ადამიანო, მოდი, ირწმუნე და შეუერთდი ქრისტეს!
ადამიანო, მოდი, ირწმუნე და შეუერთდი ქრისტეს!
საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
როდესაც უფლის საიდუმლო ტრაპეზს ვუახლოვდებით, მფარველი ანგელოზი ყველგან თან დაგვყვება
და სიხარულით შემოგვცქერის, რადგან ხედავს, რომ ღმერთი რჩეულთა რიგებში გვიღებს, ამ დროს ღმერთი ჩვენში, ჩვენ კი მასში ვმკვიდრდებით.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ჩვენ ერთხორც ვართ ქრისტესთან". პავლე მოციქულის თქმით კი "ჩვენ მისი სხეულის ხორცთა და ძვალთა ნაწილი ვართ". ამიტომ უფლის საიდუმლოებებში მონაწილეობისას უნდა ვირწმუნოთ, რომ ქრისტეს სიყვარულის წყალობით მისი სხეულის ნაწილად გარდავიქმნებით. ეს სასწაული იმ ტრაპეზის მიღებით ხორციელდება, რომელიც მან გაგვიზიარა, ამგვარად, მასთან ერთარსება გავხდით ისე, როგორც თავია სხეულთან შეერთებული. ასე განივრცობა ღვთის უსაზღვრო სიყვარული, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზეციურ ტახტზე და ანგელოზებით გარემოცული უფლის - ქრისტეს სისხლს ვიღებთ: "შეუცნობი სიყვარულის საიდუმლოვ! უფლის სიყვარულის წმინდა კავშირო! სიცოცხლის წყაროვ იმისათვის, ვისაც ხსნა უნდა! ადამიანო, მოდი, ირწმუნე და შეუერთდი ქრისტეს!" - აღტაცებით წარმოთქვამს ნეტარი ავგუსტინე. არ მაკვირვებს მართლმორწმუნე ქრისტიანთა მგზნებარე სურვილი, მიეახლონ და მიიღონ ქრისტეს სისხლი და ხორცი, მაგრამ ჭეშმარიტად მაოცებენ ის ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურთ თვალი მოსწყვიტონ ამქვეყნიურ საზრუნავს და ყურადღება ქრისტეს ტრაპეზს მიაპყრონ. ამაოდ უხმობს მათ უფალი და ეკლესია...

მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციდან ჩამოვიდა, რათა ქალწული მარიამისთვის ეხარებინა, რომ მისი ყოვლადწმინდა სხეული სიტყვამ თავის სადგომად აირჩია. მფარველი ანგელოზიც გულში უფლის შემოსვლას გვამცნობს, შენ კი ქალწული მარიამის სიწმინდე გჭირდება, რათა ზეციური მეუფე ღირსეულად მიიღო, ანგელოზმა იცის, მადლიანი საქციელით როგორ უნდა აამო ღმერთს. ევედრე მას, რათა მოგამზადოს ღვთიური მოწყალების მისაღებად. მისი შეგონებების წყალობით სინდისის ქენჯნას და საკუთარ ცოდვათა გამო ცხოველ სინანულს იგრძნობ, როცა ეკლესიაში ცოდვების მოსანანიებლად წახვალ, მფარველი ანგელოზი შენ გვერდით იქნება, მას ძალიან გაუხარდება თუკი გულწრფელი აღსარებით სული ცოდვებისგან განიწმინდე. მღვდლის ლოცვა იესო ქრისტეს მაცოცხლებელი სისხლისა და ხორცის მადლიან მოქმედებას დაუშვებს შენზე. იქიდან მფარველი ანგელოზის მსგავსი განახლებული და გაბრწყინებული დაბრუნდები. იგი თავად წარგადგენს ქრისტეს წინაშე, რადგან შენში, ღმრთის ხატებას სცემს თაყვანს... როგორც კანდელი ანთია სამსხვერპლოს წინაშე მარადიულად, ანგელოზის მიერ აღვლენილი ლოცვაც არასდროს ჩაქრება შენი გულის ტაძარში. მადლი გამრავლდება შენში და მისი მოქმედებით მარადიული სერობის თანამონაწილე გახდები - უხილავად ჩაგვესმის მფარველი ანგელოზის ხმა!

წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: "საღმრთო ლიტურგია ჭეშმარიტად ზეციური მსახურებაა მიწაზე, რომლის დროსაც უფალი განსაკუთრებულად ახლოს იმყოფება ადამიანებთან, უხილავად აღასრულებს ღვთისმსახურებას, თვითონაა მომცემელიც და გამღებელიც. ქვეყნად არაფერია ლიტურგიაზე უფრო ცხოველსმყოფელი, წმინდა, ამაღლებული, დიდებული. ამ დროს ტაძარი წარმოადგენს ზეცას, ღვთისმსახურები სიმბოლურად გამოხატავენ ანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და მოციქულებს. ლიტურგია ადამიანებისადმი ღვთის სიყვარულის ზეიმია, რომელიც მუდმივად მეორდება და ყოვლისშემძლე შუამავალია მთელი მსოფლიოსა და თითოეული ადამიანის ცხონებაში. ესაა ქორწილი კრავისა, ქორწილი მეფის ძისა, სადაც ღვთის ძის სასძლო ყოველი მორწმუნის სულია, ხელისმომკიდე კი - სულიწმიდა. რამდენად სუფთა, ამაღლებული სულით უნდა დაესწრო ლიტურგიას, რომ არ აღმოჩნდე იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც საქორწინო ტანსაცმლის უქონლობის გამო, თავიანთი ვნებებით შებილწული სამოსისთვის შეიკვრებიან და უკუნეთში განიგდებიან.

წმინდა საიდუმლო იწოდება საღმრთო ძღვნად, რადგან გვეძლევა უსასყიდლოდ, დაუმსახურებლად, ჩვენი ყოველდღიური და ყოველწუთიერი უსჯულოების მიუხედავად. წმინდა საიდუმლოში უფალი ჩვენი რწმენისაებრ მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს, გვანიჭებს სულიერ ძალებს, განკურნავს სულსა და ხორცს, მოგვმადლის ყოველგვარ სიკეთეს. თუ უფალი თავის თავს ყოველდღიურად უსასყიდლოდ გაიღებს ჩვენთვის, მით უმეტეს ჩვენ არ უნდა დაგვენანოს წარმავალი: ფული, საკვები, ტანსაცმელი მათთვის, ვინც ჩვენგან ითხოვს. ან როგორ უნდა ვწყრებოდეთ მათზე, ვინც უფასოდ ჭამს ჩვენს პურს, როცა ჩვენ თვითონ ასე უსასყიდლოდ მივიღებთ ღვთის ფასდაუდებელ უკვდავ სხეულსა და სისხლს.

როცა წმინდა საიდუმლოს ეზიარები, რწმენით მიიღე, ცხოველმყოფელი სტუმარი გულის სიღრმემდე მიაცილე და იქ დატოვე. თუ ასეთი განწყობით ეზიარები, მალე შეიგრძნობ შენში მომხდარ ცვლილებებს - საოცარ სულიერ სიმშვიდესა და სიმსუბუქეს. ეკლესია ზეცაა, საკურთხეველი - სიცოცხლის ტახტრევანი, სადაც ღმერთი მორწმუნეთა განახლებისთვის თავის წმინდა საიდუმლოში ჩამოდის. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! ეკლესიაში შენს საიდუმლოსთან ზიარებით შენ წინასწარ გვამზადებ ზეციურის საჭვრეტად.

პური ცხოვრებისა არის იესო ქრისტე. ღმერთი, რომელიც საჭმელად და სასმელად გვაძლევს თავისი ძის ხორცსა და სისხლს, მით უმეტეს - მოგვცემს ბუნებრივ პურს".

როგორც პატერიკონი მოგვითხრობს, უღმერთოთა მიერ დილეგში ჩაგდებული წმინდა დიონისე არეოპაგელთან მრავალი მორწმუნე მოდიოდა. მღვდელმთავარი იქ მათთვის საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და წმინდა საიდუმლოებებს აზიარებდა. საღმრთო ლიტურგიის დროს მორწმუნენი ნეტარი დიონისეს თავზე გამოუთქმელ ნათელს ხედავდნენ. ამ დროს მობრძანდებოდა მეუფე დიდებისა ქრისტე, ანგელოზთა მხედრობით გარშემორტყმული და რამდენადაც მორწმუნეთა ხორციელ თვალებს ძალ-ედვათ, ჭვრეტდნენ მას.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება უფრო მაღალსულიერი და დინამიკური იყო, მადლის მოქმედებებიც ბევრად საგრძნობი და აშკარა გახლდათ, ვიდრე დღეს არის, მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის მიშვებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომლის გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებდით. ამიტომ ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში ზიარებისგან განყენებული, თითქოსდა ფიზიკურადაც კი შეიგრძნობდა დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო დღეს არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე უფალი, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში - მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარული, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების პრინციპი იგივე დარჩა - წმინდა საიდულოთა ზიარების გარეშე შეუძლებელია ეშმაკის წინააღმდგომა.

მოციქულთა კანონებიდან გამომდინარე, ის, ვინც წირვაზე არ ეზიარებოდა, უნდა მისულიყო ეპისკოპოსთან ან პრესვიტერთან - მასთან, ვინც იქ მყოფ მღვდელთაგან მღვდლობის ხარისხით ყველას აღემატებოდა და აეხსნა უზიარებლობის მიზეზი. მოგვიანებით ამ ღმრთისათვის სათნო ტრადიციამ, რომლის მიხედვითაც მთელი ტაძარი, წირვის ყოველი მონაწილე, აუცილებლად უნდა ზიარებულიყო, მოშლა დაიწყო და ამიტომ წმინდა მამები, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი თავიანთი ქადაგებებით მოუწოდებდნენ ხალხს, რომ თუ გამუდმებით არა, შეძლებისდაგვარად ხშირად მაინც ზიარებულიყვნენ: ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც განუწყვეტლივ აღესრულება ლიტურგია, ზიარება კი თითქოსდა გულია ეკლესიისა, მისტიკური ცენტრია იმ ერთობისა, ადამიანსა და ღმერთს, ქრისტიანსა და ქრისტიანს შორის რომ სუფევს, წყაროა სულიერი ძალებისა და სიყვარულისა.

ამგვარად, პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მიხედვით, ზიარებისგან განყენება ცოდვილის სატანის ხელში გადაცემაა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკისა"... რათა ხორცის დაუძლურებით სინანულად მოვიდეს დასჯილი. ხორცის დაუძლურება ათასგვარ ხორციელ სენსა და მძიმე სულიერ მდგომარეობას გულისხმობს. კორინთელი მემრუშის განკვეთამ ნაყოფი გამოიღო: მან გულწრფელად შეინანა და ლოცვით ერთობაში კვლავ მიღება ითხოვა. კორინთელთა მეორე ეპისტოლეში პავლე მოციქული უკვე ამ კაცის შეწყალებასა და ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვს, სასო რომ არ წარეკვეთოს განკვეთილს.

წმინდა ძღვენისგან განყენება, შეუნანებელი ცოდვილის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვიძებას ცდილობს.

დღეს, აღსარებისას ჩვევად იქცა იმის კითხვა, თუ როდის ეზიარა აღმსარებელი და თუ აღმოჩნდა, რომ ეზიარა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ყოველგვარი კანონიკური საფუძვლის გარეშე ართმევენ მას ზიარებას, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ხშირი ზიარებით ადამიანი მოწიწებას კარგავს, ხოლო რაც უფრო იშვიათად ეზიარება კაცი, უფრო მოკრძალებული ხდებაო. მაგრამ თავად მღვდელიც ხომ თავისი სამღვდელმსახურო მოვალეობიდან გამომდინარე, ხშირად, ან ყოველ წირვაზე ეზიარება. ე.ი. მისივე სიტყვებით, უღირსად ეზიარება. ლიტურგიის გამუდმებით აღსრულებას ჩვენ სულიერ ღვაწლად ვთვლიდით და მიგვაჩნდა, რომ ეს ღვთის წინაშე მთელი ქვეყნიერებისთვის ლოცვად დგომაა. ამ მოძღვართა ლოგიკით კი გამოდის, რომ ხშირი ზიარებით ისინი მადლს კი არ იძენენ, საიდუმლოს პატივისცემას კარგავენ. წმინდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა მოწმობით ხომ ზიარების მიღების საკითხში სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება არა როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე, თავის ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი. ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ადამიანი, რომელიც იშვიათად ეზიარება, მეტი კრძალვით ეკიდებოდეს სიწმინდეს, მეტი სიმდაბლითა და გულმოდგინებით ლოცულობდეს, ვიდრე ის, ვინც ხშირად ეზიარება. პირიქით კი არის - იშვიათად მოზიარეთა სულიერი ცხოვრება ზეთმოკლებული კანდელის ალივით იბჟუტება და ქრება. მისი სული უხეშდება, ველურდება და თითქოს კანი გაუსქელდაო, უგრძნობელი ხდება.

პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში კორინთის ეკლესიას მძიმე ცოდვაში მყოფი პირის განგდებას, ანუ ლიტურგიული კავშირისაგან განყენებას ავალებს. მოციქული წყევის მსგავს მრისხანე სიტყვებს წარმოთქვამს: "მიცემად ეგევითარი იგი ეშაკისა". ზიარებისგან განყენება ცოდვილის ეშმაკის ხელში გადაცემაა, მაგრამ არა დასაღუპავად, არამედ იმისთვის, რომ მოინანიოს და გამოსწორდეს. ზიარებისაგან განშორებული კაცი დემონური ძალების წინაშე დაუცველი რჩება და ღვთისგან მიტოვებულის განცდა ეუფლება. ეს უკიდურესი ზომაა, რათა ადამიანმა ამ მძიმე მდგომარეობაში იგრძნოს, გამოსცადოს და შეიგნოს, თუ რა საზარელია საუკუნო წარსაწყმედელი - სატანის ხელში ჩავარდნა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat