გარდაცვალება და არა სიკვდილი
გარდაცვალება და არა სიკვდილი
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლადშესვენებული დედა ირინეს გულიდან ამოსულ ღვთის სიტყვას მუდამ ძალა და შეგონება ექნება.

"გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის...გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში".
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

-რა კარგად გვიხსნის მისი უწმინდესობა ზემო აღნიშნულ ამონარიდში სიტყვა გარდაცვალების შინაარსს და მის მნიშვნელობის.  დიახ, სიკვდილი არ არსებობს. ეს სრული ჭეშმარიტებაა, რაშიც პირადად ჩემზედ მოწევნულმა მოულოდნელმა განსაცდელმა დამარწმუნა.

1998 წლის 19 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევით გარდამეცვალა 27 წლის ვაჟიშვილი გიორგი ქართამაძე. მიუხედავად იმისა, უკვე ორი წლის აღკვეცილი მონაზონი ვიყავი, განსაცდელმა თავზარი დამცა, ცრემლი გამიშრა, მწუხარებამ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო მოიცვა. ეჭვიც კი მეპარებოდა,  სრულ ჭკუაზე ვიყავი თუ არა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, გადმომცეს უწმინდესის სიტყვები, რომ ღმერთი ნებისმიერ განსაცდელს, რაღაცის გამო გვიგზავნის. მიზეზი ჩვენთვის უცნობია, რადგან ეს ღვთის საიდუმლოა. ჩვენ მის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებით. ერთი, კი ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, მამა, შვილისთვის ცუდს არასდროს გაიმეტებს, ამიტომ უნდა მივენდოთ და გვწამდეს მისი".

ამ სიტყვებმა ძალა შემმატა, გამამხნევა, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა. მე უნდა მეცოცხლა და მელოცა ჩემი შვილისთვის. თუმცა იყო პერიოდები, რომ ძალიან მენატრებოდა და უფალს ვთხოვდი, სიზმარში მაინც ეჩვენებინა ჩემთვის გიორგი. დრო გადიოდა, სურვილი კი სურვილად რჩებოდა. გარდაცვალებიდან ალბათ 5 წლის შემდეგ, მე შვილის ნახვის სურვილით დადარდიანებული, სულიერ და ფიზიკურ უძლურებაში აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ძალიან სუსტად ვიყავი, ვერც მონასტრულ ლოცვებს ვესწრებოდი და ვერც პირად კანონებს ვასრულებდი.

გაუთავებლად ვფიქრობდი გიორგიზე, მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის ცალკეული მომენტები და სულ უფრო მეტად ვგრძნობდი, როგორ მეკლდა ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ის ჩემს მიმართ იჩენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს დამიდგა ნანატრი ღამე. საოცარი სიზმარი ვნახე, ვიცი, რომ სიზმარს არ უნდა დაუჯერო, რადგან რთულია გაარკვიო, რომელი ძალისაგან არის ის, კეთილისა თუ ბოროტისაგან, მაგრამ იმდენადმ შთამბეჭდავი იყო და ჭკუის სასწავლებელი, რომ ამდენი წლების შემდეგ გადავწყვიტე მისი გასაჯაროვება. სიზმარი ასე დაიწყო, ვიმყოფებოდი ჩემთვის უცხო გარემოში, ერთ სართულიანი შენობაა, სადილს ვამზადებ.

რაღაცისთვის გარეთ გამოვედი, ვხედავ მწვანე ბალახზე ჭირხლია დადებული, საშინლად ცივა. ჩემგან საკმაოდ მოშორებით ზის ჩემი შვილი გიორგი, აცვია საზაფხულო ტანსაცმელი. დავინახე თუ არა შიშის გრძნობამ შემიპყრო, ვიფიქრე გაცივდება მეთქი და დავუძახე შენობაში შემოსულიყო. ის დაღონებული წამოვიდა ჩემსკენ. ორივენი სახლში შევედით. ვეფერები და თან ვსაყვედურობ, ამ სიცივეში ასეთი ჩაცმული, როგორ გადიხარ გარეთ გაცივდები მეთქი (სიზმარში არ მახსოვდა გარდაცვლილი რომ იყო). გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ეს სიცივე შენთვისაა და არა ჩემთვის, ნუ ნერვიულობ არ გავცივდებიო". ამ საუბარში გამახსენდა, რომ ის სადღაც იყო წასული და დიდი ხანი არ მენახა; ამიტომ შევეკითხე: "შვილო, როგორა ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ხომ არაფერი გიჭრს მეთქი". ყურადღებით დამაკვირდა და ასეთი პასუხი დამიბრუნა: "შენ რომ აქ ცუდათა ხარ, მე იქ კარგად როგორღა ვიქნებიო".

სიზმარში ამ პასუხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გამოღვიძებისთანავე გამახსენდა ეს სიტყვები და ძალიან ღრმად ჩამაფიქრა. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ გარდაცვლილთა სულები ძალიან ახლოს არიან ჩვენთან, უბრალოდ ვერ ვხედავთ მათ. ისინი კი ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ადევნებენ თვალს და შესაბამისად ან ხარობენ, ან მწუხარენი არიან. ამის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფელბა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ვიქცეოდი. მე უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე, ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონის მიხევით და მელოცა ჩემი შვილის სულის კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი შვილის სიტყვები მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველას, ვისაც გარდაეცვალა ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი.

ჩვენი გადამეტებული მწუხარებით, გაუთავებელი მოთქმა-გოდებით ვერაფერს ვცვლით, სულებს კი ვამძიმებთ და ვანაღვლიანებთ. მართალია ახლობლის დაკარგვა მოუშუშებელი ჭრილობაა, ის არ შეხორცდება, რადგან მონატრების სურვილი არასოდეს გაქრება, მაგრამ თუ  კარგად დავფიქრდებით აუცილებლად მივხვდებით, რომ ჩვენი ახლობელი კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა და სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში გააგრძელა ცხოვრება. ღვთის მიერ დადგენილი კანონის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენც მოგვიწევს ამქვეყნიური ცხოვრების დატოვება და მასთან შეხვედრა, ვინც ასე გვენატრებოდა და გვაკლდა.

სწორედ, მარადისობაში ერთად ყოფნის სურვილმა უნდა გაგვამხნეოს და გაგვაძლიეროს, გაგვაწყოს ლოცვისთვის, გარდაცვალებულთა სულების საოხად მოწყალების გაღებისთვის და რაც ყველაზე მთავარია თუ არა ვართ ეკლესიურები, აღმსარებელ-მაზიარებლები, სასწრაფოდ მივაშუროთ ტაძარს, შევარჩიოთ მოძღვარი და დავიწყოთ აქტიური სულიერი ცხოვრება, რითაც გავახარებთ და გავაბედნიერებთ ჩვენი ახლობლების სულებს.
კარგი იქნება თუ არასოდეს დაგვავიწყდება, მისი უწმინდესობის ილია II-ის სიტყვები: "მაღალი თანამდებობა და სიმდიდრე ერთგულებას ვერ გაგვიწევს. ის მხოლოდ სამარის კარებამდე მიაცილებს ადამიანს და როგორც ორგული იქვე დატოვებს. შემდეგ კი  ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელნიც ამქვეყნად გაუკეთებია".

ამიტომ არის, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებიის გამო ახლობელთა სულები ხარობენ, ბოროტნი საქმეების გამო კი წუხდებიან. ისინი დიდი მონდომენით ელიან იმ სანატრელ დროს თუ, როდის გავალთ, რა თქმა უნდა მოძღვრის დახმარებით. ამცხოვრებისეული ცოდვების ლაბირინთებიდან, როდის ვიპოვით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით ღვთიური ცხოვრებით გათებულ გზას, იმ გზას, რომელიც ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ უფალთან მიგვიყვანს და შეგვისრულებს სანუკვარ სურვილს, მარადისობაში ვიყოთ მათ გვერდით ვინც ასე გვენატრებოდა და თავდავიწყებით გვიყვარდა.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat