"ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით"
"ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით"
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?

ანკეტის კითხვებს უპასუხებენ არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, ქართული საბრძოლო ხელოვნება "ხრიდოლის" გენერალური მდივანი გიორგი კოკოშაშვილი და პედაგოგი თინათინ გონაშვილი-ნიკურაძე


გიგა ბათიაშვილი, 79 წლის, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული პროექტირების სრული პროფესორი. მისი მეუღლეა პროფესორი ლალი კეკელია, შვილები: ნინო და ქეთევანი.

1. ათი წლის ვიქნებოდი, როცა მე და ჩემი უმცროსი ძმა ერთად მოგვნათლეს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მშობლები არ დაასწრეს ნათლობას, - არ არის მიზანშეწონილიო. მე ბავშვობიდანვე მქონდა ტაძარში სიარულის სურვილი. მიხაროდა, მსიამოვნებდა, სულიერად მავსებდა, მშობლები არც მაიძულებდნენ ამას და არც მიშლიდნენ. მამაჩემი, ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი, მოწოდებული იყო შვილებს საფუძვლიანი ცოდნა-განათლება მიგვეღო, დედა პროფესიით ფილოლოგი იყო, მაგრამ არასდროს უმუშავია - სიცოცხლე ჩემსა და ჩემი ძმის აღზრდას მიუძღვნა. დედა ღვთისმოსავი იყო. სხვათა შორის, მაშინ უამრავ ადამიანს სწამდა, მაგრამ ამას ვერ ამჟღავნებდა, 1937 წელს თითქმის ნახევარი წევრები ჩემი ოჯახისა, დააპატიმრეს, იმ დროს რეპრესირებული ოჯახი მეტი იყო, ვიდრე ხელშეუხებელი, მაგრამ ღვთის სამართალს ვინ გაექცევა? როგორც შემდეგ გავიგეთ, დამპატიმრებელნი მერე თვითონ დაატუსაღეს.

ბავშვის ფორმირება კონკრეტულ გარემოში ხდება და რა კვალსაც ეს გარემო მასზე ტოვებს, მერე ჩნდება. ეს გარემო ჩემთვის ორნაირი იყო, პირველი - ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახი, რომლის წიაღშიც ვიზრდებოდი და მეორე - გარესამყარო, ოჯახის გარეთ ცხოვრება. ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე იმას, რაც მის გარშემო ხდება და აქვს უნარი, შეაფასოს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა - საზიანო. ჩემი მშობლებისა და ბებიის წყალობით, ეკლესიას ადრიდანვე დავუახლოვდი, თითქმის მთელი ბავშვობა სიონის ტაძრის ეზოში გავატარე და თანატოლებთან ერთად ხშირად ვხვდებოდი მოძღვრებს, რომელთა შორის გახლდათ უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე. ჩემთვის ეკლესია იყო ღვთის სახლი.

სტუდენტობისას ვეღარ დავდიოდი ხშირად ეკლესიაში. ჩემი ცნობიერება და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, ყოველთვის ეროვნული იყო, რადგან ამოსავალი წერტილი ჩემი შემოქმედებისა, მუდამ ეროვნული ღირებულებები გახლდათ, უპირველეს ყოვლისა კი - მართლმადიდებლური, რითაც შემიძლია ვიამაყო. ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი ის პერიოდი იყო, როდესაც ისტორიულ თბილისს მოვკიდე ხელი. პირველი უმნიშვნელოვანესი ობიექტი სიონის გარემო იყო, რომლის რეკონსტრუქცია-რესტავრაციასაც ვხელძღვანელობდი.

2. დღეს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასასწრებად არაფერი მაბრკოლებს, მთავარია, ამის ფიზიკური შესაძლებლობა მქონდეს, შესაძლებლობაში ჩემს საქმიანობასა და დროს ვგულისხმობ და როცა ამ მხრივ თავისუფალი ვარ, სიხარულით მივდივარ წირვაზე.


გიორგი კოკოშაშვილი, 51 წლის, გეოლოგი, ქართული საბრძოლო ხელოვნება "ხრიდოლის" გენერალური მდივანი, საქართველოს ხმალაობისა და ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

1. თელავში, ჩვენი სახლის გვერდით, არის VI საუკუნის ღვთაების ეკლესია, ბავშვობა ამ ეკლესიის ეზოში მაქვს გატარებული, ტაძარშიც ხშირად შევდიოდი, მაგრამ მაშინ არ მესმოდა იმდენი, რომ მელოცა.

შეგნებულად 2002-2003 წლებიდან დავიწყე ინტენსიურად ეკლესიაში სიარული. ამის წინაპირობა იყო ის, რომ შავნაბადას მამათა მონასტრის წინამძღვარმა მოისურვა ხრიდოლის ფედერაციის წევრებთან შეხვედრა. დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო და გვკითხა, თუ ხართ ეკლესიის წევრი რომელიმე და მარხვას თუ ინახავთო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობდით მაშინ ეკლესიურად. მამა შიომ გვაკურთხა, თუ ეკლესიაში სიარულს მოისურვებთ, მარხვაც უნდა დაიცვათო. როცა მისი კურთხევა ასე თუ ისე შევასრულეთ, აღდგომას გვაზიარა. ასე მოვედით ეკლესიაში.

ყველაზე დიდი მორწმუნეობით ჩვენს ოჯახში მამაჩემის ბებია, ნატალია, გამოირჩეოდა. საკმაოდ ხნიერი გარდაიცვალა. მაშინ 6-7 წლისა ვიქნებოდი, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. ხშირად შევდიოდი მის ოთახში. კედელზე ხატები ეკიდა და ყოველ დილა-საღამოს ლოცულობდა. ბებია ქეთევანიც ეკლესიური იყო, შაბათ-კვირას არ გამოტოვებდა, ეკლესიაში წირვა-ლოცვას არ დასწრებოდა. თბილისის დიდუბის ეკლესიაში დადიოდა მეზობლებთან ერთად. ოჯახში განსაკუთრებულად აღვნიშნავდით აღდგომას და გიორგობას. ბავშვობიდან მესმოდა ოჯახში "ნამდვილი ქრისტეშობა 7 იანვარია, ნამდვილი ახალი წელი კი 14 იანვარს დგებაო".

2. ერთხანს სისტემატურად დავდიოდი ტაძარში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე და შაბათ-კვირის წირვა-ლოცვებზე. დღეს კი ვეღარ ვახერხებ ამას ყოველთვის, რაც პირადად ჩემი ბრალია. ჩვენი ფედერაცია ძალიან მრავალრიცხოვანია, მაგრამ ვცდილობთ, კვირას არც ვარჯიში დავგეგმოთ და არც შეჯიბრი. ბევრი ჩვენი მოსწავლე სტიქაროსანია. ისინი თავის მოვალეობას ამ დღეს ეკლესიაში იხდიან და ვის აქვს უფლება, რომელიმე მოსწყვიტოს ეკლესიურ საქმეს?


თინათინ გონაშვილი-ნიკურაძე, სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჰყავს ორი შვილი, კონსტანტინე და ირაკლი.

1. ღვთის სიყვარული და შიში ბავშვობიდანვე დამყვა, თუმცა ეკლესიაში სიარული ჩვენი შვილების წყალობით დავიწყეთ. მეც და ჩემმა მეუღლემაც, რომელიც ამ ოთხი წლის წინათ გარდაიცვალა, მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში დავიწყეთ სიარული, სადაც ჩვენი ბიჭები დადიოდნენ. ასე რომ, შვილებმა გაგვხადეს ეკლესიურები, ჩვენი მოძღვარი იყო მამა ისე, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გადაიყვანეს, მასთან შეთანხმებითა და მისივე კურთხევით, მერე გავხდით ჩემი შვილების მოძღვრის, მამა დავითის მრევლი.

2. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ადრინდებურად ვეღარ დავდივარ ეკლესიაში - ოჯახის ტვირთი მე დამაწვა კისერზე. სკოლასაც თავისი მიაქვს. დღესაც ვცდილობ, ყოველ დღესასწაულზე ვიარო ტაძარში და შაბათ-კვირის წირვა-ლოცვებიც არ გავაცდინო, ღამისთევის ლიტურგიასაც ვესწრები, მიხარია, რომ ჩემი შვილებიც, შვილიშვილებიც, რძალიც, ყველანი ეკლესიურები გავხდით და იმედებს ღმერთზე ვამყარებთ.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

- მამა კონსტანტინე, ეკლესია ღვთის სახლია და თავის წეს-განგებულებას ემორჩილება. ტაძარში წირვა-ლოცვისას რამდენად ღირსეულად უჭირავს თავი ჩვენს მრევლს, რომელთა უდიდეს ნაწილს ათეისტურ წარსულში მოუხდა ცხოვრება.

- ტაძრის უმთავრესი ფუნქციაა, შესრულდეს ეკლესიური საიდუმლოებანი და ადამიანს მიეცეს ღმერთთან განმარტოებისა და ლოცვის საშუალება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება, ამ დროს ყოვლად დაუშვებელია არამცთუ ერთმანეთთან გადალაპარაკება, არამედ ზედმეტი მოძრაობაც კი.

როცა მინისტრთან ან უფრო მაღალი რანგის მოხელესთან გვიხდება შეხვედრა, დიდი რიდი და მოწიწება გვაქვს მისი, რომ რაიმე ეთიკური ნორმა არ დავარღვიოთ, ისეთი არაფერი ვუთხრათ, რომ გავანაწყენოთ და სასჯელი მივიღოთ მისგან. ამ დროს, როცა წარმოვიდგენთ, რომ საღმრთო ლიტურგიის დროს ცისა და ქვეყნის შემოქმედი და ყოველი ჩვენგანის გულთამხილველი უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან, ზვარაკად ეწირება ჩვენს ცოდვებს და თავისი ზეციური დასის თანხლებით მონაწილეობს მსახურების დროს ჩვენი ცოდვების განწმენდაში, რაოდენ სახიფათოა ამ დროს უღირსად მოვიქცეთ და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი დაცემულობა ვიგლოვოთ, სხვებს ველაპარაკოთ; ისე მოვიქცეთ, როგორც ქუჩაში იქცევიან. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში სალაღობო ამბების მოსასმენად მოდის და არა სალოცავად, ამით სხვებსაც აბრკოლებს და თავის თავსაც იმეტებს სასჯელისთვის.

ადამიანი ღვთის სახლში შიშით უნდა შედიოდეს, რადგან თუ გაკადნიერდება და მოძღვრის რჩევას არ გაითვალისწინებს, ისეთ ცეცხლს ეთამაშება უხილავი ძალების სახით, შეიძლება გადარჩენის მაგიერ სამუდამოდ დაიღუპოს თავი.

- ეს ალბათ ყველა მოძღვარმა უნდა აუხსნას მრევლს.

- უდავოდ ასეა, მოძღვარმა წესრიგისკენ უნდა მოუწოდოს მრევლს წირვის დროს, მამაკაცები მარჯვენა მხარეს უნდა იდგნენ, ქალები კი - მარცხნივ და არა ერთად არეულნი, რადგან უხილავი ბრძოლებია და შეიძლება ერთმანეთთან სიახლოვით ისეთი გრძნობა აღეძრათ, რომ ვეღარ გააკონტროლონ თავიანთი მოქმედება და გამოეთიშონ ლოცვას. ქალიც და კაციც ტაძარში კდემამოსილად უნდა იდგნენ და მოწიწებით, რომ მადლი მიიღონ. ადამიანი სანთლის დასანთებად ძნელად რომ მიიკვლევს გზას ხატებისაკენ, რაღა მადლი ექნება ამ სანთლის დანთებას, თუ სხვას შეაწუხებს და შეავიწროებს? პატერიკში წავიკითხე, ერთი მამა ღმერთს ესაუბრებოდა, ღმერთო, მადლობელი ვართ, რომ ტაძრები გაივსო, ამდენი ხალხი დადის, ლოცულობს, მაგრამ არ მესმის, ასე ცუდად რატომ ვართ მაინც, უფალოო. მაშინ უფალმა სულით მაღლა აიყვანა ეს ბერი და ზემოდან დაანახა ყველაფერი ის, რაც სინამდვილეში ლოცვის დროს ხდებოდა, დიაკვნები, რომლებიც ხმამაღლა წარმოსთქვამდნენ კვერექსებს, ფიქრით სულ სხვაგან იყვნენ და მათი ხმები იქვე იკარგებოდა, მგალობლებიც ხმაშეწყობილად გალობდნენ, მაგრამ ზემოთ ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა, რადგან ბაგეებით კი გალობდნენ, მაგრამ ყველა თავის ცხოვრებისეულ საზრუნავზე ფიქრით იყო გართული, ხალხი მართალია, პირჯვარს კი იწერდა, მაგრამ არავინ გულით არ ლოცულობდა ერთი ბავშვის გარდა, რომელიც უფალს ცრემლით ევედრებოდა დედა გადამირჩინეო" და მხოლოდ მისი ხმა აღწევდა ზეცამდე. აი, ასე დაანახა წმინდა მამას უფალმა, თუ როგორ ლოცულობდა ტაძარში მრევლი ლიტურგიის დროს, სხვა შემთხვევაცაა აღწერილი, ანგელოზი შეეხო ერთი ქალის გულს და გაიხსნა მისი აზრები, მართალია იგი ხმას არ იღებს, პირჯვარს იწერს და თითქოს ლოცულობს კიდეც, მაგრამ ამ დროს უყურებს ფოსტის უფროსის ცოლს, რომელსაც ძვირფასი ქურქი აცვია და ფიქრობს გულში, - როგორ არ უხდება მას არც ქუდი და არც ეს ქურქი. მე როგორ მომიხდებოდაო. ვისაც კი ანგელოზი მიუახლოვდა, ყველა სულ სხვა რამეზე ფიქრობდა, ზოგიერთები კი ვნებიანადაც უყურებდნენ ერთმანეთს. ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისათვის, რომ ცდუნებებსა და გამოწვევებს გავუძლოთ და თავი მოვთოკოთ, და შედეგიც სახეზეა, ალბათ იმიტომაც გვჭირს ის, რაც გვჭირს, რომ არ ვიცით ტაძარში როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ ვიდგეთ ლოცვაზე, როგორ მივეახლოთ სიწმინდეებს.

ვინც ჩვენი პატრიარქის ქადაგებებს გულდასმით მოისმენს, იქ ყველაფერია ნათქვამი, რა დროს როგორ მოვიქცეთ, ლიტურგიის მიმდინარეობისას ევქარისტიულ კანონსაც ზედმიწევნით განგვიმარტავს ჩვენი პატრიარქი, როდის გადმოდის მადლი და ამ დროს რა უნდა გააკეთოს მორწმუნემ, როდის დაიჩოქოს, რომელი ლოცვის დასრულების შემდეგ უნდა ადგეს. სიტყვებზე: "ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით", უნდა დავიჩოქოთო, ვისაც ამის გაგონება და სწავლა უნდა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ისწავლის და გაიგებს. ამ საკითხზე მეც ხშირად ვცდილობ ქადაგებას მრევლში, თუმცა ვგრძნობ, არ ვარ კარგი მოძღვარი, რადგან ძალიან მკაცრად მივმართავ ზოგჯერ ჩემს მრევლს, მაგრამ მეშინია იმ უდიდესი პასუხისმგებლობისა, რომლის წინაშეც ყოველ წირვა-ლოცვაზე გვიხდება პირისპირ ყოფნა მაშინ, როცა მღვდელს ხელები ზეცად აქვს აპყრობილი მადლის მისაღებად, სტიქაროსანს რაღაც გადააქვს და მისი მოძრაობა ხმაურს იწვევს ან ევქარისტიის დროს, როცა დიდი კრძალვა-მორიდებაა საჭირო, ლაპარაკობს, ან სხვა საქმიანობით არის ხალხი გართული, თუ ყველაფერ ამას არ დავუკვირდით და არ გავითვალისწინებთ, მაშინ რა აზრი აქვს ღვთისმსახურებას, თუ ღვთისგანვე დადგენილ წესებს გადავალთ და არ გავითვალისწინებთ, მაშინ რისთვის მოვდივართ ღვთის სახლში, იმისათვის რომ შფოთი, აყალმაყალი და აურზაური გამოვიწვიოთ? ამით ხომ უფრო დიდ ცოდვას ჩავდივართ, ვიდრე მოძღვართან გვაქვს მონანიებული?

დაბოლოს, ერთ მაგალითს მოვიყვან მადონა მოსკოველის ცხოვრებიდან. ერთხელ მადონა მოსკოველის დედა წირვაზე მიდიოდა, რადგან ქმარი ვერ გაიყოლია და წაეჩხუბა, ზარმაცი ხარო, თან გამოლანძღა, მერე წავიდა ეკლესიაში. ტაძრიდან დაბრუნებულ დედას მადონამ უთხრა, - შენ ტაძარში არ ყოფილხარ, თუმცა, მამა შინ დატოვე, ტაძარში ის იყო და წირვასაც ესწრებოდა, რადგან უფალს ევედრებოდა, - ღმერთო მაპატიე და შემინდე ცოდვებიო, შენ კი ტაძარში დაგვიანებით მიხვედი და იქაც ბუზღუნისა და ლაპარაკის მეტი არაფერი გიკეთებია, ამიტომ შენი წირვაზე ყოფნა უფალმა არ შეიწირაო".

აი, ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, ვინც ტაძრის ელემენტარულ წესებს არ ემორჩილება. უმჯობესი იქნება, შინ დარჩე, რომ არ შებღალო დიდი სიწმინდე და ამით უფალი არ შეურაცხყო. წირვა-ლოცვაც რომ არ იყოს, ტაძარში როცა შედიხარ, მაშინაც კი არ უნდა ვისაუბროთ ჩვენს ყოფით საკითხებზე არავისთან, მოძღვრის გარდა, თუკი ეს რაიმე აუცილებლობით არ იქნება ნაკარნახევი. ტაძარში ყოფნას მაშინ ექნება გამართლება, როცა გულით, გონებითა და გრძნობით უფალთან ვიქნებით. აი, ეს უნდა შეიგნოს ელემენტარულად ჩვენმა მრევლმა, თუ გვინდა, რომ უფლის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და დაუტევნელი მადლი მოვიპოვოთ მისგან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat