ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს
ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).

- დედაო, რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?

- ხორციელი მარხვა არის საკვებისგან თავის შეკავება, სულიერი კი ვნებებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, ამპარტავნებისგან, განკითხვისგან თავის შეკავება და დათმენა.. მარხვაში განსაკუთრებით გვევალება კიდევ გაძლიერებული ლოცვა. ეკლესიის მიერ დადგენილ თითოეულ სადღესასწაულო მარხვას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა, რომელიც უფლის ჯვარცმას, აღდგომას გვახსენებს, იმას, რაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანისთვის დაითმინა, ეწამა, ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და მერე აღდგა. არსებობს სამგლოვიარო და სამხიარულო მარხვები. საშობაოს სამხიარულო მარხვას უწოდებენ. სააღდგომოს კი სამგლოვიაროს. მარხვაში უფრო მეტად უნდა გვქონდეს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვებისა. ბერ-მონაზვნები კიდევ სამაგალითონი უნდა იყვნენ ერის ადამიანებისთვის. ადამიანს ყველანაირი ვნება ებრძვის, მონასტერში რომ მიდიხარ, უფრო მეტად ამჟღავნებ საკუთარ დაცემულ ბუნებას. ერშიც არის ბრძოლები, მაგრამ ეს მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა. მონასტერში მეტია დასათმენი. როცა მონასტერში მოდიხარ, უნდა მოიკლო ყოველგვარი სიამოვნება, რაც ერში გქონდა.

ადამიანს შინაგანად უნდა გააჩნდეს ყველაფრის მიმართ სინანულის გრძნობა. ლოცვით და მარხვით განიდევნება ეშმაკი. ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს... მარხვაში მონასტერში ნაკლებად გვაქვს მრავალფეროვანი საკვები. მსახურება უფრო აღდგომის მარხვაში იცვლება. აღდგომის მარხვაში ვკითხულობთ მარხვანს. მის წაკითხვას ვიწყებთ მარხვის დასაწყისში და გრძელდება მთელი მარხვის პერიოდში.მარხვანის საკითხავის წაკითხვა სინანულისკენ მოგვიწოდებს.

KARIBCHE KARIBCHE

პირადად მე მონათვლის დღიდან დავიწყე მარხვა - ოთხშაბათს და პარასკევს. თავიდან მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ჩემით ვინახავდი მარხვას. მაშინ მარხვა მეგონა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება. როცა მონასტრულ ცხოვრებას აირჩევ, მეტი მოგეთხოვება. მონასტერში რომ მიდის ადამიანი, საკუთარ თავს უკეთესად ხედავს, ვიდრე ერში. მონასტერში უფრო ჩნდება ადამიანის ვნებები, აქ უფრო მეტადაც უკვირდები საკუთარ თავს. როგორც მეომარი დგას ბრძოლის ველზე, ისე უნდა იყო მონასტერში. საიდან შემოგიტევს მტერი, არ იცი და მუდამ უნდა იფხიზლო. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ეშმაკი შემოგებრძოლება. ბრძოლები, ვნებები განსაკუთრებით მარხვაში იჩენს ხოლმე თავს. ეშმაკს არ უყვარს მმარხველი და მლოცველი. კარგად რომ მარხულობ, კარგადაც ლოცულობ და თუ არ მარხულობ, ვერ ილოცებ... ნაკლებად დანაყრებული ადამიანი უფრო მეტად მლოცველია. სულიერად არ უნდა დაეცე, მუდამ უფლის იმედი უნდა გქონდეს და უფალიც შეგეწევა. მუდამ უფალს უნდა იყო მინდობილი, უფალს სასოებდე და უფალი ყველაფერს შეგაძლებინებს, რწმენაში გაგაძლიერებს.. თუ დაეცემი, უნდა შეძლო ადგომა. განსაცდელს სიხარული მოსდევს, სიხარულს - მწუხარება. ასეა ჩვენი ცხოვრება. მორწმუნე ძლიერი უნდა იყოს და საცდურებს ნაკლებად აქცევდეს ყურადღებას. უფლის სიყვარულისთვის უნდა შევეცადოთ, დავითმინოთ ყოველივე, ვიყოთ უფლის მორჩილი და დავადგეთ უფლისკენ სავალ გზას.


ბეჭდვაელფოსტა
29.02. 2016
ანა მაჭავარიანი
უფალმა გაგადძლიეროთ დედა ქრისტინე
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat