისა და თვითცდუნებისკენ მიდრეკის მწარე ხვედრი მოელის მათ, ვინც ოცნებობს მიაღწიოს მაღალ ლოცვით მდგომარეობას და ამასთანავე, აქვს არა ჭეშმარიტი, არამედ ხორციელი, მშვინვიერი მოშურნეობა. ასეთ მოღვაწეებს ეშმაკი იოლად აბამს თავის მახეში. არასწორი ლოცვითი წვრთნა განუყრელად უკავშირდება თვითცდუნებას, საიდანაც აღმოცენდება ეშმაკისეული ხიბლი.

არასწორი ლოცვისთვის ნიშანდობლივი ხიბლის სხვადასხვა სახეს ძალზე დაწვრილებით განიხილავს მღვდელმთავარი ეგნატე ნაშრომში "ბერის საუბარი მოწაფესთან იესოს ლოცვის შესახებ". წარმოგიდგენთ ამ სტატიის ძირითად აზრებს: "ყველა სახე ეშმაკისეული ხიბლისა, რაც მოღვაწეს ემუქრება, ჩნდება იქიდან, რომ ლოცვას საფუძვლად არ უდევს სინანული; რომ სინანული არ გახდა ლოცვის სათავე, სული, მიზანი...

სინანული და თითოეული მისი შემადგენელი: სულის შემუსვრილება და ტკივილი, გულისმიერი გლოვა, ცრემლები, თვითგანკითხვა, სიკვდილის, ღმრთის სამსჯავროს, მარადიული სატანჯველის ხსოვნა და წინასწარ განცდა, ღმრთის თანამყოფობის განცდა, ღმრთის შიში - აი, უძვირფასესი, თავდაპირველი და ძირითადი ნიჭები ღვთისა - საწინდარნი უმაღლეს და საუკუნო ნიჭთა. თვინიერ მათი შეძენისა შემდგომ ნიჭთა შეძენა შეუძლებელია. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "რაოდენ აღმატებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ღვაწლი, თუ ვერ მოვიპოვებთ გულშემუსვრილებას, ამაო და ცრუ იქნება (სიტყვა 7)...

ყველაზე სახიფათოა არასწორი ლოცვა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვით ქმნის სურათებს, რომელთაც თითქოს წმინდა წერილიდან იღებს, სინამდვილეში კი ისინი წარმოიქმნება საკუთარი მდგომარეობიდან, დაცემიდან, ცოდვილობიდან და თვითცდუნებიდან. მლოცველი ამ სურათებით ასაზრდოებს თავის თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობას, გონებამაღლობას, ამპარტავნებას და თავს იტყუებს...

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი მეოცნების ლოცვას და მის შედეგებს ასე აღწერს: "ის ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას, წარმოიდგენს საღვთო განგებულების საიდუმლოებებს, ზეციურ სიკეთეებს, წმინდა ანგელოზთა დასებს, წმინდანთა სავანეებს - მოკლედ, თავისი წარმოსახვით შემოკრებს ყოველივეს, რაც საღვთო წერილიდან სმენია. ამაზე ფიქრობს ლოცვის დროს, შეჰყურებს ზეცას და ამით სულს ღმრთაებრივის ნდომითა და სიყვარულით აღიგზნებს; ზოგჯერ ცრემლს ღვრის და გოდებს. ასე თანდათან ეუფლება მის გულს მზვაობრობა, გონებით კი ამას ვერ ხვდება: ჰგონია, რომ მისი ასეთი მდგომარეობა არის საღმრთო მადლის ნიჭი - მისსავე სანუგეშოდ მოვლინებული - და ღმერთს ევედრება, ღირსყოს მარად ამ მდგომარეობაში ყოფნისა. ეს ხიბლის ნიშანია. ასეთი კაცი, თუნდაც სრულ მდუმარებას იცავდეს, ვერ ასცდება გონებისეულ სიშმაგესა და სიგიჟეს. და თუ ეს არ დაემართა, მაინც ვერასდროს შეიძენს სულიერ აზროვნებას, სათნოებებს ან უვნებობას. ასე ჩავარდნენ ხიბლში ისინი, რომელთაც ხორციელი თვალებით იხილეს ნათელი და ბრწყინვალება, ყნოსვით შეიგრძნეს კეთილსურნელება, ყურებით ესმოდათ ხმები. ზოგი მათგანი ეშმაკეული გახდა, გაგიჟდა და აქეთ-იქით აწყდებოდა. სხვებმა ნათლის ანგელოზად გარდასახული ეშმაკი შეიწყნარეს, ხიბლში ჩავარდნენ, ძმათა რჩევას არ ათხოვეს ყური და ბოლომდე ასეთებად დარჩნენ. ზოგმა ეშმაკის ჩაგონებით თავი მოიკლა; ზოგიც უფსკრულში გადაიჩეხა ან თავი დაიხრჩო. ვინ მოთვლის ნაირგვარ ამოუცნობ ცდუნებებს, რასაც ეშმაკი კაცთა ხიბლში ჩასაგდებად იყენებს?"... (ფილოკალია, ტ. 1).

* * *
ჩვენი თავისუფალი ნება მიილტვის ყოველგვარი ხიბლისკენ, რადგან ხიბლი სიამოვნებას ჰგვრის ჩვენს თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას".

"ერთხელ შემემთხვა ისეთი რამ, - მოგვითხრობს მღვდელმთავარი ეგნატე, - რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მესტუმრა რუსეთში შესაწირის შესაგროვებლად ჩამოსული ათონელი მღვდელსქემმონაზონი; როცა სენაკში დავსხედით, მითხრა: "ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბევრი მძინავს და ბევრს ვჭამ". როდესაც ამას მეუბნებოდა, შევიგრძენი მისგან გამომავალი მხურვალება, ამიტომაც მივუგე: "შენ არც ბევრს ჭამ და არც ბევრი გძინავს. სხვა რაიმე უჩვეულო ხომ არ გჭირს?" და ჩემს შიდა სენაკში შევიპატიჟე. როცა კარს ვაღებდი, ფიქრებით ღმერთს შევევედრე, რათა ჩემს დამშეულ სულს სარგებელი მიეღო ათონელი მღვდელსქემმონაზვნისგან, თუ ის ღვთის ჭეშმარიტი მონა იყო. რაღაც განსაკუთრებული შევნიშნე მასში. ისევ დავსხედით სასაუბროდ და ვთხოვე: "წყალობა ჰყავ, მასწავლე ლოცვა. შენ ამქვეყნად მონაზონთა უპირველეს ადგილას, ათასობით მონაზონთა შორის ცხოვრობ: ასეთ ადგილას და მონაზონთა ასეთ მრავალრიცხოვან საკრებულოში უეჭველად იქნებიან უდიდესი მლოცველნი, რომლებმაც იციან ლოცვითი საქმის საიდუმლოება, რასაც ასწავლიან მოყვასთ, როგორც ამას იქმოდნენ გრიგოლ სინელი, გრიგოლ პალამა და ბევრი სხვა ათონელი მნათობი". დამთანხმდა, ყოფილიყო ჩემი მოძღვარი და ჰოი, საშინელებავ! მან უდიდესი მგზნებარებით დამიწყო აღგზნებითი და ოცნებითი ლოცვის მეთოდის სწავლება. ვხედავდი, რა საშინლად იყო განხურვებული, უდუღდა სისხლი და გამძაფრებული ჰქონდა წარმოსახვა. იგი საკუთარი თავით კმაყოფილი და აღტაცებული იყო, თვითცდუნებითა და ხიბლით შეპყრობილი. მე, როგორც მოწაფემ, დავაცადე ლაპარაკი და ნელ-ნელა შევახსენე წმინდა მამათა აზრები ლოცვის შესახებ, მივუთითე "ფილოკალიაზე" და ვთხოვე, აეხსნა ეს სწავლება. დაიბნა და მივხვდი, რომ არ იცნობდა მამათა სწავლებას ლოცვის შესახებ!

საუბარი განვაგრძე: "მამაო! როცა პეტერბურგში იცხოვრებ, არა და არ დაბინავდე ზემო სართულზე, ოთახი აუცილებლად ქვემო სართულზე აიღე". "რატომ?" - გაუკვირდა ათონელს. "იფიქრე, რა მოხდება, თუ ანგელოზები მოულოდნელად შენს აღტაცებას და პეტერბურგიდან ათონზე გადაყვანას მოისურვებენ. ზემო სართულიდან რომ წაგიყვანონ და ხელიდან გაუვარდე, ხომ სასიკვდილოდ დაიმტვრევი, თუ ქვედა სართულიდან - მხოლოდ დაიჟეჟები". "რამდენჯერ მიფიქრია ლოცვად მდგომს, რომ ანგელოზები ამიყვანენ და ათონზე დამსვამენ!" - მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ მღვდელსქემმონაზონი ატარებდა ჯაჭვებს, თითქმის არ ეძინა, ცოტას ჭამდა, სხეულში ისეთ მხურვალებას გრძნობდა, რომ ზამთრობით თბილი სამოსი არ სჭირდებოდა. საუბრის დასასრულს ვთხოვე, როგორც მმარხველს და მოღვაწეს, თავის თავზე გამოეცადა წმინდა მამათაგან მოცემული მეთოდი, რის თანახმადაც ლოცვის დროს გონება სრულად უნდა განეშოროს ყოველგვარ ოცნებას, ყურადღება მთლიანად ლოცვის სიტყვებს მიაპყროს, მათში ჩაიკეტოს და მათით შემოიზღუდოს; ამ დროს გონებას, როგორც წესი, თანადგომას უწევს ცოდვათა გამო მწუხარე გული... "როცა ამას შენს თავზე გამოცდი, - ვუთხარი ათონელს, - შემატყობინე გამოცდილების შედეგი; თავად ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება მოუცლელობის გამო!" ათონელი ხალისით დამეთანხმა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და მითხრა: "ეს რა მიყავი? როგორც კი ვეცადე, ყურადღებით მელოცა და გონება ლოცვის სიტყვებში ჩამეკეტა, ყველა ჩემი ხილვა გაქრა და მათ ვეღარ ვიბრუნებ". ამის შემდგომ ათონელ ბერთან საუბრის დროს აღარ შემინიშნავს ადრინდელი თავდაჯერებულობა და კადნიერება. ეს, ჩვეულებრივ, ნიშანდობლივია თვითცდუნებულთათვის, რომელთაც ეჩვენებათ, რომ წმინდანები არიან, ან სულიერად წარემატებიან. ათონელმა ჩემი მოკრძალებული რჩევის მოსმენის სურვილიც კი გამოთქვა. როდესაც დავარიგე, გარეგანი ცხოვრების წესით სხვა მონაზვნებისაგან არ გამოირჩეოდეს, რადგან ასეთი განსხვავება იწვევს გონებამაღლობას, მან მოიხსნა ჯაჭვები და გადმომცა.

ერთი თვის მერე ისევ მესტუმრა და მიამბო, რომ სხეულში მხურვალება გაუნელდა, უკვე თბილი სამოსი სჭირდება; მეტიც სძინავს. ამასთან დასძინა, რომ ათონის მთაზე ბევრი, ვინც სახელი გაითქვა, როგორც წმინდანმა, იყენებს ლოცვის სწორედ ამ ხერხს და მას სხვასაც ასწავლის..."

* * *
ყურადღებიანი ლოცვა მოითხოვს თავგანწირვას, რასაც ცოტანი თუ ბედავენ. საკუთარ თავში ყურადღებით ჩაკეტილი, საკუთარი ცოდვილობის ხილვით ღრმად დამწუხრებული, მრავალსიტყვაობის და, საერთოდ, შთაბეჭდილების მოხდენისა თუ მსახიობობის უნარს მოკლებული კაცი რაღაც უცნაურ, ამოუცნობ, ყოველმხრივ არასრულფასოვან ადამიანად ეჩვენება მათ, ვინც მისი საიდუმლო ღვაწლის შესახებ არაფერი იცის. განა ადვილია საზოგადოებრივ აზრთან განშორება! როგორ შეიცნოს ერმა ჭეშმარიტი მლოცველი, როცა თავად ამ მოღვაწეობას საერთოდ არ იცნობს? სულ სხვაა თვითცდუნებული! ის არ ჭამს, არ სვამს, არ სძინავს, ზამთრობით მხოლოდ ანაფორით დადის, შემოხვეული აქვს ჯაჭვები, აქვს ხილვები, ყველას ასწავლის და ამხელს კადნიერი უტიფრობით, სრულიად უსამართლოდ, უმიზნოდ და უაზროდ, სისხლისმიერი, ნივთიერი, ვნებითი განხურვებით. და ამის მიზეზია ეს სამწუხარო, დამღუპველი აგზნებულობა. პირდაპირ წმინდანია! ოდითგანვე შეიმჩნევა საზოგადოების ინტერესი და ლტოლვა ასეთების მიმართ.

მღვდელმთავარი ეგნატე აღწერს არასწორი ლოცვის სხვა სახესაც:

"როგორც გონების არასწორ ქმედებას მივყავართ თვითცდუნებამდე და ხიბლში გვაგდებს, ზუსტად ასეთივე შედეგი მოსდევს გულის არასწორ ქმედებასაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღსავსე ჩვენი სურვილი და მისწრაფება: ვიხილოთ სულიერი ხილვები ვნებათაგან განუწმედელი, სულიწმიდით განუახლებელი და აუღორძინებელი გონებით; ასეთივე ამპარტავნებითა და უგუნურებით არის აღსავსე ჩვენი გულის სურვილი და ლტოლვა: დატკბეს წმინდა, სულიერი, საღმრთო განცდებით მაშინ, როცა სრულიად მოუმზადებელია ასეთი ტკბობისათვის. როდესაც გული ლამობს, იგემოს საღმრთო სიტკბოება, სხვა საღმრთო შეგრძნებები და ვერ აღმოაჩენს მათ თავის თავში, იგი იცდუნებს, იტყუებს და იღუპავს თავს, რადგან შედის სიცრუის სამფლობელოში, უკავშირდება ეშმაკებს, ექცევა მათი გავლენისა და ძალაუფლების ქვეშ. დაცემულ მდგომარეობაში მყოფი გულის ყველა შეგრძნებიდან მხოლოდ ერთი შეგრძნებაა უხილავი ღმრთისმსახურებისთვის გამოსადეგი: მწუხარება საკუთარ ცოდვებზე, დაცემაზე, წარწყმედაზე, რასაც გლოვა, სინანული, სულის შემუსვრილება ეწოდება...

არ არსებობს ცხონება სინანულის გარეშე. სინანულს კი ღმერთი მხოლოდ მათ უბოძებს, რომლებიც მის მისაღებად გაყიდიან მთელ თავიანთ ქონებას, ანუ უარყოფენ ყველაფერს, რაც მცდარად შეითვისეს "ცრუ წარმოდგენის" მეშვეობით.

ხშირად გვხვდებიან "ცრუ წარმოდგენის" ხიბლის სენით შეპყრობილნი. ამ ხიბლში იმყოფება ყველა, ვინც სულის შემუსვრილებას არის მოკლებული, საკუთარ თავს რაიმე ღირსებას ან დამსახურებას მიაწერს, განუხრელად არ მისდევს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არამედ თვითნებურად, თავისი შეხედულებისამებრ, ან უცხო რჯულის თანახმად განიხილავს რომელიმე დოგმატს ან გადმოცემას.

ამიტომ ფხიზლად უნდა ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს, რათა არ მივიწეროთ რომელიმე კეთილი საქმე, საქებარი თვისება ან განსაკუთრებული ბუნებრივი უნარი, თვით მადლისმიერი მდგომარეობა, მაშინაც კი, თუ ასეთი პატივი გვერგო. ერთი სიტყვით, არ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თავად რაიმე ღირსება გაგვაჩნია.

...რა თქმა უნდა, არსებობს საღმრთო მადლით ბოძებული სულიერი მდგომარეობანიც, როდესაც განიცდება სულიერი სიტკბოება და სიხარული, ცხადდება ქრისტიანული საიდუმლონი, გულში შეიგრძნობა სულიწმიდის მყოფობა და ქრისტეს მოღვაწე სულიერ ხილვათა ღირსი ხდება. მაგრამ ასეთ მდგომარეობას აღწევენ მხოლოდ ისინი, ვინც ეზიარა ქრისტიანულ სრულყოფილებას, მანამდე კი სინანულით განიწმიდა და მოემზადა. სინანულის თანდათანობითი მოქმედება - გამოვლენილი სიმდაბლის სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით კი სულიერი სიგლახაკითა და გლოვით აღვლენილი ლოცვით ნელ-ნელა აცლის ძალას ცოდვის გავლენას ადამიანზე. ამისთვის დიდი დროა საჭირო... ვნებებთან ბრძოლა ძალზე სასარგებლოა - ყველაზე უფრო ასე მიიღწევა სულის სიგლახაკე. როცა ვნებები ძალზე დასუსტდება, რაც ყველაზე ხშირად სიცოცხლის მიწურულს ხდება, თანდათანობით გამოვლინდებიან სულიერი მდგომარეობანი, რომლებიც უსასრულოდ განსხვავდებიან "ცრუ წარმოდგენით" შეთხზულ მდგომარეობათაგან. სულიერ ნიჭთა ბოძება ხდება საღმრთო სიბრძნით, რომელიც თვალყურს ადევნებს - ამ ნიჭის მიმღებმა სიტყვიერმა ჭურჭელმა შეძლოს მისი ძალის დატევნა ისე, რომ თავს ზიანი არ მიაყენოს. ღვინო ახალი განხეთქს თხიერთა ძველთა! (მათ. 9,17). შეიმჩნევა, რომ ამჟამად, შესაბამისად იმ დაუძლურებისა, რამაც საერთოდ ქრისტიანობა მოიცვა, სულიერ ნიჭთა ბოძება ხდება უდიდესი ზომიერებით. ეს ნიჭები აკმაყოფილებენ მხოლოდ იმას, რაც ცხონებას ესაჭიროება. ხოლო "ცრუ წარმოდგენა", პირიქით, უზომო სიუხვითა და სისწრაფით არიგებს თავის "ნიჭთ".

მეუფე ეგნატეს ამ ერთობ მნიშვნელოვანი, ღრმა, საფუძვლიანი ნაშრომიდან შემოგთავაზეთ მხოლოდ ზოგიერთი ნაწყვეტი, რათა გადმოგვეცა უზოგადესი დახასიათება იმ საშიშროებებისა და შესაძლო გადახრებისა, რაც ლოცვით გზაზე გვხვდება. მათ, რომლებიც მოისურვებენ, უფრო ღრმად შეიცნონ ხიბლის მიზეზი, აუცილებლად მთლიანად უნდა წაიკითხონ თავად ეს ნაშრომი.

აქვე აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ რამეს, რაც გვაიძულებს, ვიყოთ უფრო ფრთხილნი სულიერ ცხოვრებაში.

წმინდა მამათაგან, ალბათ, არავინ იკვლევდა ხიბლის ბუნებასა და მის სხვადასხვა სახეს ისე გამოწვლილვითა და დაკვირვებით, როგორც მღვდელმთავარი ეგნატე. მან სრულად გამოიყენა ძველი მონაზვნობის გამოცდილება, რათა სააშკარაოზე გამოეტანა ეშმაკის ნაირგვარი ოსტატური ხრიკები, გაეფრთხილებინა მათგან ბოლო დროის ქრისტიანები, რომელთაც მოუწევთ სულიერი ბრძოლა განსაკუთრებულ საცდურთა პერიოდში, როცა აუცილებელია განსაკუთრებული გონიერება და სიფრთხილე, რომ არ დაიღუპონ. მაგრამ, აი, დასტური იმისა, რომ მხოლოდ ცოდნა, გულის სიმდაბლის გარეშე, ვერ დაგვეხმარება ამ საშიშროების თავიდან აცილებაში. აღმოჩნდა, რომ ეშმაკებს შეუძლიათ თავად სინანულისა და თავმდაბლობის შესახებ სწავლებაც კი დაამახინჯონ და გამოიყენონ ცდუნებისათვის.

ახლახან ჩვენს მონასტერს ესტუმრა ერთი მონაზონი, რომელმაც მანამდე რამდენიმე წელი გაატარა უდაბურ ადგილებში, განდეგილთა შორის. იგი მორჩილი იყო ერთი ბერისა, რომელიც გლოვის უჩვეულო მეთოდს მიმართავდა და ეს თავის მოწაფესაც ასწავლა (იმ უდაბნოში კიდევ რამდენიმე მონაზონი იზიარებდა ამ სწავლებასა და გამოცდილებას). მონაზონი თავის გამოცდილებას უყვებოდა მონასტრის ძმობას, მგზნებარედ საუბრობდა სინანულით გლოვის მნიშვნელობაზე; რომ ეს არის მონაზვნის უმთავრესი საქმე; რომ მხოლოდ გლოვაშია ცხონება და ა.შ. იგი ზეპირად იმოწმებდა წმინდა მამათა მრავალ გამონათქვამს ცრემლის შესახებ, განსაკუთრებით ეყრდნობოდა მღვდელმთავარ ეგნატეს სწავლებას გლოვისა და სინანულის შესახებ; შეუცდომლად ახსოვდა მისი ზოგიერთი წერილი. მონაზონმა გადმოგვცა ფართო, საფუძვლიანი, ჩამოყალიბებული სწავლება გლოვაზე, რაც ნამდვილად ძალზე ჰგავდა წმინდა მამათა სწავლებას ამავე თემაზე; იგი არწმუნებდა მონაზვნებს, რომ გლოვისთვის საჭიროა, ძალა დაატანო თავს; რომ ცრემლები გვეძლევა განსაკუთრებული ლოცვითი შრომით, საკუთარი თავის უარყოფისა და თავგანწირვის ღვაწლით და ა.შ. ძმები, რომლებიც მონაზონს უსმენდნენ, მის სიტყვებს ეთანხმებოდნენ, თუმცა მის ასეთ მგზნებარებას მაინცდამაინც არ ენდობოდნენ. ბოლოს მან შესთავაზა, ეჩვენებინა სინანულით გლოვის ის მეთოდი, რასაც იმ უდაბნოს ბერები მიმართავდნენ; მაგრამ გამოირკვა, რომ ამისთვის საჭიროა: მოშორდე სავანეს, წახვიდე მთებში, რათა მონასტრის დანარჩენი ძმობა არ შეშფოთდეს. ამან იმდენად დააეჭვა მონაზვნები, რომ მათ უარი თქვეს ასეთი უცნაური გამოცდილების გაცნობაზე.

საუბარი დამთავრდა. მონაზონი წავიდა სასეირნოდ, სხვები თავიანთ საქმეს შეუდგნენ. უცებ მონასტრის ირგვლივ მთებიდან მოისმა რაღაც უცნაური ყმუილი, სისხლისგამყინავი ღმუილი, კვნესა, ოხვრა. ამ ხმებს კლდე-ღრეებიდან ექო ეხმიანებოდა. ძმებმა სამუშაო მიატოვეს და დაბნეულნი სმენად იქცნენ. მაშინვე ვერც მიხვდნენ, რომ ეს იყო გლოვის მონაზვნისეული მეთოდი, და რომ იგი ამგვარად წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. სადღაც უკაცრიელ უდაბნოში, კლდეებსა და მთას შეფენილ ტყეებში ჩაკარგულ, ურთიერთისგან ძალზე დაშორებულ პაწაწინა სენაკებში მცხოვრები ის მონაზვნები, რომელთა რიცხვსაც ჩვენი სტუმარი ეკუთვნოდა, გამოსცემდნენ ასეთ სასოწარკვეთილ ბღავილს, ყოველდღე რამდენიმე საათს აყრუებდნენ არემარეს კვნესითა და ქვითინით, უხვად ღვრიდნენ ცრემლს, ბოლოს კი ქანცგაწყვეტილნი ეცემოდნენ. და ასეთი ისტერიული საქმიანობა, დაფუძნებული საკუთარი ნერვების აღგზნებასა და თვითტკბობაზე, მათ წმინდა მამათაგან ნასწავლ ჭეშმარიტ სინანულის მოღვაწეობად ეჩვენებოდათ.

რაოდენ საოცარია, რომ ხიბლის ასეთმა უმძლავრესმა ფორმამ დაიბუდა იქ, სადაც თითქოს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ მახსენდება, სულიერი ხედვით როგორ იხილა ანტონი დიდმა ამქვეყნად ეშმაკის მიერ დაგებული ყველა მახე და შესძახა: "ვაი კაცთა მოდგმას! ვინ შეძლებს ამ მახეთაგან თავის დაღწევას?" ამაზე პასუხი მიიღო: "მათ გადაურჩება სიმდაბლე - მას ისინი ვერც კი ეკარებიან" (6,43).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat