დღეს 30 ოქტომბერია, დაბადების დღეს გილოცავთ, ამირან...
დღეს 30 ოქტომბერია, დაბადების დღეს გილოცავთ, ამირან...
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
ამის შესახებ ხშირად მიფიქრია....დედის გარდაცვალებისას 42 წლის ვიყავი, მამა 49 წლისას გარდამეცვალა, რამდენიმე ჩემს ძვირფას ადამიანთან კი 50-60 წლის მეგობრობა მაკავშირებს. გამოდის, რომ მათთან ერთად უფრო მეტ ხანს  მარგუნა უფალმა სიცოცხლე...ამაზე რამდენიმე თვის წინ, ამ წლის დასაწყისს, ამირან სინაურიძესთან ვსაუბრობდით,-ასე დაიწყო  წრფელი გულიდან ამოსული  ტკბილი,ხანაც გულისტიკილით საუბარი ჩვენი ამირანის უახლოესმა მეგობარმა საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა  ნანა ლომიძემ.

- ხედავ, რამდენ ხანს გიძლებთ? - შემეკითხა, ამირანი.
- ჩვენც ხომ გიძლებთ, ამირან , გაგვეცინა.
ვისაც არ უნდა მოესმინა ეს საუბარი სიყვარულის მეტს ვერაფერს იგრძნობდა, რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რას იტევს ეს 52 წელი, რა განცდის, წრთობის, ფიქრის, ერთად ყოფნის სიხარულის, საერთო მიზნების განსჯისა და შრომის, მიღწევების, სიხარულის, გამარჯვებების, ზეიმის და სევდის, ერთად დგომისა და თანაგრძნობის...ვინ იცის, კიდევ რამდენი სიკეთის, ჰო, მხოლოდ სიკეთისაა ეს 52 წელი...
პირველად აღვნიშნეთ ამირან სინაურიძის დაბადების დღე...იცვლებოდა წლები, თარიღი კი ახალ - ახალ შეხვედრებს გვიმზადებდა ხან ქუთაისში, ხან თბილისში, ან ქალაქ გარეთ და ყოველთვის მეგობრების წრეში. დღეს პირველად აღვნიშნავთ მის გარეშე… ამირანი 7 თვის წინ გარდაიცვალა.
მის წასვლას, არყოფნას ვერაფრით ვეგუებით  და ამას ღრმა ჭრილობას და მის სიმწვავეს, ხან ღია ჭრილობის მუდმივ ტკივილს ვადარებთ. სრულიად უძლური დავრჩით სიკვდილ-სიცოცხლის რაობის, მათი განუყოფლობის მნიშვნელობის წინაშე. მძიმე რეალობამ გული გვატკინა.

***

"თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე, სიკვდილისთვის რომ მოემზადოს. მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად" - წერს ოთარ ჭილაძე.

მივყვები   გენიალური მწერლის ნათქვამს და ვფიქრობ, როგორ მოამზადა ეს "საგანი" ამირან სინაურიძემ; მინდა ვიფიქრო ცივი გონებით, განცდა კი დიდი მოგონებებისთვის გადავდო, მეგობრების წრეში, ცრემლიან-სიცილიანი ეპიზოდებით.

ამირანი "წერის კაცი" იყო; ყოველთვის ვრცლად გამოხატავდა აზრს, მცირე ბარათშიც კი. წერდა ქართული ენის პატივისცემით და  სიყვარულით...რამდენჯერ გამომცდელად შემოუხედავს მის ნაწერებს რომ ვკითხულობდი, რაა ზედმეტიო და მერე ის "ზედმეტი"უჩემოდ ჩაუსწორებია.
ამირანი ყოველთვის საინტერესო თემებს ეძებდა და ყოველთვის მკითხველის თვალით კითხულობდა თავის ნარკვევებს, ამონტაჟებდა აუდიო და ვიდეოსიუჟეტებს რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობისას. უამრავი ჩანაწერია მის არქივში და სიცოცხლის ბოლო დღეებშიც მასზე მუშაობდა, ახალ წიგნში უნდოდა შეეტანა, რაც ნახა და განიცადა... როგორ მაინტერესებდა! - რამდენჯერ თავიდან მოვუცილებივარ, ჩემი ცნობისმოყვარე შეკითხვებით, მოესწრები, ნახავ და წაიკითხავო... - ვერ მოვესწარი...ვერ დაასრულა მან თავისი ცხოვრების წიგნი, ვერ დაასრულა აქ, დედამიწაზე...იქ კი, იქ განგების ნებით ხდება ყველაფერი... ამაზეც თვითონ დაუზარებლად გვესაუბრებოდა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როდესაც სიონში დაიწყო სიარული კონსერვატორიელ მეგობრებთან დათო ჩაბრაძესა და არჩილ დუჩიძესთან ერთად; ჰო, ჩვენ გასაკიცხი კომკავშირელები ვიყავით და კომპარტიის წევრი ამირან სინაურიძე სწორედ ეკლესიის მგალობლებთან მეგობრობდა და წირვა-ლოცვებს ესწრებოდა მაშინ, როდესაც რეიდებს ატარებდნენ ეკლესიებში ურჩ სტუდენტთა გამოსააშკარავებლად.

ეს იყო...და სწორედ ამიტომ ჯერ ეკლესია-მონასტრების, კულტურის ძეგლებით დაიწყო სატელევიზიო სიუჟეტების მომზადება, შემდეგ საეკლესიო დღესასწაულებსა და ისტორიულ ფაქტებზე, შემდეგ კი, 90-იანი წლების დასაწყისიდან, ყველა თემაზე, რაც სარწმუნოების შესახებ აინტერესებდათ და, იმატა მის ბიბლიოთეკაში საეკლესიო ცხოვრების შინაარსის ლიტერატურამ, ჩანაწერებმა, ტელეგდაცემებმა, გაჩნდა ყოველდღიური სიუჟეტები მოამბეში - "საეკლესიო კალენდარი" და პირველარხელები ამირანს ეკითხებოდნენ ყველაფერს, რაც ეკლესიასა და სარწმუნოების თემებზე აინტერესებდათ.
ხომ არ შეიძლება  ერთბაშად, უცებ მოინდომო და გახდე მოძღვარი, თუ არ შეისწავლი იმას, რაც გინდა გაიგო და, მით უფრო, თუ განიზრახავ ამ ყოვლისმომცველ ისტორიებსა და წმინდანთა ცხოვრებაზე დიდ ტელეაუდიტორიას ესაუბრო, სახარება გადაუშალო, ბიბლიის მოძღვრებას აზიარო.... აი, ეს ტვირთი წლების მანძილზე, როგორც მძიმე ჯვარი, დაჰქონდა ამირანს, რომელსაც არაერთხელ ვკითხე - რატომ? რატომ იტვირთე-თქო?:- არ იცი, ეს რა დიდი სიხარულიაო.



ვერ მოვისვენე, ვიდრე მის ხილვებზე არ მიამბო. თვალზე ცრემლით და უფლისადმი შეწყალების თხოვნით..... ჩვენ კი სიკვდილსა და გაქრობაზე შიში გაგვიქარწყლა, რწმენა გაგვიძლიერა...მერე ეკლესიისკენ მიგვახედა, დროზე შეგვაშველა ხელი -  რაც გაწუხებთ, მოძღვარს შეეკითხეთ,  ეკლესია, უფლის მადლი გაგაძლიერებთო... ასე გვიბიძგებდა ჭეშმარიტების გზაზე ჯერ კიდევ საბჭოთა ახალგაზრდებს ჩვენი "მოძღვარი", ჩვენი ძვირფასი მეგობარი. თვითონ კი, ამის მოწმე ვარ, უამრავ სიძნელეს შეჯახებია ცხოვრებაში.... იყო, ყველაფერი იყო - ღვთიურიც და ადამიანურიც, სისუსტეც და სიძლიერეც, თვალზეცრემლმომდგარიც მინახავს ხშირად...მერე  იყო  ის, რომ  იმ 2004 წლიდან, პირველი არხის "რეფორმა" რომ დაიწყეს, მაღალი ეშელონებიდან განუცხადეს, პირველ არხზე საეკლესიო თემები აღარ გვინდაო...ამირანიც მთელი არსებით შეძრული, იბრძოდა, უფრო იმ საეკლესიო თემების ამკრძალველთა სულიერებისკენ მოსაბრუნებლად... ბევრ უსამართლობას შეეჯახა და სწორედ იმ ბრძოლების დროს  გამოჩნდა "კარიბჭე", საეკლესიო ჟურნალი, მისთვის როგორც სიკეთისა და სიმშვიდის სავანე.

მახსოვს, რა გატაცებით გვესაუბრებოდა ამ ჟურნალზე, თემებზე, რიმელიც მკითხველამდე  მიჰქონდა.... და მართლაც, ჟურნალს არ ვტოვებდით, რომ მისი სტატია არ განგვეხილა, ვემადლიერებოდით ამ ჟურნალის ყველა ამაგდარ ადამიანს, განსაკუთრებით ქალბატონებს  თამარ მამაცაშვილსა და  მანანა ჯანელიძეს, ახალგაზრდა თეა ცაგურიშვილს, რომელთაც ამირანისგან ვიცნობდით...ახლა, ამ მცირე მოგონებით ვერ შევეჭიდები იმ დიდ მრავალფეროვნებას და გზათა ელვარებას, რასაც ჟურნალში მუშაობისას განიცდიდა და რაც ცხოვრებას უხანგრძლივებდა ჩვენს მეგობარს.



მადლობა"კარიბჭეს", მის სულიერებას, ადამიანთა დახმარების და თანაგრძნობის ნიჭსა და  ნებას, მართლაც ღვთივკურთხეულ საუნჯეს. აქ გამოქვეყნებული პუბლიკაციების და ინტერვიუების საფუძველზე შეიქმნა ამირან სინაურიძის წიგნი -  "მიმყვანელთ ჩვენდა ცნობად კეთილისა", რომელიც ორი  ღვაწლმოსილი სასულიერო პირის, წმ. ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძისა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის მოწამებრივი ცხოვრებისა და ღვაწლის ისტორიაა.
მადლობა "კარიბჭეს", რომ ამ დაბადების დღის აღსანიშნავად მომიწვია, თუმცა კი, ჩემი "ადრესატი", ვინ იცის, როგორი კრიტიკული შენიშვნებით  ააჭრელებდა ამ ნაწერს...როგორც ხშირად ვამბობდით "ზოგი მოგონება ფრთხიალებს, ზოგი დაჭრილივით ბღავის"...და იგი ხუთ ათეულ წელზე მეტს მოიცავს...ცხოვრების მრავალტომეულს.

წერილი დავიწყე შეკითხვით - რა ეწოდება-მეთქი ხანგრძლივ, 50 წელზე მეტი ხნის მეგობრობას და, სწორედ გუშინ, ერთგან ამოვიკითხე - " ძველ ბერძნებს ასეთი შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ტერმინები ჰქონდათ: "ფილია - Φιλίαა  " - სიყვარული მეგობრებს შორის და "სტორგე-στοργή".  სიტყვა "სტორგეს" ასევე ეძახდნენ მეგობრობას, რომელიც ვითარდება მთელი ცხოვრების მანძილზე, როდესაც საქმე იქამდე მიდის, რომ მეგობარი მზადაა მეგობრისთვის სიცოცხლეც კი გასწიროს.  გამოდის, რომ "ფილია" შეიძლება თანდათან გადაიზარდოს "სტორგეში", მაგრამ, ეს არ ხდება ერთ დღეში."- ასე მთავრდება ეს ჩემთვის სასწაულებრივად შემოშველებული ინფორმაცია....ჰო, ეს არ ხდება ერთ დღეში, მაგრამ 52 წელიწადში აუცილებლად ხდება! დაე,  სტორგე - ახალი სიტყვა შემოვიდეს ბერძნულიდან  ქართულში, სტორგე - მუდმივი, ერთგული მეგობრობა.

ახლა კი ამირანს მივმართავ:
დღეს 30 ოქტომბერია. დაბადების დღეს გილოცავთ აქ დარჩენილი მეგობრები.თანაკურსელები. გვახსოვხარ, გვიყვარხარ, შენზე ვლოცულობთ...იქ შეხვედრისას კი - შენ იცი!




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat