მდუმარებას დიდი მადლი აქვს
მდუმარებას დიდი მადლი აქვს
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):

- დედაო, რა შემთხვევაშია აუცილებელი ადამიანმა მდუმარება შეინარჩუნოს?

- მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია, მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავისა. ის წმიდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა, მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანია . წმიდა ისააკი ამბობს, "ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად, ის ადამიანი ფარული ღვაწლის დროსაც ანათლებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა" - სხვაგან კი აი ასე ასხამს ხოტბას მდუმარებას-" როდესაც ერთ მხარეს შენი განვლილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე მდუმარებას, მაშინ მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადაწონის".
ბევრი კეთილი რჩევა -დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია დანარჩენის დაცვა.

მაგრამ ჩვენივე სისუსტის გამო გვიჭირს ენას ლაგამი ამოვდოთ, სადაც არ გვეკითხება. ისე დაუფიქრებლად შეგვიძლია ერთმანეთს წამოროშილი, დაუფიქრებელი სიტყვებით გული ვატკინოთ და შედეგზე არ ვიფიქროთ. სულხან-საბას აქვს დიდებული იგავი "ენით დაკოდილი". გარდა იმისა, რომ ენით ერთმანეთს დაუვიწყარ ჭრილობას ვაყებებთ, მერე განვიკითხავთ კიდეც, რატომ არ მაპატიაო, ცოდვას ცოდვა მოსდევს.

სადაც დუმილია საჭირო იქ სიამაყით ვისვრით სიტყვებს. განა იმიტომ, რომ დავეხმაროთ, არა… ჩვენივე სიტყვებით ჩვენ სიძლიერეს ვამტკიცებთ ამპარტავნებით. სიტყვით შეგვიზლია ცხოვრებისაკენ მოვაბრუნოთ ადამიანი და სიტყვითვე დავმარცხოთ.

ხალხში კეთილი სიტყვა , როგორც მდუმარება იშვიათია, სიყვარულის დეფიციტია. ერთი წმიდა მამა გვასწავლის, თუ რამე სანუგეშოს ვერ ეტყვი ადამიანს, მაშინ დუმილს ნუ დაარღვევო.

მდუმარებას დიდი მადლი აქვს, რაც ყველაზე მთავარია სულშიც და გულშიც სიმშვიდე გაქვს და ამ სიმშვიდით უფალთან ხარ.

- როგორ უნდა ვმართოთ საკუთარი თავი მრავალსიტყვაობაში რომ არ ჩავვარდეთ, თუნდაც განსაცდელის დროს?

- ყველაზე მეტად საჭიროა ჯეროვნად ვმართოთ ჩვენი ენა და აღვირი ამოვდოთ მას. ენის მამოძრავებელი გულია, რითაც გულია სავსე ენიდანაც ის წარმოდინდება.

კეთილი გრძნობები უხმოა, სიტყვის საშუალებით გამოხატვას ეგოისტური გრძნობები ესწრაფიან, რათა გამოთქვან აზრი, რაც ჩვენ თავმოყვარეობას ესალბუნება და ჩვენი აზრით, საუკეთესო კუთხით წარმოგვაჩენს. მრავალსიტყვაობა, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენისაგან მომდინარეობს, მოუთმენლობა გვტანჯავს ვიდრე აზრს გამოვთქვამდეთ, ასე ვახვევთ სხვას საკუთარ თავს, როგორც არამკითხე მასწავლებელს და ხანდახან იმათ დამოწაფებაზე ვოცნებობთ, რომელთაც ბევრად მეტი იციან მასწავლებელზე. უქმადმეტყველება სულის კარს აღებს, საიდანაც მაშინვე გამოდის კეთილკრძალული გულისმიერი სითბო. უქმადმეტყველება განკითხვისა და კარი, ცრუ ამბებისა და აზრების გამავრცელებელი, უთანხმოებისა და განკითხვის მთესველია. როცა საუბარს აპირებ, ვიდრე რაიმეს იტყვი წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გინდა. ბევრს ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს არც ამოსცდეს შენს ბაგეებს. იცოდეთ რისი თქმაც კარგი გგონიათ, ჯობდა ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო, ამას ხშირად საუბრის დამთავრებისთანავე მიხვდები.

- მონასტრულ ცხოვრებაში მდუმარება აუცილებელია?

- მონასტერშიც, როცა მდუმარება არ არის სულ ქაოსია. უფლის ლოცვის მაგივრად ყველა თემის განხილვა შეიძლება მოისმინო, ერთმანეთის გაკრიტიკებით დამთავრებული. ამიტომაც არის საჭირო ჩვესნ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას მოძღვარი აკონტროლებდეს. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, მამა კირიონმა (ფერაძე) გვითხრა და გვასწავლა საქმითაც, რომ მდუმარებას უსაქმურობა არღვევს, რასაც ფეხდაფეხ მოსდევს განკითხვა და შფოთი. თუ ყველა თავისი მორჩილებით და საქმით არის დაკავებული, მას სხვისთვის არ სცალია, გარდა იმისა, რომ ლოცვით მდუმარებით, თავისი ცხოვრების წესით იყოს სხვისი მაგალითი. ასეთი ადამიანის დუმილი სიტყვებზე მეტია. ადამიანის მტერი ამპარტავნება და თვითდაჯერებულობაა. ხშირად მოძღვარი გვირჩევს ჩუმად ვიყოთ, ზედმეტს ნუ ვიტყვით, როცა მრისხანებაში ვართ, გავერიდოთ იქაურობას და მდუმარებით სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მაგრამ გვიჭირს, გვირჩევნია ვულკანივით ამოვხეთქოთ სიტყვები, არც აქ ვფიქრობთ შედეგზე. ყველას გვიჭირს ბოლომდე მოძღვრის კურთხევით ვიცხოვროთ. ხშირად თვითონ ვხვდებით საკუთარი თავის მოძღვარნიც, ვთვლით, რომ მართალნი ვიყავით და მოძღვრის განკითხვამდეც მივდივართ. რომ არაა სამართლიანი, როცა შენიშვნას გვაძლევს, ვამტკიცებთ, -"მე ხომ მართალი ვიყავი და სიმართლე ვუთხარიო".

აღსარებაშიც სულ თავის მართლებაში ვართ. პირადად მე ბევრჯერ დამიშვია შეცდომა მდუმარების დარღვევით და ყოველთვის დამარცხებული ვყოფილვარ, სამწუხაროდ ტკივილმა მასწავლა, რომ დუმილს არაფერი სჯობს.

სამართალს ყოველთვის უფალი არკვევს, შენივე სიტყვებით გამტყუნდები. მივანდოთ ჩვენი ცხოვრება უფალს, ბრძენი ადამიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს. ნუ დაარღვევთ მდუმარებას, ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს. თუ რამის თქმა ან მტკიცება გვინდა, ცხოვრების წესით ვთქვათ, დუმილი ოქროა და ღმერთმა ქნას ჩვენც ამ ოქროსავით ვბრწყინავდეთ უფლის წინაშე. შოთა რუსთაველი ამბობს: " ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ამიტომ სანამ იტყვი დაფიქრდი თუ ღირს დუმილის დარღვევა, თუ შენ სიტყვებს სარგებელი არავისთვის მოაქვს, ესე იგი შენი თავის წარმოჩენა გინდა. ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა კირიონი გვარიგებს, ფხიზლად ვიყოთ, -"ღმერთი განგვსჯის, ღმერთი გაგვამართლებს, სათქმელი ცხოვრების წესით, მდუმარებით ვთქვათ. ვიცხოვროთ ისე, როგორც უფალს გაეხარდება.





ბეჭდვაელფოსტა
06.03. 2023
ლიოკ -ს
ხედავ მდუმარება დაარღვიე და იმწუთას სისულელე დაწერე ... ხელახლა წაიკითხე ...
05.03. 2023
ხო
მდუმარება არ არის ის რომ მარტო არ ილაპარაკო.ეგრე მუნჯები სულ მდუმარებაში არიან ნამდბილი მდუმარება არის ის რომ შიგნით გულში შინაგან კაცში დაცლილი ხარ ყოველგვარი აზრისაგან საღმრთო მშვიდობა აუღელვებლობა და მყუდროებს სუფევს ანუ ისიხია.
16.01. 2018
ლიოკ
მდუმარება არაფერს არნიშნავს ამბობენ წმინდა მამები ვინც მუნჯია მაშინ რაგამოდის რომ ყველა წმინდანია
26.02. 2016
შორენა
მდუმარება მიყვარს. ამით რამდენჯერ განკითხვისთვის ამირიდებია თავი, ვერც კი მოვთვლი. . . . . . . რაა სამართლიანობა დედამიწაზე, მე ვერ გავიგე. .
24.03. 2015
დედა ეკატერინეს
საყვარელო და მისაბაძო დედაო! ყოველ თქვენს ფრაზას დიდი დატვირთვა აქვს, გულიდან ამოსულია და მიტომ! უფალს შევთხოვ გაგაძლიეროს და ჯანმრთელად გამყოფოთ მთელი მრევლი მამაოსთან ერთად!
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat