მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი
მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს. დედა ნინო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარე, ფეხშარის ღვთისმშობლის მიძინებისა და იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარია.

-ოჯახში ექვი დედ-მამიშვილი ვიყავით. შეძლებისდაგავრად ყველას მიგვაღებინეს განათლება,-მიამბობს დედა ნინო. ჩემი წინაპარი იყო არქიმანდრიტი თეოფანე (კორძაია), ბაბუაჩემის ბიძა იყო. ჩვენი ოჯახი ადრე წვირმში ცოვრობდა, ბერი თეოფანე კი ფეხში ცხოვრობდა. მან შეარჩია ეს გამორჩეული ადგილი, მანამდე აქ არავინ ცხოვრობდა. ფეხდაუდგმელი, გაუვალი ადგილი ყოფილა და ამიტომ დაერქვა ფეხიშარა. მხოლოდ საცალფეხო ჩასასვლელი ბილიკები ყოფილა. თავად გაიყვანა გზა, შეისყიდა ეს ადგილი და სამონასტრო ცხოვრება დაიწყო. ბაბუაჩემს ოთხი ვაჟი ჰყავდა და ერთი ქალიშვილი. ჯერ ყარაჩაიში ვცხოვრობდით, ბიძები ჭუბურხინჯში გადავიდნენ. მამა, დედა და ჩვენ აქ დავრჩით. ჩემმა ძმებმა ყველამ უმაღლესი დაამთავრა, ქალაქში დარჩნენ და შეირთეს იქაური ქალები. სვანეთში არცერთმა არ მოინდომა ჩამოსვლა.

ბიძები სოხუმში მყავდა. როგორცკი არეულობა დაიწყო - წამოვიდნენ. ბიძებს მოვლა უნდოდათ, დედაც მოხუცებული მყავდა და ამათ მოვუარე. გულში ყოველთვის ვფიქრობდი მონასტრულ ცხოვრებაზე და ასეც მოხდა. თავიდან სულ ამაზე ვფიქრობდი, აუცილებად მონაზონი მინდოდა გავმხდარიყავი. ტაძართან სიახლოვე მუდამ მინდოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამ გზას დავადექი. მაშინ 62 წლის ვიყავი. ამჟამად 67 წლის ვარ. მორჩილება სურამში, იტრიის დედათა მონასტერში, დედა პელაგიასთან გავიარე. სეფისკვერებს ვაცხობდი და ტაძარს ვალაგებდი. სურამში მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთევით ვიყავი. მადლობა უფალს, ამ გზას რომ დავადექი, ამას ვუმადლი მეუფე ილარიონს. დიდებული პიროვნებაა, მეუფემ ააღორძინა ზემო სვანეთში სასულიერო ცხოვრება. ყველა ემადლიერება, ყველას ძალიან გვიყვარს. ამჟამად ჩვენს ტაძარში მოძღვარი არის მამა პეტრე (ქურდაძე), ძალიან საყვარელი პიროვნებაა, ყველას ძალიან გვიყვარს.
სოფელ წვირმისში არის სკოლა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ყოველდღე მაქვს გაკვეთილები, ცისკარს, როცა მოვრჩები უკვე 7 საათისთვის თავისუფალი ვარ, მერე საშინაო საქმეებს ვაკეთებ და სკოლაში მივდივარ. რადგან ღვთის გზას დავადექი ერთმანეთს ყველაფერს ვუთავსებ. მონასტრულ ცხოვრებასთნ ერთად სკოლაშც ვასწავლი. ღვთის შეწევნით უნდა შევძლო, ვიდრე შემიძლია. ყველა ისეთ პატივმს მცემს, ბავშვებიც მასწავლებლებიც, მშობლებიც, მეხათრება უკვე. ყველას მადლიერი ვარ ამქვეყნად. ყველა მიყვარს, ყველას ვუყვარვარ, მადლობა უფალს.

KARIBCHE

***
სოფელ ფეხში მანამდე იყო ჩემი წინაპრის მიერ აშენებული ღვთისმშობლის მიძინების და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრები. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მესამე ტაძარიც დაემატა, წმინდა ნინოს სახელობის. ახლა ერთ ტაძარში სამი - ღვთისშმობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები. ღვთის შეწევნით გვინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის აღდგენაც. უფლის ნება თუ იქნება და გზა გაკეთდება, ასევე კეთილი ადამიანები თუ გამოჩნდებიან, სენაკები აშენდება და კეთილმოეწყობა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრული ცხოვრებისთვის გამორჩეული ადგილია. ხეხილიანი და ნაყოფიერი მოსავლიანი. გამორჩეული წყალია. უბრალოდ ადამიანის ხელი აკლია.

-თქვენთვის რა არის მონასტრული ცხოვრება და რა შეგძინათ მონასტრულმა ცხოვრებამ?

-მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ უკან ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი. მადლობა უფალს, მადლობა ყველას ვინც ამ გზაზე დამაყენა, მადლობელი ვარ ჩემი წინაპრის, არქიმანდრიტი თეოფანესი. როცა გამიჭრდება ხოლმე მასაც ვთხოვ დახმარებას. თითქოს ის მხედავს. ათასი სამოთხე რომ მიჩვენეოთ ამქვეყნად, მე მაინც გამორჩეულად ეს მიყვარს. ასე მგონია მისი სული მაძლიერებს. ერის ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ ძლებ იქ ტყეში, არ გეშინიაო? მადლობა უფალს, ჩემთან შიში საერთოდ არ მოდის.

-სულიერად დამძიმებულ ადამიანებს როგორ ამხნევებთ ხოლმე?

-როცა ერთმანეთს შორის რაიმე გაუგებრობაა, შემატყობინებენ და მაშინვე რიგდებიან. დიდი მადლობა ყველას, მიჯერებენ. გამორჩეული არაფერი მაბადია, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ყველასი. ხალხია კარგი, თორემ მე რა შემიძლია, ასაკში ვარ უკვე.

-მთავარი რა არის ცხოვრებაში?

-უფლისა და ადამიანის სიყვარულია. სიყვარული თუ არის ურთიერთპატიებაცაა და ყევლაფერი. მთავარი სიყვარულია.

-დღეს რა პრობლემის წინაშე დგანან ადამიანები?

- ნამეტანი ევროპულობისკენ რომ არიან მომართულები და მატერიალური მხარე რომ უყვართ ეგ არ მომწონს. ტრადიციები ირღვევა ცოტა. ჩვენი გვერთმევა და სხვისას ვიღებთ. ისე გამოდის, რომ დედა გყავდეს და დედინაცვალი ავარჩიოთ და მისი სული დავიფიცოთ. ჯერ დედაა და მერე დედინაცვალი. ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ რაც ოდითგანვე გვახასიათებდა.

-ზამთარში არ გიჭირთ ხოლმე?

-ასაკი დამაწვა უკვე... და ალბათ ზამთარში წვირმში გავჩერდები. გამოზაფხულდება თუ არა ფეხში გადავალ. დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდებოდა ფეხიდან წვირმში ამოსასვლელად. ახლა დრო გადამეწია და მეტი მჭირდება. ჩემი ასაკის ხალხი გამზადებულები არიან იქითკენ წასასწვლელად.

-თქვენი ლოცვა ეწევა ხალხს?

-მადლობა უფალს. ყველას ვლოცავ დიდ-პატარას. საქართველოს, ჩემს ერს და ყველა საქრიატიანოს. სქემოსანი ვარ. ჩემი მოვალეობაა ლოცვა და ლოცვა. ყველა უნდა გიყვარდეს, ყველა უნდა დალოცო, ყველას კარგი თვალით, კარგი გულით შეხედო, გულში ცუდი არაფერი უნდა დაიტოვო,-სიბნელე, სიმახინჯე, შური. მადლობა უფალს ეს თავიდან არ მქონდა, არ ვიცი რა არის შური, მტრობა. ასე დავბერდი და დღემდე ასე მოვედი. ჩემს ცხოვრებაში ერთი არავინ წამკამათებია, არ მქონია უსიამოვნება არავისთან. მოვდივარ და მივდივარ ისე. ყველა მიყვარს და მადლობა უფალს. ჩემი სურვილია სენეკები მქონდეს რომ მონაზვნებმა იცხოვრონ. მონასტრული ცხოვრება მინდა აყვავდეს. მადლობა უფალს ხალხისგან ყურადღება არ მაკლია. გზის გაკეთებას შემპირდნენ. ჩემი წინაპრის ცხოვრების მიზანიც ეს ყოფილა, რომ იქ მონაზვნური ცხოვრება აღორძინდეს. ამჟამად იქ არანაირი პირობები არ არსებობს. მადლობა უფალს, მაინც კმაყოფილი ვარ.

სქემოსანს გამორჩეულად მთელი საქრისტიანოს მასშტაბით ლოცვა ევალება. დღე ღამეში შეიძლება 3 საათი მეძინოს. მეტი არ მძინავს, გამომუშავებული მაქვს. ძალიან გვიან ვიძნებ და 5 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ვარ ფიზიკურად. ვიდრე შემიძლია გავძლებ. მერე უფალმა იცის. დიდება მის ძალას. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ლოცვა მაძლიერებს, ლოცვა ჩემთვის ყველაფერია. ღმერთს ვთხოვ თითოეული ადამიანის გაძლიერებას. უფალთან ყოფილიყავით კეთილი ანგელოზებით შემოზღუდული. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ.

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
23.04. 2018
კორძაია მზევინარი
დალოცვილი იყავი დედაო ნინო.უფლის სამსახურში მყოფს არ მოგკლებოდეს მისი მფარველობა და წყალობა.დიდხანს სიცოცხკეს გისურვებთ.ვარ ბედნიერი იმით რომ მეც იმ მიწა-წყლის შვილი ვარ სადაც თქვენ მოღვაწეობთ.შეეწიოს თქვენი ლოცვა სვანეთს და სრულიად საქართველოს.
03.02. 2016
Violeta
Ufalma gagadzlieros,daglochot,didxans ichochxlet ,rom isev da isev sxvistvis lochva da madlis mimchemi rom iyot.
02.02. 2016
ქეთევანი
ჩემი საყვარელი დედა ნინო... ესაა ადგილის დედა... სვანურად დედე ნინო. ძალიან საყავრელი თბილი ტკბილი ადამიანი... ასეთი უნდა იყოს მონოზონი ყველას და ყველაფერს ლოცავს ყველას ეფერება ადამიანს ცხოველს მცენარეს თავის სოფელს თანასოფლელებს ... სულ მადლიერია უფლის და ხალხის ....უფალმა დიდხანს გვიმყოფოს და გვიცოცხლოს მისი თავი სვანეთს და მთელ საქართველოს...პირადად მე ....ყველას გჭირდება მისი ლოცვა ზრუნვა და სიყვარული.. მისი დახმარება სულიერი რჩევები. აშირ ზაი სუხარი დედე ნინო-ასი წელი იცოცხლე დედა ნინო ჩვენს საიმედოდ
23.01. 2016
მაკა
უსაყვარლესი დედაო,უთბილესი,მშრომელი და მზრუნველი,ყველაზე მლოცველი,მართლაც ყველას გვიყვარს და მასაც ყველა უყვარს,მასთან მისვლა ყველას გვიხარია,დიდს თუ პატარას ყველას ერთნაირი პატივისცემით ხვდება და ისტუმრებს,თან ისეთი საოცარი ადგილია და ისეთი ლამაზი, აუცლებლად უნდა ნახოთ ვინც სვანეთში მოხვდებით. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ დედაო:)
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat