დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი: "ჩემი გულ-გვამის მკურნალი. კაცთმო- ყვარე ღმერკაცია..."
დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი: "ჩემი გულ-გვამის მკურნალი. კაცთმო- ყვარე  ღმერკაცია..."
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
დასვენებულია ამავე ტაძარში.
დაკრძალვა ხუთშაბათს, 11 აპრილს, 14 საათზე.
მისამართი: ვარკეთილი 3 , მეორე მიკრორაიონი, მე-16 კორპუსის მიმდებარედ, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების N 9.

მამა იოსები იყო გამორჩეული მოძღვარი და გულისხმიერი პიროვნება. გარდა ამისა წერდა ძალიან საინტერესო ლექსებს. გთავაზობთ რამდენიმე ბოლოდროინდელ პოსტს მისი ფეისბუქ-გვერდიდან:

29 მარტი:
ქრისტიანისთვის  "გწამდეს ღმერთი" ნიშნავს, აღიარებდე მას არა მარტო გონებით, არამედ გულითაც ილტვოდე მისკენ.
ჩვენ შეიძლება ყველაფრის გვჯეროდეს, მაგრამ,  გვწამს მხოლოდ ღმერთი.
ქრისტიანული რწმენა საიდუმლო მოვლენაა ადამიანის სულის სამყაროში. იგი აზრზე ძლიერია, უფრო ვრცელია და ქმედითი; რთულია და თავის თავში აერთიანებს სიყვარულის , შიშის, მოწიწების, თაყვანისცემისა და თავმდაბლობის გრძნობებს. თუმცა რწმენას ძალუძს მთების შეძვრა, მაინც არ შეიძლება იგი ნებელობის გამოვლინებად ჩავთვალოთ. მორწმუნე ქრისტიანი საკუთარ ნებაზე უარს აცხადებს და მთლიანად ღვთის ნებას არის მინდობილი: "იყავნ ნება შენი ჩემ ცოდვილსა ზედა "
რწმენის გარეშე ქრისტიანობა აღარ იქნებოდა ცოცხალი კავშირი ცასა და დედამიწას შორის. ( წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი )

ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა წმინდანთა მიერ ყველა დროში აღსრულებული სასწაულები. მაგრამ სასწაულები აღესრულება არა ზოგადი , არამედ ქრისტიანული რწმენით. რწმენა ქმედითია არა წარმოსახვის ან თვითჰიპნოზის ძლით, არამედ იმით, რომ გვაკავშირებს ყოველგვარი სიცოცხლისა და ძალის წყაროსთნ- ღმერთთან . რწმენა ჭურჭელია წყლით ასავსებად , ოღონდ ის წყალში რომ ჩაუშვა , შენც იქვე უნდა იყო. ეს წყალი ღვთიური მადლია .
"რწმენა გასაღებია ღვთიური საგანძურისა " წერს წ. მამა იოანე კრონშტადტელი.


ქრისტეს სარწმუნოება დაშენებულია რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე ( იხ. მათე, 16, 18).
"რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა... დაუყვნეს პირნი ლომთანი; დაშრიტეს ძალი ცეცხლისაი; განერეს პირსა მახვილისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან... ( ებრ. 11, 33, 34.)
სარწმუნოებამან თქვენმან გაცხონოთ!...


ქარცისფერი დილა


ისევ ქარცის ფერები, ისევ წვიმა სისხლისა,
განმეწონა გულ-ღვიძლში პირი ბასრი ისრისა.
ჩამოეშვა პირბადე ძოწისფერი ნისლისა,
სული ერთგული არის ქვეყნად მოსვლის მიზნია...
ვგავარ ხან მეციხოვნეს, ხან ოცი წლის ნაციხარს,
ცხოვრებავ, ვითომ ტკბილი, რეალურად  მკაცრი ხარ.
ცაო, მიწას, ხორცო სულს ახალუხად აცვიხარ.
ტკვილს თუ ვერ გაუძელ მაშინ რაღა კაცი ხარ.
20 . 03. 2024 წ.

ეს კი მამა იოსების მიერ 2  აპრილს გამოქვეყნებული ბოლო ლექსია:


რე---ა ნ ი მ ა ც ი ა
ისევ რეანიმაცია, ტანზე ტკივილი მაცვია,
ტანჯვა მახურავს ჩაჩქანად, მიცინის ცივი ფაცია.
დღე ხან მუქი, ხან ბაცია, წუთისოფელი მკაცრია,
უფალი ჯვარზე გააკრა, მმტობს მწირ ყმას მტვრიან-ნაცრიანს.
გველს ცრუს და ცბიერს მრავალთა სულები მიუტაცია,
მეფე, თავადი თუ გლეხი, ხელმარჯვე
თუ ხელცაცია.
ზეციდან ანგელოზები იმედის სხივებს მაცრიან,
ჩემი გულ-გვამის მკურნალი. კაცთმო- ყვარე  ღმერკაცია...
02. 04. 2024 წელი.

ფაცია - მარადმწვანე ბუჩქი


უფალმა მოიხსენოს მამა იოსების სული მართალთა შორის. გთხოვთ, მკითხველო, მოვიხსენოთ ლოცვებში!
უფალმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat