ფილმი ,,საქართველოს მამა გიორგი" საქართველოში მოგზაურობს...
ფილმი ,,საქართველოს მამა გიორგი" საქართველოში მოგზაურობს...
,,საქართველოს მამა გიორგი" - ასე ეწოდება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს,რომელიც თანამედროვეობის გამორჩეული მოძღვრის ,არქიმანდრიტ გიორგი ბასილაძის სასულიერო ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მამა გიორგის სულიერი შვილი გიორგი ახალბედაშვილი.გადაღება დააფინანსეს მისმა მშობლებმა - სიმურ და ელისაბედ ახალბედაშვილებმა.ასევე, ფილმს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,ბატონმა ალექსანდრე შათირიშვილმა.
მიმდინარე წლის 10 ივლისს თბილისის კინოს სახლში გაიმართა ფილმის პრემიერა.

ფილმი შეიქმნა აწ განსვენებული მარაბდელი მიტროპოლიტის,მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით.იგი მოუთმენლად ელოდებოდა ამ ფილმის წარდგენას.დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მეუფე თადეოზის ნათელ ხსოვნას.

ფილმის დასრულების შემდეგ ისაუბრეს უდეს ღვთისმშობლის მიძინებისა და ბულაჯაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარმა,დეკანოზმა ტიმოთემ(ჩილაშვილი), მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გრიგოლმა(მეზვრიშვილი),გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ(პავლოვი),მამა გლახა ტალიურმა,თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა იოანემ(კალანდია),დედა ელისაბედმა(ხელაძე),ბერმონაზონმა იოაკიმემ,დედა ირინემ(მახნიაშვილი),დედა მატრონამ(იოსავა),ქარელის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების მოძღვარმა მამა ილიამ (ჩიკვაიძე) და სხვებმა.

ფილმის გადაღების დროს სულიერი და მორალური მხარდაჭერისთვის მადლიერებით მოიხსენიეს წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სულიერი მემკვიდრე მამა ნიკოლოზი(მაქარაშვილი) და ის ადამიანები,რომელთა დახმარების გარეშეც ფილმს ვერ იხილავდა ეკრანზე მაყურებელი.

მღვდელი ილია (ჩიკვაიძე): - დღევანდელი დღე ბედნიერების მომტანია ჩემთვის,ვნახეთ ფილმი დიდ მოძღვარზე,რომელიც ისტორიას დარჩება. მადლობას ვუხდი ფილმის შემქმნელს, გიორგი ახალბედაშვილს, რომელსაც მამა გიორგი ბასილაძე თავის შვილიშვილს ეძახდა. იგი სიცხეში, ქარში, წვიმაში, თოვლში, თავგანწირული მუშაობდა,დღესა და ღამეს ასწორებდა,რომ შთამომავლობისთვის დაეტოვებინა მამა გიორგის სახე. მდლობა მას ამ თავდადებისთვის. მოგეხსენებათ,ძნელია საუბარი ისეთ ყოვლისმომცველ ,მრავალი ნიჭით დაჯილდოებულ,ხალხის საყვარელ,მადლმოსილ მოძღვარზე,როგორიც იყო არქიმანდრიტი გიორგი (ბასილაძე), საქართველოს მისი სახით დიდი მასწავლებელი და მართლმადიდებელი ჰყავდა.ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ შეწევნა ლოცვებში მართლმადიდებლობისა და ქართული სამოციქულო ეკლესიის პრინციპების დაცვაში,პატრიარქ ილია II-ის კურსის გატარებაში, სიყვარულის განმტკიცებაში, ერთსულოვნების შენარჩუნებაში,რომ არ მოხდეს ჩვენი ეკლესიის დაშლა-დანაწევრება, რომ მრევლის და სასულიერონიც ვიყოთ შვილები დედაეკლესიისა - ჩვენ უნდა ვიყოთ სამოციქულო ეკლესიის ერთობის დამცველნი,რამეთუ მღვდლობა არ არის მარტო საცეცხლურის ქნევა და წესების ბრმად შესრულება. წესები შესანიშნავად იცის მედავითნე ქალმაც, მაგრამ მღვდელი ის ვერასოდეს ვერ გახდება. მღვდლობა არის შინაგანი მყოფობა ღმერთში,მამა გიორგი ჩვენ ამას გვასწავლიდა, დღესაც ამას გვასწვლის და მომავალშიც ასწავლის იმ ადამიანებს, რომელთაც ენდომებათ მიიღოთ მღვდლობა არა მხოლოდ ღვთისმსახურების ჩასატარებლად და სიმდიდირის მოსაპოვებლად. ღმერთმა აკურთხოს ჩვენი დედაეკლესია ამ ძალიან ძნელ დღეს,ჩვენ კი მოგვცეს ძალა და რწმენა,დავიცვათ ჩვენი მრთლმადიდებლობა და ეროვნული პრინციპები.მამა გიორგი შესანიშნავად ბრძანებდა, - საქართველოს ეკლესიის გადარჩენა ეკლესიის გაწმენდააო. დღევანდელი დღე ზეიმია სულისა და დიდი იმედი საქართველოს ეკლესიის გადარჩენისა.

მამა გრიგოლი (მეზვრიშვილი): ერთი რამ მაკვირვებდა ყოველთვის და დღემდე მაკვირვებს მამა გიორგიში,მასში იყო საოცარი შერწყმა სიმდაბლის და ვაჟკაცობისა. ზოგჯერ ადამიანი სიმდაბლეს სისუსტესთან აიგივებს, მამა გიორგი ისე მოხერხებულად იყენებდა ამ მაღალ ქრისტიანულ ღირსებას,რომ არავინ დაეჭვებულა მის ვაჟკაცობაში. იყო თავმდაბალი უაღრესად და ამავე დროს შეუდრეკელი,რაც ყველა ქართველისთვის მისაბაძი უნდა იყოს. მას საოცრად უყვარდა ყოველი ადამიანი.მამა გაბრიელმა და მამა გიორგიმ,როგოც იერუსალიმში აღდგომის მოახლოების ჟამს უფალი გარდამოავლენს ზეციდან ღვთაებრივ ცეცხლს და ამ ცეცხლისგან მერე სანთლები და კელაპტრები ინთება მთელ მართლმადიდებელ სამყაროში,ამ ორმა ადამიანმაც ამდაგვარი ცეცხლი დაანთო ჩვენს გულებში,სწორედ ამ ცეცხლმა მოგვიყვანა დღეს აქ და ვთხოვ ყველას, არ ჩააქროთ ეს ცეცხლი ჩვენს გულებში,გადავცეთ სხვებსაც,რათა ის ღვაწლი რომელსაც ეს ორი უდიდესი მამა ჩვენთვის ეწეოდა,არ დარჩეს ნაყოფის აღმოუცენებლად,გამრავლდეს და ის საქართველო გვანახოს, რომელსაც ისინი გულით ნატრობდნენ.
დიდი მადლობა ფილმის რეჟისორს,რომელმაც ამ ფილმით ერთი ულამაზესი ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში და შეულამაზებლად დაგვიტოვა მამა გიორგის ისეთი სახე,როგორიც ის იყო ცხოვრებაში.

დედა ირინე (მახნიაშვილი): - დღევანდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის. ღმერთმა ინებოს და სიცოცხლეშივე გვასწავლოს ქართველებს ერთმანეთის დაფასება. ჩვენ,ყველა ადამიანს, გვაქვს ჩადებული გულში მარცვალი დიდი სიყვარულისა,დარწმუნებული ვარ, სიყვარულით გავიმარჯვებთ და აუცილებლად მივალთ უფალთან,მთავარია,ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა,დაფასება,სიყვარული,პატივისცემა,რისი მაგალითიც იყო მამა გიორგი.ჩვენი დროის უდიდესი მოძღვარი.მადლობა გიორგის ამ ფილმისთვის,მადლობა უფალს,დღევანდელი დღე რომ გვაჩუქა!

ნინო ხაბეიშვილი,ექიმი: - არაჩვეულებრივი ფილმია,დღეს აქ მართლმადიდებლობის ზეიმია.მადლობა გიორგი ახალბედაშვილს ამისთვის.მამა გიორგი ნამდვილად იყო იმისი ღირსი,ასეთი ფილმი შექმნილიყო მასზე.ის ხომ უდიდესი სიყვარულის ღირსია ჩვენგან,რადგან თვითონ იყო სიყვარულის მოძღვრი...
მარიამ შერაზადიშვილი,მსახიობი: - ვულოცავ წარმატებას ფილმის რეჟისორს,ყველას გვფარავდეს მამა გიორგის მადლი.ყველაფერი კარგად იქნება.
დედა ელისაბედი(ხელაძე): - ბედნიერი ვარ,მადლობა უფალს,რომ ასეთი ფილმის პრეზენტაციას დავესწარი...

მამა იოანე (კალანდია): - დიდებული ფილმია, ღმერთმა ინებოს ეს ფილმი მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცების საწინდარი გამხდარიყოს.მამა გიორგი თავისი მოღვაწეობით,თავისი უხმო ქადაგებით აძლევდა ყველას მაგალითს, ფეხით მოსიარულეც იმიტომ შეარქვა ხალხმა,რომ იგი მდუმარედ ქადაგებდა მართლმადიდებლობას,მრევლში კი ზნეობის, ვაჟკაცობის, ქართველობის,პატრიოტიზმის,მორჩილებისა და შრომისმოყვარეობის სიყვარულს აღვიძებდა.ღმერთი ყოველთვის დაიცავს თავის რჩეულს.

ბერი იოაკიმე: - მამა გიორგის ებრძოდნენ,დევნიდნენ,ლანძღავდნენ,რასაც დიდი მორჩილებითა და სულგრძელობით ითმენდა,ალბათ, ამიტომაც ჰქონდა მის ლოცვას დიდი ძალა და მადლი. ერთი ახლობელი,ლევან ჯიშკარიანი,ხუთ წელზე მეტი ხანი არ გამოჩენილა.მამა გიორგის მისი სურათი ვაჩვენეთ.დახედა და გვითხრა , 3 დღეში მოსკოვში მივდივარ და ვნახავო. ზუსტად 3 დღის შემდეგ დარეკა ლევანმა მოსკოვიდან და მალეც ჩამოვიდა საქართველოში.ეს მამა გიორგის სულიერი ხედვით და ლოცვის ძალით მოხდა.შეეწიოს მისი ლოცვა სრულიად საქართველოს.

ფილმის ჩვენების დროს შედგა პრემიერა სიმღერისა, ,,ღმერთკაცივით ბერი" , ანსამბლ ,,რუსთავის "" სოლისტის დავით გველესიანის,შესრულებით,რომლის ტექსტიც ეკუთვნის ნანა მეფარიშვილს.

დავით გველესიანი,ანსამბლ ,,რუსთავის"" სოლისტი: - მოხარული ვარ,რომ ამ სიმღერამ ფილმში თავისი მუხტი შეიტანა.შესანიშნავად არის ფილმი გადაღებული.ჩვენი სიმღერა მთავრდება სიტყვებით: ,,ყველაფერს თავისი დრო აქვს,ბოლო სიტყვასაც,გამარჯვებასაც თავისი დრო აქვს...უფალი ბრძანებდა: არავინ დადებს სანთელს საწოლის ქვეშ,არამედ ისეთ ადგილზე,რომ ყველას გაუნათოს,თქვენ უნდა იყოთ მარილი მიწისა და ნათელი სოფლისა"".ეს ფილმიც ზუსტად ის სანათია და ამ სიტყვების სულისკვეთებას ეხმაურება. მადლობელი ვარ ფილმის რეჟისორისა,რომელმაც დამაძალა ამ სიმღერის დაწერა. ვფიქრობ,ეს ჩემი დაწერილი არც არის.იგი დაიწერა მამა გიორგის ღვთიური სულის წყალობით.

2015 წლის 31 ივლისს , დოკუმენტური ფილმის, ,,საქართველოს მამა გიორგი"", ჩვენება შედგა მამა გიორგი მშობლიურ ქალაქ ქუთაისში,ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

მამა გიორგის მშობლიური ქუთაისი დიდი სიყვარულით შეხვდა მოძღვარზე შექმნილ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ""საქართველოს ,,მამა გიორგი"" , რომელიც მისმა სულიერმა შვილმა,რეჟისორმა გიორგი ახალბედაშვილმა მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ვერ იტევდა.ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წრმომადგენლები,თბილისიდან და სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები,თავიანთ შთაბეჭდილებებს გამოთქვამდნენ ფილმზე და იხსენებდნენ მამა გიორგისთან გატარებულ წლებს,რომელმაც დიდი კვალი დატოვა მათ ცხოვრებაში.

ღონისძიების ორგანიზატორებმა საღამოზე მადლიერებით მოიხსენიეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის კულტურის,სპორტის,განათელბისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხურის უფროსი ბ-ნი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქ-ნი ირმა პეტრიაშვილი, ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე,ასევე გიორგი ფუტურიძე,რომან ბუხაიძე,გიორგი გვერდწითელი,ავთანდილ სახამბერიძე,გელა ჯანელიძე, ლელა წეწაძე და სხვები,რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს, რომ ეს საღამო დაუვიწყარი გამხდარიყო.

ომარ ნიშნიანიძე,პარლამენტარი:- მამა გიორგი ჩვენი დიდი მასწავლებელი იყო.რაც დრო გადის,მით უფრო ვგრძნობთ მის ძალასა და მადლმოსილებას,იგი მართლაც მოვლება იყო,სიმართლისთვის მებრძოლი,გვასწავლიდა ღვთის,მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულს,ცხოვრებას,სამშობლო გულზე ახლოს იყო მისთვის.

იგი საოცრად წიგნიერი,განათლებული მოძღვარი იყო,ბიბლიოთეკებში აღამ-ათენებდა,უყვარდა სპორტი,გულშემატკივრობდა ყველაფერს ქართულს,იყო დამფასებელი და მოამაგე ჩვენი ისტორიისა,გულშემატკივარი დღევანდელობისა და იმედინად შეჰყურებდა მომავალს.მას ეკუთვნის სიტყვები ,,ქართველობა ძნელია,მაგრამ აუცილებელი"! ეს სიტყვები გულის ფიცარზე უნდა დაიწეროს ყოველმა ჭშმარიტმა ქართველმა და ცხოვრების დევიზად გაიხადოს. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ფილმის შემქმნელსა და სულის ჩამდგმელს,ახალგაზრდა რეჟისორს გიორგი ახალბედაშვილს.უპირველესად კი მადლობა მამა გიორგის,რომელიც,დარწმუნებული ვარ,დღეს ჩვენ გვერდით იყო.

დეკანოზი ტიმოთე (ჩილაშვილი),უდეს ღვთისმშობლის მიძინების და ბულაჩაურის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: - ფილმი მაღალპროფესიულია, არ აკლია დოკუმენტური მასალა,რომ რეალისტურად გამოკვეთილიყო მამა გიორგის პიროვნება.მიხარია, რომ საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა მას,დარწმუნებული ვარ, ძალიან წაადგება ჩვენს ხლხს ჭირთათმენის დაძლევაში და სულიერად სულიერად გააძლიერებს მათ.

მამა ექვთიმე(სარალიძე),ქუთაისის სამების ტაძრის მღვდელმსახური: - როცა გავიგე მამა გიორგი ავადმყოფობდა და რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში,გულით შევთხოვე შენდობა.როცა ქუჩაში გამოვედი,ვხედავ,ზუსტად მამა გიორგის ნაირი კაცი მოდის,დავაპირე გამოდევნება,მაგრამ უცებ რაღაც ძალამ შემაჩერა - მომერიდა მასთან მისვლა და ვერ მივუახლოვდი.როგორც გავიგე , მამა გიორგი უკვე გარდაცვლილი იყო... ეს ფილმი რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს,რათა სწორი შეხედულება შეექმნას მამა გიორგიზე და გააღვიძოს უფლის სიყვარული ადამიანებში.

დეკანოზი იოსები(შალამბერიძე),ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: - უფალი ბრძანებს ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა" და მართლაც რჩეულობა ერთეულთა ხვედრია. ჩვენ XX ს-ში დავიბადეთ და XXI ს-იც გადმოგვიყვანა უფალმა.არქიმანდრიტი გაბრიელ(ურგებაძე), არქიმანდრიტი გიორგი(ბასილაძე) იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც უღმერთო დროში ქმნიდნენ ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიას.ისისნი არიან ანთებული კელაპტრები,რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამს ღვთისკენ სავალ გზას უნათებენ ადამიანებს. მადლობა უფალს ამისთვის,დღეს ამ უდიდეს მოძღვრებზე დგას საქართველო. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას .

ვერა ნოდია,ექიმი-პედიატრი: - მჯერა,მამა გიორგი ზეციდან გვეხმარება,არაჩვეულებრივი ფილმია,რომელიც შთამომავლობას შემოუნახავს მამა გიორგის სახეს.
დედა მატრონა(იოსავა) : - მიხარია,რომ ამდენი ხალხი,ყველა ერთად შევიკრიბეთ სიყვარულით მამა გიორგისგან დიდი მადლის მისაღებად,შეკრებილთაგან ბევრი პირადად ვიცნობდით მათ, რომელიც ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს. მე არ მახსოვს ისეთი,ვინც მამა გიორგის კარგად იცნობდა,თავისი სიყვარული არ გააჩნდეს მის მიმართ,რომელსაც ის ხალხში თესავდა. დიდება ყველა იმ მოძღვარს,დიდება ყველა იმ მოძღვარს ვინც დღეს აქ მობრძანდა და დიდი პატივისცემა გამოხატა მამა გიორგის მიმართ,რადგან იგი კიდევ უფრო მეტს იმსახურებდა ჩვენგან. დიდი,ეკლიანი გზა გამოიარა,მაგრამ იმდენად მტკიცედ და მყარად იდგა სარწმუნოებაში,არავის აძლევდა უფლებას,მოშვებულიყო და შიში შეპარვოდა. ის ჩვენი იმედი იყო,ჩვენთვის მლოცველი და დიდი მასწავლებელი.

მღვდელი ილია ჩიკვაიძე : - დიდებული დღეა,მე ბედნიერი ვარ,რომ ვიმყოფები ქუთაისში,ქართული კულტურის უძველეს ცენტრში,სადაც მამა გიორგიმ დიდებულად შემოაბიჯა დღეს ყოველი ქართველის გულში,რადგან ის არის სიყვარულის მოძღვარი,სიწმინდის მოძღვარი,სიმბოლო ქართული კაცობისა და რაინდობისა. იგი არა მხოლოდ უდიდესი მოძღვარია,არამედ არის დიდი ქართველი და სწორედ ამისთვის ებრძვიან მას,რადგან სამწუხაროდ,ჩვენს ირგვლივ არცთუ ისე ცოტანი არიან არაქართული ორიენტაციის ადამიანები,როგორც სასულიერონი,ისე საერონი,რომლებიც ცდილობენ ქართული სულიერების ლიკვიდაციას,ქართული ეკლესიისა და ზნეობის ,ეროვნული ღირებულებების ლიკვიდაციას,ებრძვიან დიდ მამა გიორგის,როგორც ეროვნული სულისა და ღირსების გამომხატველ მოძღვარს,რომელიც მოდამ იდგა ქართული სულიერების სადარაჯოზე.მე მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიო ამ ფილმის შემქმნელი ბ-ნი გიორგი ახალბედაშვილი,რომელმაც შეითავსა 5 ადამიანის საქმე და 6-7 თვის განმავლობაში უდიდესი შრომა გასწია,რომ ეს ფილმი გადაეღო, მე ვისურვებდი ამ დიდებულ ფილმს მოევლოს არა მხოლოდ საქართველოს,არამედ მსოფლიოს ეკრანები,რათა მართლმადიდებელმა სამყარომ გაიგოს და შეიტყოს, თუ რა დიდი მოძღვარი ჰყავდა საქართველოს მამა გიორგი ბასილაძის სახით.
ბეჭდვაელფოსტა
23.12. 2016
.
Am filmis shemkmnelebs ebraelebivit daemartat:-ebraelebma icnes gmerti da agiares xolo misi movlenili dze kriste uarkves.asea am filmis avtorta ambavic,titkos mama giorgi ucvliat da mis xsovnas da saxels adideben magram giorgis sulieri shvili beri daviti rijamadze uarkves,saertod ar kavt xsenebashi,motzkvites titkos arc arsebobdes!!ra kvia axla amas?! Am filmit undodat rom mama giorgis saxeli tzaetziat tzin,adre tzmindanebs filmebs ar ugebdnen gasacnobad magram gmertma tavis droze isini tavis didebit gaabrtzkina da shemosa sharavandedit da arc mama giorgis daaklebs tavis didebas filmis gareshec!!! Mama davits araferi daklebia am filmshi ar moxsenebit da arc araferi moemateboda mashi gadagebit,es ubralo formalobistvis iko aucilebeli.gmertis tzinashe kvela tavis sakmit da gvatzlit tzarsdgeba da ara vigacis moxseneba ar moxsenebit an agiareba ar agiarebit!!!mama davits arc tkveni filmebi tshirdeba arc tkveni tzignebi,mas tkveni sikvaruli unda romelic ar gagachniat!!!tavebs nu itkuebt tu ggoniat rom es filmi zemodan mama giorgisgan dalicvilia mama davits tu ar an ver cnobt da arafrad agdebt.is ertaderti sulieri shvilia giorgis da zustad imnairia rogoric mama giorgi iko,mas dautova is codna da sakme rasac mama giorgi flibda da aketebda!!!sircxvili tkveni jer kidev sibneleshi xart!!!aranairi argumenti ar gaamartlebs tkvens aset sakciels!!!es kvelaferi tkveni mxridan glaxaobaa da meti araferi!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler