მხილება, განკითხვისგან განსხვავებით, ამ ადამიანისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს
მხილება, განკითხვისგან განსხვავებით, ამ ადამიანისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ სხვისი განკითხვის ობიექტი არ გავხდეთ?

2. რა განსხვავებას ხედავთ განკითხვასა და მხილებას შორის?

ანკეტის ამ კითხვებს უპასუხებენ სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მხატვარი ნანა ანჯაფარიძე და იურისტი გია იასაშვილი.


კონსტანტინე სურგულაძე, 42 წლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მისი მეუღლეა ნინო რუსაძე, შვილები ელისაბედი, სოფიო, ნიკოლოზი და იოანე.

1. განკითხვა მსოფლიოში გავრცელებული ცოდვაა და ეს იმდენად არის გამჯდარი ადამიანებში, როცა ვინმეს განვიკითავთ, აღარც კი ვუკვირდებით, რომ ადამიანზე ცუდს ვამბობთ.

თვითონ რომ ვიქცეთ სხვისი განკითხვის ობიექტი, ამისათვის თავმდაბლობაა საჭირო.

პატერიკონში აღწერილია ასეთი შემთხვევა. ერთ მონასტერში გარდაიცვალა ბერი, რომელიც არ გამოირჩეოდა მაინცდამაინც მორჩილებით და ქრისტიანული ცხოვრების დაცვით. ამიტომ მამები მას მწარედ დასტიროდნენ, ფიქრობდნენ, ვაითუ. ვერ ცხონდეს და მისმა სულმა საუკუნო ჯოჯოხეთში დაიმკვიდროს ადგილიო. მოულოდნელად, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და დააიმედა: "ნუ სწუხართ, მამებო, ეს ბერი ღმერთმა აცხოვნა, რადგან მას არასდროს არავინ განუკითხავსო". ამ პატერიკიდან კარგად ჩანს, რომ თუ ადამიანი სხვას არ განიკითხავს, შეიძლება უფალმა მას სხვა ცოდვები აღარც კი მოჰკითხოს, იმდენად მნიშვნელოვანია ამ მცნების დაცვა.

2. პირველ რიგში, ალბათ, უნდა გვესმოდეს, მხილება რა არის და მერე გვეცოდინება, რით განსხვადება მხილება განკითხვისაგან. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მე მიფიქრია ბევრი და მეც ხშირად განმიკითხავს სხვები, მეტ-ნაკლებად ყველას გვჭირს ეს უბედურება. მხილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი აარიდო მომავალში ისეთ საქციელს, რაც ზიანს მოუტანს საზოგადოებას, განკითხვა კი, წინასწარგამიზნული, ბოროტი განზრახვაა, როდესაც ცდილობ, დააკნინო ესა თუ ის ადამიანი მისი ნაკლოვანებისა და ცუდი საქციელის გამო. მხილება განკითხვისგან განსხვავებით ამ ადამიანისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს, რომ ის ცუდი გამოასწოროს, რაც მასაც აზიანებს და მის გარშემო მყოფებსაც, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ამხილებ ადამიანს. მხილების დროს, შენს დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობას ამ ადამიანზე უდიდესი ზემოქმედების ძალა აქვს მის გამოსასწორებლად.


ნანა ანჯაფარიძე, 55 წლის, მხატვარი, კულტუროლოგი, მისი მეუღლეა მერაბ ჩალაური, შვილი - ალექსანდრე.

1. ადამიანი ბუნებით, ასე თუ ისე, მაინც განმკითხველია. სიტყვით რომ არ განიკითხო, გულში მაინც განიკითხავ ვინმეს თავისი საქციელის გამო. როცა ტელევიზიით უყურებ, როგორ ჩაგრავს ერთი ადამიანი მეორეს თავისი თანამდებობრივი უფლების ბოროტად გამოყენების გამო და უსამართლოდ ამყოფებს ციხეში, როგორ შეიძლება ამ დროს გულგრილი იყო? გინდა თუ არა, შენგან დამოუკიდებლად, მექანიკურად მაინც ვარდები განკითხვის ცოდვაში. ცხოვრებაში ყველას არ შეუძლია ისე გაწვრთნას საკუთარი თავი, რომ განკითხვის გარეშე იცხოვროს. ეს ალბათ მონასტრულ ცხოვრებაშიც არ არის ადვილი მისაღწევი... ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც შენ არ გინდა გაგიკეთოს სხვამ" - გვასწავლის წმინდა წერილი. ამაზე მარტივად როგორ უნდა გვითხრან, მაგრამ ძალიან ძნელია ამის დაცვა ცხოვრებაში. სახარება იმასაც ხომ გვასწავლის, რომ "შეუძლებელი კაცისთვის, შესაძლებელია ღვთისთვის", ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგოთ.

სხვათა განკითხვის ობიექტი ჩვენ თვითონ რომ არ გავხდეთ და სხვა არ გავახვიოთ განკითხვის ცოდვაში, აუცილებლად ეკლესიურად უნდა ვიცხოვროთ, გავითვალისწინოთ მოძღვრის რჩევები, რაც შეიძლება მეტი ვილოცოთ, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ერთადერთი ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ღმერთშია, სხვა პატრონი ჩვენ არა გვყავს...

2. თუ ჩემი ყურითა და თვალით დავრწმუნდები, რომ ვინმე დიდ ცოდვას სჩადის, ჩემი მოვალეობაა ვამხილო იგი, მაგრამ თუ მე არა ვარ მომსწრე და თვითმხილველი ამა თუ იმ პიროვნების ცუდი ქმედებისა და სხვისი ნათქვამისა და გადმოცემის საფუძველზე ვიქმნი მასზე წარმოდგენას, მე არ მივცემ ჩემს თავს მხილების უფლებას, ხომ შეიძლება მისი ნათქვამი შორს იდგეს სინამდვილისგან და ის განკითხვითა და უსიყვარულობით იყოს ნაკარნახევი? ამიტომ მე რა საფუძველზე უნდა დავუჯერო ამ ადამიანს, როცა ზოგჯერ საკუთარმა თვალმა შეიძლება მომატყუოს და შემიყვანოს შეცდომაში? ზოგჯერ ხომ თვალიც ატყუებს ადამიანს, არამცთუ ენა და თუ ჩვენს მოჭარბებულ გრძნობებს ლაგამი არ ამოვდეთ, მხილება არათუ განკითხვად, ცილისწამებადაც კი შეიძლება იქცეს, რაც კიდევ უფრო მძიმე და სასიკვდილო ცოდვაა.


გია იასაშვილი, 48 წლის, ტელერეპორტიორი, იურისტი, მუშაობს შპს ნეოფარმში, ნეოფან პლიუს და აგრონემანქან სერვისში ადვოკატად. მისი მეუღლეა ია ოდიკაძე, შვილები: შოთა და ადა - ანასტასია იასაშვილები.

1. მე ვფიქრობ, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზანი ამოძრავებს მას... იმ პრინციპით თუ ვიცხოვრებთ, რომ ნაკლს ჩვენს თავში მოვიძიებთ, სხვებში კი უფრო კარგს დავინახავთ და მივაქცევთ ყურადღებას, ვიდრე მის ნაკლოვანებას, ვფიქრობ, ამით უფრო გავიიოლებთ ცხოვრებას. დღევანდელი საერთაშორისო დეკლარაცია, ბიბლიის საფუძველზე შეიქმნა. დეკლარაციის სამი მთავარი მიმართულება (სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული) უძველესი ტრადიციებიდან იღებს სათავეს, რომლის საფუძველთა საფუძველი დიდი სჯულისკანონია.

თუ სწორად გავაანალიზებთ ჩვენს ტაქტიკურ სვლებს ცხოვრებაში, რომლებიც მორგებული იქნება სამართლებრივ და ზნეობრივ ნორმებს, აღარ აღმოვჩნდებით სხვათა განკითხვის ობიექტი. მთავარია, არ დავკარგოთ თვითკონტროლის შეგრძნება. სწორად შეგვეძლოს გაანალიზება რამდენად სწორია ჩვენი მოქმედება სამართლებრივად, ზნეობრივად, მორალურად, ეკლესიურად. ასეთ შემთხვევაში, არასდროს ვიქნებით სხვისი დაბრკოლების საბაბი, რაშიც ტრადიციულ ოჯახურ აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

2. მხილება ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა მოხდეს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ სასურველის მაგიერ. იმიტომ არ უნდა ვამხილოთ, რომ ჩვენ მასზე რაიმეთი უპირატესი გამოვჩნდეთ, თორემ ეს უკვე მხილება აღარ იქნება. ამ დროს ადამიანი არ უნდა დავაზიანოთ, მხოლოდ სიყვარულითა და გულწრფელობით ნათქვამ სიმართლეს გამოაქვს კეთილი ნაყოფი, მხილება თუ გულშემატკივრობითა და ადამიანის გამოსწორების სურვილით არ იქნება ნათქვამი, ეს უკვე ფარისევლობა იქნება, რაც, მე ვფიქრობ, განკითხვაზე უარესია. "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო". აი, ასეთი უნდა იყოს მიდგომა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის და დასანანია, რომ ასეთი მხილება ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ. რაც ნეგატიურად აირეკლება კიდეც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ძალიან კარგი მაგალითი მოგვცა ქრისტემ სახარებიდან, როცა მრუშ დედაკაცს ხალხი ქვით ჩასაქოლად მისდევდა, ამ ქალისთვის რომ სასიკვდილო განაჩენი თავიდან აეცილებინა, ბრძანა: ვინც უცოდველია, იმან ესროლოსო და ვეღარავინ გაბედა ცოდვილზე ხელის აღმართვა. ამ ეპიზოდს რაც უფრო ხშირად გავიხსენებთ, მით უფრო ნაკლებ ადამიანს განვიკითხავთ ცხოვრებაში. განკითხვასა და მხილებას, ძალიან მრავალი წახნაგი აქვს, ამიტომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, მრავალ მიმართულებას მოიცავს და ორი სიტყვით ძნელია ამაზე საუბარი.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკვანი მამა ალექსანდრე ცანავა.

- მამა ალექსანდრე, თქვენ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ და ამის შემდეგ შეხვედით თბილისის სასულიერო აკადემიაში. მას შემდეგ რაც სასულიერო პირი გახდით, რა ცვლილება და გარდატეხა მოხდა თქვენს ცხოვრებაში და თქვენი პირადი გამოცდილებით, როგორ დავამარცხებთ განკითხვის ცოდვას?

- ჩემს პირველ პროფესიას მხატვრობას დღესაც ვეწევი, უფრო თავისუფლება ვიგრძენი შემოქმედებაში, მაქვს დიდი სურვილი ხატწერაში მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები, თუმცა პროფესიონალი ხატმწერი რომ გახდე, ამისათვის დიდი შრომაა საჭირო სურვილთან და მონდომებასთან ერთად. ცოლ-შვილი არა მყავს.

უძველესი სიბრძნე - "შეიცან თავი შენი", ყოველ დროს მიესადაგება, ჩემი პირადი დაკვირვებითაც, თუ ხშირად ვიმოგზაურებთ საკუთარ თავში, ეს დაგვეხმარება ყველა ცოდვის დაძლევაში. საკუთარი თავის შეცნობა ამოსავალი წერტილია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა. გონებაშეზღუდულ ადამიანს თუ მის ნაკლზე ხმამაღლა მივუთითებთ და ვიტყვით, ამ ჭკუასუსტი ადამიანისგან რა უნდა გამოვიდესო, განა ეს ჩვენს გონიერებაზე მეტყველებს? თუ ისევ და ისევ ჩვენი თავიდან გამოვალთ, აღარ გაგვიჭირდება იმის მიხვედრა, რაში ვიჩენთ გონიერებას და რაში - უგუნურებას. ეკლესიასთან დაახლოებამ იმის მიხვედრილობა შემძინა, თუ მაინც მომინდება სხვების განკითხვა, საკუთარი თავიდან გამომდინარე განვსაჯო.

მე სასულიერო პირი ვარ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, მრისხანების ცოდვაში მეც ვყოფილვარ წლების განმავლობაში ჩემი იმპულსური, ფეთქებადი ხასითის გამო, ამიტომ მთელი სერიოზულობით მოვინდომე შევბრძოლებოდი მას ჩემს თავში და დღესაც მაქსიმალურად ვცდილობ, მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება შევინარჩუნო. ალბათ მკითხავთ, როგორ და რა საშუალებით მივაღწიოთ ამას? ისევ და ისევ ლოცვით, მარხვით, მოთმინებით, თავშეკავებით, აღსარებით, ზიარებით, ეკლესიურ მადლთან და საიდუმლოებებთან მიახლოებით, კაცთმოყვარეობითა და მორჩილებით არა მხოლოდ საკუთარი მოძღვრის, არამედ მშობლებისა და უფროსების, ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების მიმართ. პატარა ბავშვიც რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას: "მამა ალექსანდრე, არასწორად იქცევიო", მე აუცილებლად შევისმენ და მივიღებ ამ მხილებას.

- ზოგჯერ ადამიანებს არ გვაქვს იმის უნარი, განვასხვაოთ მხილება განკითხვისაგან...

- მხილება ყველას როდი შეუძლია, ეს კარგად გამოსდით გაწონასწორებულ, ტაქტიან და ზრდილობიან ადამიანებს. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის ამხელ. ადამიანი, რომელიც ამპარტავნებით არის დაავადებული, მხილება რაგინდ მოზომილი და ტაქტიანი უნდა იყოს, იგი შეიძლება აქეთ გადმოვიდეს შეტევაზე და გითხრას: "შენ კი იქცევი სწორად?" ან კიდევ "ჯერ შენს თავს მიხედე და მერე მე მამხილე". ამიტომ გუმანით უნდა მივხვდეთ, მოიტანს თუ არა ამა თუ იმ პიროვნების მხილება დადებით შედეგს. სათქმელი თავმდაბლობით უნდა ვუთხრათ ადამიანს, ყოვლად დაუშვებელია პირდაპირ შტურმზე გადავიდეთ. კეთილი განწყობითა და მორიდებით გავუზიაროთ მას ჩვენი აზრი: "იცი, ჯობდა სხვაგვარად მოქცეულიყავი, საზოგადოებაში კარგად არ გამოჩნდა შენი საქციელი". საქმით თქმა, ყველა სიტყვაზე მეტად ჭრის. ანტონ ჩეხოვს აქვს ასეთი ნათქვამი: "კულტურული ის კი არ არის, ვინც მაგიდაზე სუპი არ დაღვარა, არამედ ის, რომელმაც ეს შეამჩნია და ხმამღლა არაფერი თქვაო". ასე რომ, როცა სხვის გამოსწორებაზე ვფიქრობთ და გვამოძრავებს სურვილი თვალი ავუხილოთ მას, აქ დიდი ტაქტისა და სიზუსტის დაცვა გვჭირდება, რომ ამის შემდეგ ჩვენ თვითონ არ გავხდეთ სხვების მამხილებელი. რადგან აქ თუ სიყვარული დავაკელით, აუცილებლად უკურეაქციას მივიღებთ. აი, თუნდაც პატარა ბავშვის მაგალითი რომ ავიღოთ. თუ დაკვირვებული ხართ, როცა მას კატეგორიული ტონით ვეუბნებით: "რამდენჯერ გითხარი ასე არ გააკეთო", ბავშვი გამომწვევად ამოგვხედავს და უარესს აკეთებს, თითქოს გვეთამაშება, რადგან ჩვენი თავშეუკავებლობითა და მრისხანებით მისი პიროვნება შევლახეთ, ისიც თავისებურად გვაჯავრებს. ამ დროს, ბავშვს თუ ღიმილით და მშვიდი ტონით ვეტყვით, "იცი, შვილო, კარგი ბავშვები ასე კი არა, სხვანაირად იქცევიან, უმჯობესი იყო შენც სხვაგვარად მოქცეულიყავი", ის უმალ დაფიქრდება და გეტყვის, "აბა, როგორ იქცევიან კარგი ბავშვები?" ასეთი რამ მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი, ზოგჯერ მოწიფული ადამიანებიც კი ბავშვებივით ვიქცევით. მთავარი კი ის არის, ბავშვივით ფაქიზი სული შევინარჩუნოთ.

დავუშვათ, ნაცნობი მოდის ჩემთან და მეკითხება, რა წარმოდგენა მაქვს ამა თუ იმ პიროვნებაზე. თუ ვეტყვი: ის ძალიან სუსტად თამაშოს ჭადრაკს, ან თავისი ლექსებით, არცთუ დიდი ნიჭიერებით გამოირჩევა ან ვთქვათ, ის ადამიანი ფეხბურთელია, მაგრამ ძველი თაობის ფეხბურთელებთან შედარებით, არცთუ მაღალი კლასი აქვს, ეს ფაქტის ჩემეული ხედვა იქნება და არა განკითხვა, უბრალოდ, მე ვუპასუხე იმაზე, რაზედაც მეკითხებოდნენ. მაგრამ თუ მე ამ კითხვაზე ცინიკურად ვუპასუხებდი: ერთი ესეც მყავს რა ფიშერი, მაგისთანა მჯღაბნელი ბევრია, ან რა ფეხბურთელი ეგ არის, ბურთის ტარებაც კი არ შეუძლია და სხვა. ასეთი ქილიკი ადამიანზე, ვინც უნდა იყოს იგი, არაფრით ჩამოუვარდება მწარე განკითხვას, მაშინ როცა ჩვენ შეიძლება უარესი არაპროფესიონალიზმით გამოვირჩეოდეთ ჩვენს საქმეში. ამიტომ ყველაფერში საკუთარი თავიდან უნდა გამოვდიოდეთ, რადგან სხვაზე ლაპარაკი ადვილია, საკუთარი ნაკლოვანების ხაზგასმა კი - ძნელი.

- ალბათ, გარკვეულ სულიერ დონეს უნდა მიაღწიო, რომ ადამიანმა გიმტროს, ცუდად მოგექცეს და შენ მასზე ილოცო...

- დილის ლოცვებში წერია: "ღმერთო აცხოვნე მოძულენი და მაჭირვებელნი ჩვენი, თუნდაც უარისმყოფელნი, მოაქციე და ღირს ქმენ მართალსა სარწმუნოებასა ზედა" - ასე ვლოცულობთ მათზე, სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, კი არ უნდა განვიკითხავდეთ, ვცდილობდეთ, ისინიც ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ. შევხედოთ უფლის ღვაწლს, მოციქულთა საქმეებს, რას არ ჩადიოდნენ წარმართები, დაბნელებულიყო მათი გული და გონება, ვერ შეეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და მისცემოდნენ ხორციელ და მატერიალურ სიამტკბილობას, მაგრამ ქრისტიანობის მთელი სიბრძნეც იმაშია, რომ მოციქულებმა ისინი კი არ განიკითხეს, პირიქით, მათზე გული შესტკიოდათ, დღედაღამ ლოცულობდნენ გზასაცდენილებზე.

ჩვენც უნდა ვილოცოთ მათზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალს ჩვეზე უარესად მოექცნენ. რომელი ჩვენგანისთვის დაუდგამთ თავზე ეკლის გვირგვინი? რომელი ჩვენგანი მიულურსმნიათ ჯვარზე? რომელ ჩვენგანს გვნერწყვავენ და გვაგლეჯენ ხორცს? ვთქვათ, ვინმემ დედა შეგვაგინოს ან სილა გაგვაწნას, ეს ხომ ზღვაში წვეთია იმ ტკივილის, დამცირებისა და შეურაცხყოფის სანაცვლოდ, რაც ჩვენს უფალს მიაყენეს? მან ყველაფერი ეს ხომ ჩვენთვის დაითმინა, რადგან თვითონ უცოდველი იყო და ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა. მოციქულებმაც ხომ მრავალი განსაცდელი, შეურაცხყოფა და დევნა დაითმინეს, წმინდა მოწამეებიც ხომ იმისთვის ეწამნენ, რომ ჩვენთვის მოთმინების მაგალითი ეჩვენებინათ. მაშინ როგორი ქრისტიანები გამოვდივართ, თუ ერთმა გადაბრუნებულმა სიტყვამ წყობიდან გამოგვიყვანა და მრისხანების და განკითხვის ცოდვაში ჩაგვაგდო, მაშინ ხომ ქრისტიანები კი არა, ფარისევლები გამოვდივართ?

უფალმა მოგვმადლოს ნებისყოფა, მოთმინება, გამძლეობა და დაგვიცვას ყოველი ცოდვისგან.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
23.05.2013
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat