დღეს, დილის 06:40 წთ. გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის მეთაური, ხრისოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა.
იგი დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში. 1963 წელს დაამთავრა ქ. პაფოსის გიმნაზია. 1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1968–1972 სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1972 წელს არჩეულ იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად. 1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად. 1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა. 2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინტრონიზაცია.
ღმერთმა აცხონოს და მართალთა სავანეში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული!