არ უნდა მივეჩვიოთ ჩვენს ამ დროებით სამყოფელს
არ უნდა მივეჩვიოთ ჩვენს ამ დროებით სამყოფელს
ღვთისმეტყველების მაგისტრის, დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს განმარტებით, მაცხოვრის სიტყვები "ყრმაი ეგე არა მომკვდარ არს, არამედ სძინავს" , - გვაიძულებს, სიკვდილის სახე დავინახოთ ძილში და მართლაც, როგორადაც ჩვეულებრივ დაძინება მოსდევს ქვეყნიურ შრომათაგან დაღლილობას სხეულისა, ასევე სიკვდილიც გვეწვევა ხოლმე სიცოცხლისეულ ძალთა ამოწურვის შემდგომ და დაამთავრებს მთელ ქვეყნიურ საქმიანობას და როგორადაც ძილია სასიამოვნო დღიურ შრომათა შემდგომ, ასევე საამურია ხოლმე სიკვდილიც ჩვენი ქვეყნიური მოვალეობების კეთილსინდისიერად აღსრულების შემდეგ. მაგრამ ესეც ცოტაა: ძილი არის სიკვდილის სახე იმიტომაც, რომ ძილი მხოლოდ სხეულებრივ ძალთა მოქმედებას სწყვეტს, სული კი განაგრძობს მოქმედებას; ასევე, სიკვდილსაც მხოლოდ სხეულზე აქვს ხელმწიფება, ხოლო სულის ცხოვრება არ წყდება მისი მოსვლით. კვალად, ძილი არის წინაპირობა ახალი, გაძლიერებული ცხოვრებისთვის; ასევე სიკვდილიც მხოლოდ წინაპირობაა ახალი ცხოვრებისთვის და ახალი ქმედებისათვის ადამიანის არსებისა..." დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს განმარტებით, "იგივეობა ძილსა და სიკვდილს შორის ისაა, რომ როგორადაც ძილისაგან აღდგომილნი არ ვკარგავთ იმის შეგნება-გაცნობიერებას, თუ რანი ვიყავით მანამდე, რას ვიქმნიდით და რას ვფიქრობდით, ზუსტად ამგვარადვე, სიკვდილის შემდგომაც შევინარჩუნებთ ცნობიერებას და ხსოვნას იმისა, თუ როგორ განვლიეთ ცხოვრება ქვეყნად. ამრიგად, თუკი სიკვდილი ძილის მსგავსია, მაშინ ეს გარემოება ქმედითი, ყველასთვის სასარგებლო ქრისტიანული ცხოვრებისთვის უნდა აღგვძრავდეს და პირიქით, უნდა გვაკავებდეს ცოდვისათვის მსახურებისაგან: დაბოლოს, რადგანაც სიკვდილის შემდეგაც არ ვკარგავთ იმის გაცნობიერების უნარს, თუ რას ვიქმოდით ქვეყნიურ ცხოვრებაში, ესეც ნუგეში უნდა იყოს ჩვენთვის სიკვდილის შესაბამისობის წინაშე, - დასძენს ღვთისმეტყველი და კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს ჩვენთვის იმ გარემოებას, რომ იაიროსის მომკვდარი ასულის უფლის სიტყვით მკვდრეთით აღდგომა და გაცოცხლება იმ ჭეშმარიტების დასტურია, რომ ჩვენს გარდაცვალებასაც ბოლოს მკვდრეთით აღდგომა მოჰყვება და რომ, სიკვდილით კი არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე, არამედ მხოლოდ მისით იწყება დაუსრულებელი, უკვდავი ცხოვრება და ამ ჭეშმარიტების დადასტურებად თავად უფლის სიტყვები მოჰყავს: "ამენ, ამენ, გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი და აწვე არს ოდეს მკუდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდნენ... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იოანე 5-25,29).

"მაგრამ როგორ შეიძლებაო, - იტყვით თქვენ, - მკვდრეთით აღდგეს ადამიანის სხეული, რომელიც მთლიანად განიხრწნება და მიწად იქცევა? თქვენ იცით, რომ უფალი ჩვენი ყოვლად ძლიერია და მისთვის არაფერია შეუძლებელი. თუკი ღმერთისთვის შესაძლებელი იყო არარასგან ყოველივე შეექმნა - ცანიც და ქვეყანაც, ჩვენი სულიცა და ჩვენი სხეულიც, მაშინ მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენი განხრწნილი სხეულების აღდგენაც. მან ყოველივე თავისი საღმრთო ძალითა და ყოვლადძლიერებით შეჰქმნა და იმავე ძალითა და იმავე ყოვლადძლიერებით აღადგენს იგი მკვდრეთით ჩვენს სხეულებსაც. ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. "არარაი შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა" (ლუკა 1, 37), - გვეუბნება თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაგრამ თუკი გსურთ კიდევ თვალსაჩინოდაც დარწმუნდეთ ამაში, შეხედეთ იმ თესლს, რომელთაც მიწაში აგდებთ, რა მოსდით მათ? - ისინი იქ განიხრწნებიან და თითქოსდა სრულიად ქრებიან; ხოლო თუკი თესლი არ განიხრწნება მიწაში, მისგან არც არანაირი სარგებლობა არ იქნება. მაგრამ აი, როცა დადგება დრო, იმ გახრწნილ, დაშლილ მარცვალთაგან ჯეჯილი წამოიზრდება, შემდეგ ღერიც და თავთავიც იზრდება და ამ თავთავში კვლავ განცოცხლდება ის მკვდარი მარცვალი, ამასთან არაჩვეულებრივი, მოულოდნელი მშვენიერებით. იგივე დაემართება მომკვდარი ადამიანის სხეულებსაც. ისინი მსგავსად მარცვალთა, ამჟამად მიწაში შთაიდებიან და განიხრწნებიან მასში, მაგრამ როცა უფლის მეორედ მოსვლის მაუწყებელი ანგელოზთა საყვირის ხმა გაისმება ქვეყნიერებაზე, მაშინ ყოველი მომკვდარი ადამიანის სხეულნი მკვდრეთით აღდგებიან და კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სულებს და როგორადაც ნამდვილია ჩვენი სიკვდილი, ისევე ნამდვილი და ჭეშმარიტია ისიც, რომ ჩვენ, ყოველნი მომკვდარნი, მკვდრეთით აღვსდგებით ქვეყნის დასასრულის და უფლის მეორედ დიდებთ მოსვლის ჟამს".

აქვე მამა გრიგოლი ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს ჭეშმარიტი გზის მაძიებელთ: "მწუხარებანი და სატანჯველნი კეთილად ემსახურება ადამიანის სულს და ასწავლის ღმერთს მიმართოს დახმარებისთვის. თუკი უფრო ყურადღებითა და ღრმად დავუკვირდებით ცხოვრებას, ადვილად შევამჩნევთ, რომ ადამიანის გულში ხდება ხან მიახლოება ღმერთთან, ხანაც - განშორება ღმერთისგან და მათთან ერთად, შესაბამისად, ხან მოსვენება და სიხარული, ხანაც შეშფოთება, შიში და შევიწროება; ხან სიცოცხლის აღზევება და ხანაც სულიერი სიკვდილის მოწევნა. ღმერთთან მიახლოება უფრო ხშირად მწუხარებათა ჟამს აღესრულება, როცა არავის ძალუძს ჩვენი ხსნა, გარდა უფლისა, რომელსაც იმ მძიმე წუთებში მთელი გულით მივმართავთ შეწევნისათვის და ამგვარად გულისმიერად ვუახლოვდებით მას; ხოლო ღმერთისაგან განშორება ხდება ქვეყნიურ კეთილდღეობასა და სიუხვეში; როცა ადამიანს ქვეყნიური სიმდიდრე, დიდება და წარჩინება სწყურია, და მაშინაც, როცა მიაღწევს რა ყოველივე ამას, იგი კარგავს რწმენას გულიდან და ივიწყებს ღმერთს, მსაჯულსა და საზღაურის სამართლიან მომგებს, ივიწყებს თავის სულის უკვდავებასაც და თავის უმთავრეს მოვალეობასაც - მთელი გულით უყვარდეს ღმერთი და ყოველი ადამიანიც - ვითარცა თავი თვისი. ძვირხილულობისა და მწარე ცრემლთაღვრის გზა ამქვეყნიურ ცხოვრებაში - მძიმე, ვიწრო გზაა, მაგრამ მაცხოვნებელი, რომელიც გვაახლოებს ღმერთთან და ცათა სასუფეველთან. საღმრთო წერილიცა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც გვიდასტურებენ, რომ ღმერთთან მისაახლოებლად ცოდვილი ადამიანი სატანჯველთ უნდა ეწიოს, ცრემლებს უნდა ღვრიდეს, ტიროდეს და ასე გამოასწოროს თავისი გულის გაორება. "მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქვენ, განიწმინდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო, დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდეთ... უფლისა წინაშე და აღგამაღლნეს თქვენ" (იაკობი 4,9). ცრემლებს აქვთ ძალა ბიწიერებისგან განწმინდონ ჩვენი გულები, ხოლო სატანჯველნი იმისათვის არის აუცილებელი, რომ ტანჯვის გზით მაცხოვნებლად შევიწროვდება გულის ცოდვისმიერი სილაღე და გულის შეჭირვებითგან ყველაზე ადვილად იღვრება ცრემლნი სინანულისა". ზემოთქმულიდან გამომდინარე, დეკანოზი გრიგოლი ასკვნის, რომ "ყოველივე ამქვეყნიურის სიყვარული ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზიდან გვაშორებს და წარსაწყმედლისაკენ მიმავალ გზაზე გვაყენებს.

რით იზღუდავდნენ თავს ღმერთის რჩეული ადამიანები ამგვარი გატაცებისაგან ხორციელი გულისთქმებით, ყოველივე ამქვეყნიურით, ამ მომხიბლაობისგან გრძნობისმიერი სიკეთეებისა და სიამოვნებისა? - გამუდმებული ფიქრით, რომ თავად მხოლოდ მოსულნი და მწირნი არიან ამქვეყნად უცხონი მისთვის, როგორც ეს მოციქულმა შენიშნა ძველ წმინდა მამათა შესახებ, თქვა რა, რომ მათ არა ჰქონიათ აქ, ამქვეყნად სამყოფელი ქალაქი, და ამიტომ მომავალ ქალაქს ეძიებდნენ, რწმენით მოელოდნენ რა მომავალი ქალაქის დაფუძნებას, რომლის ხუროთმოძღვარიც უფალი ღმერთია. ცხოვრების ამავე წესს ქრისტეს მოციქული განსაკუთრებით სასარგებლოდ მიიჩნევს ქრისტიანთათვის, რომლებიც ამა ქვეყნად ცხოვრობენ, მაგრამ არ ეკუთვნიან ამა ქვეყანას თავიანთი საუკუნო დანიშნულებით; იგი ჩვენ ყველას შეგვაგონებს, ვითარცა მწირთა და უცხოთ, განვეშოროთ ქვეყნიურ გულისთქმათ, მაგრამ ძალზე ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მხოლოდ დროებითი სამყოფელია, სადაც ყოველივე დროებით გვეძლევა და გვემსახურება, რომ ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება აჩრდილივით მალე წარმავალია და მასში არაფერია მდგრადი; ყველაფერი განუწყვეტლივ ქრება და იცვლება. ამიტომაც არ უნდა მივეჩვიოთ ჩვენს ამ დროებით სამყოფელს და არ შეგვიყვარდეს იგი, არაფერს უნდა მივესწრაფოდეთ მასში განსაკუთრებულად, რაც უნდა იყოს ეს, რათა გარდუვალი განშორება ყოველივე დროებითთან მტკივნეული არ იყოს ჩვენთვის, და რათა გულიცა ჩვენი იქ არ რჩებოდეს, სადაცა არს საუნჯე ჩვენი. მოგზაური კაცი არ იტვირთავს თავს ზედმეტი ბარგით, დიდხანს არ აკვირდება გზაში სასიამოვნო სანახაობებს თავისთვის უცხო მხარეში, არც ერთ ადგილას იმაზე მეტ ხანს არ ჩერდება, რაც დასვენებისთვისაა აუცილებელი. ამგვარადვე იქცევა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანიც, რომელიც თავის ჭეშმარიტ, ზეციურ სამშობლოს ეძიებს. არანაირი, ყველაზე უწყინარი და ღვთის მიერაც კი კურთხეული ქვეყნიური საკრველები არ შეიძლება მისთვის იმდენად ძვირფასი იყოს, რომ მათი გაწყვეტა მეტად სამწუხარო და მტკივნეული გამოდგეს მისთვის, რამეთუ მას ყოველივე მხოლოდ ღმერთის მიერ და ღმერთისათვის უყვარს, ყოველივეში მხოლოდ და უპირველესად სულის ცხონებასა და საუკუნო ცხოვრებას ეძიებს, ყველაფერს მხოლოდ ღმერთის განსადიდებლად აკეთებს, ყველაფერს მხოლოდ ღმერთისგან მოელის და სასოებს და ყოველივეში საკუთარ თავს ღმერთის წმიდათაწმიდა ნებას მიუძღვნის ანუ რაც კი შეემთხვევა და მოეწევა, ყველაფერს მადლობის მიძღვნით მიიღებს და მარადის მორჩილებას უცხადებს თავის ზეციურ მამას".

"ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები, - ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და იგი დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ჩვენ რას ავირჩევთ, ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat