სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა ჩვენი მიცვალებულების სულებს და განუსვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
თაკოს
(თამარ ცირდავას)
ეს გაზაფხული, შენებრ ლამაზი,
ნაზი, ფაქიზი და საოცნებო,მოვიდა, ზღურბლზე ოდნავ შეყოვნდა
შენი არყოფნა რომ გამოეცნო.
მოგინაკლისა და უშენობა
გულში ტკივილად შემოინახა,
ნალოლიავებ კლავიშებს ხელი
გადაუსვა და აახმიანა.
მერე და მერე შემოგვაყარა
გირლიანდები ტყემლის და ნუშის,
ცისფერთვალება იების კონა
შენც ხომ მოგართვა, ძვირფასო, გუშინ.
ეს გაზაფხულიც, შენებრ ლამაზი
წავა და შეწყვეტს ყვავილთა თოვას
და ლამაზ სულთა უკვდავსაყოფად
გაისად ისევ დიდებით მოვა.
08.03.24.
შენი დეიდა (მაყვალა ხატიაშვილი).