როდესაც ადამიანის სული ღმერთს ეძებს, მასზე მადლიც გადმოდის
როდესაც ადამიანის სული ღმერთს ეძებს, მასზე მადლიც გადმოდის
ოქტომბრის მიწურულს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი სახვითი ხელოვნების თაყვანისმცემლებს ვერ იტევდა. დიდი დარბაზის მარჯვენა მხარეს გამოფენილი იყო დეკანოზ მერაბ დეკანოსიძის ზეთით შესრულებული ნამუშევრები, მარცხნივ კი მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის პასტელით შესრულებული ნახატები.

ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურეს.

საქართველოს მხატვართა ეროვნული გაერთიანების თავმჯდომარის, გურამ ცერცვაძის გამოსვლის ფრაგმენტი:

"ქართული საეკლესიო მოღვაწეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ოსტატობითა და მაღალნიჭიერებით, რასაც ცხადყოფს მათი არაერთი ფრესკა. ამის თვალნათელი მაგალითია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. დღეს მართლაც გამაოცა მამა მერაბ დეკანოსიძის მაღალი მხატვრული ოსტატობითა და სულიერებით შთაგონებულმა ნამუშევრებმა. მისი ნატურმორტები და პეიზაჟები ბევრ პროფესიონალ მხატვარს შეშურდებოდა.

ვულოცავ მამა მერაბს და მის მეუღლეს, ქ-ნ მაიას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებ, კიდევ არაერთი გამოფენით გაეხარებინოთ ხელოვნების დამფასებლები. მამა მერაბის ფერწერაში რელიგიური თემაა წინა პლანზე. არაჩვეულებრივია "გერგეთის სამების" ზამთრის პეიზაჟი. მას ფერისა და კომპოზიციის გასაოცარი გრძნობა აქვს. მამა მერაბის ნახატებში იგრძნობა პროფესიული ხედვა და დახვეწილი გემოვნება. ასეთი კულტურა და სულიერება გადაარჩენს საქართველოს.

ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე მისი მეუღლის, ქ-ნ მაია ჯანვერდაშვილის მიერ პასტელით შესრულებულმა ნამუშევრებმა. იგრძნობა სინაზე და სინატიფე. ეტყობა, რომ ქალის მიერ არის შესრულებული. როდესაც გავიგე ორივე შემოქმედმა ხატვა სულ რაღაც სამი თვის წინ შეისწავლა, განვცვიფრდი. ნახატები თითქოს ერთი ამოსუნთქვით არის შესრულებული. ამიტომაც არის ასეთი ძვირფასი და განსაცვიფრებლად მშვენიერი.

დაბოლოს, მინდა ერთი სასიამოვნო ამბავი გაცნობოთ. ქართველმა მხატვრებმა გადავწყვიტეთ, მამა მერაბ დეკანოსიძე გახდეს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც სასულიერო პირი გაწევრდება ჩვენს შემოქმედებით გაერთიანებაში. ვულოცავ მამა მერაბს ქართველი მხატვრების ამ დიდ აღიარებას. ღმერთმა ნუ მოუშალოს ჩვენს ერს ის სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა, რაც დღეს ამ დარბაზში ტრიალებს. ხელოვნება მარადიულია..."

თბილისის ზემო დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ, მეტად საინტერესო გზა განვლო. დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში, წარმატებით დაამთავრა რკინიგზის საშუალო სკოლა.

მამა მერაბი:
- ეს ცნობილი სკოლა იყო, ყველა საგანს ძალიან ძლიერი, პროფესიონალი პედაგოგები მასწავლიდნენ. მათი დამსახურებით, მედლის კანდიდატი ვიყავი. ერთი ოთხიანი გამომყვა რუსულ წერაში.

- ხატვა თუ გიყვარდათ?

- მხატვრობაზე არ მიოცნებია, მაგრამ ფერადი ფანქრებით კარგად ვხატავდი. სტუდენტობაშიც დამიხატავს ფანქრით რამდენიმე პორტრეტი, ზეთის საღებავებისთვის კი არასოდეს მიხლია ხელი.

მამა მერაბმა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა, კონსტრუქტორადაც მუშაოდა კლევით ინსტიტუტში. 32 წლისა დანიშნეს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 8 წლის შემდეგ, მეუფე იოანეს კურთხევით, ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. სასულიერო პირი 45 წლიდან გახდა. კითხულობს ლექციებს ღვთისმეტყველებაში.

მამა მერაბი:
- უფლის რწმენა ბავშვობიდან დამყვა - ალბათ გვარიც მიწყობდა ხელს. პატარაობიდანვე მწამდა, რომ ყველაფერი უფლის განგებულებით არსებობს და სამყაროს უზენაესი ძალა განაგებს. დაწყებითი განათლება ბებიისგან მივიღე, რომელიც ძალიან მორწმუნე, განათლებული ქალი იყო. მან პატარაობიდანვე შემასწავლა ლოცვები, ბავშვობა ეკლესიის ეზოში გავატარე, ჩემს სახლთან ახლოს, ბაღში რომ მიმიყვანეს, ლექსების მაგივრად "მამაო ჩვენო" ვთქვი. მერე ცხოვრების დინებამ ჩამითრია. მაზიარებელი 1997 წლიდან გავხდი. ერთხანს მონასტერშიც მომიწია ცხოვრებამ.

ზემო დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი მისი გახსნის პირველივე დღიდან ვარ. ეკლესიის ადგილიც მე შევარჩიე, და ტაძრის პროექტიც თვითონვე შევადგინე - პროექტის ფული არ გვქონდა. მოზრდილი ტაძარი გამოვიდა; სიგრძე - 25, სიგანე - 10, სიმაღლე კი - 15 მეტრია. 20 მაისს 3 წელი შესრულდა ჩვენი ტაძრის გახსნიდან. ლამაზი ეზო მოვაწყვეთ, აშენდა სამრეკლო, დეკორატიული წყაროც გავაკეთეთ, დავრგეთ უწმინდესის გამოგზავნილი კვიპაროსები, გავახარეთ ხეები, ყვავილები. ეზოს გავუკეთეთ გალავანი და ლამაზი ტროტუარები, ღვთის წყალობით, რაც აუცილებელია წირვა-ლოცვის ჩასატარებლად, თითქმის ყველაფერი გაკეთდა, თუ არ ჩავთვლით ტაძრის მოხატულობას, რომელიც სირთულეებთან არის დაკავშირებული. დღეს ჩვენს ტაძარს დიდი მრევლი ჰყავს და ეს მახარებს ყველაზე მეტად!

მარინა გობრონიძე
, ტაძრის მრევლის წევრი: - დიდი ბედნიერებაა მრევლისთვის ასეთ ღვთისნიერ და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა. კარგია, რომ ეს ნიჭიერება დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ, მით უმეტეს, რომ ეს ნამუშევრები არ არის მამა მერაბის შესაძლებლობების სრული გამოვლენა, იგი არაჩვეულებრივად გალობს, უკრავს, მეტად ყურადღებიანი და კეთილშობილი მოძღვარია. მას საოცარი ენერგია მისცა ღმერთმა, ტაძარიც მალე ააშენა და ყველაფერს უმოკლეს ხანში აკეთებს კარგად და ხარისხიანად. მისი ენერგია მეუღლესაც გადაედო, როდესაც ქ-ნ მაიას შევეკითხე, ადრე თუ დაგიხატავთ რაიმე-მეთქი. ბავშვობაში ვხატავდი ნაძვის ხეს დიდი, ფერადი ბურთებითო. მამა მერაბი კონსტრუქტორია, მაგრამ მარტო სივრცითი აღქმა საქმეს ვერ შველის, სულია მთავარი, რომელიც კარგად ჩანს მის ნახატებში. დარწმუნებული ვარ, უფალი შეეწევა მათ ამ საქმეში.

ჩვენ საუბარი ჩავიწერეთ მამა მერაბის მეუღლესთან ქ-ნ მაია ჯანვერდაშვილთან.

- ხატვა მე და ჩემმა მეუღლემ თითქმის ერთდროულად დავიწყეთ, ქ-ნ მანანა ამყოლაძის წყალობით. მანანამ დაგვარწმუნა, რომ ხატვას ვისწავლიდით. ასეც მოხდა. სამი თვე მე პასტელით ვხატავდი (65 ნამუშევარი გამოვფინე), მამა მერაბი - ზეთით. დაუჯერებელია, მაგრამ რაღაც ძალა მაღვიძებდა, თითქოს შინაგანი ხმა მომიწოდებდა ხატვისკენ. მე პროფესიით ბიოლოგი ვარ და უფრო ცხოველებს, ფრინველებს, ყვავილებს ვხატავ.

ფრაგმენტი მამა მერაბის ინტერვიუდან:

- მამა მერაბ, მართლაც დაუჯერებელია, სამ თვეში ადამიანმა ხატვა ისწავლოს, ამდენი მხატვრული ტილო შექმნას და გამოფენაც მოაწყოს. რამ შთაგაგონათ ხატვა დაგეწყოთ, მოგიწოდათ ვინმემ ამ საქმისათვის?


- უწმინდესმა ილია მეორემ ერთხელ ტელევიზიით თქვა, - ხატვა ყველა ადამიანს შეუძლია და კურთხევას გაძლევთ ამ საქმეშიო. მაშინ გავიფიქრე, იქნებ მეც ვცადო, თუ ამის საშუალება მომეცა-მეთქი. მას შემდეგ გავიცანი შესანიშნავი მუსიკოსი მანანა ამყოლაძე, რომელიც კარგად უკრავს, მღერის და ხატავს. მან ჩემი მეუღლისა და ჩემი პორტრეტი დახატა. დავაკვირდი, როგორ ხატავდა და ჩვენც დავიწყეთ ხატვა. სამ თვეში 120-ზე მეტი ნამუშევარი შევქმენი. ბუნებრივია, არ მომეცა იმის საშუალება, ყველა ნახატი გამომეტანა გამოფენაზე. ამჟამად აქ იმყოფება ქ-ნი მანანა და ის უკეთესაც მოგითხრობთ ამ საკითხზე.

რამდენიმე ინტერვიუ საგამოფენო დარბაზიდან:

მანანა ამყოლაძე,
მუსიკოსი, მხატვარი.

- ჩემი მოძღვარია საბურთალოს ილია თეზბიტელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ჩიტია, რომელმაც მომცა კურთხევა, ვისაც ამის სურვილი ექნება, შევასწავლო ხატვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განაწყობ ადამიანს, თავიდან ბევრს უთქვამს ჩემთვის, ვერ დავხატავ, ხაზის გავლებაც არ შემიძლიაო, მაგრამ ისწავლეს ხატვა და ახლა ამის გარეშე აღარ შეუძლიათ.

მე და ჩემმა მეუღლემ სრულიად შემთხცვევით გავიცანით მამა მერაბი და მისი მეუღლე ქ-ნი მაია, მამა მერაბს ძალიან კარგი ხმა აქვს, შესანიშნავად უკრავს და მღერის, ამან დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ალბათ თქვენც შეამჩნევდით მის მეუღლეს და მამა მერაბსაც ისეთი დამახასიათებელი, საინტერესო გარეგნობა აქვთ, შეუძლებელია მხატვარს მისი პორტრეტის დახატვა არ მოგინდეს. როცა მაიას პორტრეტი დავიწყე, მამა მერაბი ჩემს უკან დაჯდა და ყველა ჩემს მონახაზს აკვირდებოდა. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მხატვარი ყველა ადამიანში ზის და მოძღვარსაც ვაგულიანებდი, ხატვას თუ დაიწყებ, თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობ, შენში ისეთი დადებითი ენერგეტიკა დევს, ეს საქმე აუცილებლად კარგად გამოგივა-მეთქი. მოუხშირა ჩემთან სიარულს, თავისი მრევლიც მოჰყავდა ჩემთან და აჩვენებდა, როგორ ვხატავდი. ცოლის პორტრეტს მოჰყვა "იასამნები", მერე მისი პორტრეტი დავიწყე. ეს პორტრეტები რომ დავასრულე და ჩარჩოების შესარჩევად წავედით, საღებავებისკენაც გამექცა თვალი, რაც მოძღვარს არ გამოჰპარვია, მეც მიყიდა და თვითონაც შეიძინა ფუნჯები, ტილოები, მოლბერტის ყიდვაც მოუნდა და ფული რომ აღარ ეყო, ნისიად წამოიღო მაღაზიიდან. იმ დღესვე შეუდგა ხატვას. ნახატებს მაჩვენებდა. ცოტა ხანში ეკლესიის სატრაპეზოში სახელოსნოც მოაწყო და დღედაღამ შეუსვენებლად მუშაობდა. მიხაროდა, რომ ცოლ-ქმარმა დიდი სიხარული იპოვა ამ საქმიანობით და პირველი გამოფენაც მოაწყვეს... მოვუწოდებ ყველას, ნუ დაიზარებენ, ისწავლონ ხატვა. მთავარია, გინდოდეს და თუ გინდა, ხატვას კი არა, წყალზეც გაივლი და ზეცაშიც აფრინდები...

გელა ფაჩუკიძე,
დირიჟორი, მუსიკოსი:

- მე და მამა მერაბი მეგობრები ვართ და ეს ბედნიერება და დიდი პატივია ჩემთვის.

ნიჭიერება ღვთისგანაა, ზოგს ბევრი ეძლევა ეს ტალანტი უფლისგან, ზოგს ცოტა, მამა მერაბმა ძალიან ბევრი მიიღო. ნიჭიერი ადამიანი რომ სულიერების გზაზე შედგება, ლოცვაში, მარხვაში რომ ხარ და სიკეთის ძიებაში, ამას რა სჯობს? სწორედ ასეთ ადამიანებს უხსნის უფალი ხედვას, აძლევს ზეციურ მადლმოსილებას, სითამამეს. მე ვიცი, მამა მერაბი როგორი მოძღვარიც არის, როგორი მუსიკოსი, როგორი ვაჟკაცი და ხატვის ნიჭიც იმიტომ ეწყალობა უფლისგან ამ ასაკში, თორემ ერისკაცობაში არა მგონია, ასეთი ფერები დაენახა. ადამიანის სული როდესაც ღმერთს ეძიებს და სიკეთეზე ფიქრობს, მასზე მადლიც გადმოდის და სიწმინდეც.

მამა მერაბის ნამუშევრების გამოფენა

- მამა მერაბ, ბრძანეთ, ტაძრის მოხატვა სირთულეებთან არის დაკავშირებულიო. რა გიშლით ხელს?

- საერთოდ, ტაძრის აშენებიდან რამდენიმე წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ კედლები კარგად დაჯდეს, რათა ბზარები არ გაჩნდეს და ფრესკა არ დაზიანდეს. უკვე სამ წელზე მეტი გავიდა ტაძრის აშენებიდან და დადგა დრო მოხატვაზეც ვიფიქროთ. ღვთის წყალობით, ხატვა მეც შევისწავლე და ვიცი, რა მოცულობის სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, უფრო გამიადვილდება მხატვრებთან ურთიერთობა და მეც ბევრ რამეს შემძენს პროფესიონალებთან მუშაობა.

- ტილოზე მუშაობის დროს გრძნობთ თუ არა ღვთის ხელს?

- ამას ყოველთვის ვგრძნობ. ტილოზე ფუნჯი ისე მოძრაობს, თითქოს გამოცდილი მხატვარი ვიყო. მამა გაბრიელის პორტრეტის ხატვა რომ დავიწყე, მართლაც სასწაული ხდებოდა, ფუნჯის ორი მოსმით თავისით ამოვიდა ტილოზე მამა გაბრიელის სახე, მერწმუნეთ, ეს პორტრეტი არც კი დამიხატავს, ეს პირადად უნდა განიცადო, რაც მოხდა, რადგან მიჭირს ამის გადმოცემა, დიდება უფალს! სხვა ნახატებშიც საღებავის ნახევარტონების შეზავების დროს ფერები ზუსტად ჯდება. თითქოს რაღაც ძალა შთამაგონებს, ღამის პეიზაჟი უნდა დავხატო, თუ მონასტერი.

- გერგეთის სამებაც ასე შექმენით?

- გერგეთი უწმინდესის სიყვარულმა შემაქმნევინა, როგორც გერგეთშია თეთრი, სპეტაკი ზამთარი, მინდოდა, ეს სიწმინდე ამესახა ჩვენს პატრიარქთან დაკავშირებით. სიწმინდე, სივრცე, უსასრულობა და ამ ბუმბერაზი სპეტაკი ბუნების ფონზე აღმართული სამების ტაძარი. ხშირად მიფიქრია, ჩვენი უწმინდესი იმიტომაც არის გერგეთივით წმინდა და ბუმბერაზი, რომ ამ ბუნების შვილია, ამ ტაძარში დადიოდა ბავშვობაში და აქედან მიიღო იმხელა ღვთიური მადლი, რომელიც ათეული წლებია მთელ საქართველოს კვებავს, მათ შორის მეც. მისი კურთხევით გავხდი მოძღვარი, მივიღე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრობა, დეკანოზობა, გამშვენებული ჯვარი, მისი ლოცვით მივაღწიე ყველა წარმატებას და ვმადლობ უფალს ამისათვის.

- იმაზეც ხომ არ გიფიქრიათ, რომ ხატწერაც გეცადათ?

- რა თქმა უნდა, ვცადე და ოცამდე ხატი დავწერე. მაცხოვრის ხატით დავიწყე, რასაც მოჰყვა ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის, წინდა ნინოს ხატები. ამ გამოფენაზე ხატები არ გამომიტანია და თუკი უფალი ინებებს, ეს მომავლისთვის მაქვს გათვალისწინებული.

- ფრესკას უფრო რთული სპეციფიკა აქვს, ვიდრე ხატწერას?

- ფრესკული ხატწერა ურთულესია, მაგრამ ვფიქრობ, არ უნდა გამიჭირდეს, რადგან მხაზველობითი გეომეტრია კარგად ვიცი და ეს გამოცდილება უნდა დამეხმაროს.

- რადგან ასეთი დაჩქარებული ტემპით ხდება ყველაფერი თქვენ გარშემო, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კედლებიც თქვენს მოხატვას ხომ არ ელოდება?

- მეც მიფიქრია ამაზე, მინდა სერიოზულად ჩავერთო ტაძრის მოხატვაში გამოცდილ მხატვრებთან ერთად. ღმერთს შევთხოვ, მომმადლოს ამის ძალაც.

- ღმერთმა აკურთხოს თქვენი ყოველი კეთილი ჩანაფიქრი.

- თქვენც ამასვე გისურვებთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat