ამირან სინაურიძის მოსაგონარი - დაგვიანებული გამოსათხოვარი მეგობარს
ამირან სინაურიძის მოსაგონარი - დაგვიანებული გამოსათხოვარი მეგობარს
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:

"ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,..
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"... (გალაკტიონი).

ამირან სინაურიძე "კარიბჭის" რედაქციაში გავიცანი...იმის მერე თითქმის 20 წელი გავიდა...მასთან შეხვედრა, თათბირი იქნებოდა, წვეულება  თუ ექსკურსია, ყველას გვახარებდა. გამორჩეული იყო თავისი  უბრალოებით, სისადავით, კეთილღიმილიანობით, სანდომიანობით, ქუთაისური ზრდილობითა და წარმოსადეგობით. ასაკით უფროსი იყო და  ჩვენზე უფრო გამოცდილი, დახელოვნებული ჟურნალისტიკაში, ამდენად პოპულარული,  მაგრამ არასდროს გვაგრძნობინებდა ამ მხრივ თავის უპირატესობას.. პირიქით, რაღაცნაირად, ძალიან მიამიტური თვალებით იყურებოდა, ყველას ყურადღებით გვისმენდა, მოკრძალებით იტყოდა თავის სათქმელსაც. მერე მივხვდი, ამირანი დიდი ბავშვი იყო, იმდენად ხალასი და ლაღი ბუნება ჰქონდა, "ბატონოთი" რომ მიმართავდი, უხერხულობდა..სხვა გზას არ გიტოვებდა. მასთან ურთიერთობაში ისეთივე უშუალო უნდა ყოფილიყავი, როგორიც თავად იყო.

ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო, მაგრამ ის დღე განსაკუთრებით დამამახსოვრდა..ამირანის ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე, სახლში ვესტუმრე მოსანახულებლად. მახსოვს, რატომღაც  იმ დღეს საშინლად  ცივი  ქარი  ქროდა  და მით უმეტეს, ნუცუბიძის პლატოზე, თამამად დათარეშობდა  და გულსაკლავად კვნესოდა. როგორც კი კარი გააღო, პირველად ეს იკითხა:  _ აქ, ამ სიმაღლეზე, ასეთ ამინდში რამ ამოგიყვანაო? მის სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი, რომ ეს იყო ძალიან თბილი და მყუდრო ადგილი; ნამდვილი შემოქმედებითი გარემო. მაგიდები და წიგნის თაროები, ვიტრინაში გამოფენილი  წიგნები, კედლებზე ფერწერული ნახატები, ფოტოები გარდაცვლილი თუ ცოცხალი ადამიანებისა, უსასრულოდ ბევრი ხატი წმინდანებისა, რომლებიც ცოცხლებივით იყურებოდნენ.

ამირანმა  ჩაიდანი დაადგა და ოთახში  საკმევლისა და ჩაის სურნელი ერთდროულად დატრიალდა. მარხვა იყო.. ჩაის  მივირთმევდით "პრიანიკებთან" ერთად. მახსოვს, მე მაშინ სულიერად ძალიან მიმძიმდა და ჩემი გულისტკივილი გავუზიარე ამირანს. არადა ვითომ გასამხნევებლად ვიყავი მისული. ამირანი ღრმად მორწმუნე კაცი იყო და ამიტომაც   სწორედ მას მოვუყევი ჩემს ცხოვრებაში ის ის იყო მომხდარი რაღაც ფაქტი, რომელიც სასწაულს ჰგავდა. საერთოდ, არასდროს დავინტერესებულვარ სასწაულებით...არ მიძებნია...ვიცი, რომ ყოველ წამს ხდება, გააჩნია თვალს და გულს...როგორც შეხედავ სამყაროს, ისე დაინახავ...მაგრამ არსებობს ხილული გამოვლინებები და სახარებაში ტყუილად არ არის, მაგალითად, იგივე მტრედი სული წმინდის სიმბოლოდ აღიარებული......მტრედების თემა ძალიან საინტერესოა.. ამ თემამ ჯერ კიდევ გამიტაცა მაშინ, როცა ვნახე მიხაილ ხანეკეს ფილმი: "სიყვარული".. მანამდე კი კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"- შიც შემხვდა, ერთ თავს ჰქვია: "შავი მტრედები", თამარს რომ გამოეცხადნენ "მაცნედ უარესი სიმძიმილისა"...  რა ვიცოდი, თუ მტრედების თემა ჩემს ცხოვრებაშიც შემოიჭრებოდა. იმ დროს რაღაც მნიშვნელოვანი სასიკეთო სიახლე მოხდა ჩემს არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაში.  სახლში წმინდა მატრონას ხატი მოვაბრძანეთ....როგორც კი ხატს ადგილი მოვუძებნეთ ოთახში..

ცოტა ხანში ორი მტრედი მოფრინდა.. შავები იყვნენ..ძალიან შავები......ჩემი აივანი ორ ოთახს გასდევს. ზუსტად იმ ოთახის გასწვრივ მოიკალათეს აივანზე, სადაც ხატი იყო.. ზუსტად ხატის გასწვრივ.. მოიკალათეს ერთია და მთელი სამი დღე და ღამე ისხდნენ მოაჯირზე. სიცივეში, წვიმაში, ღამით რომ გავხედავდი, აბუზულებს, გალუმპულებს, ფრთები ჰქონდათ ერთმანეთზე გადაფარებული და ერთმანეთს ათბობდნენ... (შეყვარებულები იყვნენ ალბათ)...ცოტა არ იყოს, შემეშინდა...სხვა დროს თუ ფრინველი (ან ბეღურა, ან მერცხალი) როდესმე დასკუპდებოდა წამით აივანზე და ოდნავ გავიფაჩუნებდით სახლში, მეყსეულად ფრთხებოდნენ და მიფრინავდნენ. ესენი კი არც გვიმჩნევდნენ. თავისუფლად გავდი-გამოვდიოდით აივანზე..მაგრამ ჯიუტად ისხდნენ. თითქოს საგანგებო დავალებით იყვნენ მოფრენილები და ბოლომდე უნდა ედარაჯათ აქ, მაინცდამაინც ამ ადგილას.....რაღაცას ან ვიღაცას იცავდნენ თითქოს...სამი დღე ფეხი არ მოუცვლიათ, არც პურის ნატეხებს აქცევდნენ ყურადღებას (რომლებიც საგანგებოდ ჩამოვარიგე მოაჯირზე)...პირი არ დაუკარებიათ... მერე კი გაფრინდნენ...და ჩემი ცხოვრების ის სასიამოვნო (თუმც ხანმოკლე) სიახლეც (არ ღირს ამაზე საუბარი) დამთავრდა...ხატიც წავაბრძანეთ თავის კუთვნილ ადგილზე...მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი, რომელიც მე თვითონ გამიკვირდა..რადგან სულაც "არ ვეძიებ სასწაულებს“.

ეს,  რაღაცნაირად უჩვეულო ამბავი მოვუყევი ამირანს და თან სევდიანად დავსძინე,  _ ნეტა,  ეს შავი მტერედები რაღაც ავის მომასწავბელი ხომ არ უნდა იყოს-მეთქი?. აკი "მთვარის მოტაცებაშიც" კითხულობს თამარ შერვაშიძის პერსონაჟი: _ "ვის უნახავს შავი მტერედები? _ და იქნებ განგებამ წარმოგზავნა ისინი  მაცნედ უარესი სიმძიმილისა?"...

ამირანი ყურადღებით მისმენდა.. გულისხმიერება სჩვეოდა...შემატყო პირქუში განწყობა და უცებ მეუბნება: _ როგორ თუ ვის უნახავს შავი მტრედები?..საქართველო ხომ სამხრეთის ქვეყანაა და აქ სულ შავგრემანი მტრედები არიან.. თეთრი და ქათქათა მტრედი  ვის უნახავს აქ, თორემ შავტუხები რამდენიც გინდა..._ ამ პასუხმა ორივე ძალიან გაგვამხიარულა. ბევრი ვიცინეთ. ვცდილობდით სევდიან ამბებზე აღარ გვეფიქრა..მერე გამოაღო ფანჯარა და მითხრა.. აქ ბევრი მტრედი მოფრინავს.. ჩემს ხელში კარგად იკვებებიან. დაფშხვნა "პრიანიკები" და რაფაზე ფაქიზად ჩამოალაგა. მეუბნება: _ მოდი ახლა დავითვალოთ, რამდენია ამათ შორის შავი მტრედი...არადა..მართლა არცერთი არ იყო.. უმრავლესობა ნაცრისფერი შეფერილობისა გახლდათ.

ეს სიტყვები ამირანმა ჩემს გასამხნევებლად და გულის გასაკეთებლად თქვა. და რატომღაც ამ სიტყვებით ყველაზე ნათლად დარჩა იგი ჩემს მეხსიერებაში..რადგან ჩვენ ყველას, მით უმეტეს ცხოვრებისაგან ყინულით მოსრულებს, გულღორღიანებს, ხომ გვიხარია თბილი და  კეთილი სიტყვები, მზესავით. . სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს. ადამიანის იმედიანი სიტყვა  ხომ სულ სხვანაირად გაფიქრებიებს,  სიცოცხლის ხალისს გმატებს. "ენა ხომ  გულისას იტყვის". ამირანს კი ძალიან მიმტევებელი, ბავშვური და თბილი გული ჰქონდა.

ახლა უკვე მარადისობაში გადასულო, ჩემო კეთილო მეგობარო...რამდენჯერაც მტრედებს დავინახავ ხოლმე, სულ შენ გამახსენდები..და ნათელი სევდა მეუფლება.. რაღაცნაირი ღიმილიანი სევდა...და ცხოვრებისგან დაგროვილი ყოველგვარი ბოღმა და შხამი სადღაც ქრება  წამიერად...მტრედივით უმანკო განწყობილება მეუფლება.. შენი სიტყვების ძალამ მაშინ მე გული გამითბო, უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება...და ესეც სასწაულის ტოლფასია. შენ ხომ იმ ძველი პლეადის, "ძველი გვარდიის" მოხიკანი იყავი, ვინც კარგად იცის: "რა შვებას აძლევს გულს თბილი გული, არა ქვასავით" (სიულლიპრუდონი)...და შენ ეს სიკეთე წიგნებიდან არ გქონდა ნასწავლი, არამედ გულის ფიცარზე გეწერა..ოქროს ასოებით... შენ მე ეს სიტყვები მისახსოვრე..."იქნებ იმიტომ, რომ სულაც მოსიარულე სიტყვები ვართ ადამიანები და მეტი არაფერი... იქნებ მხოლოდ სიტყვებად ვილექებით სხვებში და მაშინ, როცა წლების შემდეგ ლანდად გადაურბენს ვიღაცის მეხსიერებას ჩვენი სახელი, ვერაფერს გაიხსენებს, გარდა სიტყვებისა, რომლებიც მისთვის გვითქვამს."

ყოველი ჩვენი წარმოთქმული სიტყვა ხომ ისედაც იწერება იქ, სხვაგან, სხვა სამყაროში...

შენი საყვარელი წმინდანებიც  ხომ ამას ამბობენ: "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ ან შენს საწინააღმდეგოდ".
ბოლო დროს დაგჩემდა ასე გამომშვიდობება: "შეხვედრამდე იმ ქვეყნად"...
თუმცა, საავადმყოფოში რომ დაგირეკე, ბოლო დღეებში (რა ვიცოდით, რომ ეს ბოლო იყო), დაუძლურებული ხმით მითხარი: _ აქ არავის უშვებენ, სახლში რომ გამოვალ, მესტუმრე, ჩაი ისევ დავლიოთ, `პრიანიკებთან~ ერთად და ბევრი ვიცინოთო.. როგორ  გვჯეროდა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. Eეს დღე აუცილებლად გათენდებოდა.…თანაც სულ მალე..მაგრამ..ალბათ, ასეთი იყო ღმერთის განგება..

ვიმედოვნებ, რომ დიახ. ვიმედოვნებ, რომ შენი კეთილი გულიდან ამოსული თბილი, იმედიანი  და ღიმილიანი სიტყვები იქაც, იმ ქვეყნადაც  გაანათებს, მე კი   აქ ნამდვილად დიდხანს მემახსოვრება..
მშვიდობით არა, ნახვამდის.. მეგობარო…როგორც შენ იტყოდი... შეხვედრამდე...უკეთეს სამყაროში..




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat