მამა შიო ძლიერი მარხვით, ლოცვითა და შრომით აკვირვებდა მონასტრის წევრებს
მამა შიო ძლიერი მარხვით, ლოცვითა და შრომით აკვირვებდა მონასტრის წევრებს
არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალებიდან უკვე 8 წელი გასულა... 19 ნოემბერს მისი ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღია. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მამა შიო.

საუბარი მის ერთ-ერთ სულიერ შვილს, იღუმენ ექვთიმეს (ბერაძე) ვთხოვე. მამა ექვთიმე ამჟამად სოფელ ლეთეთში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრისა და მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

- მამაო, არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) თქვენი მოძღვარი იყო. ხომ არ გაიხსენებთ როგორ გაიცანით, იქნებ მასთან გატარებული წლებიც გაიხსნოთ?

- მეუფე იობმა სარკის მონასტრიდან ქოზიფაში რომ გადამიყვანა, მაშინ გავიცანი ახლოს არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი). ჩემი მოძღვარიც მაშინ გახდა. ყველაზე მეტად თვალში საცემი ჩვენთვის - მორჩილებისა და ბერებისათვის - ის იყო, რომ მონასტრის წინამძღვარი ყოველთვის ჩვენს გვერდით მუშაობდა და ჩვენზე მეტს აკეთებდა. ჩვენზე ნაკლებს ჭამდა, ჩვენზე ხშირად დგებოდა ლოცვებზე... არ აცდენდა ლოცვებს. ტანით ძალიან პატარა და ფიზიკურად სუსტი იყო მამა შიო. აღდგომის მარხვაში ასეთი წესი ჰქონდა. პირველი კვირა შაბათამდე უცხიმო საკვებს ვიღებდით. თვითონ არაფერს იღებდა ხოლმე. ასე მარხულობდა ყოველი აღდგომის მარხვის დაწყების და დამთავრების დროს. ოთხშაბათს და პარასკევს მძიმე მარხვაზე, უცხიმოზე ვიყავით ხოლმე. მამა შიო ამ დღეებშიც არაფერს ჭამდა. შესაძლოა მხოლოდ წყალი და პური მიეღო. ძლიერი მმარხველი, ძალიან ძლიერი მლოცველი და ძალიან ძლიერი მშრომელი იყო მამა შიო. მისი თვისებიდან ამ სამს განსაკუთრებით გამოვყოფდი. საოცარი მოთმინების უნარი ჰქონდა. ბუნებით ძალიან მშვიდი იყო.

-მამაო, პირადად თქვენ როგორ გმოძღვრავდათ?
- ქოზიფის მამათა მონასტერში ხუთი წელი მორჩილი ვიყავი. რადგან ასაკით პატარა ვიყავი, მაკვირდებოდნენ, როგორ გადავლახავდი ასაკობრივ ზღავრს.. ვინც მოვიდა ჩემზე ასაკით დიდები, ისინი ჩემზე ადრე აღკვეცეს ბერად, ზოგი სხვაგანაც იყო ნაცხოვრები.. მე მათზე უპირატესად ვითვლებოდი და როცა ბერები გახდნენ, ცოტა შური აღმეძრა. მამა შიოს ვუთხარი კიდეც აღსარებაში. ერთ დღესაც აღსარებაზე დამიბარა და საუბარში ასეთი რამ მითხრა: - შენ თუ მოინდომე, მთას გადააადგილებ, მაგრამ თუ არ მოინდომე ქვას ქვაზე არ დადებო. ეგ გაქვს მინუსი ბერი რომ ვერ ხდებიო. შენ ნებაზე კი არ უნდა იყოს, მთა გადააადგილო ან ქვა ქვაზე დადოო... არამედ ყოველთვის უნდა გქონდეს იმის განწყობა, რომ მორჩილება შეასრულოო. მართლაც დღემდე ასე ვარ, თუ მინდა, ისეთ რამეს გავაკეთებ, მიკვირს კიდეც და თუ არ მინდა, ძნელად თუ რამეს გავაკეთებ. მორჩილება არ მქონდა.. ეს აღნიშნა მამა შიომ. როცა იგი მეტყოდა რამეს, მე როგორც მინდოდა, ისე ვერ ვაკეთებდი. მორჩილება რა არისო?- მეკითხებოდა. რაც შენ გინდა, იმას რომ გააკეთებ, ეს არ არის მორჩილება, როცა არ გინდა და გააკეთებ, ეს არის მორჩილებაო.
30 წლის ასაში გარდაიცვალა მამა შიო. ექვსი წელი ეცვა ის შარვალი, რითიც გარდაიცვალა.

- როგორ უნდა გელოცათ, ამას თუ გასწავლიდათ?

-კი, როგორ არა. ლოცვას და შრომას ერთმანეთში აზავებდა და ჩვენც იგივეს გვთხოვდა, რომ შეგვეზავებინა ერთმანეთთან ლოცვა და შრომა. მარტო შრომა ადამიანს ღმერთს ავიწყებსო და მარტო ლოცვაც ხიბლში აგდებს ადამიანსო. უნდა შეზავებულიყო ლოცვა შრომასთან.

- ის თუ უთქვამს თქვენთვის, თვითონ რატომ წამივიდა მონასტერში?
- როგორც ვიცი, პირველად მონასტერში მამა შიოს ძმა, გიორგი წამოვიდა. მეუფე იობთან მორჩილი იყო, მერე დაოჯახდა. მან მიიყვანა მეუფესთან მამა შიო. სკოლა რომ დაამთავრა მერე წავიდა მეუფესთან ბათუმში..
მამა შიო გონებით უბიწო იყო. ასეთი სიწმინდე ჰქონდა მას. არ შეიძლება ადამიანი ებრძოდეს რაიმე ცუდ ფიქრებს, ბინძურ აზრებს და კიდევაც მოერიო. ან კიდევ ქალწულებაც შეინარჩუნო ხორციელად. ის ბუნებით, ბუნებრივად ქალწული იყო. შინაგანად იყო ქალწული და წმინდა. ისე მართავდა მონასტერს რომ გამოცდილებაც არ ჰქონდა. მონასტერშიც არ უცხოვრია. ქოზიფა მისი პირველი მონასტერი იყო. მეუფემ ჩააბარა და ბოლომდე ღირსეულად გაუძღვა. წინამძღვრობით ისწავლა მორჩილება, ბერული ცხოვრებაც... საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული, სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ პირველი კურსიდან სწავლა მიატოვა და მონასტერში წამოვიდა. სასულიერო განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან განათლებული იყო.

ერთხელ მახსოვს, მეუფე იობი ათონის მთაზე იყო, მას თან ახლდა მამა შიოც. მეუფემ ათონზე ქართულად აღასრულა მსახურება. სახარების კითხვის დროს დიაკვანს სახარება არ ჰქონდა გამორჩეული და სახარების წაკითხვის დროს მამა შიო მივიდა, დაიკავა წიგნი და ზუსტად იმ დღის სახარება ზეპირად, სრულად წარმოთქვა. ძალიან დიდი, უძლიერი საზრდო მიაწოდა მამა შიომ ეპარქიას, ჩვენს დედა ეკლესიას. ძალიან ბევრი სასულიერო პირი აღზარდა. ქოზიფაში მამა შიოსთან ერთად გატარებული მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ოქროს ხანა იყო.

ბეჭდვაელფოსტა
19.11. 2015
Violeta
Dideba ufals. Ufali tavad chedavs aset mamebs,sulit dzlierebs,lochvebshi daugalavt.swored asetebi arian misabadzni.mati meoxeba arasodes makldeba chvens qveyanas.
27.12. 2014
მაიკო
მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი, ძალიან მიყვარს მამა შიო.
20.11. 2014
chemi mama shio....
chemi monatrebuli
20.11. 2014
dzalian menatreba chemi mama shio........
dzalian menatreba chemi mama shio......
19.11. 2014
ლუარსაბი
მე თავად ვარ მოწმე აქ მოთხრობილი ამბის ათონის წმინდა მთაზე. ეს იყო 2001 წლის 25 ივნისი. ასე იმიტომ მახსოვს რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ივერთა მონასტერში მეუფე იობმა ჩაატარა ლიტურგია. მამა შიო ხშირად მეკითხებოდა ძველი ბერების ამბებს და მეც ვუყვებოდი. განსაკუთრებით მოეწონა ფსალმუნისა და სახარების ზეპირად დამახსოვრების ტრადიცია. ყველა შეხვედრაზე წრფელად მახარებდა-ვსწავლობო და მართლაც საოცარი შრომისმოყვარეობით და ნიჭიერებით სრულადაც დაისწავლა. ძალიან მაკლია მამა შიო. უფალმა გაანათლოს.
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat