წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი) - გვერდი 6
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი) - გვერდი 6
მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. 1939 წლის ოქტომბერში ალჟირში ბიზანტიოლოგთა კონგრესი უნდა გამართულიყო, სადაც გრიგოლ ფერაძეც იყო მიწვეული. გართულებული საერთაშორისო მდგომარეობის გამო, არქიმანდრიტს პოლონეთში უკან დაბრუნების გარანტიას ვერავინ მისცემდა, ამიტომ მან ალჟირში გამგზავრებაზე უარი თქვა, "რადგანაც ვარშავაში მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, დაახლოებით ორი ათასი ტომი, მათ შორის იშვიათი ქართული პატრისტიკული წიგნები. ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო ბედის ანაბარა მიმეტოვებინა ევროპაში მთელი ჩემი ცხოვრების ნამოღვაწარი, მთელი ეს სიმდიდრე", - წერდა იგი.

გრიგოლს არც 1939 წლის 8 სექტემბერს დაუტოვებია ალყაშემორტყმული ვარშავა, როდესაც იქ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გერმანელებმა ქალაქის დატოვების უფლება მისცეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე პოლონეთში დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყება მამა გრიგოლისათვის სამეცნიერო სამყაროსთან გამოთხოვებას და სრულ იზოლაციას უდრიდა: "რას ნიშნავს ახლა სამეცნიერო გეგმები, რა ფასი აქვს კაბინეტში გამოკეტვას, რათა თავი შესწირო აბსტრაქტული პრობლემების გაშუქებას, რომელიც კოლეგების შედარებით ვიწრო წრეს აინტერსებს, მაშინ როცა ჩვენს ირგვლივ ცხოვრება, უშავეს საშინელი ისტორიული მოვლენებით, გადამწყვეტ გავლენას ახდენს ცალკეული ხალხების გადარჩენასა თუ გაქრობაზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პლანეტის მცხოვრებნი პასუხს აგებენ თავიანთი წინაპრების ცოდვებზე, თუმცა საბოლოო ანგარიშსწორების დღე ჯერაც არ დამდგარა. ვფიქრობ, ასეთი ვითარება ხელს არ უწყობს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას. მეცნიერისთვის ხომ მშვიდი გარემო და შესაფერისი ატმოსფეროა საჭირო".

ვარშავის უნივერსიტეტი დაიხურა. მამა გრიგოლს გერმანელებმა შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ბერლინში, მაგრამ მან უარი განაცხადა.

მის დაწყებისთანავე ვარშავის ქართულ კოლონიას სათავეში გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობის მომხრე ემიგრანტი ქართველები ჩაუდგნენ. თუმცა, ემიგრაციის ბირთვს უმეტესად საქართველოდან 1921 წელს გახიზნული ის ოფიცრები შეადგენდნენ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების იმედით პოლონეთის მოქალაქეობა არ მიუღიათ. ეს ქართველი ოფიცრები პოლონელებთან ერთად ერთგულად იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

პროფაშისტურად განწყობილი ქართველი ემიგრანტების რიცხვი უფრო მცირე იყო. მათ მამა გრიგოლს თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს: "არც ერთ სახარებაში არ წერია, რომ ქრისტიანი ადამიანი ფაშისტებს უნდა დაუდგეს სამსახურში", - მიუგო მან. ეს პასუხი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პროფაშისტურად განწყობილ ქართველებს არქიმანდრიტი გაენადგურებინათ. ამ თავდადებულ ადამიანს საშინელი დევნა დაუწყეს, გერმანელ ოკუპანტებთან აბეზღებდნენ, ცილს სწამებდნენ არა მარტო მას, არამედ მისი მრევლის წევრებსაც.

მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მამა გრიგოლი დაუზოგავად ასრულებდა თავის ქრისტიანულ მოვალეობას.

ეხმარებოდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იხსენებდა, რომ "ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა. იგი უშიშრად დადიოდა ქუჩებში, ყველაზე სახიფათო ადგილებშიც კი, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველ დახმარებას უწევდა".

გრიგოლ ფერაძე არც ფაშისტების მიერ ინტერნირებულ მიტროპოლიტ დიონისეს აკლებდა ყურადღებას. იგი ხომ მისი უახლოესი ადამიანი იყო. დაჰქონდა მასთან მედიკამენტები და ყოველნაირ დახმარებას უწევდა. მუდამ ზრუნავდა კავკასიური საზოგადოების ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, ხანში შესულ გენერალ ყაზბეგზე. გრიგოლმა გააცილა უკანასკნელ გზაზე თავისი ქართველი მეგობრები, მათ შორის, ქართველ ოფიცერთა კლუბის ხელმძღვანელი, თავადი, პოლკოვნიკი გრიგოლ ბაგრატიონი. არქიმანდრიტი სხვებთან ერთად ცდილობდა ფაშისტურად განწყობილი ქართველების დასმენის შედეგად დაპატიმრებული თანამემამულეების დაცვას. იმ ქართველებს, რომლებსაც გერმანელები თავის არმიაში შესვლის აგიტაციას უწევდნენ, მამა გრიგოლი უშიშრად მიუთითებდა სწორი გზისკენ.

ქართველი არქიმანდრიტი უპირველესად ებრაელ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა ფაშისტების ჩაგვრისა და შეურაცხყოფისაგან.

მამა გრიგოლის თანამედროვენი იხსენებდნენ: ერთ დღეს ქუჩაში იგი ასეთ ფაქტს შესწრებია: გერმანელი ფაშისტი სახეში უმოწყალოდ ურტყამდა მოხუც ებრაელ ქალს. აღშფოთებული გრიგოლი ხელში სწვდა გერმანელს და ასე მიმართა მას: "ვინ მოგცა მოხუცი ქალის ცემის უფლება, ამით იცავთ გერმანიის ძლიერებას? ასეთი კულტურით აპირებთ მსოფლიოს დაპყრობას?" სწორედ ეს ინციდენტი გამხდარა გრიგოლის პიროვნებით გესტაპოს დაინტერესების მიზეზი.

პირველად მის დაპატიმრებას 1942 წლის იანვარში შეეცადნენ. კავკასიის კომიტეტის პროფაშისტურად განწყობილმა ხელმძღვანელებმა მამა გრიგოლი გესტაპოში იმ მიზნით დაასმინეს, თითქოს იგი ომამდე პოლონეთის დაზვერვის აგენტი ყოფილიყოს. ამჯერად დასმენამ არ გაჭრა. პოლონეთის დაზვერვის არქივები გერმანელების ხელში იყო და მათ სინამდვილის დადგენა არ გაუჭირდებოდათ. რასაკვირველია, გრიგოლის აგენტობის დამადასტურებელი საბუთი ბუნებაში არ არსებობდა.

დაპატიმრება

კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელობაში მოკალათებულმა, პროფაშისტურად განწყობილმა ქართველებმა გრიგოლ ფერაძე კვლავ დაასმინეს გესტაპოში. ეს დასმენა თითქოსდა უტყუარი ფაქტით იყო განმტკიცებული: გრიგოლს თავის ბინაში ებრაელთა გადასარჩენად საიდუმლო სალაროს შენახვა დაბრალდა. დამბეზღებლები იმ ადგილზეც კი უთითებდნენ, სადაც არქიმანდრიტი ამ თანხას ინახავდა. 1942 წლის 15 მაისს მამა გრიგოლის ბინაში საფუძვლიანი ჩხრეკა ჩატარდა. გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფმა, მამა ჰენრიკ პაპროცკიმ, ფაშისტების არქივებში არქიმანდრიტის ბინის ჩხრეკის ოქმს მიაკვლია.

ამ ოქმით დასტურდება, რომ გრიგოლ ფერაძის ბინაში, ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან დიდი რაოდენობის დასავლური ვალუტა უპოვიათ, ომის შემდეგ აღმოჩენილი მასალები კი ცხადყოფენ, რომ არავითარი ვალუტა მამა გრიგოლის ბინაში არ აღმოუჩენიათ. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: "ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუმენტებით ჯერჯერობით არ დასტურდება, თავს შევიკავებთ მათი გვარების დასახელებისაგან". იგი ეყრდნობა თამარ დულარიძის, შალვა მაღლაკელიძის, ჰენრიკ პაპროცკის, გურამ შარაძის მიერ მოხმობილ მასალას და პოლონეთში ქართული სათვისტომოს თავკაცის, გიორგი ნაკაშიძის სიტყვებიც მოჰყავს: "ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს, ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი". ასე იყო თუ ისე, მამა გრიგოლი ცრუ დასმენის მსხვერპლი გახდა.

მამა გრიგოლი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ძვირფასი ქართული ხელნაწერები, რომლებზეც მეცნიერი მუშაობდა. ამის შესახებ თავის მოგონებებში მამა ილია მელია მოგვითხრობს, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლს. გრიგოლ ფერაძის ბინის ჩხრეკის შედეგად დაიკარგა მის მიერ წლების მანძილზე რუდუნებით შეგროვილი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ძვირფასი ძველი ქართული ხელნაწერები, მისი გამოუქვეყნებელი შრომები და პირადი დღიურებიც. რაც უნდა ყოფილიყო არქიმანდრიტის დაპატიმრების მიზეზი, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: იგი გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს!

"დაბეზღების შედეგად და გესტაპოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. და მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, რომელიც ბ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრიგოლ ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა! ამ უბრალო წიგნთა გარდა მთელი ქონება უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ გაქრა", - წერს ვიქტორ ნოზაძე.

დაპატიმრებული არქიმანდრიტი პავიაკის ციხეში მოათავსეს. სხვა პატიმრების მსგავსად, მამა გრიგოლმაც პირველი დღეები წინასწარი დაკავების საკანში გაატარა. პირობები მძიმე იყო, საკანი სარდაფში იყო და ძლივს იტევდა უამრავ პატიმარს.

მამა გრიგოლი ჯერ მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელსაც "სატრანსპორტო განყოფილებას" უწოდებდნენ, 1942 წლის ოქტომბერში კი - ე.წ. "მუშა განყოფილებაში". ორივეგან მამა გრიგოლი თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. იგი გესტაპოში მრავალგზის დაჰკითხეს. ყოველი დაკითხვისას არქიმანდრიტს შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ და ამცირებდნენ. პავიაკის ციხეში მამა გრიგოლს ხშირად აკითხავდა მისი მეგობარი, მართლმადიდებელი მღვდელი, ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკვანი გიორგი ბერკმან-კარენინი. 1942 წელს გრიგოლის მიერ კარენინისადმი გაგზავნილ წერილში, არქიმანდრიტი მეგობარს სთხოვდა, მიეხედა მისი ბინისა და ნივთებისათვის. ათი დღის შემდეგ კი მამა გრიგოლმა ბერკმან-კარენინს თითქმის წინასწარმეტყველური წერილი მისწერა, რომელიც ფაქტობრივად მის ანდერძს წარმოადგენდა: "ბინა და ავეჯი გადაეცით კანცელარიის მუშაკს. ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ბიბლიოთეკას ვუანდერძებ მიტროპოლიას. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე, ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას".

მართლმადიდებელი ეკლესია და პოლონეთში ქართველთა სათვისტომო მისი თავკაცის, გიორგი ნაკაშიძის მეთაურობით, მამა გრიგოლის გასათავისუფლებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მატერიალურადაც ეხმარებოდნენ მას, მაგრამ მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

არქიმანდრიტის დაპატიმრების შესახებ გიორგი ნაკაშიძემ დაუყოვნებლივ აცნობა კავკასიის კომიტეტს. ეს კომიტეტი გერმანელთა საოკუპაციო ჯარების მიერ იყო დაარსებული. ნაკაშიძემ კომიტეტიდან მეორე დღესვე მიიღო პასუხი. მას აცნობეს, რომ კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარეს გესტაპოში გარკვევით ურჩიეს, აღარ ეზრუნა გრიგოლ ფერაძის საქმეზე, რადგანაც არქიმანდრიტის დაპატიმრების ბრძანება უშუალოდ ბერლინიდან მოდიოდა.

უფრო მეტიც, გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო. ამ მომენტიდან მის დაღუპვამდე საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის შესახებ რაიმე ცნობის მოპოვება შეუძლებელი ხდება.

მოწამებრივი სიკვდილი

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე აღესრულა. ესაა მშრალი ცნობა, ხოლო მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ ყველა ტუსაღი, დიდიან-პატარიანად, მთავარ მოედანზე გამოურეკავს, საშინელ ყინვაში გაუშიშვლებია და უთქვამს, - ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელი არ გამოჩნდებაო. მაშინ პატიმრების მწკრივს გრიგოლ ფერაძე გამოეყო. არქიმანდრიტს მკვლელობა თავის თავზე აუღია. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, ებრაელთა მორიგ პარტიას გაზის კამერაში დასასჯელად აგზავნიდნენ, ერთ-ერთ ტყვეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლია. მამა გრიგოლს მისი ბედი ძალიან ადარდებდა და ნება-ყოფლობით ჩაენაცვლა მას. ეს ვერსია ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა, ამ ამბის თვითმხილველმა, აუწყა მიტროპოლიტ დიონისეს და მას მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა. სამწუხაროდ, მიტროპოლიტს ამ პიროვნების გვარი არ დაუმახსოვრებია, მაგრამ თავად ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ეს ვერსია სარწმუნო უნდა იყოს.

საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტმა, 1942 წლის 11 დეკემბერს, დიაკვან გიორგი ბერკმან-კარენინს ტელეგრამით შეატყობინა არქიმანდრიტ გრიგოლის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ სიკვდილის გარემოების შესახებ არაფერი უცნობებია.

ოთხი დღის შემდეგ, ვარშავის მართლმადიდებელი მიტროპოლიის ხელმძღვანელობამ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გერმანელ კომენდანტს თხოვნით მიმართა, რა გარემოებაში დაიღუპა მამა გრიგოლი და რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. მიტროპოლიის ხელმძღვანელობა ბანაკის კომენდანტს გრიგოლ ფერაძის ფერფლის გადმოცემასაც სთხოვდა. პასუხად, ოსვენციმის სამოქალაქო მდგომარეობის აღწერის განყოფილებიდან ნამდვილი გერმანული, პედანტური ცნობა მიიღეს: "გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა 1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე ოსვენციმში, კოშაროვეის ქუჩაზე". მოგვიანებით, XX საუკუნის 80- იან წლებში, ქართველმა რეჟისორმა და მოქალაქემ, რევაზ თაბუკაშვილმა წმინდა მოწამე გრიგოლის ხსოვნას მიუძღვნა ფილმი "წმინდა შტო ვაზისა". ფილმის გადაღების პროცესში იგი მოსკოვის სუკის არქივში დაცულ მასალებსაც გაეცნო. ამ არქივში თაბუკაშვილმა ოსვენციმის ტყვეთა ბანაკიდან წამოღებულ ჟურნალს მიაკვლია. ჟურნალში დეტალურად იყო აღწერილი პატიმრების ბანაკში ყოფნის ყოველი დღე და გარდაცვალების გარემოებები. ინფორმაცია მამა გრიგოლის შესახებ 1942 წლის 5 დეკემბერს წყდებოდა. ფურცელი, სადაც მისი გარდაცვალების დღე 6 დეკემბერი უნდა ყოფილიყო ჩანიშნული, ჟურნალიდან საერთოდ ამოხეული აღმოჩნდა. ძნელი სათქმელია, ვის აძლევდა ხელს ამ ღირსეული ადამიანის გმირული სიკვდილის დამადასტურებელი ცნობის უკვალოდ გაქრობა?

გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილი ნათლად ადასტურებს, რომ იგი თავისი ადრე ნათქვამი სიტყვების ერთგული დარჩა: "გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის".

"მამა გრიგოლი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სახარების, ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას. ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ეკიდა ტაძარში მისი სამოსელი. ის მოგაგონებდათ ადამიანს, რომელმაც თავის ცხოვრებაში განასახიერა სახარების იდეალი", - ამბობს ჰენრიკ პაპროცკი. 1994 წელს პოლონეთ-ისრაელის მეგობრობის საზოგადოებამ ვარშავის მიტროპოლიას გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია: "გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგოლ ფერაძის დიდებული სული, რომელიც ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს ებრაული ოჯახების შეფარებისა და დახმარების აღმოჩენისათვის".

მემკვიდრეობა

არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი სამეცნიერო საგანძური დატოვა, რითაც მსოფლიო მეცნიერებაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე მიჩნეულია მსოფლიო პატროლოგიის კლასიკოსად. მის ნაშრომებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ქრისტიანობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში გრიგოლ ფერაძის შრომები ძირითად წყაროდ გამოიყენება. ისინი მრავლადაა გამოცემული საზღვარგარეთ. მისი სახელი ამოტვიფრულია ვარშავის უნივერსიტეტის და მართლმადიდებლური ეკლესიის კედლებზე. ხოლო გერმანიაში ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მისი სახელობის კაბინეტი.

იმის მიუხედავად, რომ არქიმანდრიტი საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა, მან 70 სამეცნიერო ნაშრომი დაგვიტოვა. ეს ნაშრომები ქართულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზეა გამოქვეყნებული. გრიგოლ ფერაძის უპირველესი სურვილი პატროლოგიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა იყო, რომელიც ამ დარგის პრობლემატიკას მიეძღვნებოდა და იმავდროულად მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მეცნიერების გამოკვლევებს ერთად მოუყრიდა თავს. იგი ამისთვის მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე ემზადებოდა. სამწუხაროდ, ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა.

"სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა, - წერს დე-კანოზი ჰენრიკი, - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან". მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას.
......................
წყარო: საისტორიო ჟურნალი "არტანუჯი" მე-11 ნომერი (2003 წ.);
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნი: "გრიგოლ ფერაძე - წმინდა მღვდელმოწამე. მოქალაქე. მეცნიერი", რომელიც დასტამბულია უწინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
......................

წმინდა გრიგოლის ხატი შესრულებულია ლექსო მღებრიშვილის მიერ

ხატი დავანებულია ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარში
......................
წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი:

უღელი იგი ქრისტესი მოიღე გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვინაცა უცხოთა აღმსარებლობათა შორის მართლმადიდებლობისა სიტყვასა ასწავებდი და უკანასკნელ სულიცა თვისი დასდევ მოყვასისათვის, დაუცხრომელად ევედრე მხოლოსა ღმერთსა ჩვენ ყოველთათვის.

კონდაკი:

რომელმან ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველე და მსხვერპლად სუნად სუნნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა, და გვირგვინი უხრწნელი მოიგე გრიგოლ, მას ევედრე ჩვენთვის ღვაწლით შემოსილო.
.............................

წმინდა გრიგოლთან (ფერაძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler