დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
სამწუხაროდ წუთისოფელი ადამიანებს ხშირად წასვლის შემდეგ უფრო აფასებს, რადგან მათი სულიერი სამყარო მერე უფრო მკვეთრი და საცნაური ხდება. ასე არის თენგიზის შემთხვევაშიც...
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მას სავანე მართალთა შორის განუწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და თენგიზისთვის ლოცვის ძალა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი