მამა ილიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ მორწმუნე ადამიანი ქრისტეს ემსგავსება
მამა ილიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ მორწმუნე ადამიანი ქრისტეს ემსგავსება
არქიმანდრიტ ილიას (კარტოზია) გახსენება:

დეკანოზი გიორგი წეროძე:
-მამა ილიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ მორწმუნე ადამიანი ქრისტეს ემსგავსება. მეორე ის რომ, სხვის ცხოვრებაზე ფიქრს და ზრუნვას ეძლევა საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ეს ნამდვილი ღმერთს მიმსგავსებული ცხოვრებაა, ღმერთიც განკაცდა, იშვა და თავი გასწირა ჯვარზე სიკვდილით თავისი ქმნილების ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ის შეუერთდა სამყაროს, სადაც მისი სულის მეგობრები დახვდებიან ქრისტე ღმერთის, ყველა წმინდანის და ცხონებულთა სახით. მან დღევანდელ დღეს ერთგვარად ზღვრული უმაღლესი მაგალითი დაგვიდო მის მეგობრებს, სულიერ ძმებს. დღეის იქეთ თითქოს ვეღარც გაბედავ რომ მასზე ნაკლები თავგანწირვა გმოიჩინოს სასულიერო პირმა. მან თავისი მოქმედებით ადამიანობის მაგალითი გვიჩვენა. პატივი კი არ მიიღო და პირველი კი არ გაეშურა სამაშველო ნავისკენ, არამედ ერთ-ერთი ბოლო დარჩენილა გემზე, სხვებისთვის დაუთმია ადგილი. ღმერთო მოგვეცი შენთან ერთობის ძალა და ამ ერთობით გამოწვეული სიყვარული, მოიხსენე შენი ერთგული მსახური, შენი მღვდელი, არქიმანდრიტი ილია.

სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულთა სახელობის ტაძრის მგალობელი ლაშა:
-ამაოების შესახებ მოგვითხრობს ეკლესიასტე. ამაო და ფუჭი ცხოვრების, ფუჭი საქმის სიმძიმეს გვიქადაგებს სახარება. რა არის მონაზვნობა? რა არის ქრისტეს გზა? და ვინ როგორ უნდა განვლოს, ამის შესახებ წმინდა მამებს მრავალგზის დაუწერიათ და ერთი რამ ცხადია, ყველა ჩვენგანს ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და ჩვენ ვერ გავივლით სხვათა წმინდათა გზებს.


KARIBCHEროცა მამა ილია გავიცანი, მაშინ რომანოზი ერქვა. როდესაც პირველად დავაკვირდი, მაშინ მედავითნეობდა. როდესაც დაახლოება დაიწყო, მაშინ მის სახლში გავათენე ღამე - - ზუგდიდში მოგზაურობისას. იმ წელს, როდესაც რაჭას პირველად ვესტუმრეთ, მამა ილია გვწინამძღოლობდა. არ დამავიწყდება ეს ღამე - 2010 წლის 19 იანვარი, როდესაც ნათლისღების ღამისთევის შემდეგ, გაყინულ არაგვში ჩავედით. წყალში სამი მოძღვარი იდგა - მამა ისააკი, მამა გიორგი და მამა ილია. მამა ისააკმა "ჩამაყვინთინა", შემდეგ მამა გიორგიმაც, უკვე ამოსვლას ვაპირებდი, - სად მიდიხარო,- დამიძახა მამა ილიამ.- მამაო უკვე "ჩავყვინთე," - ნუ გეშინია, არ მოგჭარბდებაო, მიპასუხა და მესამედაც ვიგემე არაგვის წყალი. კარგი დრო იყო, ძალიან რომ მოენატრება ხოლმე ადამიანს აი ისეთი. მართლა გულებით ვცხოვრობდით მაშინ, მხოლოდ გულებით და არ და ვერ ვხედავდით ზაკვას ჩვენს გვერდით. სვეტიცხოველი ერთი დიდი საძმო იყო მამებისთვისაც და მრევლისთვისაც. ახალგაზრდა იყო, სრულიად ახალგაზრდა, როდესაც ბერად აღიკვეცა. მის აღკვეცაზეც ვიგალობეთ სვეტიცხოველში. ახალგაზრდა იყო როდესაც სამღვდლო ხარისხი მიიღო და ახალგაზრდული შემართებით ცდილობდა ქრისტეს მღვდელს სამწყსო უფალთან მიეყვანა, ცდილობდა ისე როგორც შეეძლო. 27 წლის იყო და გარდაიცვალა, ახალგაზრდამ ისურვა უფალს მიახლებოდა. ალბათ მასზედ უნდა ითქვას, ძალიან სწრაფად განვლოო მთელი ცხოვრება. მამა ილია მცხეთაში მოღვაწეობდა, ჯერ სვეტიცხოველში, ბოლო წლებში კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. ეს ტაძარი აგებულია სამონასტროდ, ყველაზე შესაფერის ადგილას, პირველ ქრისტიანთა შესაკრებლების მსგავსად - სასაფლაოების გვერდით. ტაძრის გარშემო ათასობით მცხეთელის განსასვენებელია, სიჩუმე და მყუდროება, განცდა სამყაროს ამაოების და უფლის მარადისობისა. როგორც ყველგან, მცხეთაშიც დასახლებული ადგილებიდან სასაფლაოები და შესაბამისად ტაძარიც მოშორებით არის, მაღალ აღმართზე უნდა განვლო რამდენიმე კილომეტრი რომ ტაძრამდე მიხვიდე. გზად მიმავალი ხშირად ისვენებ სულის მოსათქმელად, გადმოხედავ ქალაქს და სამყაროს მშვენიერებით ტკბები, მიბრუნდები - საფლავებს ხედავ, ფიქრობ მათ ცხოვრებაზე, შენიც გაფიქრებს, სასაფლაო ხომ ადრე გვაბერებს, შემდეგ დაინახავ ტაძარს - ნუგეშად და გასამხნევებლად, შეხვალ იქ და... ახალგაზრდა, სრულიად ჭაბუკი, შავით მოსილი მღვდელი ზის და გარშემო სიყვარულით სავსე თვალებით ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ბავშვები შემოუკრიბავს და ღმერთზე ესაუბრება. ის ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სვეტიცხოველში ყოფნისას დაიმეგობრა, დაიმოწაფა და ქრისტესმიერი სიყვარულით გაავსო.

* * *

ტაძრის ეზოში რამდენიმე მღვდლის განსასვენებელია, დეკანოზი ავთანდილის, არქიმანდრიტი იოანეს და მამა დავითის. მათ საფლავებს კი მამა ილია და მისი მონასტრის ძმობა უვლიდა.
უკანასკნელი განსასვენებლისკენ გზა სწორედ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრიდან იწყება ხოლმე. მამა ილიას არაერთი მცხეთელისთვის გადაუხდია პანაშვიდი და უფლისათვის შეუვედრებია მრავალთა სულები, ჭირისუფალთა ნუგეშისცემაც განსაკუთრებულად შეეძლო. 27 წლის იყო. ჭაბუკობიდან თქვა უარი ამაო ცხოვრებაზე და ქრისტეს მონაზვნობა გადაწყვიტა. ახალგაზრდობიდან დაემკვიდრა იქ, სადაც ყველაზე მეტად ხედავდა ამა სოფლის ამაოებას და არა მრავალთა მსგავსად ფუჭი ცხოვრებით აპირებდა უფალს მიახლებოდა, არამედ საქმით და სიტყვით. ახალგაზრდებს ღმერთზე უქადაგებდა, ღმრთის სიყვარულს ბავშვობიდანვე ასწავლიდა სულიერ შვილებს, ასწავლიდა როგორც მათი ძმა, მათი ტოლი და მათი მეგობარი - ვითარცა ჰშვენის ქრისტიანობას. ძმათა განსასვენებელს უვლიდა, პანაშვიდს იხდიდა მათ საფლავებზე. უფლისკენ მიაცილებდა გარდაცვლილთა სულებს. მამა ილიამ თავისი გზა განვლო, თავისი ცხოვრება იპოვა, განმართა და უფალს მიართვა. ახლა იმ ტაძარში მამა ილია იქნება დასვენებული..... უფალმან წმინდათა თანა განუსვენოს სულსა მიცვალებულისა არქიმანდრიტისა ილიასი და მისცეს მას საუკუნო ხსენება!


ბეჭდვაელფოსტა
08.02. 2016
ნუ განსჯის მხოლოდ ერთი შეხედვით
ადამიანები ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
19.11.2014
არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალებიდან უკვე 8 წელი გასულა... 19 ნოემბერს მისი ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღია. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მამა შიო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat