მერაბ ელიოზიშვილი: დავიწყოთ და ვაკეთოთ სიკეთე. მოვასწროთ და გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, სანამ არ შემოგვდგომია უკანასკნელი გასაჭირი
მერაბ ელიოზიშვილი: დავიწყოთ და ვაკეთოთ სიკეთე. მოვასწროთ და გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, სანამ არ შემოგვდგომია უკანასკნელი გასაჭირი

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.
წელს, 18 ივნისს მერაბ ელიოზიშვილი 80 წლის გახდებოდა. მინდა რამდენიმე ფრაგმენტი გავიხსენო მისგან ჩაწერილი საუბრებიდან და მკითხველს შევთავაზო არა მარტო როგორც არაჩვეულებრივად საინტერესო აზრის ნიმუში, არამედ როგორც ქართული სიტყვის ნიმუშიც...


ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე და რაკი სიმბოლურიცაა, ვიხსენებ: აპარატს ვიღებ. ფოტო უნდა გადავუღო...
დაღლილი მიყურებს... ვისაუბრეთ და იმდენი ემოციით დაიხარჯა, იმდენი ტკივილი გაიახლა და იმდენი ჭრილობის პირი გადაეხსნა, სულაც არ მიკვირს, რომ დაიღალა.


ახლა სრულიად სხვა თვალით ვუყურებ მის ღაზლის სვიტერს - უბრალოს, გლეხურად მოქსოვილს. ქართველი ქალის ხელით ნაქსოვ მოზრდილ თვლებს ძველებურ ჯაჭვის პერანგს ვადარებ...
ყველაფერი ქართული ჯაჭვის პერანგია, აბა რა! შეიძლება ვერც კი ხვდებოდა, როგორ გიცავს.
ღაზლი რა არის, იქნებ არც იცოდეთ, ან დიდი ხნის წინათ მიგევიწყებინათ. ღაზლი ნატურალური შალის ძაფია, მატყლისაგან ხელით დართული. თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და ქიზიყში ბაწარს ეძახიან, ქართლში - ღაზლს.


ქართლურ ღაზლში გამოხვეული - აბჯრით შემოსილივით, ომიდან ახლად მობრუნებულივით მიყურებს მერაბ ელიოზიშვილი... კარგია, რომ აპარატი თან მაქვს და აი, ასეთს გადავიღებ... მისგან მოსმენილს ჩავიწერ...


ხმადაკარგული და ხმალდაკარგული
არ იციან ქართული, ჯერ ინგლისურს სწავლობენ და მერე იწყებენ ქართულად ინგლისურიდნ ნათარგმნი აზრების “დალაგებას”, - გულდაწყვეტილია მერაბ ელიოზიშვილი, - ეს არ არის ქართული ენა, ჭყაპა-ჭყუპია და მეტი არაფერი... თვითონ იგებენ ერთმანეთისას, ჩვენ ვერაფერს ვიგებთ მაგათსას და ვინ არის პატრონი? დაინგრა ყველაფერი! მამული ხო დამაკარგინეს თავიანთი ეგრეთ წოდებული მეომრობით... ქართლი დაამთავრეს უვიცობით და სიძულვილით... ქართლის გარეშე რაღაა საქართველო? რამდენ ხანს შეიძლება ასე ვიყოთ?  გიორგი XII-ის შემდეგ სულ წვავენ, აფუჭებენ, დაგავენ...


ეს ცეკას შენობაა და - უზარმაზარი თავლასავით დაადგეს ეკლესიას... აღარ მინდა დანახვა! - გული ყელში ებჯინება... მერე მაგიდაზე გაშლილ ფურცლებში იხედება, იქიდან ერთს არჩევს და უხმოდ მიწვდის. ვკითხულობ:
“ხმადაკარგული და ხმალდაკარგული, მხოლოდ კალმით მებრძოლი ქართველი მწერლისაგან, ათი მცნებითა და ცხრა ნეტარებით, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეთა უღელტეხილზე ამხედრებულ ქართველ ქრისტიანთა მღვდელმთავარს, თერგივით წყნარსა და ხანაც თერგივით მოქაფქაფე, მრისხანე მღვდელმთავარს, მწყემსმთავარს, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქს ილია მეორეს ქართლის მომკილი ყანის ნაწვერალიდანმოქვიტკირე ბებერი მწერლის გაბზარული, მაგრამ გაუტეხელი გულის ჩივილი...
მოვრჩი გადათეთრებას და თქვენამდე მოვჩოჩორიკდი, ჩვენო უძლეველო პატრიარქო, ოცსაუკუნოვან ქართველ ქრისტიანთა ბურჯო-აუღებელო, გაუტეხელი მამაო-ჩვენო!...


კიდევ ერთხელ გეახელით ბებერი მწერალი და სამღვდელო დიაკონი, მამულებ-აჩეხილი ცხინვალის მკვიდრი, მკვდარივით ვერაფრისშემძლე მამა ელიოზი. ცისკარს ძლივს ამოვასწარ მწევრებდადევნებულმა და თქვენს კალთას ამოვეფარე, დაღლილი ჩრდილში მივეგდე და თქვენი გარჯით მოხიბლულმა მუხა გიწოდეთ, სულიერების ქართული მუხა. თქვენი მრევლირკონი ვართ, თქვენი!


ტახის ეშვების კასკასი არ გვაშინებს, არც მისი წვრილჭუტა თვალები, ეკლესიამდე მწერალი გახლდით, ესეც ღვთის ნებით. თქვენგან წმინდანად წოდებული დიდი ილია მართალი გვასწავლიდა წერას: მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთტან მისთვის ვლაპარაკობ რომ წარვუძღვე წინა ერსა...
საქართველოს ყველა კუთხეში ისმის თქვენი ლოცვა, ილიას სიტყვებთან ერთად, ქრისტესმიერი ტკივილებია ორივეს გულში.
ჩვენო მეუფევ, სულის საყვირო, თქვენს ეპისტოლეს უსმენს წირვად დამდგარი მთელი ერი.
“კაცი პატივსა შინა იყო და ვერა გულისხმაჰყო, ჰბაძავდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიიემსგავსა მათ”.


ოცი წელია კონკიას ბროლის ქოშივით მიჭირავს რამდენიმე ათასი ჩემი წიგნი “ანდერძი” და “აღემართენით”. არც მკითხველია, არც განმკითხველი, არც წამკითხველი... იქნებ როგორმე ხელი მომიმართოთ და სული ჩამბეროთ... ფერეიდანსა და შავშეთ-ურუშეთში მაინც ჩამატანინოთ. იმათ კარგი შენახვა იციან ქართული სიტყვისა, ისეთ დროს მოგვაშველებენ, როცა ჩვენს ენას დავიწყების ქვაზე ედება თავი...


XX და XXI საუკუნეთაუნაგირზე ორი ქართველი მგზავრი გვიზის წერილების წიგნით... ერთი ძველია ილია მართალი, მეორეც ილიაა, ესეც მართალი”...


როცა მიწა გეძვრის ფეხქვეშ
სხვების სოფლები ჯარია... ჯარად დგანან ჩვენი ძმები სომხებიცა და აზერბაიჯანელებიც... სოფელში რომ ოთხი ათასი კომლი იქნება, იმაზე უკეთესი ჯარი სად თქმულა! ახლა ქართველების სოფლები ნახეთ, ჯარია? ამას წინათ, ტელევიზორში აჩვენეს ორმოცი შვილიშვილი რო ჰყავს კაცს აჭარაში... კიდევ მეტი შვილთაშვილები. იმათზე ვლაპარაკობდი და აქ, დედაქალაქში გამეპასუხნენ, იქაო  - აჭარაში ნეტა როგორ ცხოვრობენ, მიწა იძვერება, მეწყერიაო... შენ რო ვერა გრძნობ, მიწა განა აქ არ გვეძვრის ფეხქვეშ? ძალა აღარ გვყოფნის რო დავინახოთ... აღარც იმის თავი გავქვს, რომ ჩვენი სიტყვა მივიტანოთ ბოლომდე.
ერთი ამბავი მახსენდება და ახლაც მეტირება: ჩემს ლიახვის ხეობაში მაქვს ნანახი, ჯაურაზე ისხდნენ ხოლმე არწივები. ვიღაცამ ესროლა და ერთი ჩამოაგდო თურმე. წავაწყდი.  მკვდარი მეგონა, ისე, დაუფიქრებლად ავიღე იარაღი და კიდევ ვესროლე... ცოცხალი ყოფილა... შეიფრთხიალა. იმას კიდევ სროლა უნდოდა? ეს უვიცობა, უგუნურებაა...  და ასეთი უვიცობა და უგუნურებაა კიდევაც რომ გვახოცინებს არწივებს... ვერ გავიგეთ, რომ წყაროზე რომ მიხვალ, უნდა დაიჩოქო და ისე დალიო... დასაჩოქებელი გვაქვს და იმიტომ! თუ ცხენზე  ზიხარ და მოთარეშე ხარ, ვერ დაიჩოქებ, გადაუთხლაშუნებ იმ წყაროსაც... მერე ყველაფერი წუმპედ გადაგექცევა: აბა, თუნდაც  დაწინაურებულ “ვარლამებს” შეხედე... ბაყაყებად გადაიქცნენ, პირი აქვთ წუმპეში წარგული და ყიყინებენ.
...”ქვეყანა” რისგან შედგება? ქვე ყანა - არა? მაჩვენეთ ერთი სად არის ყანა ჩვენი დამუშავებული...  ზეყანა კი ის არის სადაც უფალი სუფევს, იქიდან დაგვყურებს ცოდვილთ... მთავარი ის არის... მთავარი ის არის რომ ისარივით მოვიმართო სიმართლისათვის...  იმედი მაქვს რომ არ მოვკვდები და ძალიან მინდა ისარი ვიყო.


უკარო ეკლესიაც რომ იყოს...
უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები... მოყვარეს გავეღები, მტერს ჩავეკეტები. ვიჭრიალებ, სულიერების ჩიტი ვიქნები იმ ჩემს ნანატრ გალიაში...
მეჩვენება გაყინული ჩემი სახლი, დამწვარი... იქიდან თითქოს მურიას გამოყოფილი აქვს თავი და როდის ჩამოხვალო, მელოდება! ჯერ პასპორტები დაურიგა, ტყუილები აყლაპა და მართლა გაამგელა ოსები, მერე შემოვარდა მგელი, მიაჭ-მოაჭამა ქართლს იქით-აქეთ ლიახვის ხეობის ნაპირები, ჩვენი სოფლები: ხეითი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი... მცხეთამდე ჩმიაო... როგორ არის მცხეთამდე თქვენი... უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო...
პატრონი არა გვყავს დიდი ხანია, არც თავები გვაქვს მაინცა და მაინც.
17 ათასი ოსია ცხინვალის რაიონშიო. ეგ რამდენია რუსისთვის, ერთი ბატალიონია, რა. ჩააჩოჩებს ნელ-ნელა და გაიშლება თვითონ მხრებში.


კურდრელს ადგილის მწევარი დაიჭერსო, ნათქვამია. ადგილის მწევარისა რა გითხრათ! ცხინვალში ვცხოვრობდი და იქ არცერთი მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი არ მინახავს ჩამოსული. მე რა გამეკეთებინა. ოთხი სპექტაკლი დავდგით. “ყველასაგან ყველასათვის” ერქვა ერთს. 19 ანშლაგი იყო ზედიზედ. ბილეთები არ იშოვებოდა. რატომ? ამ სპექტაკლით ვამბობდით: თანაბრად მოეკითხოს ოსსაც და ქართველსაც ავი და კარგი.
...ქართველი კაცი უნდა მოვიდეს ჭკუაზე და ოსმაც თავი გაიხეთქოს, რომ ნაბზარიდან მაინც შეუშვას ტვინში სიმართლე! რუსს ტრასა უნდა, რომ თავისი ტანკებით იჯლიგინოს. ახალგორში რა უნდა მაგათ? სატირალი არის, მაშ რა არის!
კიდევ უნდა გავიმეორო: რაც იყო რუსი 200 წლის წინ, ის დარჩა. ოს ლიდერებს რა უყვეს თიანეთის აჯანყებაში? დაიჭირეს, შეკრეს, კატები დაუკლეს, წუნწუხში ამოუვლეს და ისე აჭამეს. ჩვენ რა, ნაკლები გვიყვეს კახეთში? მაგრამ ჩვენ გვიწერია ეს ისტორიაში, მაგათ - არა. ჩვენ გვახსოვს, მაგათ - არა!


ხომ გაგიგონიოათ ღმერთმა ნუ ქნას რუსის ბუქნაო! შენ რომ არ გინდოდეს, საქართველოს მიწას ახსოვს მაგათი საქმეები. მე რუსი მაინც არა მძულს. ეს რუსმაც უნდა იცოდეს და ქართველმაც, მაგრამ პუტინი რომ არის ასეთი რუსი?! ეს საერთაშორისო საშინელებაა, რევოლვერზე დახატული კაგებეს ჩინოვნიკია. მხრების თამაშით რომ მიდის ხოლმე - მოჭიდავე ვარო! იმ დღეს აჩვენეს, რამდენი ფალავანი წააქცია. აბა, ახლა პუტინს ვინ წააქცევდა! ორი თავი მაინც ხომ უნდა ებას რუსს, სამი თუ არა, რომ პუტინი წააქციოს და კომუნისტური კბილებიდან დუჟი ადინოს. აბა ნამდვილ ფალავანს დაეჭიდოს!
მაგრამ ეგეთ ფალავანს, ვაი, რომ ვერა ვხედავ! როგორ იქნება, არ იყოს. თავი ვერ გვაჩვენეს, თორემ ნამდვილად გვყვანან ფალავნებიცა და ბიჭებიც!


უიმედოდ დედამიწა აღარ იარსებებს. ამდენი რღვევისაგან, სიცრუისაგან გადაიბუგება ყველაფერი. ჩემს წიგნში “აღემართენით” ვწერდი: “ცეცხლმა ალი დაკარგა და მწვადის ქარავანი გაებ-გამოება სუფრასა და სუფრას შუა. ცოდვის შვილები ნელ ნელა ეშხში შევდიოდით, ყანწის ყუნწზე წყვილი ორბი ქართული ცეკვის დიდოსტატებივით ყამარობდნენ ძრავგამორთული ფრთებით. იქნებ ჯობდა ცვილიდან სანთლები დაგვეზერწა, აგვენთო და ერთხმად აღგვევლინა “მამაო ჩვენო”... ეს რატომ გავიხსენე, იცი? მაგ ჭამა სმას ბევრი გადავაყოლეთ. რუსის საქმე კეთდებოდა მაგით, ჩვენ გვეგონა, ჩვენა ვჭამდით, სინამდვილეში, იმასაც რუსი გვიჭამდა რაც ხელში გვეჭირა და ზედ დესერტად ჩვენს სიცოცხლესაც აყოლებდა.
რას გვეჩიჩქნებიან რა უნდათ?


მძიმე ჟამი გვიდგას. ჩვენს მიწიერ პატრონებს ჩირადაც არ უღირთ ჩვენი გასაჭირი. საშობაოდ ინდაურის ჭუკადაც არავის ვუნდივარ მწერალი. ქვეყანა ცოდვის ალმურში ბრიალებს. უსაშინლესი ამბები ისმის ტელევიზორიდან. წიგნი მინდა გამოვცე, მაგრამ მერე... სად გავყიდო? ვის უნდა? 2 ლარი მაინც ხომ უნდა დავადო ფასი, იმისი გადახდაც შეიძლება ვერ შეძლოს გულიანმა მკითხველმა. უგულომ კიდევ რისი ფასი იცის. საგანგებოა თუ უგანგებო, ასეა ჩვენი ცხოვრება. დანასისხლად ვდგავარ იმ მთავრობასთან, რომელსაც ხალხის არ ესმის. თუ არ შეისმინეს, ყაზბეგსაც დავკარგავთ, და კიდევ სხვა ბევრსაც... პატრიარქის სულიერ სიმაღლეს, ცხოვრებისეული გამჭრიახობით უნდა აუბან მხარი. უნდა გაიზარდო, გამყარდე. შენი სასიკეთო წინადადებით და საქმით უნდა გაამთლიანო საქართველო. დავიწყოთ და ვაკეთოთ სიკეთე. მოვასწროთ და გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, სანამ არ შემოგვდგომია უკანასკნელი გასაჭირი.

ლელა ჯიყაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
02.04. 2015
eteri
რამდენი ხანია ასთი ლამაზი ქართული აღარ მსმენია.პრობლემებზე წერს და თანაც როგორ ლამაზად.ასეთი ქართული ნაწარმოებებით ვასწავლოთ ბავშვებს ქართული და დავიბრუნოთ ჩვენი ლამაზი,ღმერთების საკადრისი ქართული ენა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat