"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"
"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო. მან წარმატებული ფსიქოთერაპევტის კარიერა და კომფორტული მოსკოვური ცხოვრება მიატოვა და არც ისე ცოტა ხანია, სვანეთში ცხოვრობს. ძალიან შეუყვარდა ეს მხარე, მესტიაში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადარჩება ჯერ ამ კუთხის კულტურა და სულიერება, და მერე სრულიად კაცობრიობის. მისი მოსმენა ალბათ ღირს.

- რა იყო იქამდე, სანამ სვანეთში აღმოჩნდებოდით?
- სვანეთამდე იყო რთული და გრძელი გზა. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო ნაშრომიც დავწერე. შემდეგ კი მეორე ინსტიტუტში ჩავაბარე "სციალური ფსიქოლოგიის" განხრით. კიდევ დიდხანს ვსწავლობდი, რომ გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი, ვმუშაობდი ჯგუფებთან და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებდი. საინტერესო იყო ეს ეტაპები, რადგან პირველ უნივერსიტეტში ვისწავლე, როგორ არის აგებული ეს სამყარო, შემდეგ კი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, როგორ არიან აგებული ადამიანები და ურთიერთობები, ამის ამოცნობაში ფსიქოლოგია დამეხმარა. კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა იყო მართლმადიდებლობა და უნივერსიტეტის ეკლესიაში სიარული. იქ მივხვდი, რომ ბოლოს და ბოლოს, შინ ვიყავი.
ჩვეულებრივი საბჭოთა ურწმუნო ოჯახი გვქონდა, ამიტომ სულიერი თვალსაწიერის განვრცობა ნულიდან დავიწყე. მართლმადიდებლობამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში უამისოდ.
სტუდენტობის დროს მთარგმნელად ვმუშაობდი, ვასწავლიდი - უფრო შემოსავლისთვის. ბევრს ვმოგზაურობდი, ვკითხულობდი, ვურთიერთობდი, ვფიქრობდი. ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი საერთო საქმეები ჩემი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

KARIBCHE

- როგორ აღმოჩნდით საქართველოში, სვანეთში... რით მიგიზიდათ აქაურობამ ასე, რომ საცხოვრებლადაც დარჩით?

- საქართველოში ტურისტად ჩამოვედი. პირველად ვიყავი თბილისში, კახეთში, ყაზბეგში - ჩვეულებრივი ტური იყო. მეორედ უკვე სვანეთში გავემგზავრე. მთები მიყვარს. მართალი გითხრათ, სვანეთზე, ჩემდა სამარცხვინოდ, მანამდე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის, რომ იქ ლამაზი ბუნებაა. როცა ჩავედი და ყველაფერი დანარჩენი ვნახე, თავბრუ დამეხვა. აქ დღემდე იგრძნობა უდიდესი კულტურის სული, ადამიანის რაღაც გიგანტური აღმასვლა ზევით, სინათლისკენ, ღმერთისკენ. მაინც რატომ ეზიდებოდნენ სვანები ქვებს მთების მწვერვალებზე, იქ აგებდნენ ტაძრებს, ხატავდნენ მათ საოცარი ფრესკებით, რთავდნენ ძვირფასი ხატებით, ნივთებით - ეს ხომ ასე ძნელია, აქ ისეთი რთული, მკაცრი ცხოვრებაა? რატომ? მე ეს ცოტათი მაგონებს ჩვენს რუს ჩრდილოელ პილიგრიმებს, რომლებმაც ვალაამის გრანიტის მწვერვალებზე ნამდვილი სამოთხე მოაწყვეს: განსაცვიფრებელი მონასტრები, ბაღები, თუმცა იქ არაფერია და მიწასაც კი ქვემოდან ეზიდებოდნენ, ნავებით მიჰქონდათ. ეს თითქოს ადამიანისთვის არაბუნებრივი ქმედებაა. მაგრამ სწორედ ამაში იკვეთება ადამიანი... აქაც მსგავსია, სვანეთში. ირაკლი აბაშიძეს აქვს ლექსი "შორეული შხელდა". მე ბელა ახმადულინას თარგმანში მაქვს წაკითხული. იქ არის სტრიქონები, რომლებიც მე პირადად ყველაფერს მიხსნიან სვანეთზე და იმაზე, რატომ არის ჩემთვის აქ ყველაფერი ინტუიტიურად გასაგები და რატომ მომწონს: "Неистовый дух, вечно жаждущий света, молящийся, страждущий и дерзновенный…" ეს მშვენიერია!
მახსოვს, ჯერ კიდევ როგორც ტურისტი, ვიჯექი მთაზე და ვფიქრობდი ყოველივე ამაზე. და უცებ მივხვდი, რომ დარჩენა მინდოდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ახლა აქ არის. რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია და შეიძლება, არც არის საჭირო.

გარდა ამისა, რატომღაც სწორედ სვანეთში შევხვდი ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც მაშინვე შემიყვარდნენ მთელი გულით. მათ მიმიღეს თავიანთ სახლში, თავიანთ ცხოვრებაში, დამიჯერეს და მანდეს თავიანთი ამბები, თავიანთი კუთხის ამბები. ეს ისეთი საინტერესო, ისეთი ამაღელვებელი და ისეთი თბილი რამაა... საქმე ის კი არ არის, რომ ისინი სვანები არიან, ახლა ვსაუბრობ ურთიერთობის ისეთ დონეზე, როცა ნაციონალობას, კუთხეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ მნიშვნელოვანია საერთო ფასეულობები, საერთო მსოფლმხედველობა. ანუ ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, არა რაღაც პროექტებისა და საქმისთვის, უბრალოდ ჩემი სულისთვის.
და, ბუნებრივია, შეუძლებელია, უბრალოდ ასე იცხოვრო და არაფერი აკეთო - აქ, სვანეთში, ხომ უშველებელი სივრცეა ქმნადობისთვის. ჯერ ერთი, ფანტასტიკური ტურისტული ობიექტებია და ვფიქრობ, რომ ამ რეგიონის ყველაზე ნათელი მომავალი სწორად წარმართულ ტურისტულ ინდუსტრიაშია. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი აქ სისტემატურად განვითარდეს, მოწესრიგებულად და ეკოლოგიურად - რომ არავითარი ზიანი არ მიადგეს ამ უნიკალურ გარემოს, არამედ შეიქმნას სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შენარჩუნდეს ბუნება, არქიტექტურა, ხელოვნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია - ცხოვრების წესი. მეორეც, ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი არამატერიალური კულტურა - ეს ძველი ენა, ფოლკლორი, თვითმყოფადი მსოფლმხედველობა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მოვახერხებ ამის ბოლომდე გააზრებას და ამ სიმდიდრის გაზიარებას რუსული აუდიტორიისთვის.

- და თუ ჩვეულებრივ, ყოფით საკითხებს დავუბრუნდებით, მთაში ცხოვრება არც ისე იოლია. როგორ ცხოვრობთ ახლა იქ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე სვანეთში?

- ვითვისებ ცხოვრების ჩემთვის ახალ სტილს. მოსკოვში ყველაფერი იყო დაგეგმილი და წუთებით გათვლილი, საქართველოში კი თითქოს რაღაც მორევში ეშვები, რომელიც თვითონ მიგაქანებს და რომელზე გავლენის მოხდენაც ყოველთვის არ შეგიძლია. აქ რაც მეტს გეგმავ, რაც მეტს ცდილობ, შეასრულო გეგმები, მიაღწიო იმას, რომ ადამიანებმა შეასრულონ თავიანთი პირობები - მით უარესი გამოდის. ყველაფერი თითქოს თავისთავად ხდება და შენ ამაში არ ერევი. ისღა დაგრჩენია, მიიღო და განკარგო ის, რაც გამოვიდა. ეს ძალიან საინტერესოა!
ამიტომ, "ჩვეულებრივი" დღეც აქ არ მაქვს - ეს მართლა მაგარია, რადგან არ მიყვარს რუტინა. ოჯახს, რომელშიც ვცხოვრობ, პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს. ვეხმარები მათ, რითაც შემიძლია - ფეისბუქზე მათი სასტუმრო სახლის გვერდს ვუძღვები, ვურთიერთობ ტურისტებთან. ვცდილობ, დრო გავატარო მესტიაში იმ ადამიანებთან, ვინც რაღაც იცის და ახსოვს სვანურ კულტურაზე, ისტორიაზე, ფოლკლორზე. ვიწერ რაღაცებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. იცით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ნამდვილი ღრმა სულიერი კულტურა ქრება სამყაროდან, ჩვენ მას ვკარგავთ. ყველგან ასეა. მაგრამ სადღაც კიდევ არის შენარჩუნებული კუთხე-კუნჭულები, სადაც ის არსებობს. ჩვენ ალბათ მას ვერ გადავარჩენთ - ოპტიმისტი ვერ ვიქნები ამ კუთხით. კულტურა არის გარემო, სადაც ადამიანის სული არსებობს და იზრდება და, როგორც ჩანს, ადამიანების ისტორია მაშინ დამთავრდება, როცა ადამიანები დაკარგავენ მაღალ სულიერ კულტურას და მასთან ერთად ღმერთთან საუბრის უნარს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია, შევაჩეროთ მისი დაღმასვლა, გაქრობა. ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი კულტურისთვის ვიბრძვით - რუსულისთვის, ქართულისთვის... ახლა უკვე მოქმედებს პრინციპი - ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენთანაა. მით უმეტეს, რომ მე ამ კულტურების ძალიან დიდ მსგავსებას ვგრძნობ მთავარსა და ღრმაში.

მოხარული ვიქნებოდი, თუ მოხერხდებოდა რაიმე სერიოზული პროგრამების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად - და არა უბრალოდ "სამუზეუმოდ", მკვდრად შესანახად. მნიშვნელოვანია, რომ ენა, აზრები, კულტურული სახეები ცხოვრობდეს ადამიანებში, ქმნიდეს, განავითარებდეს ადამიანებს... ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ჩემი ყველა შესაძლებლობა, კონტაქტები, გამოცდილება ავამოქმედო იმისთვის, რომ ასეთი პროექტები აქ განვახორციელო.
რას ვაკეთებ? ვასუფთავებ მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიის იატაკს. ჩემი შეხედულებით, ესეც კულტურაა. ვასუფთავებ იატაკს და თან ვფიქრობ, როგორ მოვიძიო სახსრები და მოვაწყო ეკლესიაში გათბობა, რადგან ზამთარში აქ ძალიან ცივა, ხანდახან -20 გრადუსიც არის. ბავშვები ელექტროგამათბობლებს ეკვრიან, სულ 2 ცალია მთელ ტაძარში... მართალი გითხრათ, ეს კონკრეტული პატარა საქმეც ახლა ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მოსახლეობას არ აქვს სახსრები, რომ ცენტრალური გათბობა გაიყვანოს და იმედი გვაქვს, ვინმე დაინტერესდება ამ ამბით.
ველოდები ზაფხულს. შემეძლება ვიარო მთებში, გადავიღო ფოტოები, ვეძებო სვანების საუნჯეები (იღიმის), მივიღო სტუმრები, ვისაც მოუნდება აქეთ წამოსვლა.
და კიდევ, როგორც ფსიქოლოგი, ამჟამად არ ვმუშაობ, დავიღალე ამით, თუმცა ხანდახან ქართველ კოლეგა ფსიქოლოგებს ვეხმარები კარგი სასწავლო პროგრამების ორგანიზებაში. ვიწვევ რუს ფსიქოლოგებს, კვალიფიციურ და საინტერესო სპეციალისტებს და ისინი თბილისში ატარებენ სემინარებს. მაგალითად, ახლა ძალიან საინტერესო პროგრამას ვაკეთებთ ბავშვთა ფსიქოთერაპიაზე, სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოდის ტრენერი... ეს იდეა, კონკრეტული საქმიანი კავშირების დანერგვა რუსეთსა და საქართველოს შორის, პროფესიონალებს, ადამიანებს შორის - მე მომწონს. ეს მნიშვნელოვანი მგონია, ადამიანური ურთიერთობების, საერთო კულტურული ველის აღდგენის პროცესი...

- რა პრობლემებია ზოგადად მთებში, თქვენი გადმოსახედიდან რა არის ყველაზე თვალსაჩინო?
- ჯერ ერთი, ყოფითი პრობლემებია. მაგალითად, სვანეთში ძალიან გვჭირდება გაზი. სანამ გაზი არ იქნება, ვერანაირი სერიოზული ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდება. მეორე, სისტემური - სუსტი, ნაკლებინიციატივიანი მუნიციპალური ხელისუფლებ, უმუშევრობა. მესამე - სულიერი. იმისათვის, რომ დარჩე მთებში, სვანეთში - ძალიან მტკიცედ უნდა გესმოდეს, ვინ ხარ და რატომ ხარ აქ. ეს შეუძლებელია მომხმარებლური მსოფლმხედველობით, რაც სტიქიურად ფორმირდება ახლა ახალგაზრდა თაობაში. უნდა იყოს რაღაც მაღალი ფასეულობები, რომლებიც ადამიანს შთააგონებს, არა უბრალოდ "იწვალოს სოფელში", არამედ ამაყად იცხოვროს თავისი წინაპრების მიწაზე, შეინახოს ტრადიციები, ღირსეულად და სიხარულით შექმნას საკუთარი ბედი იქ, სადაც დაიბადა, იყოს ბატონი თავისი მშობლიური მიწის და იზრუნოს მასზე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. უნდა იყოს უფრო მტკიცე ეროვნული თვითშეგნება, გააზრებული კულტურული იდენტობა.

- ქართველებში რაიმე თავისებურებებს, ხასიათის შტრიხებს თუ გამოარჩევდით? რა მოგწონთ, რა - ნაკლებად?
- ალბათ, პროფესიიდან გამომდინარე, მე უფრო იმას ვაქცევ ყურადღებას, როგორ ურთიერთობენ ადამიანები და როგორ აწყობენ ურთიერთობებს. საქართველოში ძალიან ძლიერია თანადგომა, არ არიან ერთმანეთისადმი გულგრილნი. დიდ ტაქტსა და მოთმინებას იჩენენ იმისადმი, რომ სხვა ადამიანმა შეიძლება უხერხულობა შეუქმნათ. საერთოდ, ძალიან ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ ურთიერთობებში, კონტაქტებში, კავშირებში.
ნეგატიურ შტრიხებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არის თავისებურებები, რომლებთან შეგუებაც ცოტა მიჭირს. მაგალითად, ქაოტურობა, არაპუნქტუალობა. კიდევ, ხანდახან მაოცებს, რომ ადამიანები არ იჩენენ ინიციატივას და აქტივობას, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, მაშინაც კი, როცა აშკარაა, რა უნდა გაკეთდეს. თითქოს, მათ უფრო უიოლდებათ პასიურად მოითმინონ უხერხულობა, ვიდრე ადგნენ და რაღაც გააკეთონ. მაგრამ ეს თვისება რუსებშიც მრავლადაა. არავინ არ წავა და არ გააკეთებს მორყეულ ღობეს, სანამ ის მთლად არ ჩამოიშლება...

- რას უამბობთ ხოლმე სხვებს, რა არის მთავარი, რითაც ახლობლებს თუ უცხოებს "იზიდავთ" საქართველოსკენ?
- ვფიქრობ, არ ვიქნები ორიგინალური: საოცარი სილამაზის ბუნება, უძველესი ისტორია, საერთო რწმენა და წმინდანები, გამაოგნებელი ხელოვნება, გემრიელი საკვები და სულით თბილი ადამიანები. ჯერჯერობით ასეთი მიწვევა კარგად მუშაობს (იცინის).

გაგრძელება იხილეთ ვებ-გვერდზე შინ.გე
ბეჭდვაელფოსტა
13.04. 2016
1234
ასეთ ძვირფას მამაოებს როგორიც არის მამა გიორგი უნდათ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ცოტა მატერიალურადაც რადგან ქვეყნისთვის და ხალხისთვის კარგის კეთება შევაძლებინოთ.
13.04. 2016
iriiii
ღმერთმა გამყოფოთ კარგად ვინც ასე აღიქვას სვანეთის სილამაზე სიწმინდეები და კერძოდ ულამაზესი სასულიერო პირი მამა გიორგი (ჩართოლანის) დაუღალავი შრომა, ღვაწლი და სულიერება ვინც დაინახოს რუსი იყოს თუ ქართველი ყველა ღმერთმა დალოცოს
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat