არქიმანდრიტი ეფრემი: რასაც უნდა აკეთებდეთ, გულში იმეორეთ იესოს ლოცვა
არქიმანდრიტი ეფრემი: რასაც უნდა აკეთებდეთ, გულში იმეორეთ იესოს ლოცვა
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია. "კარიბჭემ" გიამბოთ საპატრიარქოში მისი სტუმრობის შესახებ. 30 აპრილს მამა ეფრემი ჯვართამაღლების ტაძარს ესტუმრა და ტაძრის მრევლს "ათონურ დარბაზში" შეკითხვებზე უპასუხა. შესავალ სიტყვაში მამა ეფრემმა აღნიშნა:

- ის, რაც უნდა ვაკეთოთ ყველამ, არის ეკლესიის დამახასიათებელი ნიშანი. როცა ერთი საქმის გამო იტალიაში მოვხვდი, იქ 6-7კათოლიკური მონასტერი მოვინახულე, გეტყვით რა ვნახე იქ: ზრდილობიანი მოქცევა, გულკეთილი ადამიანები, მაგრამ რაც ვერ ვნახე, არის მადლი, მათ მადლი არ ჰქონდათ, ვეკითხები - რა ტიპიკონი გაქვთ-მეთქი და 7-ის ნახევარზე ვდგებით დილითო და 45 წუთის განმავლობაში გვაქვს ცისკარი და წირვა ერთადო, მეტი ლოცვა საჭირო არ არისო, ჩვენ მართლმადიდებლები გაცილებით მეტს ვლოცულობთ-მეთქი, იქ შევამჩნიე რომ არის ალტრუიზმი, მაგრამ არ აქვთ შინაგანი ცხოვრება, ჩვენ მართლმადიდებლებს, გვაქვს ეს ნიჭი, ჩვენ შეგვიძლია მთელი ჩვენი დრო ლოცვას მივუძღვნათ. ძალიან გამახარა მრევლის სიტყვებმა, რომლებიც კვერთხზე წააწერეთ - არცერთი წუთი ქრისტეს გარეშე. როგორ შეიძლება იყო ქრისტეს გარეშე? რასაც უნდა აკეთებდეთ - სახლს ალაგებთ, ავტობუსში ხართ თუ სხვა რამეს საქმიანობთ, თქვით: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ასე იძენს ადამიანი სულიერ სიმდიდრეს.

ერთი მეკითხება: საღვთო მადლს როგორი გამოხატულება აქვსო, ზოგჯერ არის როგორც დიდი სიხარული გულში, ის გვიზრდის რწმენას, ღმერთისადმი სიყვარულს, ასევე გვემატება ადამიანისადმი სიყვარული.
წმინდა პაისიმ ერთი ძალიან გულშემძვვრელი რამ მითხრა აღსარებასავით: 1974 წლამდე ისეთი დიდი სიყვარული მქონდა ღვთისადმი, რომ ზოგჯერ გული მიმდიოდაო, სადმე მივდიოდი და უცებ მადლი მომიხილავდა და რომ არ დავმჯდარიყავი, გული წამივიდოდაო, 1974 წლის მერე ეს ღმერთისადმი სიყვარული გადაიზარდა ადამიანებისადმი სიყვარულშიო. კიდევ გამინდო ერთი პირადული რამ: მე რომ ყველაფერი ვთქვა, რასაც განვიცდიო, ვისაც არ ესმის ასეთი რამეები, გიჟი ვეგონები ან საგიჟეთში ჩამსვამდაო. ვთქვათ, მთელი ღამე ვლოცულობდი სნეულებისთვისო, მადლი წამიყვანდა და შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი სიდნეიში, პარიზში, ათენში, უხილავად ჯვარს ვსახავდი სნეულებს და ფეხზე დგებოდნენო, მერე ვლოცულობდი ცოლ-ქმრისთვის რომლებიც კინკლაობდნენ, ასევე ღმერთს გადავყავდი იმ სახლებში, სადაც ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, ჯვარს ვსახავდი და რაღაცნაირად რიგდებოდნენო, ხომ წერია სახარებაში, რომ უფალი სულით გაყვანილი იქნა უდაბნოში.
ასეთი მისია აქვთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნამდვილი შინაგანი ცხოვრება, ამიტომ რამდენადაც შეძლებთ, იესოს ლოცვა თქვით, ეს წირვაზე დგომის დროსაც შეიძლება, წირვაზე არის ისეთი რამეები, რაც ზოგჯერ არ გვესმის ან ვერ ვხედავთ, ასეთ დროს შეგიძლიათ იესოს ლოცვა იმეოროთ.

ამის შემდეგ არქიმამდრიტ ეფრემს მრევლის წევრებმა კითხვები დაუსვეს:

- რა მნიშვნელობა აქვს ღამისთევის წირვებს?
-ძალიან მნიშვნელოვანია. ერთხელ ღმისთევის წირვა გვქონდა ვათოპედში, წირვა დამთავრდა და მეორე სართულზე ეკვდერში ვიყავით, იქ იყო ჩვენი მასწავლებელი ბერი იოსები, ღამის 2 საათი იყო და ყველამ გავიგეთ საიდანღაც გალობა "წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ", მამა იოსები ყოველთვის იყო ნათლით მოსილი, მე წავედი მამა იოსებთან კელიაში და რა გალობა იყო-მეთქი ვკითხე. შენც გაიგე რამეო? წირვაზე უხილავად ანგელოზები იყვნენო. ყველა წირვაზე არიან უხილავად ანგელოზები ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ ზოგიერთი ადამაინი ხედავს. არის ასეთი გამოთქმა, როცა ხალხს სძინავს, ღმერთი ისმენსო. ამიტომ ღამე ლოცვისთვის გამოიყენეთ. რადგან ეს ლოცვა მთელი მსოფლიოსთვის არის საჭირო. ღამე ხდება ყველა მძიმე, სასიკვდილო ცოდვები.

- რას გვეტყვით მისიონერობისთვის ინტერნეტის და სოცილაური ქსელების გამოყენების შესახებ.
- სოციალური ქსელები და ინტერნეტი დანასავით არის, დანით პურიც შეიძლება დაჭრა და კაციც მოკლა. ინტერნეტი მნიშვნელოვანი გამოგონებაა, მეტსაც გეტყვით, ქრისტე ამბობდა, რომ სახარება მთელ მსოფლიოში იქადაგება. ჩემი პატარა ჭკუით ვფიქრობდი, როგორ შეიძლება სახარება მთელ მსოფლიოში იქადაგონ-მეთქი, გამოიგონეს თუ არა ინტერნეტი, ყველა კითხვა გამიქარწყლდა. შეიძლება ინტერნეტმა დიდი სარგებლობაც მოგვიტანოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა მას არასწორად, სულის საზიანოდ იყენებს. რაც არ მომწონს ის არის, მღვდლებს რომ ფეისბუქები აქვთ. ჩვენი ცხოვრება ბიომექანიკურ სახეს იძენს. თუმცა ინტერნეტით შეიძლება რამე სასარგებლოც გააკეთო.

ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან, რომელიც აღსარებას მაბარებს ხოლმე, ათენში უნდა გადავიდეო, რა დაგეკარგა იქ-მეთქი, ერთი გოგო გავიცანი ინტერნეტით და მასთან ერთად უნდა ვიცხოვროვო. ინტერნეტით ასე კარგად როგორ გაიცანი-მეთქი? წავიდა, თვენახევრის მერე იჩხუბეს და უკან დაბრუნდა. უმჯობესია პიროვნებათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა პირისპირ. მე რომ ახლა ფეისბუქით გამომეგზავნა მესიჯები, იგივე სიხარული გვექნებოდა, რაც გვაქვს?

კიდევ მკითხეთ, უფასოდ გპასუხობთ (იღიმება). ერთხელ ერთი ადვოკატი მოვიდა მონასტერში და რომ გავიგე ადვოკატი იყო, რაღაც იურიდიული კითვები მქონდა და გამოველაპარაკე. ცოტა ხნის მერე მომივიდა კონვერტი, სადაც ეწერა თქვენი ვალი 800 ევროა ადვოკატის მომსახურებისთვისო. მე მაინც არაფერი გამიგზავნია. მაგრამ თქვნ უფასოდ გპასუხობთ (ისევ იღიმის).

- კალენდრის შესახებ რას გვეტყვით?
- ორივეს ერთი კალენდარი გვაქვს. კალენდრული განსხვავება არ უნდა იყოს ეკლესიიდან ჩამოშორების მიზეზი, ჩვენც ათონზე იგივე კალენდარი გავქვს, რაც თქვენ, ძველი კალენდარი, მაგრამ როცა გავდივართ ათონიდან, ჩვეულებრივად ვმსახურობთ იმ ხალხთანაც, ვინც ახალ სტილზეა. 13-დღიანი განსხვავება არ არის მიზეზი ლიტურგიკული კავშირის გაწყვეტისათვის. ის ხალხი, ვინც აბუქებს ამ საკითხის მნიშვნელობას, ცოტა ფანატიკური სული აქვს. თუ იმისთვის კითხულობთ, რომ სჭირდება თუ არა საქართველოს სტილის შეცვლა, არ გჭირდებათ, ძალიან კარგი კალენდარი გაქვთ და ასე გააგრძელეთ.

- მორჩილება ერში როგორ უნდა ვისწავლოთ?
- არ უნდა აურიოთ ერული და ბერული მორჩილება. მონაზონი ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს სულიერ მოძღვარს, ერისკაცს ჰყავს ცოლი ან ქმარი, შვილი, აქვს მოვალეობები. სულიერი მოძღვარი მისთვის არ არის ისე, როგორც ბერი მონასტერში. ერისკაცს არ შეუძლია ასე დაემორჩილოს მოძღვარს ყველაფერში.

ერთხელ ახალგაზრდა ბიჭები მოვიდნენ ჩემთან მონასტერში და მოძღვარი ტელეფონით ეჩხუბა, ჩემი კურთხევის გარეშე როგორ გაბედეთ ათონზე წასვლაო. რომ ეთხოვათ დალოცვა გზაზე, სხვა საქმეა, მაგრამ წასვლის შესახებ უფლების მიცემა, უკვე აჭარბებს მოძღვრის მოვალეობას.
ბერს მონასტრიდან არ შეუძლია გასვლა მოძღვრის კურთხევის გარეშე, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ.
ერთმა მოძღვარმა თავის სულიერ შვილს, რომელიც მანქანის ყიდვას აპირებდა ურჩია, რომ ტოიოტა არის კარგი მანქანაო, მან სხვა მანქანა იყიდა და მოძღვარი გაბრაზდა, ჩემი რჩევა რატომ არ გაითვალისწინეო.

- მაინტერესებს თქვენი აზრი იოანე ზიზიულასის შესახებ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- მიტროპოლიტ იოანეს კარგი რამეებიც აქვს თავის ღვთისმეტყველებაში, მაგრამ აქ დავსვათ სამი წერტილი.

- როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ზიარებისთვის და აუციელებელია თუ არა ყველა ზიარების წინ აღსარება?

- ეს რუსული ტრადიციაა, ყველა ზიარების წინ აღსარება რომ უნდა თქვან, თუ ადამიანს არ აქვს სასიკვდილო ცოდვა და ცხოვრობს ეკლესიურად, ყველა ზიარების წინ აღსარების თქმა არ არის აუცილებელი.

- სასაულიერო სასწავლებლებში ვინც სწავლობს, მათ რას ურჩევდით?
- მგონია, რომ პირველი, რაც მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ წარმოაჩინონ: ღმერთი გახდა კაცი, ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა ეცხოვნებინა ადამიანი. ეს უნდა იყოს ყველაფრის საფუძველი. არის აპოკრიფული სახარებები, სადაც განსხვავებული ისტორიები წერია. ეკლესიამ ისინი არ მიიღო. სახარებებში წერია ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ - ქრისტე არის სოფლის მაცხოვარი. ეს უნდა გადავცეთ იმათ, ვინც სწავლობენ სასულიერო სასწავლებლებში.

- კათოლიკურ მონასტრებზე რომ ბრძანეთ, მაინტერესებს, ღია ტიპის მონასტრებში იყავით თუ დახურულ მონასტრებში? მე როგორც ვიცი, არსებობს დახურული მონასტრები, სადაც დღეში 8 საათს ლოცულობენ

- გინდა 7-8 საათი ილოცონ, ეკლესიის გარეთ მადლს ვერ იპოვნი. ზოგი ცდილობს, წვალობს, მაგრამ, არაფერი გამოსდის. როგორც იოსებ ვათოპედელის ბიოგრაფიაშიც ჩავწერეთ, ერთი მონაზონი იყო, კათოლიკე, პალამას კითხულობდა, ათონზე ჩამოდიოდა, გვეკითხებოდა ხოლმე რაღაცეებს, ჩვენთანაც რჩებოდა, ჩვენი მოძღვარი ეუბნებოდა, კარგია აქ რომ მოდიხართ, პალამას კითხულობთ, მაგრამ თუ ეკლესიის წიაღში არ იქნებით, იმას, რასაც პალამა წერს, ვერ გაიგებთო.

- იცნობდით ერის ადამიანებს, ვინც იესოს ლოცვაში იყვნენ წარმატებულნი?

- ვიცნობდი და ეხლაც ვიცნობ ერის ხალხს, ვისაც უფრო მაღალი სულიერი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მონაზვნებს. მონაზვნობა კარგ სულიერ გარემოს ქმნის წარმატებისთვის, მაგრამ ერთეულმა ერისკაცებმა შეიძლება გაასწრონ მონაზვნებს.
ბეჭდვაელფოსტა
11.05. 2018
მართმადიდებელი
გოკა რომელია საღად აზროვნება: ჟანა დ'არკის დაწვა და ეგზეკუციები? თუ ინდულგეციები, მღვდელთა ცელებატი, პაპის აბსოლუტიზმი?, რამაც პროტესტანტიზმი წარმოშვა, დოგმატურ ცდომილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამაც გამოიწვია ყოველივე ეს. მართმადიდებლობაში არ არის ფარისევლობა, მთავარია ჩვენ არ დაგვავიწყდეს ქრისტე ღმერთის უმნიშვნელოვანესი მოწოდება:" მომბაძეთ მე მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" და რომ ღვაწლი თავმდაბლობაშია.
04.05. 2018
გოკა
კათოლიკები უფრო საღად აზროვნებენ, ჩვენ კი ფარისევლობა გვირჩევნია.
02.05. 2018
nana
gmertma dgegrdzeloma mices arkimandrit efrems.
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
19.11.2014
არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალებიდან უკვე 8 წელი გასულა... 19 ნოემბერს მისი ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღია. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მამა შიო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat