ყრმაო, აღდეგ!
ყრმაო, აღდეგ!
"და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაიროსის, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, - შინ წამომყევიო. მას ერთადერთი, 12 წლის ასული ჰყავდა და ხალხი აწყდებოდა მომავალს.

...ამას რომ ამბობდა, ერთმა კაცმა უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: შენი ასული მოკვდა, ნუღარ აწყენინებ მოძღვარს. ამის გამგონე იესომ უთხრა მას: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. სახლში მისვლისას არავის დაანება მათთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვების დედ-მამის გარდა.

ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ. მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. და ისინი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ რომ მოკვდა, ხოლო მან გარეთ გამოყარა ყველა, ხელი მოჰკიდა გოგოს, შეჰღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ!

და მოიქცა მისი სული, და მაშინვე აღდგა. იესომ ბრძანა, საჭმელი მიეცითო.

მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი.

სახარება ლუკასი (თ, 8, 41-42; 49-56)

სახარების ამ მონაკვეთში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინების ამბავი.

დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო ლუკა მახარებლის ამ ეპიზოდის განმარტებისას იშველიებს მათე მახარებლის სახარებას, რომელიც ამბობს: როცა მამამ თავისი ასული შინ დატოვა, იგი უკვე სულთმობრძავი იყო და არცკი იცოდა, ცოცხლად მიეჩინა იგი, თუ მკვდრად. როცა უფალი იაიროსს მისი სახლისკენ გაჰყვა თხოვნის შესასრულებლად, უკან მთელი ერი გაჰყვა, რომელიც იესოს ქადაგებას ისმენდა და ახლა მოუთმენელი ცნობისწადილით სწყუროდა, ეხილა, რას იზამდა უფალი.

განმმარტებელი დიაჩენკო აღნიშნავს, რომ უფალს თან მიჰყავს მოციქულთა დასის სამი უგამორჩეულესი მოციქული, გვირგვინნი ამ კრებულისა - პეტრე, იაკობ და იოანე, რომლებიც არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ სხვა დროსაც ყოფილან მისი დიადი საქმეების თვითმხილველნი, რომელთაგანაც სხვა მოციქულნი განრიდებულ იქნენო.

"როგორადაც ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს ეძინა მაშინ, ასევე ეძინა ახლა ამ ასულსაც, რამეთუ მოახლოებული იყო მისი გამოღვიძების ჟამიც იმგვარსახედვე. გარდა ამისა, სიკვდილის შესახებ საუბარი როგორც ძილზე, თითქმის ყველა ენასა და ყველა ხალხში გამოყენებული ხატოვანი თქმაა. ამით განცხადებულად დასტურდება და მტკიცდება, რომ ამ დროებით სიკვდილს უსათუოდ მოჰყვება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა ყოველთა მომკვდართა, ისევე როგორც ძილს მოსდევს ხოლმე გამოღვიძება. ამრიგად, ღმერთკაცმა ძილი უწოდა უმანკო ასულის სიკვდილს იმისათვის, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის: უმანკო მართალ მორწმუნეთა გარდაცვალება არ არის სიკვდილი, არ არის მოსპობა, არამედ მხოლოდ დროებითი მიძინებაა, რომელიც მართალი მორწმუნისათვის ახალ ცხოვრებად გადასახლებაა! ჩვენც ვეცადოთ, უმანკონი ვიყოთ, როგორც იაიროსის ასული იყო, რათა კი არ მოვკვდეთ, არამედ მართალთა ძილით შევისვენოთ, რათა თავის დროზე ახალი ცხოვრებისთვის და საუკუნო ნეტარებისთვის აღვდგეთ. უეჭველია, ზუსტად ისევე, როგორც ეს ასული აღდგა მკვდრეთით იესოს ღვთაებრივი სიტყვის ზემოქმედებით, შეუძლიათ ხელახლა იშვნენ ბოროტებით მოკვდინებულები და ზნეობრივად დაღუპულებიც, საღმრთო მადლის შეწევნითა და მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრებით. რატომ იყენებს უფალი აქ ამგვარ სახეს გამოხატვისა? - პირველ ყოვლისა, უმანკო ასულის მამისათვის: ეს სიტყვები განტკიცებად ემსახურება მერყევ რწმენას, რომელიც ესოდენი სულთქმისა და მოთქმის გამო, ესოდენ დამამტკიცებელ ნიშანთა გამო იმისა, რომ ყოველივე უკვე დამთავრდა, შეიძლებოდა სრულიად გამქრალიყო.

და აი, იგი კვლავ აღენთება უფალ იესოს სიტყვებით: "ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ და ცხოვნდეს იგი". ის უფალი სიცოცხლისა, უარყოფს ასულის სიკვდილს და ამ საშინელი გამოთქმის, "ყრმაი იგი მოკვდა", ნაცვლად ამბობს: - სძინავს. ამ უწყინარ, ტკბილ სიტყვას, რომელიც გამოღვიძების იმედს იძლევა. ამავე დროს, თავისი წმინდა თავმდალობის გამო, რომელიც ყოველ ამგვარ შემთხვევაში აღძრავს მას ხალხის ყურადღებას განაშოროს თავისი სასწაულებრივი საქმეები, იგი ამ სიტყვით, რომელსაც ორადი მნიშვნელობა აქვს, თითქოსდა ფარდით მალავს ხალხის თვალთაგან იმ დიდ და საკვირველ საქმეს, ახლა რომ უნდა აღასრულოს.

"და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ყრმისაი მის და ხმა ჰყო: "ყრმაო, აღდეგ! და მოიქცა ხელი მისი, და მეყსეულად აღდგა და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი" (მუხლ. 54-55).

რისთვის გამოსხამს უფალი გარეთ მოტირალთ? ჯერ ერთი, მათი იქ ყოფნა უადგილო და სრულიად ზედმეტი იყო. ისინი მომაკვდავის დასატირებლად შეკრებილიყვნენ იქ, გოგონა კი არ მომკვდარიყო, ანდა, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილს მის არსებაში ისე მალე უნდა დაეთმო ადგილი დაბრუნებული სიცოცხლისთვის, რომ არც იმსახურებდა სიკვდილის წოდებას. ეს მხოლოდ ძილი და გამოღვიძება იყო. ეს მიზეზი საკმარისი იყო მოტირალთა გასაძევებლად. მაგრამ ამის უმეტესი მიზეზი მათი განსხმისა იყო ის, რომ სასოწარკვეთილი და ხმამაღალი გამოხატვა უზომო მწუხარებისა სრულიად არ შეესაბამებოდა იმ სულიერ განწყობას, რომლითაც აღვსილნი უნდა ყოფილიყვნენ ესოდენ წმინდა და საშინელი საიდუმლოს მოწმენი - საიდუმლოსი, რომელზე დასასწრებად უფალმა იესომ მოციქულთა უმრავლესობაც კი არ დაუშვა და ხელზე მოჰკიდა რა ხელი იაიროსის მკვდარ ასულს, უბრძანა მას: "ყრმაო, აღდეგ!" - ამ სიტყვის წარმოთქმისა და უფლის ხელის შეხებისთანავე, გოგონას სხეულში დაბრუნდა მისი სული და იგიც მაშინვე წამოდგა და სიარული დაიწყო. მერე კი, იმისათვის, რომ განეძლიერებინა ეს სიცოცხლე, ეს-ესაა, დაბრუნებული გოგონასთან და დაემტკიცებინა, რომ იგი მოჩვენება კი არ იყო, არამედ ნამდვილად დაუბრუნდა სიკვდილიდან ადამიანურ ცხოვრებას, განაცხადებდა რა თავის სულის სრულ სიმშვიდეს, მარადის ერთგვარს დიდშიც და მცირეშიც, უფალმა იესომ უბრძანა, რომ საზრდო მიეცათ ასულისათვის. ეს სიფრთხილე მეტად აუცილებელი იყო, რადგან თავიანთი უსაზომო სიხარულის გამო, მშობლებს შესაძლოა ადვილად დავიწყნოდათ ამის შესახებ".

ღვთისმეტყველების მაგისტრი, დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო მაცხოვრის მიერი იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინების სულიერ და ზნეობრივ ასპექტებზეც ამახვილებს ყურადღებას და ვინაიდან სიკვდილი ნებისმიერ ასაკში შეიძლება თავს დაატყდეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ ამ საკითხზე, მოუწოდებს, თავი დაიცვან ჭაბუკური გატაცებისა და გადაცდომებისაგან, ეგზომ რომ ახასიათებს ახალგაზრდულ ასაკს.

"იმ გარემოებიდან, რომ იაიროსის ასულს სიკვდილი ემუქრებოდა ადრეული სიყრმიდანვე, ჩვენც განგვეცხადება, რომ ასეთი ხვედრი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოელოდეს ჩვენ გვერდით. და ჩვენც შეიძლება ნებისმიერ დროს, თვით ახალგაზრდობაშიც სიკვდილის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომაც ყოველ ჟამს, ყოველ წუთს, ჩვენი ცნობიერებისთვის მახლობელი უნდა იყოს ეს ჭეშმარიტება, ჩვენ უნდა განვემზადოთ სიკვდილისთვის, ვფიქრობდეთ სიკვდილზე. ნურავინ დაამყარებს იმედებს თავის ახალგაზრდობაზე. მოხუცებულნი უნდა მოკვდნენ, მაგრამ ახალგაზრდანიც შეიძლება მოკვდნენ. ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება საკმაოდ ბევრ მაგალითს გვაჩვენებს იმისას, რომ ახალგაზრდა ადამიანები ხშირად თავიანთი ძალების გაფურჩქვნისას კვდებიან. შესვენებულთა რიგები რომ მოვიხილოთ, აღმოჩდება, რომ სიკვდილი უფრო ხშირად უმცროს ასაკიანთა შორის შეიკრებს თავის მსხვერპლთ, ვიდრე ხანდაზმულთა შორის. მაშ, იმგვარი ღვთის მოშიშებით იცხოვრეთ ახალგაზრდებო, რომ ყოველ ჟამს გამზადებულნი იყოთ სიკვდილისათვის, თქვენი სიჭაბუკის წლებიც ღმერთს მიუძღვენით და არა ამქვეყნიურ ამაოებას და ჭაბუკურ თავქარიანობას, რამეთუ ღვთის სიტყვაც ამას გვასწავლის: "ყოველთა დღეთა სიჭაბუკისა შენისა გახსოვდეს ის, ვინც დაგბადა" (იგავნი 11,1).

კიდევ ერთი სამოძღვრებო შეგონება სახარების ამ ეპიზოდიდან.

მამა გრიგოლ დიაჩენკოს მოსაზრებით, "რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, არასდროს არამც და არამც არ უნდა მიიჩნევდეს მას უიმედო მდგომარეობად. ყოველგვარი სასოწარკვეთა და სულმოკლეობა ღმერთის დიდებულებისა და ყოვლისშემძლეობის შეურაცხყოფაა. "ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდების და ერთიცა მათგანი არ დავარდების ქვეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქვენისა. ხოლო თქვენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან" (მათე 10, 29-30) - გეუბნება თავად უფალი და იგივეს გვეტყვის მეფსალმუნის პირით: "და მხადე მე დღესა ჭირსა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფსალმ. 49,15). არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომლის განკურნებაც ყოვლადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს არ შეეძლოს და სწორედ იქ გაცხადდება უპირატესად მისი ძალა, სადაც სხვა არანაირ ძალას არ ძალუძს ტანჯულის ხსნა".

დაბოლოს, კვლავ შესაკრებლის მთავრის იაიროსის მაგალითი, რომელიც მოთმინებით იტანდა უფლის შეფერხებას მისი სახლისაკენ მსვლელობისას, რომელიც ჯეროვანი მოთმინების მაგალითს გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში.

"მოთმინება მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა თან სდევდეს ადამიანს, - აღნიშნავს მამა გრიგოლ დიაჩენკო, - იგი უნდა მოიცავდეს მთელი კაცობრიობის ცხოვრებასაც ამქვეყნად. მოთმინებით იძენს ადამიანი ყველა სიკეთეს და ინარჩუნებს მათ, მოთმინებით წარემატება იგი ყველა თავის წამოწყებაში, აღწევს სურვილთა შესრულებას, უვნებლად უძლებს ბოროტების ყველანაირ კვეთებას: მოთმინებიდან გამოსული, იგი უმალვე იმის საშიშროების წინაშე დგება, რომ დაკარგავს სიკეთეთ და ევნება ბოროტისგან, ანდა, რაც კიდევ უფრო სავალალოა, რომ თავადაც ბოროტებას ჩაიდენს. ერთმა წუთმა უთმინოებისა, შესაძლოა წლები, საუკუნეებიც კი არივ-დარიოს. როგორი ტანჯვა, გაჭირვება, განსაცდელი დაითმინა მართალმა იობმა! და რა უხვად იქნა დაჯილდოებული ღმერთის მიერ მისი მოთმინება, რა სასტიკი და ხანგრძლივი დევნა დაითმინა დავითმა. და რა დიდებულად იქნდა დაჯილდოებული მისი მოთმინება! რა მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი ტანჯვა-წამება და მოკვდინების სახეები იქნა საგანგებოდ მოგონილი ქრისტიანობის მტრების მიერ იმისთვის, რომ ქრისტიან მოწამეთა მოთმინება შეერყიათ!

და რა საკვირველად სრულ-იქმნებოდა უძლურებათა შინა ძალა ქრისტესი, - ხან სრულიად მშვიდი და უმტკივნეულო დათმენითაც კი სატანჯველთა, ხან ანაზდეული განკურნებით ჭრილობებისა, ხან დამსჯელი მოქმედებებით მტარვალთა მიმართ და ხანაც სულიერი ძლევითაც, როცა ქრისტიანთა მტანჯველნი თავადვე ხდებოდნენ ქრისტიანები".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat