წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა - წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღედ 6 დეკემბერი დადგინდა.

წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისეულ არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახურმა ტრადიციამ, რომლის თანახმად, ოჯახის ერთ-ერთი წევრი სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო. "ჩემი წინაპრები იყვნენ მწყემსები, წლიდან წლამდე რამდენიმე თვით ისინი იმყოფებოდნენ ოჯახიდან შორს, მწყემსავდნენ თავიანთ საქონელს უდაბნოში (ალბათ გარეჯი უნდა იგულისხმებოდეს, - რ. ფ.), რომელიც მწვანდებოდა მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ერთ საღამოს მათ მოვლენიათ ზეციური სასწაული, რომელმაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანის ბედი. შესაძლებელია, ეს მოხდა შობის ღამეს. ამ დროს უდაბნოში, ზამთრის საღამოები ძალიან წყნარი იცის. ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, მწყემსები კოცონის მოელვარე ენის ცქერისას საუბრობდნენ თავიანთ დიდებულ წინამორბედებზე, რომელთაც ოდესღაც, სხვა შორეულ უდაბნოში, ვარსკვლავიან ღამეს გამოეცხადათ ანგელოზები. მათ ამცნეს უდიდესი საკვირველება - მხსნელის დაბადება და ადამიანური მოდგმის ახალი ცხოვრების დაწყება.

მწყემსები იმ ღამეს აღვსილნი იყვნენ მორჩილებით. გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები ჩვეულებრივ აღვიძებენ დაღლილ ბერებს და მოუწოდებენ მათ დილის ლოცვისაკენ, უეცრად გაისმა ზარების სასწაული მელოდია. მწყემსები ადამიანთა საცხოვრებლებისაგან შორს იმყოფებოდნენ. უახლოესი ეკლესია მათგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო. ეს კი ანგელოზთა ზარები რეკდნენ. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებდნენ დილის ლოცვაზე. ხოლო მას, ვინც მამაზეციერმა მუდმივი ცხოვრების ღირსად მოავლინა, შეუძლია გაიგონოს ანგელოზთა ზარების ხმები.

ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული, ციური ნიშანსვეტი მოასწავებდა სანუკვარი სიზმრების ასრულებას, მათი ოცნების განხორციელებას, დედამიწაზე ხეტია¬ლის დასასრულს ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და გაემართა იმავე უდაბნოს მონასტრის ნანგრევებისკენ, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს არ ჩაეხშო მასში ანგელოზთა ზარების სასწაულებრივი მელოდიები. ხოლო მეორემ - ვისაც სოფელში დარჩა ცოლი და ვაჟი, სასწაულებრივი მელოდიის ბგერებში შეიმეცნა ნიშანი თავისი შთამომავლობისთვის, რომ ისინი ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად. მან, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა, შეიყვანა თავისი ვაჟი სკოლაში.

ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში, საღამოობით, გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე - ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე, რომელიც გაშორდა მიწიერ ცხოვრებას", - მოგვითხრობს წმინდა გრიგოლი ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "ბედისწერა".

გრიგოლიც მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში 1899 წლის 13 სექტემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. მამას ვაჟისთვის VIII საუკუნის ქართველი მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის მონასტრების მაშენებლისა და ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლის გრიგოლ ხანძთელის პატივსაცემად დაურქმევია გრიგოლი.

მღვდელი რომანოზი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელიც დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად. მან მოღვაწეობა დაიწყო გორის მაზრის სოფელ ზემო ჭალის საზოგადოებრივ სასწავლებელში უფროს მასწავლებლად. შვიდი წლის განმავლობაში რომანოზმა ღირსეული მასწავლებლისა და პატიოსანი ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. მისი ნიჭიერება და თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის. 1889 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და გარე კახეთში, სოფელ უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. უჯარმაში მსახურობის პერიოდში მამა რომანოზი ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით აირჩია დეპუტატად საეპარქიო კრებაზე დასასწრებად. მან აქაც განაგრძო მასწავლებლად მუშაობა და უჯარმის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს. 1982 წელს პედაგოგიურ ასპარეზზე ათწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. იმავე წელს გორის მაზრაში, სოფელ საქაშეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს აქაც აირჩიეს დეპუტატად სამი წლის ვადით. ამასთანავე, ქ. გორში იყო საეპარქიო კრების საქმის მწარმოებელი. საქაშეთში მსახურობის პერიოდში მამა რომანოზმა თავისი ხარჯით გახსნა სამრევლო სკოლა, რომელსაც თავად ინახავდა და ბავშვებსაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1896 წლის აღდგომას იგი საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 1-ელ ოქტომბერს მამა რომანოზი კახეთში, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მან აქაც დააარსა სამრევლო სკოლა, მაგრამ გაჭირვებულ სოფელში ჭირდა არსებობა, ღარიბი გლეხობა ვერ ყიდულობდა შვილისთვის სასკოლო წიგნებსა და ინვენტარს და პატარებს აუტანელ პირობებში უწევდათ ცოდნის მიღება. მამა რომანოზი ყოველ ღონეს ხმარობდა პრობლემების დასაძლევად და ხშირად პრესის საშუალებითაც ითხოვდა დახმარებას. "მამა რომანოზი ერთგული იყო თავისი მრევლისა, თავის საბადებელს ღარიბებს უნაწილებდა. მან გახსნა სოფლისათვის სკოლა და კიდევ ბევრი სიკეთე მოუტანა სოფელს", - იგონებდნენ თანასოფლელები.

ახალგაზრდა მოძღვარი არ იშურებდა ძალას და ენერგიას ხალხის რწმენაში განსამტკიცებლად, მათ ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად. წირვას ისე არ დაასრულებდა, ქადაგებით რომ არ მიემართა მრევლისათვის, არ განემარტა მათთვის სახარების არსი და დადებითი მნიშვნელობა ქრისტიანის ცხოვრებისათვის. შემორჩენილია მამა რომანოზის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1903 წლის შობის დღესასწაულზე წარმოთქვა. შემოკლებით გთავაზობთ ამ ქადაგებას: "დიდად სასიამოვნოა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, მართლმადიდებელის ეკლესიისათვის დღეს ესოდენი თქვენი შეკრება ღვთის ტაძარში. სასიამოვნოა იმიტომ, რომ თვინიერ მართლმადიდებელის ეკლესიისა ქრისტიანე ვერ ცხონდება, ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. გარეშე ეკლესიისა, ლოცვისა და ღვთის ვედრებისა, ადამიანი ვერ დაიმშვიდებს თავის სინდისს. ვინც ეკლესიაში ხშირად დადის, იმას დაახლოებული ჰყავს ღმერთი. იმის სულს არ ჰქეჯნის ამაოება. იგი ადვილად მოითმენს განსაცდელსაც კი. გარნა, ეკლესიას მოშორებული ქრისტიანე ემსგავსება ვაზის რქას, მოშორებულს ვაზიდან, რომელსაც არავითარი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია თა¬ვის თავად. შორდება მას ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით, განკაცნა და იშვა მარიამ ქალწულისაგან ჩვენის ცხოვნებისათვის; შორდება ის, რომლის შობასაც დღეს დღესასწაულობს წმინდა ეკლესია. ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა.

ბედნიერი დღეა დღეს, ძმანო ქრისტიანენო, მთელის კაცობრიობისათვის! დღეს აღსრულდა ძველ აღთქმაში თქმული ღვთისაგან ისაია წინასწარმეტყველის პირით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვას ძე და უწოდონ სახელი მისი ემანუილ, რომელიცა ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი" (ისაია 7.14). დღეს ის დღეა, ოდესაც აღსრულდა სიტყვები მთავარანგელოზ გაბრიელისაგან თქმული ღვთისმშობლისა მარიამისა მიმართ: "შვა ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ, და ძე მაღლისა ეწოდოს" (ლკ. 1.32-33).

ვინც ღირსი გავხდით დღეს წირვის მოსმენისა, დაუტეოთ სოფლიური ფიქრი და ვარამი, გონებით წარმოვიდგინოთ ქალაქი ბეთლემი, რომელშიაც იშვა მხსნელი ჩვენი უფალი იესუ ქრისტე.

იშვა ყრმა, დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მაგრამ დაიბადა იგი უკიდურეს სიღარიბეში. იგი ჩვრებში გაახვიეს და ბაგაში ჩააწვინეს. არ ვიცით, რომ მომხდარიყოს სადმე ანუ ვისგანმე, რომ ახლდაბადებული ყრმა ბაგაში ჩაეწვინოთ. ჰოი, უწმინდესო ყრმაო! შენ ჭეშმარიტი ღმერთი იქმენ ჩვრებში გახვეული, პირუტყვთა ბაგაში ჩაწვენილი, რათა გამოიხსნა ცოდვებისაგან, უჩვენო ჭეშმარიტი გზა ცხოვრებისა პირუტყვთა დამსგავსებულს მაშინდელს ერს.

მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე დაბადებიდგანვე შეიქმნა ჩვენთვის ღვთაებრივი მოძღვარი და უდიდესი მასწავლებელი. მან გვაჩვენა ჩვენ თვალსაჩინოთ, რათა კმაყოფილი ვიყვნეთ ჩვენ სიღარიბეში და მწუხარებაში ჩავარდნის დროსაც. ვიყვნეთ მშვიდნი, როცა ხალხი გვამცირებს და კიდეც გვსდევნის. გვასწავლის, რომ მთელის ჩვენის არსებით მივენდოთ ღმერთსა.

მართალია, იესუ დაიბადა უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ის არის მეუფე და გამგე ცისა და ქვეყნისა: "ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა". ციურთა დასთა ანგელოზთა მბრძანებელია; და ესენი ემორჩილებიან მას. მან გამოითხოვა ზეცით ანგელოზნი, რომლებმაც ახარეს მწყემსებს მისი შობა: "აჰა, გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, - უთხრა ანგელოზმა მწყემსებს, - რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელი არს ქრისტე უფალი" (ლკ.10.11). ზეცითგან იესუ გამოითხოვს მთელს დასს ანგელოზთა თვისთა სადიდებლათ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - გალობენ ანგელოზნი. ვინ არის იგი, რომელსაც ემსახურებიან ანგელოზნი? ეჭვს გარეშეა, რომ იგი არის უმაღლესი ანგელოზთა, იგი არის თვით ღმერთი. ჩვრებში გახვეული და ბაგაში ჩაწვენილი იესუ არის ყოვლადშემძლებელი ღმერთი.

შეუვრდეთ, ძმანო, მწყემსთა ბეთლემისათა და სამთა აღმოსავლეთის ბრძენთა თანა ბაგასა მას ღვთაებრივისა ყრმისა! ვადიდოთ იგი დასთა თანა ზეციურ მხედრობათა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". შევწიროთ მას მოგვთა თანა მსხვერპლი სულიერი, განსაკუთრებით წმინდა გული, აღსავსე ცხოველის მხურვალე სარწმუნოებით, სათნო ვეყოთ მას კეთილითა საქმითა ჩვენითა და მით დახმარება აღმოვუჩინოთ ღვთის სასუფევლის სოფლად დამკვიდრებას და გავრცელებას. ამინ".

1905 წელს რომანოზი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც წმ. გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. მამა რომანოზი ბაკურციხის ეკლესიის ეზოში დაუკრძალავთ. დაქვრივებულ მარიამ სამადაშვილს გასაზრდელად სამი ობოლი ბავშვი - არჩილი, გრიგოლი და ვასილი დარჩა. ამ დროს წმინდა გრიგოლი მხოლოდ ექვსი წლის იყო. მარიამი შვილებთან ერთად თბილისში დასახლდა. ქალაქში ოჯახი უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში ჩავარდა. ამის გამო მცირეწლოვანი გრიგოლი აღსაზრდელად ბიძამ, გიორგი ფერაძემ, ყვარელში წაიყვანა. იქ გიორგი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მოძღვარი იყო. გრიგოლი ყვარელში სასკოლო ასაკის მიღწევამდე დარჩენილა.

ბიძამისი, მღვდელი გიორგი, 1863 წელს დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გიორგის წარმატებით დაუსრულებია ამავე ქალაქის პედაგოგიური სასწავლებელიც. მუშაობდა სოფელ სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად, ერთხანს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაშიც უმუშავია. 1890 წლის 21 იანვარს გიორგი ფერაძე საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა., ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სოფელ ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

მამა გიორგი თურმე უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს ვალეს სამრევლო სკოლაში. 1894 წელს მამა გიორგი ყვარლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ იგი ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წელს მამა გიორგი ფერაძეს სკუფია უბოძეს. წმინდა სინოდ¬მა მადლობის სიგელი გადასცა. მღვდელი გიორგი 1911 წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.

წმინდა გრიგოლის დედა, მარიამიც, მოძღვრის ბესარიონ გრიგოლის ძე სამადაშვილის ქალიშვილი გახლდათ. წმინდა გრიგოლის ბაბუა ბესარიონიც მღვდლის ოჯახში დაბადებულა. ბაბუა ბესარიონს თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაუმთავრებია, შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ნიჭიერი ახალგაზრდა ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ, ბესარიონ სამადაშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მასწავლებლის მოვალეობიდან. 1849 წელს ცოლად შეირთო სოფიო პეტრესი. მამა ბესარიონსა და სოფიოს ხუთი შვილი ჰყავდათ: ნადეჟდა, ვლადიმერი, მარიამი, დეკანოზი ალექსი და ზაქარია. 1849 წელს გორის ეპისკოპოს ნიკიფორე ჯორჯაძეს ბესარიონი დიაკვნად უკურთხებია. მალე ეგზარქოსმა მამა ბესარიონს მღვდლად დაასხა ხელი და ჩრდილო კავკასიაში, სუოდაკის ოსურ სამრევლოში დანიშნა ღვთისმსახურად. მამა ბესარიონმა მალე დაიმსახურა ოლქის სამღვდელოებისა და მრევლის სიყვარული და პატივისცემა. მას დიგორისა და ალაგირის ოლქების მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაევალა, რასაც ქართველმა ღვთისმსახურმა წარმატებით გაართვა თავი. 1856 წელს მამა ბესარიონს სკუფია უბოძეს. 1859 წლიდან იგი სამშობლოში ბრუნდება და თბილისის მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1862 წლიდან 1864 წლამდე მამა ბესარიონი უსასყიდლოდ ასწავლიდა კუკიის ქალთა სკოლაში საღვთო სჯულს. 1866 წელს მამა ბესარიონს დაევალა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების საეკლესიო მატრიკულების რევიზია, ხოლო ერთი წლის შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეკლესიებისა. ერთხანს თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდლის პროკლე იოსელიანის ავადმყოფობის გამო, ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, მამა ბესარიონს დაევალა წირვა-ლოცვის ჩატარება და საეკლესიო წესების შესრულება ჰოსპიტლის ეკლესიაში. მამა ბესარიონი თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილებაშიც მუშაობდა. მალე ის სამკერდე ოქროს ჯვრითაც დააჯილდოვეს. მამა ბესარიონი თითქმის 40 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიას. სავარაუდოდ, იგი XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიაში, საკურთხევლის წინა მარჯვენა მხარეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა გრიგოლთან (ფერაძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat